პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ კანდიდატით არჩევნებს ვერ მოვიგებთ... ჯომ ბევრი ბრძოლა მოიგო. მაგრამ დროსთან ბრძოლას ვერ მოიგებს" - ჯორჯ კლუნი ჯო ბაიდენს მიმართავს
"ამ კანდიდატით არჩევნებს ვერ მოვიგებთ... ჯომ ბევრი  ბრძოლა მოიგო. მაგრამ დროსთან ბრძოლას ვერ მოიგებს" - ჯორჯ კლუნი ჯო ბაიდენს მიმართავს

ჯორჯ კლუ­ნი: მე მიყ­ვარს ჯო ბა­ი­დე­ნი. მაგ­რამ ჩვენ გვჭირ­დე­ბა ახა­ლი კან­დი­და­ტი.

მსა­ხი­ობ­მა ჯორჯ კლუნ­მა, რო­მე­ლიც ჰო­ლი­ვუდ­ში პრე­ზი­დენტ ჯო ბა­ი­დე­ნის ყვე­ლა­ზე დიდ მხარ­დამ­ჭე­რებს და დო­ნო­რებს შო­რის იყო, New York Times opinion piece -ში ვრცე­ლი წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ყვე­ლას გა­სა­ოც­რად, ბა­ი­დენს "საპ­რე­ზი­დენ­ტო რბო­ლა­ზე უა­რის თქმის­კენ" მო­უ­წო­და.

“ჯორჯ კლუ­ნი: ჯო ბა­ი­დე­ნი მიყ­ვარს, მაგ­რამ ახა­ლი კან­დი­და­ტი გვჭირ­დე­ბა“, - ასე და­სა­თა­უ­რე­ბულ ვრცელ მი­მარ­თვა­ში კლუ­ნი აღ­ნიშ­ნავს, რომ ის დე­მოკ­რა­ტია, ამა­ყობს “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ით“ და ჯერ კი­დევ 2012 წელს და­ი­წყო ბა­რაკ ობა­მას მხარ­და­სა­ჭე­რად თან­ხე­ბის შეგ­რო­ვე­ბა. შემ­დეგ, 2016 წელს, მხარს ჰი­ლა­რი კლინ­ტონს უჭერ­და, 2020 წელს კი ჯო ბა­ი­დენს, თუმ­ცა, ახლა ის შემ­თხვე­ვაა, რო­დე­საც ბა­ი­დე­ნი ვერ მო­ი­გებს “დროს­თან ბრძო­ლას“.

“მე მიყ­ვარს ჯო ბა­ი­დე­ნი რო­გორც სე­ნა­ტო­რი, რო­გორც ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი. მას მე­გობ­რად ვთვლი და მჯე­რა მისი. ბოლო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მრა­ვა­ლი ბრძო­ლა მო­ი­გო. მაგ­რამ ერთი ბრძო­ლა, რო­მელ­საც ვერ მო­ი­გებს - არის ბრძო­ლა დროს­თან“, - წერს მსა­ხი­ო­ბი.

  • მან ბა­ი­დე­ნი დო­ნალდ ტრამ­პთან გა­მარ­თუ­ლი დე­ბა­ტე­ბის გამო გა­აკ­რი­ტი­კა

"ამ კან­დი­და­ტით ნო­ემ­ბერ­ში ვერ მო­ვი­გებთ. ვერ მო­ვი­გებთ წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტას და დავ­კარ­გავთ სე­ნატს. ეს არაა მხო­ლოდ ჩემი მო­საზ­რე­ბა, ეს არის ყვე­ლა სე­ნა­ტო­რის, კონ­გრე­სის წევ­რი­სა და გუ­ბერ­ნა­ტო­რის აზრი“, – წერს კლუ­ნი და იქვე დას­ძენს, რომ დე­მოკ­რა­ტებ­მა ბა­ი­დენს უნდა სთხო­ვონ, რომ სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნას.

“ჯო ბა­ი­დე­ნი გმი­რია: მან გა­და­არ­ჩი­ნა დე­მოკ­რა­ტია 2020 წელს. ჩვენ გვჭირ­დე­ბა, რომ ეს კი­დევ ერთხელ გა­ა­კე­თოს 2024 წელს“, - ასე ას­რუ­ლებს “დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი­სად­მი მი­ძღვნილ წე­რილს ჯორჯ კლუ­ნი.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ავტორი:

"ამ კანდიდატით არჩევნებს ვერ მოვიგებთ... ჯომ ბევრი ბრძოლა მოიგო. მაგრამ დროსთან ბრძოლას ვერ მოიგებს" - ჯორჯ კლუნი ჯო ბაიდენს მიმართავს

"ამ კანდიდატით არჩევნებს ვერ მოვიგებთ... ჯომ ბევრი  ბრძოლა მოიგო. მაგრამ დროსთან ბრძოლას ვერ მოიგებს" - ჯორჯ კლუნი ჯო ბაიდენს მიმართავს

ჯორჯ კლუნი: მე მიყვარს ჯო ბაიდენი. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ახალი კანდიდატი.

მსახიობმა ჯორჯ კლუნმა, რომელიც ჰოლივუდში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ყველაზე დიდ მხარდამჭერებს და დონორებს შორის იყო, New York Times opinion piece -ში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ყველას გასაოცრად, ბაიდენს "საპრეზიდენტო რბოლაზე უარის თქმისკენ" მოუწოდა.

“ჯორჯ კლუნი: ჯო ბაიდენი მიყვარს, მაგრამ ახალი კანდიდატი გვჭირდება“, - ასე დასათაურებულ ვრცელ მიმართვაში კლუნი აღნიშნავს, რომ ის დემოკრატია, ამაყობს “დემოკრატიული პარტიით“ და ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო ბარაკ ობამას მხარდასაჭერად თანხების შეგროვება. შემდეგ, 2016 წელს, მხარს ჰილარი კლინტონს უჭერდა, 2020 წელს კი ჯო ბაიდენს, თუმცა, ახლა ის შემთხვევაა, როდესაც ბაიდენი ვერ მოიგებს “დროსთან ბრძოლას“.

“მე მიყვარს ჯო ბაიდენი როგორც სენატორი, როგორც ვიცე-პრეზიდენტი და როგორც პრეზიდენტი. მას მეგობრად ვთვლი და მჯერა მისი. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მრავალი ბრძოლა მოიგო. მაგრამ ერთი ბრძოლა, რომელსაც ვერ მოიგებს - არის ბრძოლა დროსთან“, - წერს მსახიობი.

  • მან ბაიდენი დონალდ ტრამპთან გამართული დებატების გამო გააკრიტიკა

"ამ კანდიდატით ნოემბერში ვერ მოვიგებთ. ვერ მოვიგებთ წარმომადგენელთა პალატას და დავკარგავთ სენატს. ეს არაა მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ეს არის ყველა სენატორის, კონგრესის წევრისა და გუბერნატორის აზრი“, – წერს კლუნი და იქვე დასძენს, რომ დემოკრატებმა ბაიდენს უნდა სთხოვონ, რომ საკუთარი კანდიდატურა მოხსნას.

“ჯო ბაიდენი გმირია: მან გადაარჩინა დემოკრატია 2020 წელს. ჩვენ გვჭირდება, რომ ეს კიდევ ერთხელ გააკეთოს 2024 წელს“, - ასე ასრულებს “დემოკრატიული პარტიის“ მხარდამჭერებისადმი მიძღვნილ წერილს ჯორჯ კლუნი.

ასევე იხილეთ: