მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა - შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადება
საქართველოში კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა - შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადება

შეკ­ვე­თი­ლის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და ახა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­ნი­ი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი რვა­ვე ბა­ო­ბა­ბის ხე გახ­მა.

პარ­კის ცნო­ბით, კე­ნი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის გამო, ხე­ებს მო­უ­წი­ათ ამო­თხრილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა თით­ქმის ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ისი­ნი მხო­ლოდ 2023 წლის 8 ნო­ემ­ბერს ჩარ­გეს ნი­ა­დაგ­ში.

ცნო­ბის­თვის, დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი 2020 წელს გა­იხ­სნა "ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ფი­ნან­სე­ბით.

იხი­ლეთ გან­ცხა­დე­ბა:

"2020 წელს მე­ცე­ნატ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თა­ოს­ნო­ბი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით დაბა შეკ­ვე­თილ­ში გა­იხ­სნა დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი. ეს უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი კარ­გა­დაა ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. მრა­ვალ­წლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მით და ურ­თუ­ლე­სი ტექ­ნი­კურ - ლო­გის­ტი­კუ­რი ამო­ცა­ნე­ბის დაძ­ლე­ვით სა­მო­ცი ჰექ­ტა­რის ფარ­თობ­ზე გა­შენ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ­ნა­ხუ­ლი მწვა­ნე სივ­რცე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ათა­სო­ბით ად­გი­ლობ­რივ, ენ­დე­მურ და ასე­ვე უცხო­ურ მცე­ნა­რეს.

პარ­კის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ პირ­ვე­ლად ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში მო­ხერ­ხდა უნი­კა­ლუ­რი სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ხე­ე­ბის გად­მორგვა, რაც ურ­თუ­ლეს და ხში­რად შე­უძ­ლე­ბელ ტექ­ნი­კურ გა­მოწ­ვე­ვად მი­იჩ­ნე­ო­და. დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი წარ­მო­ად­გენს ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის უნი­კა­ლურ და ჰარ­მო­ნი­ულ ნა­ზავს. მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კონ­ტი­ნენ­ტის 58 სა­ხე­ო­ბის უიშ­ვი­ა­თე­სი ფრინ­ვე­ლი ბი­ნად­რობს. მათ­თვის აქ შექ­მნი­ლია მშობ­ლი­უ­რი ჰა­ბი­ტა­ტის იდენ­ტუ­რი სა­არ­სე­ბო გა­რე­მო.

პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან შეკ­ვე­თი­ლის დენ­დრო­ლო­გი­უ­რი პარ­კი აბ­სო­ლუ­ტუ­რად უფა­სოდ მას­პინ­ძლობს ათი­ა­თა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სტუ­მარს. თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ის გახ­და რე­გი­ო­ნი­სა და ქვეყ­ნის ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ტუ­რის­ტუ­ლი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბა.

ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, პრო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის დღი­დან­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი მე­დია, დამ­კვე­თე­ბის არა­ჯან­სა­ღი ინ­ტე­რე­სე­ბის და ვნე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, მთე­ლი თა­ვი­სი რე­სურ­სით უშე­დე­გოდ ებ­რძვი­ან პრო­ექტს. ჯი­უ­ტად ცდი­ლო­ბენ რო­გორ­მე ჩირ­ქი მო­ცხონ ამ უნი­კა­ლურ წა­მო­წყე­ბას, მის ავ­ტორ­სა და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელს.

ზუს­ტად ასე მოხ­და კე­ნი­ი­დან რამ­დე­ნი­მე ბა­ო­ბა­ბის ჯი­შის ხის გად­მორგვი­სას.

