პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ძალაუფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა დაუშვებელია" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
"საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ძალაუფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა დაუშვებელია" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­პენ­სიო კა­ნონ­ში შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კე­ტი პარ­ლა­მენტს უკან და­უბ­რუ­ნა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვან­მა გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კა­ნო­ნი პარ­ლა­მენტს უკან მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბის გა­რე­შე გა­ეგ­ზავ­ნე­ბა.

ასე­ვე, გი­ორ­გი მსხი­ლა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხის პარ­ლა­მენ­ტის გა­რეთ გა­ტა­ნა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის­თვის ამ­გვა­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­და­ცე­მა და­უშ­ვე­ბე­ლია და რის­კებს შე­ი­ცავს.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ხელი არ მო­წე­რა დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს და აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი პარ­ლა­მენტს და­უბ­რუ­ნა. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბით ფონ­დის საბ­ჭოს წევ­რებს და­ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, მა­შინ როცა აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­დე­ლით, ფონ­დის სა­ინ­ვეს­ტი­ციო საბ­ჭოს წევ­რებს ირ­ჩევ­და პარ­ლა­მენ­ტი. და­უშ­ვე­ბე­ლია ამ პრო­ცე­სის პარ­ლა­მენ­ტი­დან გა­ტა­ნა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის ამ­გვა­რი კონ­ცენ­ტრა­ცია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბა აჩენს რისკს, რომ შე­საძ­ლოა, მმარ­თვე­ლი საბ­ჭო და­კომ­პლექტდეს მმარ­თვე­ლი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი კად­რე­ბით. ეს კი შე­საძ­ლე­ბელს გახ­დის ფონ­დის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს მმარ­თვე­ლი ძა­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით, სხვა­დას­ხვა სამ­თავ­რო­ბო, ნაკ­ლე­ბად მომ­გე­ბი­ან პრო­ექ­ტებ­ში და არ მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სებს.

პენ­სი­ის რე­ფორ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერთ წარ­მა­ტე­ბულ რე­ფორ­მად ით­ვლე­ბო­და, რის გა­მოც გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც რე­პუ­ტა­ცი­უ­ლად აზი­ა­ნებს კა­ნონს და არ­ყევს მის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბის ნდო­ბას. მყა­რი სა­პენ­სიო რე­ფორ­მა, პირ­და­პირ და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მო­ქა­ლა­ქე­თა კე­თილ­დღე­ო­ბას­თან. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, იმოქ­მე­დოს მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

აქვე გან­ვმარ­ტავ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი არ ნიშ­ნავს პარ­ლა­მენ­ტში მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბით, ე.წ ვე­ტოს გა­დაგ­ზავ­ნას. პრე­ზი­დენ­ტი იყე­ნებს კონ­სტი­ტუ­ცი­ურ უფ­ლე­ბას, აგ­ზავ­ნის კა­ნონს პარ­ლა­მენ­ტში, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე 5 დღის ვა­და­ში მო­ა­წერს ხელს", - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მსხი­ლა­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ძალაუფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა დაუშვებელია" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

"საპენსიო სააგენტოსთან დაკავშირებით ძალაუფლების პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა დაუშვებელია" - პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საპენსიო კანონში შესული ცვლილებების პაკეტი პარლამენტს უკან დაუბრუნა.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონი პარლამენტს უკან მოტივირებული შენიშვნების გარეშე გაეგზავნება.

ასევე, გიორგი მსხილაძის თქმით, აღნიშნული საკითხის პარლამენტის გარეთ გატანა და პრემიერ-მინისტრისთვის ამგვარი ძალაუფლების გადაცემა დაუშვებელია და რისკებს შეიცავს.

"საქართველოს პრეზიდენტმა ხელი არ მოწერა დაგროვებითი პენსიის კანონში შესატან ცვლილებებს და აღნიშნული კანონი პარლამენტს დაუბრუნა. განხორციელებული ცვლილებით ფონდის საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი, მაშინ როცა აღნიშნული მოდელით, ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს რისკს, რომ შესაძლოა, მმართველი საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით. ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით, სხვადასხვა სამთავრობო, ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს.

პენსიის რეფორმა საქართველოში, ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითვლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ისეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს კანონს და არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენსიო რეფორმა, პირდაპირ დაკავშირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს მილიონ-ნახევარზე მეტი საქართველოს მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებით.

აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნებით, ე.წ ვეტოს გადაგზავნას. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, აგზავნის კანონს პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს", - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

წაიკითხეთ ასევე: