მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26-27 ივლისს “პალიტრა L-ი“ ქუთაისს ეწვევა - გამომცემლობის სიურპრიზები მკითხველს
26-27 ივლისს “პალიტრა L-ი“ ქუთაისს ეწვევა - გამომცემლობის სიურპრიზები მკითხველს

“პა­ლიტ­რა L-ი“ სა­ზა­ფხუ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში 26-27 ივ­ლისს ქუ­თა­ისს ეს­ტუმ­რე­ბა და მკი­თხველს სხვა­დას­ხვა სა­ინ­ტე­რე­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ჩარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს.

26-27 ივ­ლისს, 12:00 სა­ა­თი­დან 19:00 სა­ა­თამ­დე ქუ­თა­ი­სის პირ­ველ სკო­ლას­თან გა­ი­მარ­თე­ბა წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა, სა­დაც მკი­თხვე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით ისარ­გებ­ლებს. ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მო­ე­წყო­ბა “პა­ლიტ­რა L-ის“ გა­რე­მოს დაც­ვი­თი პრო­ექ­ტის, “მა­კუ­ლი­ტე­რა­ტუ­რის“ სტენ­დი, რო­მე­ლიც სტუმ­რებს მა­კუ­ლა­ტუ­რის სა­ნაც­ვლოდ ახალ გა­მო­ცე­მებს შეს­თა­ვა­ზებს.

ტურ­ნე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რე­ლი სა­ბავ­შვო მწერ­ლე­ბი ვასო გუ­ლე­უ­რი და ლელა ცუც­ქი­რი­ძე, რომ­ლე­ბიც პა­ტა­რა მკი­თხველ­თან შეხ­ვედ­რებს 27 ივ­ლისს, 16:00 სა­ათ­ზე “ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რი­ში“ გა­მარ­თა­ვენ.

ქუ­თა­ი­სის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს დას­კვნი­თი შეხ­ვედ­რე­ბი საყ­ვა­რელ ავ­ტო­რებ­თან გა­ი­მარ­თე­ბა “გე­ლა­თი რე­ზი­დენსში“, სა­დაც სტუმ­რებს დის­კუ­სი­ა­ში ჩარ­თვის, ერ­თმა­ნე­თის არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში გაც­ნო­ბი­სა და ან­სამ­ბლ “შვიდ­კა­ცას“ შეს­რუ­ლე­ბით ქარ­თუ­ლი ჰან­გე­ბის მოს­მე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ.

27 ივ­ლი­სის გან­რი­გი:

· 17:00 - გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე, "გუ­რუ­ლი დღი­უ­რე­ბი"

· 18:00 - თე­ო­ნა დო­ლენ­ჯაშ­ვი­ლი, "მე­ამ­ბო­ხე"

· 19:00 - ლელა ლაშ­ხი, "ნე­ი­რო­ნი"

· 20:00 - რა­მაზ გი­გა­უ­რი, "ბედ­ნი­ე­რე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა"

· 21:00 - ან­სამ­ბლი "შვიდ­კა­ცა"

· 21:00 - ფურ­შე­ტი და სას­მე­ლი

“გე­ლა­თი რე­ზი­დენსში“ დას­კვნით ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­სა­ძე­ნად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

“პა­ლიტ­რა L-ის“ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტურ­ნეს მი­ზა­ნია, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბის­თვის წიგნ­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ი­ზარ­დოს და სწო­რედ ამი­ტომ, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში, ეტა­პობ­რი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს წიგ­ნის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა. ეს არის მცი­რე ფორ­მა­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბას თა­ვად მი­ა­კი­თხავს სა­კუ­თარ მხა­რე­ში.

R

ავტორი:

26-27 ივლისს “პალიტრა L-ი“ ქუთაისს ეწვევა - გამომცემლობის სიურპრიზები მკითხველს

26-27 ივლისს “პალიტრა L-ი“ ქუთაისს ეწვევა - გამომცემლობის სიურპრიზები მკითხველს

“პალიტრა L-ი“ საზაფხულო ლიტერატურული ტურნეს ფარგლებში 26-27 ივლისს ქუთაისს ესტუმრება და მკითხველს სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებაში ჩართვის შესაძლებლობას მისცემს.

26-27 ივლისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ქუთაისის პირველ სკოლასთან გაიმართება წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც მკითხველი განსაკუთრებული შეთავაზებებით ისარგებლებს. ამავე ტერიტორიაზე მოეწყობა “პალიტრა L-ის“ გარემოს დაცვითი პროექტის, “მაკულიტერატურის“ სტენდი, რომელიც სტუმრებს მაკულატურის სანაცვლოდ ახალ გამოცემებს შესთავაზებს.

ტურნეში მონაწილეობას იღებენ ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლები ვასო გულეური და ლელა ცუცქირიძე, რომლებიც პატარა მკითხველთან შეხვედრებს 27 ივლისს, 16:00 საათზე “ბიბლუსი გალერიში“ გამართავენ.

ქუთაისის ლიტერატურული ტურნეს დასკვნითი შეხვედრები საყვარელ ავტორებთან გაიმართება “გელათი რეზიდენსში“, სადაც სტუმრებს დისკუსიაში ჩართვის, ერთმანეთის არაფორმალურ გარემოში გაცნობისა და ანსამბლ “შვიდკაცას“ შესრულებით ქართული ჰანგების მოსმენის შესაძლებლობა ექნებათ.

27 ივლისის განრიგი:

· 17:00 - გიორგი კეკელიძე, "გურული დღიურები"

· 18:00 - თეონა დოლენჯაშვილი, "მეამბოხე"

· 19:00 - ლელა ლაშხი, "ნეირონი"

· 20:00 - რამაზ გიგაური, "ბედნიერების ხელოვნება"

· 21:00 - ანსამბლი "შვიდკაცა"

· 21:00 - ფურშეტი და სასმელი

“გელათი რეზიდენსში“ დასკვნით ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შესაძენად მიჰყევით ბმულს.

“პალიტრა L-ის“ ლიტერატურული ტურნეს მიზანია, ახალგაზრდა თაობისთვის წიგნზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაიზარდოს და სწორედ ამიტომ, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, ეტაპობრივად მიმდინარეობს წიგნის გამოფენა-გაყიდვა. ეს არის მცირე ფორმატის წიგნის ფესტივალი, რომელიც რეგიონების მოსახლეობას თავად მიაკითხავს საკუთარ მხარეში.

R