მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასიკვდილო თაღლითობა" - როგორ ატყუებენ ინდოეთის მოქალაქეებს რუსეთში და უკრაინასთან ომის წინა ხაზზე უშვებენ?
"სასიკვდილო თაღლითობა" - როგორ ატყუებენ ინდოეთის მოქალაქეებს რუსეთში და უკრაინასთან ომის წინა ხაზზე უშვებენ?

ინ­დო­ე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ვიკ­რამ­ჯიტ სინგ საჰნე­იბ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია “დოჟდ­თან“ გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­ში, სა­მუ­შა­ოდ ჩა­სუ­ლი 90-ზე მეტი ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბულ ომში მო­ტყუ­ე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. ცნო­ბი­ლია, რომ 8 მათ­გა­ნი ფრონ­ტის ხაზ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

მისი თქმით, და­ღუ­პულ­თა ცხედ­რე­ბი სამ­შობ­ლო­ში არ გა­და­უს­ვე­ნე­ბი­ათ.

ომში გარ­დაც­ვლი­ლი ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნა­წი­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია

სინ­გის თქმით, ინ­დო­ე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა, რომ­ლე­ბიც ომში ხვდე­ბი­ან, სი­ნამ­დვი­ლე­ში რუ­სეთ­ში სა­მუ­შა­ოს მა­ძი­ებ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა, ად­გილ­ზე თარ­ჯიმ­ნის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლებს, რუ­სულ ენა­ზე შედ­გე­ნილ ვი­თომ სა­მუ­შაო კონ­ტრაქ­ტზე აწე­რი­ნე­ბენ ხელს, რაც რე­ა­ლუ­რად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაა, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი სამ­ხედ­რო მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, მათ წინა ხაზ­ზე უშ­ვე­ბენ. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მათ რუ­სეთ­ში ჩას­ვლა­სა და ამ ვი­თომ სა­მუ­შაო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში გვა­რი­ან თან­ხას ახ­დე­ვი­ნე­ბენ.

ტე­ლე­კომ­პა­ნია “დოჟ­დი“ უკ­რა­ი­ნა­ში მოკ­ლუ­ლი ერთ-ერთი ინ­დო­ე­ლის, რავი მუ­ნის მშობ­ლებს და­უ­კავ­შირ­და და მათ თქვეს, რომ შვი­ლის ერთ-ერთ რუ­სულ სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ა­ში და­საქ­მე­ბას დაჰ­პირ­დნენ. თუმ­ცა, რუ­სეთ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, ვაჟი მათ ფრონ­ტი­დან და­უ­კავ­შირ­და.

“ჩვენ ვი­ცით, რომ 83 გა­დარ­ჩე­ნი­ლი­დან 13-მა და­ტო­ვა რუ­სე­თის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, მაგ­რამ იქ ჯერ კი­დევ გვყავს 69 ან 70 ადა­მი­ა­ნი. და­ღუ­პუ­ლე­ბის ცხედ­რე­ბის ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბა და მათი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ, რად­გან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ცხელ წერ­ტილ­ში არი­ან ჩარ­ჩე­ნი­ლე­ბი, ნა­წი­ლის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლიც არ ვი­ცით“, - გა­ნა­ცხა­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას­თან ინ­დო­ე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რმა ვიკ­რამ­ჯიტ სინგ საჰნე­იბ­მა.

  • სინ­გის თქმით, მო­ტყუ­ე­ბულ ინ­დო­ე­ლებს თაღ­ლი­თე­ბი რეკ­რუ­ტი­რე­ბას უწე­ვენ.

ინ­დო­ე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ნა­ცხა­და, რომ მათ გა­მო­ავ­ლი­ნეს აგენ­ტე­ბის ქსე­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტის გან­ცხა­დე­ბით, ე.წ. და­საქ­მე­ბის ფა­სე­ბი 1000-დან 12 000 ევ­რომ­დე მერ­ყე­ობს.

რო­გორც “დოჟ­დი“ აღ­ნიშ­ნავს, რუ­სე­თი და­ღუ­პულ­თა ახ­ლობ­ლებს კომ­პენ­სა­ცი­ას და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას დაჰ­პირ­და.

ივ­ლის­ში, მოს­კოვ­ში ვი­ზი­ტი­სა და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან შეხ­ვედ­რი­სას, ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნა­რენ­დრა მო­დიმ წა­მოჭ­რა სა­კი­თხი ინ­დო­ე­ლე­ბის დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ.

პუ­ტი­ნი მას სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას დაჰ­პირ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"სასიკვდილო თაღლითობა" - როგორ ატყუებენ ინდოეთის მოქალაქეებს რუსეთში და უკრაინასთან ომის წინა ხაზზე უშვებენ?

"სასიკვდილო თაღლითობა" - როგორ ატყუებენ ინდოეთის მოქალაქეებს რუსეთში და უკრაინასთან ომის წინა ხაზზე უშვებენ?

ინდოეთის პარლამენტის წევრმა ვიკრამჯიტ სინგ საჰნეიბმა ტელეკომპანია “დოჟდთან“ განაცხადა, რომ რუსეთში, სამუშაოდ ჩასული 90-ზე მეტი ინდოეთის მოქალაქე უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში მოტყუებით წაიყვანეს. ცნობილია, რომ 8 მათგანი ფრონტის ხაზზე გარდაიცვალა.

მისი თქმით, დაღუპულთა ცხედრები სამშობლოში არ გადაუსვენებიათ.

ომში გარდაცვლილი ინდოეთის მოქალაქეების ნაწილი იდენტიფიცირებულია

სინგის თქმით, ინდოეთის მოქალაქეების უმეტესობა, რომლებიც ომში ხვდებიან, სინამდვილეში რუსეთში სამუშაოს მაძიებლები არიან. თუმცა, ადგილზე თარჯიმნის გარეშე დარჩენილებს, რუსულ ენაზე შედგენილ ვითომ სამუშაო კონტრაქტზე აწერინებენ ხელს, რაც რეალურად თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც რამდენიმედღიანი სამხედრო მომზადების შემდეგ, მათ წინა ხაზზე უშვებენ. ყველაფერთან ერთად, მათ რუსეთში ჩასვლასა და ამ ვითომ სამუშაო ხელშეკრულებაში გვარიან თანხას ახდევინებენ.

ტელეკომპანია “დოჟდი“ უკრაინაში მოკლული ერთ-ერთი ინდოელის, რავი მუნის მშობლებს დაუკავშირდა და მათ თქვეს, რომ შვილის ერთ-ერთ რუსულ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებას დაჰპირდნენ. თუმცა, რუსეთში ჩასვლის შემდეგ, ვაჟი მათ ფრონტიდან დაუკავშირდა.

“ჩვენ ვიცით, რომ 83 გადარჩენილიდან 13-მა დატოვა რუსეთის შეიარაღებული ძალები, მაგრამ იქ ჯერ კიდევ გვყავს 69 ან 70 ადამიანი. დაღუპულების ცხედრების ოჯახში დაბრუნება და მათი იდენტიფიცირება ვერ მოვახერხეთ, რადგან ეს ადამიანები ცხელ წერტილში არიან ჩარჩენილები, ნაწილის ადგილსამყოფელიც არ ვიცით“, - განაცხადა ტელეკომპანიასთან ინდოეთის პარლამენტის წევრმა ვიკრამჯიტ სინგ საჰნეიბმა.

  • სინგის თქმით, მოტყუებულ ინდოელებს თაღლითები რეკრუტირებას უწევენ.

ინდოეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ გამოავლინეს აგენტების ქსელი. ჟურნალისტის განცხადებით, ე.წ. დასაქმების ფასები 1000-დან 12 000 ევრომდე მერყეობს.

როგორც “დოჟდი“ აღნიშნავს, რუსეთი დაღუპულთა ახლობლებს კომპენსაციას და მოქალაქეობას დაჰპირდა.

ივლისში, მოსკოვში ვიზიტისა და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას, ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ წამოჭრა საკითხი ინდოელების დემობილიზაციის შესახებ.

პუტინი მას საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.

იხილეთ ასევე: