მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მკვდარი უნდა ვიყო... იღბლის თუ ღვთის წყალობით ჯერ კიდევ აქ ვარ..." - რას აცხადებს სიკვდილს გადარჩენილი ტრამპი?
"მკვდარი უნდა ვიყო... იღბლის თუ ღვთის წყალობით ჯერ კიდევ აქ ვარ..." - რას აცხადებს სიკვდილს გადარჩენილი ტრამპი?

გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი ბი­უ­როს (FBI) ვა­შინგტო­ნის შტა­ბ­ბი­ნის ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წე, ბობი უელ­სი აშშ-ის ყო­ფილ პრე­ზი­დენტზე დაპ­რე­ზი­ენ­ტო­ბის მოქ­მედ კან­დი­დატ­ზე, დო­ნალდ ტრამპზე თავ­დას­ხმის საქ­მე­ზე უახ­ლეს გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნავს, რომ “დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რა­ზე მომ­ხდარ სრო­ლას FBI მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით იძი­ებს, თუმ­ცა მას პო­ტენ­ცი­ურ შიდა ტე­რო­რის­ტულ თავ­დას­ხმა­დაც გა­ნი­ხი­ლავს“.

FBI-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირი, რო­მელ­მაც პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რის დროს ის­რო­ლა, მარ­ტო მოქ­მე­დებ­და და ჯერ კი­დევ აქ­ტი­უ­რად იძი­ე­ბენ მის ის­ტო­რი­ას - მათ შო­რის მუ­შა­ო­ბენ მის ტე­ლე­ფონ­ზე წვდო­მა­ზე.

”ვმუ­შა­ობთ ტე­ლე­ფონ­ზე წვდო­მის­თვის. ტე­ლე­ფო­ნი ჩვენს ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში გავ­გზავ­ნეთ“, - გა­ნა­ცხა­და FBI-ის სპე­ცი­ა­ლურ­მა აგენ­ტმა, კე­ვინ რო­ჟეკ­მა, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ სრო­ლა AR სტი­ლის შაშ­ხა­ნით გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მე­ლიც კა­ნო­ნი­ე­რად იყო შე­ძე­ნი­ლი.

  • თავ­დახ­მის შემ­დეგ, საკ­მა­ოდ ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ა­კე­თა თა­ვად დო­ნალდ ტრამპმა

“ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მე აქ არ უნდა ვიყო, მკვდა­რი უნდა ვიყო, იღ­ბლის თუ ღვთის წყა­ლო­ბით, ჯერ კი­დევ აქ ვარ. ბევ­რი ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ზე სა­კულ­ტო ფო­ტოა, რაც კი ოდეს­მე უნა­ხავთ. ისი­ნი მარ­თლე­ბი არი­ან და მე არ მოვ­კვდი. ჩვე­უ­ლებ­რივ, უნდა მოკ­ვდე, რომ სა­კულ­ტო სუ­რა­თი გქონ­დეს“, - მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ, დო­ნალდ ტრამპმა New York Post-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

მისი თქმით, სრო­ლის შემ­დეგ სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა სურ­და, მაგ­რამ სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­მა და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხო­ვა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­სუ­ლი­ყო. New York Post-ი ასე­ვე წერს, რომ ყო­ფილ პრე­ზი­დენტს დიდი თეთ­რი სახ­ვე­ვი ჰქონ­და, რო­მე­ლიც მარ­ჯვე­ნა ყურს უფა­რავ­და და გა­მო­ცე­მას ინ­ტერ­ვი­უს დროს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს.

  • ტრამ­პის მხარ­და­სა­ჭე­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა მის­მა პო­ლი­ტი­კურ­მა კონ­კუ­რენ­ტმა, “დე­მოკ­რა­ტე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­მა ჯო ბა­ი­დენ­მა

“ჩვენს პო­ლი­ტი­კა­ში სა­ჭი­როა “ტემ­პე­რა­ტუ­რის და­წე­ვა“ და გვახ­სოვ­დეს, რომ ჩვენ არ ვართ მტრე­ბი, ჩვენ ვართ მე­ზობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და რაც მთა­ვა­რია - ჩვენ ამე­რი­კე­ლე­ბი ვართ, ერ­თად უნდა დავ­დგეთ! გა­დავ­დგათ ნა­ბი­ჯი უკან, ავ­წონ-დავ­წო­ნოთ სად ვართ, რო­გორ მივ­დი­ვართ წინ. ამე­რი­კა­ში მსგავ­სი ძა­ლა­დო­ბის ად­გი­ლი არ არის. არა­ნა­ი­რი გა­მო­ნაკ­ლი­სი. არ შე­იძ­ლე­ბა და­ვუშ­ვათ ამ ძა­ლა­დო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბა­ი­დენ­მა ოვა­ლუ­რი კა­ბი­ნე­ტი­დან.

მისი თქმით, ამე­რი­კა­ში უთან­ხმო­ე­ბას სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან აგ­ვა­რე­ბენ და არა ტყვი­ე­ბით.

დო­ნალდ ტრამპმა კი გა­ნა­ცხა­და, რომ “რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის“ ყრი­ლო­ბა­ზე წარ­მო­სათ­ქმე­ლი სი­ტყვა მას­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შემ­დეგ მთლი­ა­ნად გა­და­წე­რა და ის ახლა პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის კრი­ტი­კის ნაც­ვლად ერ­თი­ა­ნო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

"სი­ტყვა, რომ­ლით წარ­დგე­ნა­საც ვა­პი­რებ­დი, შთამ­ბეჭ­და­ვი იქ­ნე­ბო­და. ეს რომ არ მომ­ხდა­რი­ყო, ის იქ­ნე­ბო­და ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი გა­მოს­ვლა“, - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა Washington Examiner-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში და გან­მარ­ტა, რომ მისი გა­მოს­ვლა ძი­რი­თა­დად პრე­ზი­დენტ ბა­ი­დე­ნის პო­ლი­ტი­კა­ზე იქ­ნე­ბო­და ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

"სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახლა სულ სხვა გა­მოს­ვლა იქ­ნე­ბა. ეს არის ქვეყ­ნის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შან­სი. ეს შან­სი მე მო­მე­ცა", - აღ­ნიშ­ნა ტრამპმა.

აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა ის მო­მენ­ტი აღ­წე­რა, რო­დე­საც პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში შეკ­რე­ბილ მხარ­დამ­ჭე­რებს შე­ხე­და მას შემ­დეგ, რაც გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ ეს­რო­ლეს.

"ენერ­გია, რო­მე­ლიც იმ მო­მენ­ტში იქ მყო­ფი ხალ­ხის­გან მო­დი­ო­და; ძნე­ლია იმის აღ­წე­რა, რო­გო­რი იყო ეს გრძნო­ბა, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ მსოფ­ლიო უყუ­რებ­და. ვი­ცო­დი, რომ ის­ტო­რია ამას გან­სჯი­და და ვი­ცო­დი, მათ­თვის უნდა შე­მე­ტყო­ბი­ნე­ბი­ნა, რომ კარ­გად ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ტრაპ­მა.

"მე აქ არ უნდა ვიყო, მკვდა­რი უნდა ვიყო, იღ­ბლის თუ ღვთის წყა­ლო­ბით, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ღმერ­თის, ჯერ კი­დევ აქ ვარ..." - ეს კი აშშ-ის ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა New York Post-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ლუ­ო­კი­ში უკვე ჩა­ვი­და, სა­დაც ის მიმ­დი­ნა­რე კვი­რა­ში "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის“ ეროვ­ნულ ყრი­ლო­ბას და­ეს­წრე­ბა და პარ­ტი­ის კან­დი­და­ტად ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გე­ნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, დო­ნალდ ტრამპს პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ ბატ­ლერ­ში მხარ­დამ­ჭე­რებ­თან შეხ­ვედ­რის დროს ეს­რო­ლეს, რის შე­დე­გა­დაც იქ და­შავ­და. შეხ­ვედ­რის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე და­ი­ღუ­პა, ორი მო­ნა­წი­ლე კი - მძი­მედ და­შავ­და. და­ღუ­პუ­ლია თა­ვად შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რიც, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს. აშშ-ის ფე­დე­რა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ბი­უ­რომ (FBI-მ) ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და გა­ნა­ცხა­და, რომ ის 20 წლის თო­მას მე­თიუ კრუკ­სია. დო­ნალდ ტრამპმა სა­ა­ვად­მყო­ფო შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ტო­ვა.

წყა­რო: reuters; nypost

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
ავტორი:

"მკვდარი უნდა ვიყო... იღბლის თუ ღვთის წყალობით ჯერ კიდევ აქ ვარ..." - რას აცხადებს სიკვდილს გადარჩენილი ტრამპი?

"მკვდარი უნდა ვიყო... იღბლის თუ ღვთის წყალობით ჯერ კიდევ აქ ვარ..." - რას აცხადებს სიკვდილს გადარჩენილი ტრამპი?

გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ვაშინგტონის შტაბბინის ანტიტერორისტული განყოფილების დირექტორის თანაშემწე, ბობი უელსი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე დაპრეზიენტობის მოქმედ კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმის საქმეზე უახლეს განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ “დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ სროლას FBI მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს, თუმცა მას პოტენციურ შიდა ტერორისტულ თავდასხმადაც განიხილავს“.

FBI-ის ინფორმაციით, პირი, რომელმაც პენსილვანიაში, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის დროს ისროლა, მარტო მოქმედებდა და ჯერ კიდევ აქტიურად იძიებენ მის ისტორიას - მათ შორის მუშაობენ მის ტელეფონზე წვდომაზე.

”ვმუშაობთ ტელეფონზე წვდომისთვის. ტელეფონი ჩვენს ლაბორატორიაში გავგზავნეთ“, - განაცხადა FBI-ის სპეციალურმა აგენტმა, კევინ როჟეკმა, რომელმაც დაადასტურა, რომ სროლა AR სტილის შაშხანით განხორციელდა, რომელიც კანონიერად იყო შეძენილი.

  • თავდახმის შემდეგ, საკმაოდ ხმამაღალი განცხადებები გააკეთა თავად დონალდ ტრამპმა

“ბევრი ადამიანი ამბობს, რომ მე აქ არ უნდა ვიყო, მკვდარი უნდა ვიყო, იღბლის თუ ღვთის წყალობით, ჯერ კიდევ აქ ვარ. ბევრი ამბობს, რომ ეს ყველაზე საკულტო ფოტოა, რაც კი ოდესმე უნახავთ. ისინი მართლები არიან და მე არ მოვკვდი. ჩვეულებრივ, უნდა მოკვდე, რომ საკულტო სურათი გქონდეს“, - მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, დონალდ ტრამპმა New York Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, სროლის შემდეგ საუბრის გაგრძელება სურდა, მაგრამ საიდუმლო სამსახურმა დაჟინებით მოითხოვა, რომ საავადმყოფოში წასულიყო. New York Post-ი ასევე წერს, რომ ყოფილ პრეზიდენტს დიდი თეთრი სახვევი ჰქონდა, რომელიც მარჯვენა ყურს უფარავდა და გამოცემას ინტერვიუს დროს ფოტოების გადაღების უფლება არ მისცეს.

  • ტრამპის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა მისმა პოლიტიკურმა კონკურენტმა, “დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა ჯო ბაიდენმა

“ჩვენს პოლიტიკაში საჭიროა “ტემპერატურის დაწევა“ და გვახსოვდეს, რომ ჩვენ არ ვართ მტრები, ჩვენ ვართ მეზობლები, მეგობრები, თანამშრომლები, მოქალაქეები და რაც მთავარია - ჩვენ ამერიკელები ვართ, ერთად უნდა დავდგეთ! გადავდგათ ნაბიჯი უკან, ავწონ-დავწონოთ სად ვართ, როგორ მივდივართ წინ. ამერიკაში მსგავსი ძალადობის ადგილი არ არის. არანაირი გამონაკლისი. არ შეიძლება დავუშვათ ამ ძალადობის ნორმალიზება“, - განაცხადა ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან.

მისი თქმით, ამერიკაში უთანხმოებას საარჩევნო ყუთებთან აგვარებენ და არა ტყვიებით.

დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ “რესპუბლიკელების“ ყრილობაზე წარმოსათქმელი სიტყვა მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მთლიანად გადაწერა და ის ახლა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კრიტიკის ნაცვლად ერთიანობის აუცილებლობაზეა ორიენტირებული.

"სიტყვა, რომლით წარდგენასაც ვაპირებდი, შთამბეჭდავი იქნებოდა. ეს რომ არ მომხდარიყო, ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი გამოსვლა“, - განაცხადა ტრამპმა Washington Examiner-თან ინტერვიუში და განმარტა, რომ მისი გამოსვლა ძირითადად პრეზიდენტ ბაიდენის პოლიტიკაზე იქნებოდა ორიენტირებული.

"სიმართლე გითხრათ, ახლა სულ სხვა გამოსვლა იქნება. ეს არის ქვეყნის გაერთიანების შანსი. ეს შანსი მე მომეცა", - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ის მომენტი აღწერა, როდესაც პენსილვანიაში შეკრებილ მხარდამჭერებს შეხედა მას შემდეგ, რაც გააცნობიერა, რომ ესროლეს.

"ენერგია, რომელიც იმ მომენტში იქ მყოფი ხალხისგან მოდიოდა; ძნელია იმის აღწერა, როგორი იყო ეს გრძნობა, მაგრამ ვიცოდი, რომ მსოფლიო უყურებდა. ვიცოდი, რომ ისტორია ამას განსჯიდა და ვიცოდი, მათთვის უნდა შემეტყობინებინა, რომ კარგად ვართ“, - აღნიშნა ტრაპმა.

"მე აქ არ უნდა ვიყო, მკვდარი უნდა ვიყო, იღბლის თუ ღვთის წყალობით, ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ღმერთის, ჯერ კიდევ აქ ვარ..." - ეს კი აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა New York Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი მილუოკიში უკვე ჩავიდა, სადაც ის მიმდინარე კვირაში "რესპუბლიკელების“ ეროვნულ ყრილობას დაესწრება და პარტიის კანდიდატად ოფიციალურად წარადგენენ.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპს პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ესროლეს, რის შედეგადაც იქ დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია. დონალდ ტრამპმა საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ მალევე დატოვა.

წყარო: reuters; nypost

ასევე იხილეთ: