მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გული ჩამწყდა, რომ გავიგე ჩემი ძმის მკვლელობა შერჩა, შინ მივა და ოჯახს ჩაეხუტება... კრასიკოვის სახით "კარგი ჩიტი" გაუშვეს ხელიდან ევროპის ქვეყნებმა" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა
"გული ჩამწყდა, რომ გავიგე ჩემი ძმის მკვლელობა შერჩა, შინ მივა და ოჯახს ჩაეხუტება... კრასიკოვის სახით "კარგი ჩიტი" გაუშვეს ხელიდან ევროპის ქვეყნებმა" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის პა­ტი­მარ­თა დიდი გაც­ვლა მოხ­და. პუ­ტინ­მა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი და მისი კრი­ტი­კო­სი ვლა­დი­მერ კა­რა­მურ­ზა გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა. მას­თან ერ­თად სა­პყრო­ბი­ლე და­ტო­ვა მისი მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის, ალექ­სეი ნა­ვალ­ნის თა­ნა­მებ­რძოლ­მა ილია ია­შინ­მა...

  • ან­კა­რა­ში რუ­სეთ­სა და და­სავ­ლეთს შო­რის სულ 26 და­კა­ვე­ბუ­ლი პირი გაც­ვა­ლეს. რუ­სე­თი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და სამ­ხედ­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ მი­ი­ღებს ჯა­შუ­შებს, ქი­ლე­რებ­სა და ტე­რო­რის­ტებს, რომ­ლე­ბიც შვი­დი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ - აშშ-ში, გერ­მა-ნი­ა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, სლო­ვე­ნი­ა­ში, ნორ­ვე­გი­ა­ში, რუ­სეთ­სა და ბე­ლა­რუს­ში.

პუ­ტი­ნი რა­ხა­ნია "Wall Street Journal"-ის რე­პორ­ტი­ორ ევან გერშკო­ვი­ჩის სა­ნაც­ვლოდ ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის მკვლე­ლის ვა­დიმ კრა­სი­კო­ვის გერ­მა­ნი­ის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვ­და. ეს პი­რო­ბა ბო­ლომ­დე ძა­ლა­ში დარ­ჩა და ქი­ლე­რი კრა­სი­კო­ვი მალე თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბა. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას დიდი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა გერ­მა­ნულ მე­დი­ა­ში. ზე­ლიმ­ხა­ნის მკვლელ FSB-ს მა­ღა­ლი რან­გის ოფი­ცერს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კი­ლე­რის გაც­ვლა­ზე პუ­ტინ­მა ჯერ კი­დევ ალექ­სეი ნა­ვალ­ნის სი­ცო­ცხლე­ში­ვე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, ზე­ლიმ­ხან ხან­გოშ­ვი­ლის ძმის­თვის ეს ფაქ­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

"რო­გორც ჩანს, პუ­ტინს ძვი­რად უღირს კრა­სი­კო­ვი, მის­თვის ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა იყო“ - გვე­უბ­ნე­ბა მოკ­ლუ­ლის ძმა ზუ­რაბ ხან­გოშ­ვი­ლი.

პუ­ტი­ნი ვა­დიმ კრა­სი­კოვს აე­რო­პორ­ტში დახ­ვდა

"კრა­სი­კოვს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ჰქონ­და მის­ჯი­ლი და გაც­ვა­ლეს. მისი მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ პუ­ტინ­მა ათამ­დე პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის, ბე­ლო­რუ­სის და სხვა ცი­ხე­ებ­ში ის­ხდნენ. ეს ინ­ფორ­მა­ცია მეც სა­ი­ტე­ბი­დან გა­ვი­გე, მერე ად­ვო­კატ­მა მომ­წე­რა და და­მი­დას­ტუ­რა, სი­მარ­თლე­აო. რას ვი­ზამთ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უძ­ლუ­რე­ბი ვართ. სა­წყე­ნი ისაა, ჩვენ რომ არა­ვინ არა­ფერს გვე­კი­თხე­ბა. ეთ­ქვათ, რომ მოხ­და პო­ლი­ტი­კუ­რი გა­რი­გე­ბა, რომ ამ ქი­ლერ­სა და ტე­რო­რის­ტში ამ­დენ პა­ტი­მარს უშ­ვებ­დნენ, ჩვენც ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, გა­ვი­გებ­დით, დავ­თან­ხმდე­ბო­დით, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როა, რომ არა­ფერს გე­უბ­ნე­ბი­ან, საქ­მის კურ­სშიც არ გვა­ყე­ნე­ბენ. იმას მა­ინც ვი­ტყო­დით, აი, რა­მედ ჩაგ­ვთვა­ლეს და ჩვე­ნი აზ­რიც აინ­ტე­რე­სებ­დათ...

ძმა მო­მიკ­ლეს, მისი შვი­ლე­ბი ობ­ლად და­ტო­ვეს, ჩემი ძმის მკვლე­ლი კი წავა სახ­ლში და მის შვი­ლებს ჩა­ე­ხუ­ტე­ბა... ვფიქ­რობ, კრა­სი­კოვს ისე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ჰქონ­და, პირი რომ გა­ე­ღო, შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ეფეს­ბეშ­ნი­კე­ბის გე­რე­უშ­ნი­კე­ბის ქსე­ლი გა­ე­შიფ­რათ გერ­მა­ნე­ლებს, ვფიქ­რობ, მგო­ნია, "კარ­გი ჩიტი" გა­უშ­ვეს ხე­ლი­დან. ის რომ ალა­პა­რა­კე­ბუ­ლი­ყო, ბევრ რა­მეს გა­შიფ­რავ­დნენ ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში და სხვა­გა­ნაც. პუ­ტინ­მა ამ ხალ­ხის­თვის მე­სი­ჯი გა­უშ­ვა, ნუ­რაფ­რის გე­ში­ნი­ათ, და­გი­ჭე­რენ, გა­მო­გიყ­ვანთ, იმოქ­მე­დე­თო.

ზუ­რაბ ხან­გოშ­ვი­ლი

პუ­ტინს ჯერ კი­დევ ნა­ვალ­ნის დროს უნ­დო­და კრა­სი­კო­ვის დახ­სნა, სხვა ქსე­ლე­ბი რომ არ გა­შიფ­რუ­ლი­ყო და სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი არ გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბუ­ლი­ყო, ასე­ვე, ისიც არ გარ­კვე­უ­ლი­ყო, ვინ მის­ცა კრა­სი­კოვს ჩემი ძმის მკვლე­ლო­ბის საქ­მე და ია­რა­ღი, ვინ და­ეხ­მა­რა... მან მკვლე­ლო­ბა შე­ას­რუ­ლა და ეს ვი­ცით, მაგ­რამ და­ნარ­ჩენს ალ­ბათ ვერ გა­ვი­გებთ, გა­მო­ძი­ე­ბა აღარ გაგ­რძელ­დე­ბა და საქ­მე და­ი­ხუ­რე­ბა, არ ვიცი... რომ გა­ვი­გე, ჩემი ძმის მკვლელს ათა­ვი­სუფ­ლებ­დნენ, გული ჩამ­წყდა. თან რომ წარ­მო­ვიდ­გი­ნე, მას ჩემი ძმის მკვლე­ლო­ბა შერ­ჩა, მკვლე­ლი შინ მივა, თა­ვის ოჯახს ჩა­ე­ხუ­ტე­ბა... უსა­მარ­თლო­ბის და და­უს­ჯე­ლო­ბის გან­ცდა გა­მიჩ­ნდა. რას ვი­ზამთ, უძ­ლუ­რე­ბი ვართ ...

ად­ვო­კა­ტი ყო­ველ­თვის მარ­წმუ­ნებ­და, სა­ნამ სას­ჯე­ლის ნა­ხე­ვარს არ მო­იხ­დის, ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, პა­ტიმ­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, მსგავ­სი არა­ფე­რი იქ­ნე­ბაო, მაგ­რამ თურ­მე კა­ნო­ნის გა­რე­შეც შე­იძ­ლე­ბა რა­ღა­ცე­ე­ბის გა­კე­თე­ბა... მთავ­რო­ბაა და როცა უნდა და რა­საც უნდა, იმას გა­ა­კე­თებს, კა­ნონ­საც გვერდს აუვ­ლი­ან, გა­და­უხ­ვე­ვენ და გად­მო­უხ­ვე­ვენ, ყვე­ლა­ფე­რი ამათ ხელ­ში არ არის?".

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"გული ჩამწყდა, რომ გავიგე ჩემი ძმის მკვლელობა შერჩა, შინ მივა და ოჯახს ჩაეხუტება... კრასიკოვის სახით "კარგი ჩიტი" გაუშვეს ხელიდან ევროპის ქვეყნებმა" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

"გული ჩამწყდა, რომ გავიგე ჩემი ძმის მკვლელობა შერჩა, შინ მივა და ოჯახს ჩაეხუტება... კრასიკოვის სახით "კარგი ჩიტი" გაუშვეს ხელიდან ევროპის ქვეყნებმა" - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმართა დიდი გაცვლა მოხდა. პუტინმა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერი და მისი კრიტიკოსი ვლადიმერ კარამურზა გაათავისუფლა. მასთან ერთად საპყრობილე დატოვა მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ალექსეი ნავალნის თანამებრძოლმა ილია იაშინმა...

  • ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის სულ 26 დაკავებული პირი გაცვალეს. რუსეთი გათავისუფლებული უფლებადამცველების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და სამხედროების სანაცვლოდ მიიღებს ჯაშუშებს, ქილერებსა და ტერორისტებს, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმა-ნიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში.