რო­გორც კი აღ­ნიშ­ნუ­ლის თა­ო­ბა­ზე ცნო­ბი­ლი გახ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ჩა­საფ­რე­ბულ­მა პო­ლი­ტი­კა­ნებ­მა და მათ შირ­მად ქცე­ულ­მა ეგ­რედ­წო­დე­ბულ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა იდე­ო­ლო­გი­უ­რი ბრძო­ლის ფრონ­ტი გა­მარ­თეს ამ­ჯე­რად აფ­რი­კის კონ­ტი­ნენტზე. მათი ცრუ დას­მე­ნე­ბი­სა და ყალ­ბი ალარ­მის­ტუ­ლი სა­ჩივ­რე­ბის გამო, ძლი­ერ შე­ფერ­ხდა კა­ნო­ნის სრუ­ლი დაც­ვით მიმ­დი­ნა­რე მცე­ნა­რე­თა გად­მორგვის პრო­ცე­სი.

"ნაც­მოძ­რა­ო­ბის" სიც­რუ­ის ტექ­ნო­ლო­გია უც­ვლე­ლია. ფეიკ-ნი­უ­სე­ბი, ცრუ ბრალდდე­ბებ­ზე აგე­ბუ­ლი სა­ჩივ­რე­ბი და რაც მთა­ვა­რია, გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რე­ბი კე­ნი­ის სხვა­დას­ხვა უწყე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან (ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის ჩათ­ვლით), მიზ­ნად ისა­ხავ­და ამ უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის ჩაშ­ლას. პრო­ცე­სის შე­სა­ფერ­ხებ­ლად უხ­მობ­დნენ ცრუ და­ქი­რა­ვე­ბულ ექ­სპერ­ტებს, აყალ­ბებ­დნენ ფაქ­ტებს, კე­ნი­ურ ბა­ო­ბა­ბებს ასა­ღებ­დნენ წი­თელ წიგნ­ში შე­ტა­ნილ მა­და­გას­კა­რულ ბა­ო­ბა­ბე­ბად. ამ ყვე­ლაფ­რის გამო პრო­ექ­ტის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლებს მო­უ­წი­ათ მრა­ვალ­გზის აე­ღოთ ერთი და იგი­ვე დას­კვნე­ბი, ფი­ტო­სა­ნი­ტა­რუ­ლი ცნო­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა უწყე­ბის ნე­ბარ­თვე­ბი და ა.შ.. და­უს­რუ­ლე­ბელ ბი­უ­როკ­რა­ტი­ულ მო­რევ­ში იკარ­გე­ბო­და ძვირ­ფა­სი დრო.

სა­ბო­ლო­ოდ სა­მარ­თალ­მა აფ­რი­კა­შიც გა­ი­მარ­ჯვა და ყვე­ლა ცრუ ბრალ­დე­ბა კე­ნი­ის სა­სა­მარ­თლო­სა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ უარ­ყო­ფილ იქნა, მაგ­რამ მა­ვან­მა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა პრო­ექ­ტის­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა.

დრო­ში გა­წელ­ვის შე­დე­გად, 2021 წელს გრუნ­ტი­დან ამო­ღე­ბულ­მა ხე­ებ­მა, ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გამო 2023 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე ვერ მო­აღ­წია სა­ქარ­თვე­ლომ­დე. მხო­ლოდ 2023 წლის 08 ნო­ემ­ბერს მო­ხერ­ხდა მათი ნი­ა­დაგ­ში ჩარ­გვა. იქამ­დე კი აფ­რი­კელ "გი­გან­ტებს“ მო­უ­წი­ათ ამო­თხრილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში თით­ქმის ორ­წლი­ა­ნი მოც­და მათ­თვის სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო გა­რე­მო პი­რო­ბებ­ში, სა­დაც მათ შე­სა­ბა­მი­სი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბაც მო­აკ­ლდათ. სამ­წუ­ხა­როდ, მსგავს სტრესს შე­უმ­ჩნევ­ლად არ ჩა­უვ­ლია ამ უნი­კა­ლუ­რი მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის და სა­ქარ­თვე­ლო­ში გრუნ­ტში ჩარ­გვი­დან 6-7 თვის გას­ვლის შემ­დეგ რვა­ვე ბა­ო­ბა­ბის ხე გახ­მა.

არა­და, ბა­ო­ბა­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­რეც გად­მორ­გუ­ლა. შეკ­ვე­თილ­სა და თბი­ლის­ში დღე­საც ხა­რობს რამ­დე­ნი­მე ბა­ო­ბა­ბი, რო­მელ­თა გად­მორგვა წინა პე­რი­ოდ­ში მო­ხერ­ხდა. მათი გად­მო­ტა­ნი­სას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია ხე­ლოვ­ნურ შე­ფერ­ხე­ბებს. პრო­ცე­სი ადექ­ვა­ტურ ვა­დებ­ში წა­რი­მარ­თა, და შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნით ყვე­ლა ხემ გა­ი­ხა­რა. ასე უნდა მომ­ხდა­რი­ყო ამ­ჯე­რა­დაც, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მა­ვან­თა წა­დილ­მა თა­ვის მი­აღ­წია.აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­დევ ერთხელ ცხად­ყოფს რა­ო­დენ არა­ჯან­საღ და მავ­ნებ­ლურ ბრძო­ლას ეწე­ვი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბუ­დე­ბუ­ლი ე.წ. "ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბი“. მათი მოქ­მე­დე­ბის სტი­ლი და მა­ნე­რა ნათ­ლად გვახ­სე­ნებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­წე­რას".

ავტორი:

საქართველოში კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა - შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადება

საქართველოში კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა - შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაციის განცხადება

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და ახადებს, რომ საქართველოში კენიიდან ჩამოტანილი რვავე ბაობაბის ხე გახმა.

პარკის ცნობით, კენიაში მიმდინარე სასამართლო პროცესის გამო, ხეებს მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში ყოფნა თითქმის ორი წლის განმავლობაში. ისინი მხოლოდ 2023 წლის 8 ნოემბერს ჩარგეს ნიადაგში.

ცნობისთვის, დენდროლოგიური პარკი 2020 წელს გაიხსნა "ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით.

იხილეთ განცხადება:

"2020 წელს მეცენატ ბიძინა ივანიშვილის თაოსნობითა და დაფინანსებით დაბა შეკვეთილში გაიხსნა დენდროლოგიური პარკი. ეს უნიკალური პროექტი კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. მრავალწლიანი დაუღალავი შრომით და ურთულესი ტექნიკურ - ლოგისტიკური ამოცანების დაძლევით სამოცი ჰექტარის ფართობზე გაშენდა საქართველოში აქამდე არნახული მწვანე სივრცე, რომელიც მოიცავს ათასობით ადგილობრივ, ენდემურ და ასევე უცხოურ მცენარეს.

პარკის განსაკუთრებულობა განპირობებულია იმით, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოხერხდა უნიკალური საუკუნოვანი ხეების გადმორგვა, რაც ურთულეს და ხშირად შეუძლებელ ტექნიკურ გამოწვევად მიიჩნეოდა. დენდროლოგიური პარკი წარმოადგენს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ და ჰარმონიულ ნაზავს. მის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის უიშვიათესი ფრინველი ბინადრობს. მათთვის აქ შექმნილია მშობლიური ჰაბიტატის იდენტური საარსებო გარემო.

პირველივე დღიდან შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი აბსოლუტურად უფასოდ მასპინძლობს ათიათასობით მოქალაქესა და ჩვენი ქვეყნის სტუმარს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის გახდა რეგიონისა და ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ღირსშესანიშნაობა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, პროექტის ინიცირების დღიდანვე "ნაციონალური მოძრაობის" კონტროლირებადი მედია, დამკვეთების არაჯანსაღი ინტერესების და ვნებების კვალდაკვალ, მთელი თავისი რესურსით უშედეგოდ ებრძვიან პროექტს. ჯიუტად ცდილობენ როგორმე ჩირქი მოცხონ ამ უნიკალურ წამოწყებას, მის ავტორსა და განმახორციელებელს.

ზუსტად ასე მოხდა კენიიდან რამდენიმე ბაობაბის ჯიშის ხის გადმორგვისას.

როგორც კი აღნიშნულის თაობაზე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, ჩასაფრებულმა პოლიტიკანებმა და მათ შირმად ქცეულმა ეგრედწოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა იდეოლოგიური ბრძოლის ფრონტი გამართეს ამჯერად აფრიკის კონტინენტზე. მათი ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების გამო, ძლიერ შეფერხდა კანონის სრული დაცვით მიმდინარე მცენარეთა გადმორგვის პროცესი.

"ნაცმოძრაობის" სიცრუის ტექნოლოგია უცვლელია. ფეიკ-ნიუსები, ცრუ ბრალდდებებზე აგებული საჩივრები და რაც მთავარია, გაუთავებელი სატელეფონო ზარები კენიის სხვადასხვა უწყების მაღალჩინოსნებთან (ქვეყნის პრეზიდენტის ჩათვლით), მიზნად ისახავდა ამ უნიკალური პროექტის ჩაშლას. პროცესის შესაფერხებლად უხმობდნენ ცრუ დაქირავებულ ექსპერტებს, აყალბებდნენ ფაქტებს, კენიურ ბაობაბებს ასაღებდნენ წითელ წიგნში შეტანილ მადაგასკარულ ბაობაბებად. ამ ყველაფრის გამო პროექტის განმახორციელებლებს მოუწიათ მრავალგზის აეღოთ ერთი და იგივე დასკვნები, ფიტოსანიტარული ცნობები, სხვადასხვა უწყების ნებართვები და ა.შ.. დაუსრულებელ ბიუროკრატიულ მორევში იკარგებოდა ძვირფასი დრო.

საბოლოოდ სამართალმა აფრიკაშიც გაიმარჯვა და ყველა ცრუ ბრალდება კენიის სასამართლოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უარყოფილ იქნა, მაგრამ მავანმა მაინც მოახერხა პროექტისთვის ზიანის მიყენება.

დროში გაწელვის შედეგად, 2021 წელს გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე. მხოლოდ 2023 წლის 08 ნოემბერს მოხერხდა მათი ნიადაგში ჩარგვა. იქამდე კი აფრიკელ "გიგანტებს“ მოუწიათ ამოთხრილ მდგომარეობაში თითქმის ორწლიანი მოცდა მათთვის სრულიად შეუსაბამო გარემო პირობებში, სადაც მათ შესაბამისი მოვლა-პატრონობაც მოაკლდათ. სამწუხაროდ, მსგავს სტრესს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია ამ უნიკალური მცენარეებისთვის და საქართველოში გრუნტში ჩარგვიდან 6-7 თვის გასვლის შემდეგ რვავე ბაობაბის ხე გახმა.

არადა, ბაობაბების საქართველოში ადრეც გადმორგულა. შეკვეთილსა და თბილისში დღესაც ხარობს რამდენიმე ბაობაბი, რომელთა გადმორგვა წინა პერიოდში მოხერხდა. მათი გადმოტანისას ადგილი არ ჰქონია ხელოვნურ შეფერხებებს. პროცესი ადექვატურ ვადებში წარიმართა, და შესაბამისი პირობების შექმნით ყველა ხემ გაიხარა. ასე უნდა მომხდარიყო ამჯერადაც, მაგრამ სამწუხაროდ მავანთა წადილმა თავის მიაღწია.აღნიშნული კიდევ ერთხელ ცხადყოფს რაოდენ არაჯანსაღ და მავნებლურ ბრძოლას ეწევიან საქართველოში დაბუდებული ე.წ. "ოპოზიციური ძალები“. მათი მოქმედების სტილი და მანერა ნათლად გვახსენებს წინა ხელისუფლების ხელწერას".