სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბედური შემთხვევა ისლანდიაში: მყინვარული გამოქვაბულის მონახულებისას, ყინულის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ
უბედური შემთხვევა ისლანდიაში: მყინვარული გამოქვაბულის მონახულებისას, ყინულის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

სამ­ხრეთ ის­ლან­დი­ა­ში, მყინ­ვა­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბი­სას ყი­ნუ­ლის გა­მოქ­ვა­ბუ­ლის ნა­წი­ლობ­რი­ვი ჩა­მოშ­ლის შე­დე­გად სულ მცი­რე ერთი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა და ორი და­ი­კარ­გა.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ პირ­ველ­მა ზარი კვი­რას, და­ახ­ლო­ე­ბით 15:00 სა­ათ­ზე მი­ი­ღეს. მათი თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 25 უცხო­ე­ლი ტუ­რის­ტი ბრე­ი­და­მერ­კუ­რი­ო­კუ­ლის მყინ­ვარ­ზე ყი­ნუ­ლის გა­მოქ­ვა­ბუ­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და, რო­დე­საც ოთხ ადა­მი­ანს ყი­ნუ­ლი და­ე­ცა. ერ­თი­ა­და­მი­ა­ნი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ორი სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­და, კი­დევ ერთი კი შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვერ­ტმფრე­ნით.

ორი და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა­ში მაშ­ველ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა ჩა­ერ­თო. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, ძებ­ნის ოპე­რა­ცია სიბ­ნე­ლე­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ში­ში პი­რო­ბე­ბის გამო შე­წყდა, თუმც დღეს დი­ლით გა­ნახ­ლდა.

ის­ლან­დი­უ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, ად­გილ­ზე ქვეყ­ნის სა­ნა­პი­რო დაც­ვის ორი ვერ­ტმფრე­ნი გა­იგ­ზავ­ნა, ასე­ვე გა­მო­ძა­ხე­ბულ იქნა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა და პო­ლი­ცია.

ის­ლან­დი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა RUV-მა გა­ნა­ცხა­და, რომ მყინ­ვარ­ზე მაშ­ველ­თა აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მკაც­რი პი­რო­ბე­ბის გამო და ყი­ნუ­ლის გაჭ­რა ძი­რი­თა­დად ხე­ლით - ხერ­ხე­ბით ხდე­ბო­და. ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ი­ტის Visir-ის ცნო­ბით, ჯგუ­ფი ორ­გა­ნი­ზე­ბულ ყი­ნუ­ლის გა­მოქ­ვა­ბუ­ლის ტურ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და თან გიდი ახ­ლდათ. ყი­ნუ­ლის ჩა­მონ­გრე­ვის დროს უმე­ტე­სო­ბა გა­მოქ­ვა­ბულს გა­რეთ იყო.

მყინ­ვა­რი, სა­დაც ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, იო­კულ­სარ­ლო­ნის მყინ­ვა­რუ­ლი ლა­გუ­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე­ობს, რო­მე­ლიც ის­ლან­დი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ად­გი­ლია. ჩა­მონ­გრე­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, არ უკავ­შირ­დე­ბო­და პა­რას­კევს სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ის­ლან­დი­ა­ში მომ­ხდარ ვულ­კა­ნურ ამოფრქვე­ვას, რო­მე­ლიც მყინ­ვა­რი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 300 კმ-ში მოხ­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

უბედური შემთხვევა ისლანდიაში: მყინვარული გამოქვაბულის მონახულებისას, ყინულის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

უბედური შემთხვევა ისლანდიაში: მყინვარული გამოქვაბულის მონახულებისას, ყინულის ჩამოშლას მსხვერპლი მოჰყვა, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ

სამხრეთ ისლანდიაში, მყინვარის მონახულებისას ყინულის გამოქვაბულის ნაწილობრივი ჩამოშლის შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაიკარგა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში ადგილობრივმა პოლიციამ განაცხადა, რომ პირველმა ზარი კვირას, დაახლოებით 15:00 საათზე მიიღეს. მათი თქმით, დაახლოებით 25 უცხოელი ტურისტი ბრეიდამერკურიოკულის მყინვარზე ყინულის გამოქვაბულებს ათვალიერებდა, როდესაც ოთხ ადამიანს ყინული დაეცა. ერთიადამიანი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, ორი სერიოზულად დაშავდა, კიდევ ერთი კი შედარებით სტაბილურ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში ვერტმფრენით.

ორი დაკარგული ადამიანის ძებნაში მაშველთა დიდი რაოდენობა ჩაერთო. პოლიციის განცხადებით, ძებნის ოპერაცია სიბნელეში არსებული საშიში პირობების გამო შეწყდა, თუმც დღეს დილით განახლდა.

ისლანდიური მედიის ცნობით, ადგილზე ქვეყნის სანაპირო დაცვის ორი ვერტმფრენი გაიგზავნა, ასევე გამოძახებულ იქნა სასწრაფო დახმარება და პოლიცია.

ისლანდიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა RUV-მა განაცხადა, რომ მყინვარზე მაშველთა აღჭურვილობისა და პერსონალის ტრანსპორტირება რთული აღმოჩნდა ტერიტორიაზე მკაცრი პირობების გამო და ყინულის გაჭრა ძირითადად ხელით - ხერხებით ხდებოდა. ადგილობრივი საინფორმაციო საიტის Visir-ის ცნობით, ჯგუფი ორგანიზებულ ყინულის გამოქვაბულის ტურზე იმყოფებოდა და თან გიდი ახლდათ. ყინულის ჩამონგრევის დროს უმეტესობა გამოქვაბულს გარეთ იყო.

მყინვარი, სადაც ინციდენტი მოხდა, იოკულსარლონის მყინვარული ლაგუნის მახლობლად მდებარეობს, რომელიც ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. ჩამონგრევა, სავარაუდოდ, არ უკავშირდებოდა პარასკევს სამხრეთ-აღმოსავლეთ ისლანდიაში მომხდარ ვულკანურ ამოფრქვევას, რომელიც მყინვარიდან დაახლოებით 300 კმ-ში მოხდა.

წყარო