2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ინდივიდუალური ასპარეზობის შემდეგ 3 აგვისტო ძიუდოში გუნდურ შეჯიბრებას დაეთმობა.
საქართველოს ნაკრებს, მინიმუმ, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია. გურამ თუშიშვილის დისკალიფიკაციის გამო, მის ადგილს ილია სულამანიძე დაიკავებს და ასპარეზობა ყველაზე მაღალ წონაში (+90 კგ) მოუწევს.
3 აგვისტოს ჩვენი ეროვნული გუნდი პირველ წრეში ისვენებს და საქმეში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც იტალიასა და უნგრეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
გუნდური შეჯიბრება ჩვენი დროით 10:00 საათზე დაიწყება. მერვედფინალიდან იასპარეზებენ უზბეკეთისა და კანადის ნაკრებები. თუკი ლაშა გუჯეჯიანის გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა, სწორედ ამ წყვილში საუკეთესოს შეეჯიბრება.
ბექაურია არაა?
ბექაური დაგორდა! სამი დღე ვერ გაძლო