პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასთან გამოსამშვიდობებლად მხოლოდ 6 ადამიანი მივიდა" - შიმშილით გარდაცვლილი რუსი პიანისტი, რომელიც ომს აპროტესტებდა და რუსეთის ხელისუფლებას "ფაშისტებს" უწოდებდა
"მასთან გამოსამშვიდობებლად მხოლოდ 6 ადამიანი მივიდა" - შიმშილით გარდაცვლილი რუსი პიანისტი, რომელიც ომს აპროტესტებდა და რუსეთის ხელისუფლებას "ფაშისტებს" უწოდებდა

ივ­ლი­სის ბო­ლოს, 39 წლის პი­ა­ნის­ტი პა­ველ კუშ­ნირი რუ­სეთ­ში ბი­რო­ბი­ჟა­ნის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში შიმ­ში­ლო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. პი­ა­ნის­ტი ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. კუშ­ნი­რი იუ­თუბ არხზე ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვი­დე­ო­ებს ტვირ­თავ­და, სა­დაც ხუთი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და.

"ფა­შიზ­მი ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სიკ­ვდი­ლია"

"გა­მარ­ჯო­ბა, ფა­შის­ტუ­რი რუ­სე­თის ან­ტი­ფა­შის­ტუ­რი დი­ას­პო­რა!"

ასე გა­ეც­ნო YouTube არ­ხის მა­ყუ­რე­ბელს პი­ა­ნის­ტი და მეტ­სა­ცე­ლად FBI-ის აგენ­ტის ფოქს მალ­დე­რის გვა­რი აირ­ჩია სე­რი­ა­ლი­დან X-Files. პა­ვე­ლის­თვის არ­ხის შექ­მნის მი­ზე­ზი, რო­გორც ჩანს, აღ­მოჩ­ნდა კა­ნო­ნის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც მთლი­ა­ნად კრძა­ლავს ლგბტ "პრო­პა­გან­დას“. ვი­დე­ო­ებ­ში "უცხო­ე­ლი აგენ­ტი მალ­დე­რი" რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "ფა­შის­ტებს", "ფორ­მებ­ში, კოს­ტუ­მებ­ში და სპორ­ტულ ტან­საც­მელ­ში გა­მო­წყო­ბილ ნა­ძირ­ლებს", "სა­სო­წარ­კვე­თილ შიმ­პან­ზე­ებს" უწო­დებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ "ადა­მი­ა­ნე­ბის მწე­რე­ბად გა­დაქ­ცე­ვას."

"ფა­შიზ­მი ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სიკ­ვდი­ლია. ”პუ­ტი­ნი ფა­შის­ტია”, - ამ­ბობს პი­ა­ნის­ტი და ხალ­ხს მო­უ­წო­დებს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს რე­ჟიმს. თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მარს! თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა პა­ტი­მარს და თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლას!“

ვი­დე­ო­ებ­ში ის ახ­სე­ნებს ბიბ­ლი­ას, დის­ტო­პი­ურ რო­მანს „1984“, ფი­ლო­სო­ფოს პლა­ტონს და როკ მუ­სი­კოსს კურტ კო­ბე­ინს.

კად­რი იუ­თუ­ბის არ­ხი­დან, სა­ნამ ვი­დე­ო­ებს წაშ­ლიდ­ნენ

BBC-ს ცნო­ბით, არხი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე ხუთ­მა ადა­მი­ან­მა გა­მო­ი­წე­რა. ბოლო ვი­დეო "უცხო­ე­ლი აგენ­ტი მალ­დე­რის" სა­ხე­ლით 2024 წლის იან­ვარ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა. ექ­ვსი თვის შემ­დეგ კი, "ოპე­რა­ცი­უ­ლი ან­გა­რი­შე­ბის" სა­ტე­ლეგ­რა­ფო არხზე გა­მოჩ­ნდა შემ­დე­გი პოს­ტი: "სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრამ და­ას­რუ­ლა 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბი­რო­ბი­ჟა­ნის მკვიდ­რის პა­ველ კუშ­ნი­რის მცდე­ლო­ბა, გამ­ხდა­რი­ყო ოპო­ზი­ცი­უ­რი ბლო­გე­რი.“

არ­ხმა კუშ­ნირს უწო­და: "წარ­სულ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე და ამ­ჟა­მად რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე. ის რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებ­და მა­სა­ლებს, სა­დაც ხალ­ხს მო­უ­წო­დებ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის ძა­ლა­დობ­რი­ვი დამ­ხო­ბის­კენ რე­ვო­ლუ­ცი­ის გზით“.

პოსტს თან ახ­ლდა ვი­დეო, სა­დაც ჩანს ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი, რომ­ლებ­საც კუშ­ნი­რი მიჰ­ყავთ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის­კენ. შე­ტყო­ბი­ნე­ბის ავ­ტო­რებ­მა გან­მარ­ტეს, რომ მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა ტე­რო­რის­ტუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის სა­ჯა­რო მო­წო­დე­ბის მუხ­ლით (სსკ-ის 205.2 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლი) - რაც 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ, არა­ფე­რი იყო ცნო­ბი­ლი კუშ­ნი­რის ბე­დის შე­სა­ხებ, აგ­ვის­ტოს და­სა­წყის­ში კი პი­ა­ნის­ტის მე­გობ­რე­ბის­გან ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ 39 წლის კაცი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში მშრა­ლი შიმ­ში­ლის ფონ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინ­ფორ­მა­ცია ტამ­ბოვ­ში მცხოვ­რებ­მა კუშ­ნი­რის 79 წლის დე­დამ და­ა­დას­ტუ­რა. მისი თქმით, პა­ვე­ლი 28 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა.

დე­ტა­ლე­ბი, თუ რა და­ე­მარ­თა კუშ­ნირს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია. მაგ­რამ, რო­გორც პი­ა­ნის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, კუშ­ნი­რი მა­ნამ­დეც შიმ­ში­ლობ­და და ამ გზით აპ­რო­ტეს­ტებ­და რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რას.

"თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, მარ­ტო­სუ­ლი, ტან­ჯუ­ლი"

პა­ველ კუშ­ნი­რი ტამ­ბოვ­ში პი­ა­ნის­ტი­სა და პე­და­გო­გის მი­ხა­ილ კუშ­ნი­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მამა ცნო­ბი­ლი იყო მუ­სი­კა­ლურ წრე­ებ­ში, იხ­სე­ნებს პა­ვე­ლის ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, პი­ა­ნის­ტი ოლგა შკრი­გუ­ნო­ვა BBC-სთან სა­უ­ბარ­ში. მამა-შვი­ლი მე­გობ­რობ­დნენ, სა­ნამ კაცი 2020 წელს გარ­და­იც­ვლე­ბო­და. პა­ველ­მა პი­ა­ნი­ნო­ზე დაკ­ვრა 2 წლის ასაკ­ში და­ი­წყო. მისი პე­და­გო­გი დედა გახ­და, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში მუ­სი­კას ას­წავ­ლი­და.

17 წლის ასაკ­ში კუშ­ნირ­მა მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა და მშობ­ლი­უ­რი ტამ­ბო­ვი და­ტო­ვა. კუშ­ნი­რის კლა­სე­ლი იუ­ლია ვერ­ტმა­ნი, რო­მე­ლიც მას მე­სა­მე კურ­სზე და­უ­მე­გობ­რდა, იხ­სე­ნებს, რომ პი­ა­ნის­ტი სა­ა­თო­ბით კი­თხუ­ლობ­და ბროდსკის. მას ჰქონ­და "დი­სი­დენ­ტის იმი­ჯი" - ხში­რად ეცვა და­ხე­უ­ლი ქურ­თუ­კი, შიგ­ნით კი შავი ზედა.

შკრი­გუ­ნო­ვა კუშ­ნირს აღ­წერს, რო­გორც "მარ­ტო­სულს", რო­მელ­საც ყო­ველ­თვის ჰყავ­და ბევ­რი მე­გო­ბა­რი. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც მას­თან 2005 წელს ჩა­წე­რეს, ამ­ბობს, რომ ის არა­სო­დეს და­უკ­რავს „რუ­სე­თის ჰიმნს.“

კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ეკა­ტე­რინ­ბურ­გში წა­ვი­და, ის შვი­დი წელი მუ­შა­ობ­და კურსკის ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში, შემ­დეგ კი­დევ სამი წელი კურ­გა­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში და ბო­ლოს, 2022 წელს, იგი გა­და­ვი­და ბი­რო­ბი­ჟან­ში.

"რუ­სეთ­მა და­ი­პყრო ყი­რი­მი"

2010-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი­დან კუშ­ნი­რი აქ­ტი­უ­რად იყო და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კით - მო­ნა­წი­ლე­ობ­და ბო­ლოტ­ნა­ი­ას მო­ე­დან­ზე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში და ლა­პა­რა­კობ­და არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შე­სა­ხებ. მან ასე­ვე გა­აპ­რო­ტეს­ტა ყი­რი­მის ანექ­სია და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რა. 2018 წელს ის პუშ­კი­ნის მო­ე­დან­ზე იდგა პლა­კა­ტით „ძირს ომი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა რუ­სე­თის­თვის“.

  • მე­გობ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის შეჭ­რა­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, პი­ა­ნის­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა დე­დას­თან და ძმას­თან გა­უ­ა­რეს­და: "მათ­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის ომს არ უჭერ­და მხარს".

”ვცდი­ლობ­დი პა­ველ­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნას, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე. მინ­დო­და უფრო მშვი­დად ყო­ფი­ლი­ყო... პო­ლი­ტი­კა­ში სა­ერ­თოდ არ ჩა­რე­უ­ლი­ყო. ჩემი აზ­რია, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი საქ­მე უნდა მი­ხე­დოს“, - გა­ნუ­ცხა­და დე­დამ ჟურ­ნა­ლის­ტებს შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ.

  • კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვი­სას თა­ვი­სუ­ფალ დროს პა­ველ კუშ­ნი­რი ავ­რცე­ლებ­და ბუკ­ლე­ტებს და პლა­კა­ტებს ბი­რო­ბი­ჟან­ში ომის წი­ნა­აღ­მდეგ. ის მო­უ­წო­დებ­და ხალ­ხს პრო­ტეს­ტი გა­მო­ეთ­ქვათ უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ომის შე­სა­ხებ.

მე­გობ­რის თქმით, მას ეს­მო­და, რომ თავს საფრ­თხე­ში იგ­დებ­და და ამი­ტომ ცდი­ლობ­და და­ე­ყო­ლი­ე­ბი­ნა, რომ რუ­სე­თი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და.

ბუკ­ლე­ტე­ბის და­რი­გე­ბა არ იყო კუშ­ნი­რის პრო­ტეს­ტის ერ­თა­დერ­თი ფორ­მა. მან რამ­დე­ნი­მე­ჯერ ომის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ლო­ზუნ­გე­ბით შიმ­ში­ლო­ბაც გა­მო­ა­ცხა­და. მარ­ტის ბო­ლოს შნი­გუ­რო­ვამ ბერ­ლი­ნი­დან და­უ­რე­კა. კუშ­ნირ­მა უთხრა, რომ თავს კარ­გად გრძნობ­და და შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტა, მაგ­რამ ფიქ­რობ­და, რომ მას და­ა­კა­ვებ­დნენ.

მა­ი­სის ბო­ლოს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი და­კა­ვე­ბის ვი­დეო გა­მოჩ­ნდა. მე­გობ­რებ­მა კი მუ­სი­კო­სის დევ­ნის შე­სა­ხებ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყვეს.

რა ბედი ეწია პი­ა­ნისტს წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, უც­ნო­ბია. ბი­რო­ბი­ჟა­ნის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში მისი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არის.

ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც პი­ა­ნის­ტი გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ნახა, ამ­ბობს, რომ მან შიმ­ში­ლო­ბა და­კა­ვე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­ი­წყო. მისი თქმით კუშ­ნი­რი "ჩონ­ჩხს ჰგავ­და".

  • პი­ა­ნის­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ზე­ზია "დი­ლა­ტი­რე­ბუ­ლი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თია, გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბით". პი­ა­ნის­ტის დე­დამ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ოჯა­ხი და­მო­უ­კი­დე­ბელ ექ­სპერ­ტი­ზას არ მო­ი­თხოვს.

კუშ­ნი­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ შემ­თხვე­ვით გახ­და ვნო­ბი­ლი. მის ოჯახს ბოლო დრომ­დე მომ­ხდარ­ზე სა­უ­ბა­რი არ სურ­და, თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბი მის­მა მე­გო­ბარ­მა გა­არ­კვია და ოლგა შკრი­გუ­ნო­ვას გა­დას­ცა.

ინ­ტერ­ვი­უ­ში კუშ­ნი­რის დედა ამ­ბობს, რომ, მისი აზ­რით, პა­ველს ჰქონ­და პო­ლი­ტი­კის "ზე­და­პი­რუ­ლი" გა­გე­ბა და მან სი­ცო­ცხლე არაფ­რის­თვის გა­წი­რა.

მხო­ლოდ ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი

მხო­ლოდ ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, მი­ვიდ­ნენ ბი­რო­ბი­ჯა­ნის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის ცენ­ტრში გარ­დაც­ვლილ პი­ა­ნისტ, პა­ველ კუშ­ნირ­თან გა­მო­სამ­შვი­დო­ბებ­ლად. რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის რუ­სუ­ლი სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ბი­რო­ბი­ჯა­ნის “დაკ­რძალ­ვის სახ­ლში " ცე­რე­მო­ნია უცხო­ეთ­ში მყო­ფი მუ­სი­კო­სის მე­გობ­რებ­მა მო­ა­წყვეს... მათ შო­რის არ იყ­ვნენ პი­ა­ნის­ტის ძმა და დედა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"მასთან გამოსამშვიდობებლად მხოლოდ 6 ადამიანი მივიდა" - შიმშილით გარდაცვლილი რუსი პიანისტი, რომელიც ომს აპროტესტებდა და რუსეთის ხელისუფლებას "ფაშისტებს" უწოდებდა

"მასთან გამოსამშვიდობებლად მხოლოდ 6 ადამიანი მივიდა" - შიმშილით გარდაცვლილი რუსი პიანისტი, რომელიც ომს აპროტესტებდა და რუსეთის ხელისუფლებას "ფაშისტებს" უწოდებდა

ივლისის ბოლოს, 39 წლის პიანისტი პაველ კუშნირი რუსეთში ბირობიჟანის წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობის შედეგად გარდაიცვალა. პიანისტი ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს. კუშნირი იუთუბ არხზე ომის საწინააღმდეგო ვიდეოებს ტვირთავდა, სადაც ხუთი გამომწერი ჰყავდა.

"ფაშიზმი ჩვენი სამშობლოს სიკვდილია"

"გამარჯობა, ფაშისტური რუსეთის ანტიფაშისტური დიასპორა!"

ასე გაეცნო YouTube არხის მაყურებელს პიანისტი და მეტსაცელად FBI-ის აგენტის ფოქს მალდერის გვარი აირჩია სერიალიდან X-Files. პაველისთვის არხის შექმნის მიზეზი, როგორც ჩანს, აღმოჩნდა კანონის მიღება, რომელიც მთლიანად კრძალავს ლგბტ "პროპაგანდას“. ვიდეოებში "უცხოელი აგენტი მალდერი" რუსეთის ხელისუფლებას "ფაშისტებს", "ფორმებში, კოსტუმებში და სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილ ნაძირლებს", "სასოწარკვეთილ შიმპანზეებს" უწოდებს, რომლებიც ცდილობენ "ადამიანების მწერებად გადაქცევას."

"ფაშიზმი ჩვენი სამშობლოს სიკვდილია. ”პუტინი ფაშისტია”, - ამბობს პიანისტი და ხალხს მოუწოდებს წინააღმდეგობა გაუწიოს რეჟიმს. თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს! თავისუფლება ყველა პატიმარს და თავისუფლება ყველას!“

ვიდეოებში ის ახსენებს ბიბლიას, დისტოპიურ რომანს „1984“, ფილოსოფოს პლატონს და როკ მუსიკოსს კურტ კობეინს.

კადრი იუთუბის არხიდან, სანამ ვიდეოებს წაშლიდნენ

BBC-ს ცნობით, არხი არსებობის მანძილზე ხუთმა ადამიანმა გამოიწერა. ბოლო ვიდეო "უცხოელი აგენტი მალდერის" სახელით 2024 წლის იანვარში გამოქვეყნდა. ექვსი თვის შემდეგ კი, "ოპერაციული ანგარიშების" სატელეგრაფო არხზე გამოჩნდა შემდეგი პოსტი: "სისხლის სამართლის საქმის აღძვრამ დაასრულა 1984 წელს დაბადებული ბირობიჟანის მკვიდრის პაველ კუშნირის მცდელობა, გამხდარიყო ოპოზიციური ბლოგერი.“

არხმა კუშნირს უწოდა: "წარსულში საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და ამჟამად რუსეთ-უკრაინის ომის მოწინააღმდეგე. ის რეგულარულად აქვეყნებდა მასალებს, სადაც ხალხს მოუწოდებდა რუსეთის ფედერაციაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივი დამხობისკენ რევოლუციის გზით“.

პოსტს თან ახლდა ვიდეო, სადაც ჩანს ნიღბიანი მამაკაცები, რომლებსაც კუშნირი მიჰყავთ მიკროავტობუსისკენ. შეტყობინების ავტორებმა განმარტეს, რომ მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ტერორისტული ქმედებების საჯარო მოწოდების მუხლით (სსკ-ის 205.2 მუხლის მე-2 ნაწილი) - რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, არაფერი იყო ცნობილი კუშნირის ბედის შესახებ, აგვისტოს დასაწყისში კი პიანისტის მეგობრებისგან ცნობილი გახდა, რომ 39 წლის კაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალი შიმშილის ფონზე გარდაიცვალა. მოგვიანებით ინფორმაცია ტამბოვში მცხოვრებმა კუშნირის 79 წლის დედამ დაადასტურა. მისი თქმით, პაველი 28 ივლისს გარდაიცვალა.

დეტალები, თუ რა დაემართა კუშნირს წინასწარი დაკავების იზოლატორში, ჯერჯერობით გაურკვეველია. მაგრამ, როგორც პიანისტის გარდაცვალების შემდეგ გაირკვა, კუშნირი მანამდეც შიმშილობდა და ამ გზით აპროტესტებდა რუსეთის უკრაინაში შეჭრას.

"თავდაჯერებული, მარტოსული, ტანჯული"

პაველ კუშნირი ტამბოვში პიანისტისა და პედაგოგის მიხაილ კუშნირის ოჯახში დაიბადა. მამა ცნობილი იყო მუსიკალურ წრეებში, იხსენებს პაველის ბავშვობის მეგობარი, პიანისტი ოლგა შკრიგუნოვა BBC-სთან საუბარში. მამა-შვილი მეგობრობდნენ, სანამ კაცი 2020 წელს გარდაიცვლებოდა. პაველმა პიანინოზე დაკვრა 2 წლის ასაკში დაიწყო. მისი პედაგოგი დედა გახდა, რომელიც სკოლაში მუსიკას ასწავლიდა.

17 წლის ასაკში კუშნირმა მოსკოვის კონსერვატორიაში ჩააბარა და მშობლიური ტამბოვი დატოვა. კუშნირის კლასელი იულია ვერტმანი, რომელიც მას მესამე კურსზე დაუმეგობრდა, იხსენებს, რომ პიანისტი საათობით კითხულობდა ბროდსკის. მას ჰქონდა "დისიდენტის იმიჯი" - ხშირად ეცვა დახეული ქურთუკი, შიგნით კი შავი ზედა.

შკრიგუნოვა კუშნირს აღწერს, როგორც "მარტოსულს", რომელსაც ყოველთვის ჰყავდა ბევრი მეგობარი. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მასთან 2005 წელს ჩაწერეს, ამბობს, რომ ის არასოდეს დაუკრავს „რუსეთის ჰიმნს.“

კონსერვატორიის დასრულების შემდეგ ეკატერინბურგში წავიდა, ის შვიდი წელი მუშაობდა კურსკის ფილარმონიაში, შემდეგ კიდევ სამი წელი კურგანის ფილარმონიაში და ბოლოს, 2022 წელს, იგი გადავიდა ბირობიჟანში.

"რუსეთმა დაიპყრო ყირიმი"

2010-იანი წლების დასაწყისიდან კუშნირი აქტიურად იყო დაინტერესებული პოლიტიკით - მონაწილეობდა ბოლოტნაიას მოედანზე საპროტესტო აქციებში და ლაპარაკობდა არჩევნების გაყალბების შესახებ. მან ასევე გააპროტესტა ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა. 2018 წელს ის პუშკინის მოედანზე იდგა პლაკატით „ძირს ომი, თავისუფლება რუსეთისთვის“.

  • მეგობრების განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე განსხვავებული შეხედულებების გამო, პიანისტის ურთიერთობა დედასთან და ძმასთან გაუარესდა: "მათგან განსხვავებით, ის ომს არ უჭერდა მხარს".

”ვცდილობდი პაველზე გავლენის მოხდენას, მაგრამ ვერ მოვახერხე. მინდოდა უფრო მშვიდად ყოფილიყო... პოლიტიკაში საერთოდ არ ჩარეულიყო. ჩემი აზრია, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა მიხედოს“, - განუცხადა დედამ ჟურნალისტებს შვილის გარდაცვალების შემდეგ.

  • კონცერტების გამართვისას თავისუფალ დროს პაველ კუშნირი ავრცელებდა ბუკლეტებს და პლაკატებს ბირობიჟანში ომის წინააღმდეგ. ის მოუწოდებდა ხალხს პროტესტი გამოეთქვათ უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ.

მეგობრის თქმით, მას ესმოდა, რომ თავს საფრთხეში იგდებდა და ამიტომ ცდილობდა დაეყოლიებინა, რომ რუსეთი დაეტოვებინა, მაგრამ არ გამოვიდა.

ბუკლეტების დარიგება არ იყო კუშნირის პროტესტის ერთადერთი ფორმა. მან რამდენიმეჯერ ომის საწინააღმდეგო ლოზუნგებით შიმშილობაც გამოაცხადა. მარტის ბოლოს შნიგუროვამ ბერლინიდან დაურეკა. კუშნირმა უთხრა, რომ თავს კარგად გრძნობდა და შიმშილობა შეწყვიტა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მას დააკავებდნენ.

მაისის ბოლოს სოციალურ ქსელში მისი დაკავების ვიდეო გამოჩნდა. მეგობრებმა კი მუსიკოსის დევნის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყვეს.

რა ბედი ეწია პიანისტს წინასწარი დაკავების იზოლატორში, უცნობია. ბირობიჟანის საქალაქო სასამართლოს მონაცემთა ბაზაში მისი სისხლის სამართლის საქმის შესახებ ინფორმაცია არ არის.

ადამიანი, რომელმაც პიანისტი გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა, ამბობს, რომ მან შიმშილობა დაკავების პირველივე დღიდან დაიწყო. მისი თქმით კუშნირი "ჩონჩხს ჰგავდა".

  • პიანისტის გარდაცვალების ოფიციალური მიზეზია "დილატირებული კარდიომიოპათია, გულის უკმარისობით". პიანისტის დედამ მედიასთან განაცხადა, რომ ოჯახი დამოუკიდებელ ექსპერტიზას არ მოითხოვს.

კუშნირის გარდაცვალების შესახებ შემთხვევით გახდა ვნობილი. მის ოჯახს ბოლო დრომდე მომხდარზე საუბარი არ სურდა, თუმცა დეტალები მისმა მეგობარმა გაარკვია და ოლგა შკრიგუნოვას გადასცა.

ინტერვიუში კუშნირის დედა ამბობს, რომ, მისი აზრით, პაველს ჰქონდა პოლიტიკის "ზედაპირული" გაგება და მან სიცოცხლე არაფრისთვის გაწირა.

მხოლოდ ექვსი ადამიანი

მხოლოდ ექვსი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, მივიდნენ ბირობიჯანის წინასწარი დაკავების ცენტრში გარდაცვლილ პიანისტ, პაველ კუშნირთან გამოსამშვიდობებლად. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ბირობიჯანის “დაკრძალვის სახლში " ცერემონია უცხოეთში მყოფი მუსიკოსის მეგობრებმა მოაწყვეს... მათ შორის არ იყვნენ პიანისტის ძმა და დედა.

წყარო