პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
საზოგადოება
წიგნები
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთ ღამეში შეცვლილი საფრანგეთი, გადამდგარი პრემიერი და არეულობა ქუჩებში - რა ხდება ქვეყანაში მემარცხენე კოალიციის გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)
ერთ ღამეში შეცვლილი საფრანგეთი, გადამდგარი პრემიერი და არეულობა ქუჩებში - რა ხდება ქვეყანაში მემარცხენე კოალიციის გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი ასამ­ბლე­ის არ­ჩევ­ნებ­ში მე­მარ­ცხე­ნე პარ­ტი­ე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ, "ახალ­მა სა­ხალ­ხო ფრონტმა" გა­ი­მარ­ჯვა. ქვეყ­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ახალ­მა სა­ხალ­ხო ფრონტმა” ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ა­ში 182 მან­და­ტი მო­ი­პო­ვა.

პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის კო­ა­ლი­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით “ერ­თად“ მე­ო­რე ად­გილ­ზე 168 მან­და­ტით გა­ვი­და. მა­რინ ლე პე­ნის “ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“ კი მე­სა­მე ად­გილ­ზე- 143 მან­და­ტით. ამას­თან, “რეს­პუბ­ლი­კე­ლებ­მა“ 45 მან­და­ტი მო­ი­პო­ვეს, ხოლო და­ნარ­ჩენ­მა პარ­ტი­ებ­მა ერ­თად 39 მან­და­ტი მი­ი­ღეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის, 289 მან­და­ტის მო­პო­ვე­ბა ვერ­ცერ­თმა პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუფ­მა ვერ შეძ­ლო.

  • ყვე­ლა­ფე­რი 7 ივ­ლისს, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყო

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საფ­რან­გე­თის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში 1981 წლის შემ­დეგ ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბის ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. არ­ჩევ­ნებ­ში, სა­დაც აქ­ტი­ვო­ბამ 66,63% შე­ად­გი­ნა, პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა ვერ­ცერ­თმა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ ვერ მო­ა­ხერ­ხა. ეროვ­ნულ ასამ­ბლე­ას ჰყავს 577 დე­პუ­ტა­ტი, უმ­რავ­ლე­სო­ბა კი 289 მან­დატს მო­ი­თხოვს.

მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მე­მარ­ცხე­ნე ალი­ან­სმა ყვე­ლა­ზე მეტი ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა პარ­ლა­მენ­ტში, საფ­რან­გე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გაბ­რი­ელ ატალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­დად­გო­მის გან­ცხა­დე­ბით ემა­ნუ­ელ მაკ­რონს მი­მარ­თავ­და.

“მარ­თა­ლია ალი­ან­სმა სამ­ჯერ მეტი მან­და­ტი მო­ი­პო­ვა, ვიდ­რე პროგ­ნო­ზი­რებ­დნენ, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბა არ გვაქვს. ხვალ დი­ლით რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენტს გა­დად­გო­მის თხოვ­ნით მივ­მარ­თავ“, - აღ­ნიშ­ნა ატალ­მა. მან ხაზი გა­უს­ვა, რომ პრე­ზი­დენტ მაკ­რო­ნის ალი­ან­სის ბევ­რი წევ­რი ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს.

საფ­რან­გე­თის ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია "ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის“ ლი­დე­რის, მა­რინ ლე პე­ნის გან­ცხა­დე­ბით კი, მისი პარ­ტი­ის გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ გა­და­ი­დო.

"ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა მხო­ლოდ გა­და­ი­დო. ხვა­ლინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბის თესლს დღე­ვან­დელ შე­დეგ­ში ვხე­დავ“, - აღ­ნიშ­ნა მა­რინ ლე პენ­მა.

საფ­რან­გე­თის ქუ­ჩებ­ში, რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ხმე­ბის დათ­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩებ­ში გა­მო­ვი­და და ეგ­ზიტ­პო­ლე­ბის თა­ნახ­მად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი იზე­ი­მა.

თავ­და­პირ­ვე­ლად დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მოს­ვლე­ბი არე­უ­ლო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და ამომ­რჩე­ველ­თა ზე­ი­მის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა პო­ლი­ცი­ას მო­უ­წია.

პა­რიზ­ში, რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. უც­ნობ­მა პი­რებ­მა გა­მარ­ჯვე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და­ი­წყეს ფე­ი­ერ­ვერ­კე­ბის დან­თე­ბა, სა­ნაგ­ვე ურ­ნე­ბის, ვე­ლო­სი­პე­დე­ბის გა­დაწ­ვა და ავ­ტო­ბუ­სე­ბის გა­ჩე­რე­ბე­ბის მი­ნე­ბის ჩამ­ტვრე­ვა.

პო­ლი­ცი­ამ მათ და­საშ­ლე­ლად ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნა.

პო­ლო­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, დო­ნალდ ტუს­კი საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო შე­დე­გებს ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

“პა­რიზ­ში- ენ­თუ­ზი­აზ­მი, მოს­კოვ­ში - იმედ­გაც­რუ­ე­ბა, კი­ევ­ში - შვე­ბა. საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ ვარ­შა­ვა­ში ბედ­ნი­ე­რი იყო", - წერს ტუს­კი სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე.

ეს­პა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა პედ­რო სან­ჩეს­მა კი თქვა, რომ “მი­ე­სალ­მე­ბა საფ­რან­გე­თის “მე­მარ­ცხე­ნე­ე­ბის“ აღ­ზე­ვე­ბას, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლი და გა­ბე­დუ­ლი პო­ლი­ტი­კით მო­აგ­ვა­რებს ხალ­ხის პრობ­ლე­მებს“.

შე­გახ­სე­ნებთ, ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, საფ­რან­გე­თის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში პირ­ველ ად­გილს მე­მარ­ცხე­ნე­თა ალი­ან­სი იკა­ვებს. მე­ო­რე ად­გილ­ზეა პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის ცენ­ტრის­ტუ­ლი ალი­ან­სი, მე­სა­მე­ზე კი - ულტრა­მე­მარ­ჯვე­ნე პარ­ტია „ეროვ­ნუ­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა“, რო­მელ­მაც არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვა.

წყა­რო: CNN; REUTERS; BBC

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ავტოსაგზაო შემთხვევა სამგორში - თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ მოქალაქეს დაეჯახა.
ავტორი:

ერთ ღამეში შეცვლილი საფრანგეთი, გადამდგარი პრემიერი და არეულობა ქუჩებში - რა ხდება ქვეყანაში მემარცხენე კოალიციის გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

ერთ ღამეში შეცვლილი საფრანგეთი, გადამდგარი პრემიერი და არეულობა ქუჩებში - რა ხდება ქვეყანაში მემარცხენე კოალიციის გამარჯვების შემდეგ (ვიდეო)

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებში მემარცხენე პარტიების კოალიციამ, "ახალმა სახალხო ფრონტმა" გაიმარჯვა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, “ახალმა სახალხო ფრონტმა” ეროვნულ ასამბლეაში 182 მანდატი მოიპოვა.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის კოალიცია, სახელწოდებით “ერთად“ მეორე ადგილზე 168 მანდატით გავიდა. მარინ ლე პენის “ეროვნული გაერთიანება“ კი მესამე ადგილზე- 143 მანდატით. ამასთან, “რესპუბლიკელებმა“ 45 მანდატი მოიპოვეს, ხოლო დანარჩენმა პარტიებმა ერთად 39 მანდატი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულ ასამბლეაში აბსოლუტური უმრავლესობის, 289 მანდატის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვერ შეძლო.

  • ყველაფერი 7 ივლისს, არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დაიწყო

მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში 1981 წლის შემდეგ ამომრჩეველთა აქტივობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. არჩევნებში, სადაც აქტივობამ 66,63% შეადგინა, პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა. ეროვნულ ასამბლეას ჰყავს 577 დეპუტატი, უმრავლესობა კი 289 მანდატს მოითხოვს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მემარცხენე ალიანსმა ყველაზე მეტი ადგილი მოიპოვა პარლამენტში, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ გადადგომის განცხადებით ემანუელ მაკრონს მიმართავდა.

“მართალია ალიანსმა სამჯერ მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე პროგნოზირებდნენ, მაგრამ უმრავლესობა არ გვაქვს. ხვალ დილით რესპუბლიკის პრეზიდენტს გადადგომის თხოვნით მივმართავ“, - აღნიშნა ატალმა. მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ მაკრონის ალიანსის ბევრი წევრი ხელახლა აირჩიეს.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის განცხადებით კი, მისი პარტიის გამარჯვება მხოლოდ გადაიდო.

"ჩვენი გამარჯვება მხოლოდ გადაიდო. ხვალინდელი გამარჯვების თესლს დღევანდელ შედეგში ვხედავ“, - აღნიშნა მარინ ლე პენმა.

საფრანგეთის ქუჩებში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ხმების დათვლის პარალელურად, ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა და ეგზიტპოლების თანახმად გამოცხადებული შედეგები იზეიმა.

თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა მოგვიანებით გამოსვლები არეულობაში გადაიზარდა და ამომრჩეველთა ზეიმის განეიტრალება პოლიციას მოუწია.

პარიზში, რესპუბლიკის მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. უცნობმა პირებმა გამარჯვების აღსანიშნავად დაიწყეს ფეიერვერკების დანთება, სანაგვე ურნების, ველოსიპედების გადაწვა და ავტობუსების გაჩერებების მინების ჩამტვრევა.

პოლიციამ მათ დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების სავარაუდო შედეგებს ასე გამოეხმაურა:

“პარიზში- ენთუზიაზმი, მოსკოვში - იმედგაცრუება, კიევში - შვება. საკმარისია იმისთვის, რომ ვარშავაში ბედნიერი იყო", - წერს ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა კი თქვა, რომ “მიესალმება საფრანგეთის “მემარცხენეების“ აღზევებას, რომელიც სერიოზული და გაბედული პოლიტიკით მოაგვარებს ხალხის პრობლემებს“.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს მემარცხენეთა ალიანსი იკავებს. მეორე ადგილზეა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტული ალიანსი, მესამეზე კი - ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა.

წყარო: CNN; REUTERS; BBC