ქართველების გადასაწყვეტია, ვის აირჩევენ თავიან ლიდერებად, ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიონ თავიანთი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის - 2024- გადამწყვეტი წელი - გახსნისას განაცხადა.
"ჩვენ აქ ვართ საინტერესო დროს. ჩვენ აქ ვართ იმ დროს, როდესაც საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება, სიტუაცია არის ძალიან პოლარიზებული და ძალიან პოლიტიზირებული. ასევე საგრძნობია გაურკვევლობა არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ვოლკერმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხს გადასაწყვეტია, ვის აირჩევს ლიდერებად.
"მოვუსმენთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. სამოქალაქო საზოგადოების, რომელიც, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მზარდი საფრთხისა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ქართველმა ხალხმა თავად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი, აირჩიოს თავისი ლიდერები, რომ მიიღონ გადაწყვეტილება მომავალ ორიენტაციასთან დაკავშირებით. მაგრამ ნათელია ისიც, რომ მიზეზი რატომაც გამოირჩეოდა საქართველო მრავალი ადამიანისთვის აშშ-ში, ევროპასა და სხვაგან, არის ის, რომ ქართველი ხალხი არის ასეთი პრო-დასავლური, პროევროპული, პროამერიკული, პროდემოკრატიული. ქართველი ხალხი აცნობიერებს, რომ მათი მომავალი დასავლეთთანაა. საქართველოს ლიდერებმა უნდა ასახონ თავიანთი ხალხის მიზნები და მისწრაფებები“, - აღნიშნა ვოლკერმა.
მისი თქმით, აბსურდია იმის მტკიცება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს.
"ტერმინი გლობალური ომის პარტია, რომელიც გვესმის და ბოლო დროს გამოიყენება. საკმაოდ განსაცვიფრებლად მიმაჩნია, რომ ის აშშ-სთან მიმართებაში ვრცელდება. არავის სურს, რომ ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო უკრაინაში, გავრცელდეს. აშშ-ს არ სურს, საქართველოს ომში ჩათრევა, არავის სურს საქართველოს ომში ჩათრევა - ეს სრული სისულელეა. აბსურდია ჩვენთვის გლობალური ომის პარტიის წოდება. რეალური გლობალური ომის პარტიის შტაბბინა მოსკოვშია. ბოლოსდაბოლოს, სწორედ რუსულ ძალებს აქვთ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და არა შეერთებული შტატების ძალებს“, - აღნიშნა ვოლკერმა.
მამაჩემი მეუბნება, რასაც ვიღაც "ჭ' დონის ამერიკელები და ევროპელები ბედავენ, საქართველოს საქმეებში ღიად ერევიან და ჭკუას გვასწავლიან, მსგავსი რამ საბჭოთა კავშირის პერიოდში რომ გაებედათ, აჯანყება მოხდებოდა და იმ "ჭკუის დამრიგებელს" მინიმუმ გადააყენებდნენ, ან სულაც გააციმბირებდნენო. ანუ, ეგ დასავლეთელები კოლონიასავით გვექცევიან და აღგვიქვამენ.
საინტერესოა, ეგეთ მდარე, დაბალი დონის განცხადებებს რომელი აუდიტორიისთვის აკეთებენ. არასად არავის უთქვამს, რომ თვითონ სახელმწიფო აშშ, ან რომელიმე სხვა სახელმწიფო, ომის პარტიაა. საუბარი იმაზეა, რაც ისედაც უამრავმა ადამიანმა კარგად იცის, რომ სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის აშშ-ში არიან დაჯგუფებები, რომლებსაც შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყაროდ საერთაშორისო კონფლიქტები აქვთ გადაქცეული და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში სამხედრო დაპირისპირების კერის შექმნას ცდილობენ. იმ ჯგუფებს თავიანთი ოფიციალური, თუ არაოფიციალური ლობისტები ხელისუფლებებშიც ჰყავთ და სწორედ ისინი მოიაზრებიან "გლობალური ომის პარტიებად". მათთვის მნიშვნელობა არ აქვს ხელოვნურად შექმნილ კონფლიქტებში რომელი მხრიდან რა მსხვერპლი იქნება. 1 მილიონი რუსი, ან უკრაინელი სათვალავში არ ჰყავთ, პირიქით, რაც მეტი მსხვერპლია, მათი ბიზნესი და კეთილდღეობა მეტად იფურჩქნება. ამას ხმამაღლა რომ არცერთი ოფიციალური პირი არ აღიარებს, პოლიტიკის და დიპლომატიის ცოდნა არ სჭირდება. ნარკოტიკების არ იყოს, თუ მომხმარებელი არ ჰყავს, მის წარმოებას აზრი ეკარგება. მაგიტომაც, როგორც ნარკოტიკების, ისევე იარაღის გასაღების საფუძველს და ბაზარს ისინი ჰქმნიან, ვისაც ხელი მიუწვდემა. ეგ კი, მხოლოდ ძალიან მაღლა მდგომ დაბანილ-დავარცხნილ ბიძია-დეიდებს ხელეწიფებათ.