მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის არ დაკავშირებია“ - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი პუტინისა და ტრამპის შესახებ
"ის არ დაკავშირებია“ - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი პუტინისა და ტრამპის შესახებ

მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ ვლა­დი­მერ პუ­ტინ­სა და დო­ნალდ ტრამპს შო­რის კონ­ტაქ­ტი არ ყო­ფი­ლა, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესმდი­ვან­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

"არა, ის არ და­კავ­ში­რე­ბია და არა­ნა­ი­რი კონ­ტაქ­ტი არ იგეგ­მე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პეს­კოვ­მა.

პეს­კოვ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შე­სა­ხებ კრემ­ლმა კო­მენ­ტა­რი უკვე გა­ა­კე­თა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თავ­დას­ხმა დაგ­მო.

შე­გახ­სე­ნებთ, დო­ნალდ ტრამპს, პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ბატ­ლერ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რის დროს ეს­რო­ლეს, რის შე­დე­გა­დაც იგი და­შავ­და. შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და­ი­ღუ­პა, ორი მო­ნა­წი­ლე კი - მძი­მედ და­შავ­და. და­ღუ­პუ­ლია თა­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რიც, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს. აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რომ (FBI-მ) ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სია. დო­ნალდ ტრამპმა სა­ა­ვად­მყო­ფო შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

ავტორი:

"ის არ დაკავშირებია“ - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი პუტინისა და ტრამპის შესახებ

"ის არ დაკავშირებია“ - რას ამბობს დიმიტრი პესკოვი პუტინისა და ტრამპის შესახებ

მკვლელობის მცდელობის შემდეგ ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის კონტაქტი არ ყოფილა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

"არა, ის არ დაკავშირებია და არანაირი კონტაქტი არ იგეგმება“, - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ კრემლმა კომენტარი უკვე გააკეთა და რუსეთის ხელისუფლებამ თავდასხმა დაგმო.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს, პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს, რის შედეგადაც იგი დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.