პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის საერთაშორისო ნეონაცისტური ჯგუფის ქართველი ლიდერი, რომელიც აშშ-ში დააკავეს? - ის  მოწამლული ტკბილეულით ებრაელი ბავშვების მასობრივ მკვლელობას გეგმავდა
ვინ არის საერთაშორისო ნეონაცისტური ჯგუფის ქართველი ლიდერი, რომელიც აშშ-ში დააკავეს? - ის  მოწამლული ტკბილეულით ებრაელი ბავშვების მასობრივ მკვლელობას გეგმავდა

ნიუ იორ­კის იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ნე­ო­ნა­ცის­ტუ­რი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის ლი­დერს - მას ბრა­ლად ედე­ბა მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბის და­გეგ­მვა. კონ­კრე­ტუ­ლად კი, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი გეგ­მავ­და, თა­ნა­მო­აზ­რე სან­ტა კლა­უ­სის ფორ­მა­ში გა­მო­ე­წყო და ებ­რა­ე­ლი ბავ­შე­ბის­თვის მო­წამ­ლუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი და­ე­რი­გე­ბი­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა მტკი­ცე­ბით, მი­ზა­ნი ში­ში­სა და ტე­რო­რის და­თეს­ვა იყო.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­უ­ბა­რია 21 წლის მი­ხე­ილ ჩხიკ­ვიშ­ვილ­ზე სა­ქარ­თვე­ლო­დან, მას მა­სობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბას ედა­ვე­ბი­ან.

შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გა­კეთ­და

  • რო­გორც AP წერს, ჩხიკ­ვიშ­ვილს სხვა­დას­ხვა მეტ­სა­ხე­ლი აქვს, მათ შო­რის არის "მე­თა­უ­რი ყა­სა­ბი". პრო­კუ­რო­რე­ბის ცნო­ბით, ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხელ­მძღვა­ნე­ლობს აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ში "მა­ნი­აკ-მკვლელ­თა კულ­ტის“ სა­ხელ­წო­დე­ბით ცნო­ბილ სას­ტიკ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სტრე­მის­ტულ დაჯ­გუ­ფე­ბას, რო­მე­ლიც მის­დევს "ნე­ო­ნა­ცის­ტურ აქ­სე­ლე­რა­ცი­ო­ნის­ტურ იდე­ო­ლო­გი­ას, ხელს უწყობს ძა­ლა­დო­ბას და ძა­ლა­დობ­რივ ქმე­დე­ბებს, რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის, ებ­რა­უ­ლი თე­მი­სა და სხვა­თა მი­მართ - იმ ჯგუ­ფე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლე­ბიც მათ არა­სა­სურ­ვე­ლად მი­აჩ­ნი­ათ".

ჯგუ­ფის მი­ზა­ნია, და­არ­ღვი­ოს სო­ცი­ა­ლუ­რი წეს­რი­გი ტე­რო­რიზ­მი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, შექ­მნას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქა­ო­სი და და­თე­სოს შიში.

  • რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბის დო­კუ­მენ­ტე­ბით ირ­კვე­ვა, ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი მას შემ­დეგ და­ა­კა­ვეს, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ცდი­ლობ­და ერთ-ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლის გა­და­ბი­რე­ბას და ისე­თი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის ჩა­დე­ნა­ზე და­თან­ხმე­ბას, რო­გო­რე­ბი­ცაა აფეთ­ქე­ბე­ბის მო­წყო­ბა და ხან­ძრე­ბის გა­ჩე­ნა.

პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, ჩხიკ­ვიშ­ვილ­მა 2023 წლის ნო­ემ­ბერ­ში და­ი­წყო გეგ­მის შედ­გე­ნა ნიუ იორკში "მა­სობ­რი­ვი მსხვერ­პლის“ მი­სა­ღე­ბად.

"სქე­მა ასე­თი იყო, პირს, რო­მე­ლიც ჩა­იც­ვამ­და სან­ტა კლა­უ­სის ფორ­მას, მო­წამ­ლუ­ლი ტკბი­ლე­უ­ლი უნდა და­ე­რი­გე­ბი­ნა რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის­თვის და ბავ­შვე­ბის­თვის ბრუკ­ლი­ნის ებ­რა­ულ სკო­ლებ­ში“, - ნათ­ქვა­მია იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მან შე­ად­გი­ნა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ინ­სტრუქ­ცი­ე­ბი სქე­მის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად და იმ სა­მარ­თალ­დამ­ცველს გა­უ­ზი­ა­რა, რომ­ლის გა­და­ბი­რე­ბა­საც გეგ­მავ­და.

  • პრო­კუ­რო­რე­ბის თქმით, 2021 წლის სექ­ტემ­ბრი­დან ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი ავ­რცე­ლებს მა­ნი­ფესტს სა­ხელ­წო­დე­ბით "მო­ძუ­ლე­თა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო“, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, "მო­კა­ლი თეთ­რი რა­სის­თვის“ და ამ ქმე­დე­ბის­კენ სხვებს მო­უ­წო­დებს.

"სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო თა­ვის მკი­თხველს მო­უ­წო­დებს, მო­ა­წყონ მა­სობ­რი­ვი სრო­ლა სკო­ლებ­ში, გა­მო­ი­ყე­ნონ ბავ­შვე­ბი თვით­მკვლელ ტე­რო­რის­ტე­ბად და მა­სობ­რი­ვი მკვლე­ლო­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

დო­კუ­მენ­ტი აღ­წერს მა­სობ­რი­ვი ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბის ჩა­დე­ნის მე­თო­დებ­სა და სტრა­ტე­გი­ებს", - ნათ­ქვა­მია იუს­ტი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის თქმით, ჩხიკ­ვიშ­ვი­ლი 2022 წელს მი­ნი­მუმ ორ­ჯერ გა­ემ­გზავ­რა ნიუ-იორკში და დარ­ჩა ბე­ბი­ას­თან ბრუკ­ლინ­ში.

ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჩხიკ­ვიშ­ვილს 20 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის, 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ძა­ლა­დობ­რი­ვი და­ნა­შა­უ­ლე­ბის მო­თხოვ­ნის­თვის, 20 წლით - ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის­თვის და კი­დევ 5 წლით - სხვა პი­რებ­თან მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის.

წყა­რო

ავტორი:

ვინ არის საერთაშორისო ნეონაცისტური ჯგუფის ქართველი ლიდერი, რომელიც აშშ-ში დააკავეს? - ის  მოწამლული ტკბილეულით ებრაელი ბავშვების მასობრივ მკვლელობას გეგმავდა

ვინ არის საერთაშორისო ნეონაცისტური ჯგუფის ქართველი ლიდერი, რომელიც აშშ-ში დააკავეს? - ის  მოწამლული ტკბილეულით ებრაელი ბავშვების მასობრივ მკვლელობას გეგმავდა

ნიუ იორკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ბრალი წარუდგინეს აღმოსავლეთ ევროპაში დაფუძნებული ნეონაცისტური ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერს - მას ბრალად ედება მასობრივი მკვლელობის დაგეგმვა. კონკრეტულად კი, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული გეგმავდა, თანამოაზრე სანტა კლაუსის ფორმაში გამოეწყო და ებრაელი ბავშებისთვის მოწამლული ტკბილეული დაერიგებინა.

სამართალდამცველთა მტკიცებით, მიზანი შიშისა და ტერორის დათესვა იყო.

გამოძიების ინფორმაციით, საუბარია 21 წლის მიხეილ ჩხიკვიშვილზე საქართველოდან, მას მასობრივი დანაშაულის ორგანიზებას ედავებიან.

შესაბამისი განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა

  • როგორც AP წერს, ჩხიკვიშვილს სხვადასხვა მეტსახელი აქვს, მათ შორის არის "მეთაური ყასაბი". პროკურორების ცნობით, ჩხიკვიშვილი, სავარაუდოდ, ხელმძღვანელობს აღმოსავლეთ ევროპაში "მანიაკ-მკვლელთა კულტის“ სახელწოდებით ცნობილ სასტიკ საერთაშორისო ექსტრემისტულ დაჯგუფებას, რომელიც მისდევს "ნეონაცისტურ აქსელერაციონისტურ იდეოლოგიას, ხელს უწყობს ძალადობას და ძალადობრივ ქმედებებს, რასობრივი უმცირესობების, ებრაული თემისა და სხვათა მიმართ - იმ ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მათ არასასურველად მიაჩნიათ".

ჯგუფის მიზანია, დაარღვიოს სოციალური წესრიგი ტერორიზმისა და ძალადობრივი ქმედებების საშუალებით, შექმნას საზოგადოებაში ქაოსი და დათესოს შიში.

  • როგორც გამოძიების დოკუმენტებით ირკვევა, ჩხიკვიშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ცდილობდა ერთ-ერთი სამართალდამცველის გადაბირებას და ისეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე დათანხმებას, როგორებიცაა აფეთქებების მოწყობა და ხანძრების გაჩენა.

პროკურორების თქმით, ჩხიკვიშვილმა 2023 წლის ნოემბერში დაიწყო გეგმის შედგენა ნიუ იორკში "მასობრივი მსხვერპლის“ მისაღებად.

"სქემა ასეთი იყო, პირს, რომელიც ჩაიცვამდა სანტა კლაუსის ფორმას, მოწამლული ტკბილეული უნდა დაერიგებინა რასობრივი უმცირესობებისთვის და ბავშვებისთვის ბრუკლინის ებრაულ სკოლებში“, - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ცნობით, მან შეადგინა ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები სქემის განსახორციელებლად და იმ სამართალდამცველს გაუზიარა, რომლის გადაბირებასაც გეგმავდა.

  • პროკურორების თქმით, 2021 წლის სექტემბრიდან ჩხიკვიშვილი ავრცელებს მანიფესტს სახელწოდებით "მოძულეთა სახელმძღვანელო“, რომელშიც ნათქვამია, "მოკალი თეთრი რასისთვის“ და ამ ქმედებისკენ სხვებს მოუწოდებს.

"სხვა საკითხებთან ერთად, სახელმძღვანელო თავის მკითხველს მოუწოდებს, მოაწყონ მასობრივი სროლა სკოლებში, გამოიყენონ ბავშვები თვითმკვლელ ტერორისტებად და მასობრივი მკვლელობების განსახორციელებლად, რომელიც მიმართულია რასობრივი უმცირესობების წინააღმდეგ.

დოკუმენტი აღწერს მასობრივი ტერორისტული თავდასხმების ჩადენის მეთოდებსა და სტრატეგიებს", - ნათქვამია იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

ოფიციალური პირების თქმით, ჩხიკვიშვილი 2022 წელს მინიმუმ ორჯერ გაემგზავრა ნიუ-იორკში და დარჩა ბებიასთან ბრუკლინში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ჩხიკვიშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ძალადობრივი დანაშაულის ორგანიზებისთვის, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალადობრივი დანაშაულების მოთხოვნისთვის, 20 წლით - ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებისა და გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის და კიდევ 5 წლით - სხვა პირებთან მუქარის შემცველი კომუნიკაციისთვის.

წყარო