პუტინი რახანია "Wall Street Journal"-ის რეპორტიორ ევან გერშკოვიჩის სანაცვლოდ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის ვადიმ კრასიკოვის გერმანიის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვდა. ეს პირობა ბოლომდე ძალაში დარჩა და ქილერი კრასიკოვი მალე თავისუფალი იქნება. ამ ინფორმაციას დიდი პროტესტი მოჰყვა გერმანულ მედიაში. ზელიმხანის მკვლელ FSB-ს მაღალი რანგის ოფიცერს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მიუხედავად იმისა, რომ კილერის გაცვლაზე პუტინმა ჯერ კიდევ ალექსეი ნავალნის სიცოცხლეშივე დაიწყო საუბარი, ზელიმხან ხანგოშვილის ძმისთვის ეს ფაქტი მოულოდნელი აღმოჩნდა.

"როგორც ჩანს, პუტინს ძვირად უღირს კრასიკოვი, მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო“ - გვეუბნება მოკლულის ძმა ზურაბ ხანგოშვილი.

პუტინი ვადიმ კრასიკოვს აეროპორტში დახვდა

"კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და გაცვალეს. მისი მიღების სანაცვლოდ პუტინმა ათამდე პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, რომლებიც რუსეთის, ბელორუსის და სხვა ციხეებში ისხდნენ. ეს ინფორმაცია მეც საიტებიდან გავიგე, მერე ადვოკატმა მომწერა და დამიდასტურა, სიმართლეაო. რას ვიზამთ, ამ სიტუაციაში უძლურები ვართ. საწყენი ისაა, ჩვენ რომ არავინ არაფერს გვეკითხება. ეთქვათ, რომ მოხდა პოლიტიკური გარიგება, რომ ამ ქილერსა და ტერორისტში ამდენ პატიმარს უშვებდნენ, ჩვენც ადამიანები ვართ, გავიგებდით, დავთანხმდებოდით, მაგრამ სამწუხაროა, რომ არაფერს გეუბნებიან, საქმის კურსშიც არ გვაყენებენ. იმას მაინც ვიტყოდით, აი, რამედ ჩაგვთვალეს და ჩვენი აზრიც აინტერესებდათ...

ძმა მომიკლეს, მისი შვილები ობლად დატოვეს, ჩემი ძმის მკვლელი კი წავა სახლში და მის შვილებს ჩაეხუტება... ვფიქრობ, კრასიკოვს ისეთი ინფორმაციები ჰქონდა, პირი რომ გაეღო, შეიძლება სერიოზული დანაშაულებრივი ეფესბეშნიკების გერეუშნიკების ქსელი გაეშიფრათ გერმანელებს, ვფიქრობ, მგონია, "კარგი ჩიტი" გაუშვეს ხელიდან. ის რომ ალაპარაკებულიყო, ბევრ რამეს გაშიფრავდნენ ევროპის ქვეყნებში და სხვაგანაც. პუტინმა ამ ხალხისთვის მესიჯი გაუშვა, ნურაფრის გეშინიათ, დაგიჭერენ, გამოგიყვანთ, იმოქმედეთო.

ზურაბ ხანგოშვილი

პუტინს ჯერ კიდევ ნავალნის დროს უნდოდა კრასიკოვის დახსნა, სხვა ქსელები რომ არ გაშიფრულიყო და საიდუმლო ინფორმაციები არ გამოაშკარავებულიყო, ასევე, ისიც არ გარკვეულიყო, ვინ მისცა კრასიკოვს ჩემი ძმის მკვლელობის საქმე და იარაღი, ვინ დაეხმარა... მან მკვლელობა შეასრულა და ეს ვიცით, მაგრამ დანარჩენს ალბათ ვერ გავიგებთ, გამოძიება აღარ გაგრძელდება და საქმე დაიხურება, არ ვიცი... რომ გავიგე, ჩემი ძმის მკვლელს ათავისუფლებდნენ, გული ჩამწყდა. თან რომ წარმოვიდგინე, მას ჩემი ძმის მკვლელობა შერჩა, მკვლელი შინ მივა, თავის ოჯახს ჩაეხუტება... უსამართლობის და დაუსჯელობის განცდა გამიჩნდა. რას ვიზამთ, უძლურები ვართ ...

ადვოკატი ყოველთვის მარწმუნებდა, სანამ სასჯელის ნახევარს არ მოიხდის, ჩვენი კანონმდებლობით, პატიმრის გათავისუფლება არ შეიძლება, მსგავსი არაფერი იქნებაო, მაგრამ თურმე კანონის გარეშეც შეიძლება რაღაცეების გაკეთება... მთავრობაა და როცა უნდა და რასაც უნდა, იმას გააკეთებს, კანონსაც გვერდს აუვლიან, გადაუხვევენ და გადმოუხვევენ, ყველაფერი ამათ ხელში არ არის?".

წაიკითხეთ ასევე: