პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეხმაურება მეთიუ მილერი რუსული დაზვერვის ინფორმაციას, რომ აშშ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს
როგორ ეხმაურება მეთიუ მილერი რუსული დაზვერვის ინფორმაციას, რომ აშშ  საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს

რუ­სე­თის ბრალ­დე­ბე­ბი სრუ­ლი სიც­რუე და აბ­სურ­დია, საკ­მა­ოდ ირო­ნი­უ­ლია, რომ ამ ბრალ­დე­ბებს აკე­თებს ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ახლა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, მე­თიუ მი­ლერმა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მი­ლე­რი გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, თით­ქოს აშშ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბას გეგ­მავს და თით­ქოს ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ფარ­თო მას­შტა­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია მო­ამ­ზა­და მმარ­თვე­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის.

“საკ­მა­ოდ ნა­თე­ლია, რომ ეს სრუ­ლი სიც­რუ­ეა. რუ­სე­თი პირ­ვე­ლად არ აკე­თებს მსგავს ბრალ­დე­ბებს აშშ-ის ჩარ­თუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით სხვა ქვეყ­ნებ­ში, რაც სრუ­ლი სიც­რუე და აბ­სურ­დი იყო. აღ­ვნიშ­ნავ იმ ირო­ნი­ას, რომ ქვე­ყა­ნა - რუ­სე­თი - რო­მე­ლიც არა­ლე­გა­ლუ­რად ახ­დენს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 20 პრო­ცენ­ტის ოკუ­პა­ცი­ას ახლა, როცა ჩვენ ვსა­უბ­რობთ, ასეთ ბრალ­დე­ბებს აკე­თებს სხვა ქვე­ყა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით”, - გა­ნა­ცხა­და მი­ლერ­მა.

გუ­შინ რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ვა­შინგტონს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი.

“სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მიერ მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­უ­თი­თებს ვა­შინგტო­ნის მტკი­ცე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 26 ოქ­ტომ­ბერს ქვე­ყა­ნა­ში და­გეგ­მი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას მი­აღ­წი­ოს“, - აცხა­დებს რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის პრეს-ბი­უ­რო.

რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია უკვე შე­ი­მუ­შა­ვა.

“ჯო ბა­ი­დე­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მიზ­ნით ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია უკვე შე­ი­მუ­შა­ვა“, - აღ­ნიშ­ნეს რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში.

  • რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, „გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის „საკ­რა­ლუ­რი მსხვერ­პლი“, რო­მე­ლიც „ხალ­ხის რის­ხვას“ უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის­კენ მი­მარ­თავს“.

„ამე­რი­კელ ოს­ტა­ტებს პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. საკ­მა­რი­სია გა­ვიხ­სე­ნოთ მა­ი­და­ნი ათი წლის წინ, სა­დაც ასო­ბით ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ქარ­თვე­ლი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი სნა­ი­პე­რე­ბის მიერ დახ­ვრე­ტი­ლი, „დე­მოკ­რა­ტი­ის სამ­სხვერ­პლო­ზე“ და­ას­ვე­ნეს“, - აღ­ნიშ­ნეს რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში.

ასე­ვე, რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბა­ში მთა­ვა­რი როლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა უნდა ითა­მა­შოს.

"რო­გორც „ვა­შინგტო­ნელ რე­ჟი­სო­რებს“ აქვთ ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი ერთ-ერთ ამე­რი­კულ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას ინ­ტერ­ვი­უს მის­ცემს, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას თბი­ლი­სის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მო­ლა­პა­რა­კე­ბის პრო­ცე­სის დეგ­რა­და­ცი­ა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლებს და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას „მოს­კოვ­თან და­ახ­ლო­ე­ბის კა­ტას­ტრო­ფუ­ლი შე­დე­გე­ბი­სა“ და რუ­სე­თი­დან რე­ლო­კან­ტე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის შე­სა­ხებ გა­აფრ­თხი­ლებს. ამავდრო­უ­ლად, ვა­შინგტო­ნი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მეშ­ვე­ო­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, ოპო­ზი­ცი­ის მხრი­დან ამომ­რჩევ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი სა­ხის პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ურპრი­ზის­თვის მომ­ზა­დე­ბას აპი­რებს, რაც სა­ბო­ლო­ოდ შე­იძ­ლე­ბა მო­რი­გი ფე­რა­დი რე­ვო­ლუ­ცია აღ­მოჩ­ნდეს“, - აცხა­დე­ბენ რუ­სე­თის სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის პრეს-ბი­უ­რო­ში.

მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
2

 აშშ-ს ფინანსური დახმარება ზღვაში წვეთია, 30 წლის განმავლობაში თითო სულზე დღეში 28 თეთრია და უმეტესობა სააკაშვილმა და მისმა კამანდამ მიითვისა, დღეში 28 დოლარი კი ხელიდან გაგვაშვებინეთ და დაგვაკავებინეთ ერდოღანის შავი ყვაჯები ლიუდმილა ივანოვნას თეთრი კოკორკვირტების ნაცვლად! ჩვენი ემიგრაცია ამდენივე ხანია ყოველ წელს ორ მილიარდს გზავნის, ადარებთ მასშტაბს? მაშ ვის შეუნახავს საქართველო, ამერიკას, ევროპას, სავალუტე ფონდს, თუ მსოფლიო ბანკს!? ემიგრაციას შეუნახავს! და, აქ რომ იმუშავებოდეს, იქიდან კი არ გამოგზავნიდა, აქ შექმნიდა ათჯერ მეტს! ნაბიჯი არ გადაგიდგამთ აქ დემოკრატიის და თავისუფალი კონკურენციის საბაზრო ეკონომიკის დასამკვიდრებლად, თქვენ აჯეჯილეთ ნაცმო ეიფილირებულ დესტრუქციულ ანტიეროვნულ ენჯეოებიანად, რომელთაც აიფარედ "დემოკრატიის შირმა" , თქვენ რომ მიაკერეთ და დაამყარეს სისხლიანი დიქტატურა, რომლის არსებობის დანახვა ჯიუტად არ გინდათ და მის აღსადგენად იღწვით, ეს მტრობაა და არა მეგობრობა! პუტინისათვის პწკენებით აგიხვიათ თვალები სააკაშვილმა და ქვეყნის ტერიტორიების 20% და ეკონომიკის ფლაგმანები გადასცა მას, ამაში 4 მილიარდი დოლარი აგაფცქვნათ და მიითვისა! ჩვენ მოგეცით ჩვენი მეომრების სიცოცხლე, მისი ფასი ვერ დადგინდება ფულით, გედექით გვერდით, თქვენ სააკაშვილის გვერდით დგახართ?!

დათო
2

გიმლერი

ავტორი:

როგორ ეხმაურება მეთიუ მილერი რუსული დაზვერვის ინფორმაციას, რომ აშშ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს

როგორ ეხმაურება მეთიუ მილერი რუსული დაზვერვის ინფორმაციას, რომ აშშ  საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გეგმავს

რუსეთის ბრალდებები სრული სიცრუე და აბსურდია, საკმაოდ ირონიულია, რომ ამ ბრალდებებს აკეთებს ქვეყანა, რომელსაც ახლა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • მილერი გამოეხმაურა რუსეთის საგარეო დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას, თითქოს აშშ საქართველოში რეჟიმის ცვლილებას გეგმავს და თითქოს ბაიდენის ადმინისტრაციამ ფართო მასშტაბის საინფორმაციო კამპანია მოამზადა მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის დისკრედიტაციისთვის.

“საკმაოდ ნათელია, რომ ეს სრული სიცრუეა. რუსეთი პირველად არ აკეთებს მსგავს ბრალდებებს აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით საქართველოში და მსოფლიოს მასშტაბით სხვა ქვეყნებში, რაც სრული სიცრუე და აბსურდი იყო. აღვნიშნავ იმ ირონიას, რომ ქვეყანა - რუსეთი - რომელიც არალეგალურად ახდენს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ასეთ ბრალდებებს აკეთებს სხვა ქვეყანასთან დაკავშირებით”, - განაცხადა მილერმა.

გუშინ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი.

“საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს ვაშინგტონის მტკიცე გადაწყვეტილებაზე, საქართველოში მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ქვეყანაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე, ხელისუფლების ცვლილებას მიაღწიოს“, - აცხადებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიურო.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა.

“ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მმართველი პარტიის “ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უკვე შეიმუშავა“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.

  • რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, „გათვალისწინებულია აქციის მონაწილეთა შორის „საკრალური მსხვერპლი“, რომელიც „ხალხის რისხვას“ უსაფრთხოების ძალებისკენ მიმართავს“.

„ამერიკელ ოსტატებს პროვოკაციების დიდი გამოცდილება აქვთ. საკმარისია გავიხსენოთ მაიდანი ათი წლის წინ, სადაც ასობით ადამიანი, მათ შორის, ქართველი დაქირავებული სნაიპერების მიერ დახვრეტილი, „დემოკრატიის სამსხვერპლოზე“ დაასვენეს“, - აღნიშნეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში.

ასევე, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში მთავარი როლი სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს.

"როგორც „ვაშინგტონელ რეჟისორებს“ აქვთ ჩაფიქრებული, სახელმწიფოს მეთაური ერთ-ერთ ამერიკულ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს, რომელშიც საქართველოს მთავრობას თბილისის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დეგრადაციაში დაადანაშაულებს და ფართო საზოგადოებას „მოსკოვთან დაახლოების კატასტროფული შედეგებისა“ და რუსეთიდან რელოკანტების მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ გააფრთხილებს. ამავდროულად, ვაშინგტონი ზურაბიშვილის მეშვეობით „ქართული ოცნებისთვის“, ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლების გარკვეული სახის პოლიტიკური სიურპრიზისთვის მომზადებას აპირებს, რაც საბოლოოდ შეიძლება მორიგი ფერადი რევოლუცია აღმოჩნდეს“, - აცხადებენ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-ბიუროში.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"