მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტედი რინერი გორში: რას ჰყვებოდა წლების წინ თუშიშვილზე, გუჯეჯიანსა და ლაშა ბექაურზე - "საქართველოში საოცარი ხალხი ცხოვრობს... ზაზა კედელაშვილი ჩემი მენტორი იყო"
ტედი რინერი გორში: რას ჰყვებოდა წლების წინ თუშიშვილზე, გუჯეჯიანსა და ლაშა ბექაურზე - "საქართველოში საოცარი ხალხი ცხოვრობს... ზაზა კედელაშვილი ჩემი მენტორი იყო"

გუ­შინ პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე ქარ­თველ და ფრანგ ძი­უ­დო­ის­ტებს შო­რის მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე მსოფ­ლიო მე­დია წერს. ტედი რი­ნერ­თან მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო გუ­რამ თუ­შიშ­ვილ­მა რე­პე­შაჟ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვე­ღარ მი­ი­ღო.

ყვე­ლა­ფე­რი მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ტურ­ნი­რის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში ლე­გენ­და­რულ ფრანგ ძი­უ­დო­ის­ტთან ტედი რი­ნერ­თან და­მარ­ცხდა, რის შემ­დე­გაც ტე­დის პრო­ვო­კა­ცი­ულ­მა ჟეს­ტმა გუ­რა­მი აა­ღელ­ვა. ეს არ გვა­პა­ტი­ეს და მსაჯ­მა რი­ნე­რის გა­მარ­ჯვე­ბას­თან ერ­თად ჩვე­ნი ჰან­სო­კუ-მა­კეც აჩ­ვე­ნა. შე­დე­გად, თუ­შიშ­ვი­ლი ოლიმ­პი­ა­დას გა­მო­ე­თი­შა.

ფრან­გულ­მა მე­დი­ამ ინ­ცი­დენ­ტი თუ­შიშ­ვი­ლის ზედ­მეტ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას მი­ა­წე­რა. გა­მო­ცე­მამ ყუ­რა­დღე­ბა გუ­რა­მის ქცე­ვა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა, თუმ­ცა არა­ფე­რი და­წე­რა რი­ნე­რის პრო­ვო­კა­ცი­ულ ჟესტზე.

"თუ­შიშ­ვი­ლი­სა და რი­ნე­რის და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლი მარ­ცხს ვერ შე­ე­გუა და ფრანგს და­უ­პი­რის­პირ­და", - წერს RMC Sport.

სა­ბო­ლო­ოდ პა­რი­ზის 2024-ზე ძი­უ­დო­ის­ტთა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ჯიბ­რის ბოლო ბრძო­ლა­ში ტედი რი­ნერ­მა კა­რი­ე­რა­ში მე­სა­მე ოლიმ­პი­უ­რი ოქრო მო­ი­პო­ვა. ფი­ნალ­ში რი­ნე­რი კო­რე­ის რეს­პუბ­ლი­კის წარ­მო­მად­გე­ნელს, კიმ მინ­ჯონგს და­უ­პი­რის­პირ­და და 35 წლის ათ­ლეტ­მა შეხ­ვედ­რა იპო­ნით მო­ი­გო. რი­ნე­რი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 11-ჯერ და ოლიმ­პი­ა­დის 3-ჯერ მო­გე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ძი­უ­დო­ის­ტია, რომ­ლის თქმი­თაც ის აქ­ტი­ურ სპორ­ტს ამ ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ ანე­ბებს თავს.

გუ­შინ­დე­ლი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბევ­რს გა­ახ­სენ­და ტე­დის გორ­ში სტუმ­რო­ბის ამ­ბა­ვი, სწო­რედ გო­რე­ლია გუ­რამ თუ­შიშ­ვი­ლიც. 2022 წლის 26 ნო­ემ­ბერს გორ­ში ძი­უ­დო­ში საკ­ლუ­ბო ჩემ­პი­ონ­თა ლიგა გა­ი­მარ­თა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მსოფ­ლი­ოს TOP სპორ­ტსმე­ნებ­მა მი­ი­ღეს და მათ შო­რის, ფრან­გმა ტედი რი­ნერ­მა.

მა­შინ ტე­დიმ "რუს­თა­ვი 2"-ს ინ­ტერ­ვიუ მის­ცა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ. ლა­მა­ზი ქვე­ყა­ნაა და სა­ო­ცა­რი ხალ­ხი ცხოვ­რობს. გა­სინ­ჯუ­ლი მაქვს ქარ­თუ­ლი ღვი­ნო და კერ­ძე­ბიც. ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. ძი­უ­დო­ში მოღ­ვა­წე თით­ქმის ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი თან­ხმდე­ბა, რომ ქარ­თველს მებ­რძო­ლი სული აქვს. სპორ­ტის ყვე­ლა სა­ხე­ო­ბა­ში კარ­გე­ბი არი­ან, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით ძი­უ­დო­ში. ყვე­ლას დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ან­თან მაქვს. დიდი ხა­ნია ვიც­ნობ. გა­მო­ვარ­ჩევ­დი ზაზა კე­დე­ლაშ­ვილს. ის ჩემი მენ­ტო­რი იყო და ბევ­რი მას­წავ­ლა.

ლაშა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი რო­მელ­თა­ნაც პირ­ვე­ლი ბრძო­ლა მქონ­და. ყო­ვე­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა მას­თან სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

ტედი რი­ნე­რი და ლაშა გუ­ჯე­ჯი­ა­ნი

ახლა ის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გუ­რამ თუ­შიშ­ვილს, ნამ­დვი­ლად კარ­გი მებ­რძო­ლია. გა­სულ ოლიმ­პი­ა­და­ზე ვერ­ცხლის მე­და­ლი აიღო. თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს, დიდი წარ­მა­ტე­ბა ელო­დე­ბა. ლაშა ბე­ქა­ურ­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ სა­ო­ცა­რი მებ­რძო­ლია. მას ყვე­ლა დიდ პა­ტივს სცემს. ძი­უ­დოს სამ­ყა­რო­ში მას სა­მუ­რა­ის ადა­რე­ბენ" - ამ­ბობ­და ტედი.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ო. ო.
8

პარიზის ზოოპარკში თურმე ახალი ცხოველები ბინადრობენ; ესენია: ჟერარ ფილიპი, ბრიჯიტ ბარდო, ჟან გაბენი, ჟან მარე, ივ მონტანი და ა. შ.

ანასტასია
6

ტყუილად არ გაბრაზდებოდა თუშიშვილი!!! ვუყურე ძალიან კარგად! არ იყო ტედი რინერი ფორმაში, ძლივს მოიგო წინა თამაში! წარმატებები თუშიშვილს, პატივისცემას იმსახურებს!

ავტორი:

ტედი რინერი გორში: რას ჰყვებოდა წლების წინ თუშიშვილზე, გუჯეჯიანსა და ლაშა ბექაურზე - "საქართველოში საოცარი ხალხი ცხოვრობს... ზაზა კედელაშვილი ჩემი მენტორი იყო"

ტედი რინერი გორში: რას ჰყვებოდა წლების წინ თუშიშვილზე, გუჯეჯიანსა და ლაშა ბექაურზე - "საქართველოში საოცარი ხალხი ცხოვრობს... ზაზა კედელაშვილი ჩემი მენტორი იყო"

გუშინ პარიზის ოლიმპიადაზე ქართველ და ფრანგ ძიუდოისტებს შორის მომხდარ ინციდენტზე მსოფლიო მედია წერს. ტედი რინერთან მომხდარი ინციდენტის გამო გურამ თუშიშვილმა რეპეშაჟში მონაწილეობას ვეღარ მიიღო.

ყველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან ტედი რინერთან დამარცხდა, რის შემდეგაც ტედის პროვოკაციულმა ჟესტმა გურამი ააღელვა. ეს არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა. შედეგად, თუშიშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა.

ფრანგულმა მედიამ ინციდენტი თუშიშვილის ზედმეტ ამბიციურობას მიაწერა. გამოცემამ ყურადღება გურამის ქცევაზე გაამახვილა, თუმცა არაფერი დაწერა რინერის პროვოკაციულ ჟესტზე.

"თუშიშვილისა და რინერის დაპირისპირების კადრები. გაბრაზებული გურამ თუშიშვილი მარცხს ვერ შეეგუა და ფრანგს დაუპირისპირდა", - წერს RMC Sport.

საბოლოოდ პარიზის 2024-ზე ძიუდოისტთა ინდივიდუალური შეჯიბრის ბოლო ბრძოლაში ტედი რინერმა კარიერაში მესამე ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. ფინალში რინერი კორეის რესპუბლიკის წარმომადგენელს, კიმ მინჯონგს დაუპირისპირდა და 35 წლის ათლეტმა შეხვედრა იპონით მოიგო. რინერი მსოფლიო ჩემპიონატის 11-ჯერ და ოლიმპიადის 3-ჯერ მოგების შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ყველა დროის საუკეთესო ძიუდოისტია, რომლის თქმითაც ის აქტიურ სპორტს ამ ოლიმპიადის შემდეგ ანებებს თავს.

გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ბევრს გაახსენდა ტედის გორში სტუმრობის ამბავი, სწორედ გორელია გურამ თუშიშვილიც. 2022 წლის 26 ნოემბერს გორში ძიუდოში საკლუბო ჩემპიონთა ლიგა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსოფლიოს TOP სპორტსმენებმა მიიღეს და მათ შორის, ფრანგმა ტედი რინერმა.

მაშინ ტედიმ "რუსთავი 2"-ს ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

"ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ. ლამაზი ქვეყანაა და საოცარი ხალხი ცხოვრობს. გასინჯული მაქვს ქართული ღვინო და კერძებიც. ძალიან მომეწონა. ძიუდოში მოღვაწე თითქმის ყველა ადამიანი თანხმდება, რომ ქართველს მებრძოლი სული აქვს. სპორტის ყველა სახეობაში კარგები არიან, მაგრამ განსაკუთრებით ძიუდოში. ყველას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ვარლამ ლიპარტელიანთან მაქვს. დიდი ხანია ვიცნობ. გამოვარჩევდი ზაზა კედელაშვილს. ის ჩემი მენტორი იყო და ბევრი მასწავლა.

ლაშა გუჯეჯიანი იყო პირველი ქართველი ძიუდოისტი რომელთანაც პირველი ბრძოლა მქონდა. ყოველი დაპირისპირება მასთან საინტერესო იყო.

ტედი რინერი და ლაშა გუჯეჯიანი

ახლა ის ნაკრების მთავარი მწვრთნელია. რაც შეეხება გურამ თუშიშვილს, ნამდვილად კარგი მებრძოლია. გასულ ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აიღო. თუ ასე გააგრძელებს, დიდი წარმატება ელოდება. ლაშა ბექაურზე შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი მებრძოლია. მას ყველა დიდ პატივს სცემს. ძიუდოს სამყაროში მას სამურაის ადარებენ" - ამბობდა ტედი.

წაიკითხეთ ასევე: