პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას, მეუღლე, რომლის მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა" - 4 შვილის დედის წარმატებული კარიერა და ზრუნვა შშმ პირთა ინტეგრაციაზე
"ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას, მეუღლე, რომლის მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა" - 4 შვილის დედის წარმატებული კარიერა და ზრუნვა შშმ პირთა ინტეგრაციაზე

“ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი საქ­მე. რო­გორც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე, ვგრძნობ ჩემს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე და ვცდი­ლობ, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში“, - ამ­ბობს ambebi.ge - სთან სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვი­სა და ან­გა­რიშ­გე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი სოფო სი­ჭი­ნა­ვა, რო­მე­ლიც ამ ცოტა ხნის წინ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის მედ­ლით და­ა­ჯილ­დო­ვა.

სოფო სი­ჭი­ნა­ვა:

- ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში 2006 წლი­დან ვმუ­შა­ობ. თა­ვი­დან კად­რე­ბის უფ­რო­სი გახ­ლდით, შემ­დეგ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. ახლა სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მვი­სა და ან­გა­რიშ­გე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მა­ბა­რია. ასე­ვე “ცეს­კო­ში“ ვხელ­მძღვა­ნე­ლობ შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა და ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ჯგუ­ფებს.

სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი 2010 წლი­დან შე­იქ­მნა და მათი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა, რომ ამ მო­წყვლად ჯგუ­ფებს სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა და­უბ­რკო­ლებ­ლად შეს­ძლე­ბო­დათ.

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ღირ­სე­ბის მედ­ლით და­გა­ჯილ­დო­ვათ. რის­თვის მო­გე­ნი­ჭათ ეს მე­და­ლი?

- ამ ჯილ­დოს გან­ვი­ხი­ლავ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ, მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ინ­კლუ­ზი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის­თვის გა­წე­უ­ლი თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მის შე­დე­გე­ბის აღი­ა­რე­ბას. ამ ორ სა­მუ­შაო ჯგუფ­თან ერ­თად ბევ­რი პრო­ექ­ტი მაქვს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ჯგუ­ფე­ბი შედ­გე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო და შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის, ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რი­ვი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან.

თავ­და­პირ­ვე­ლად ჩემი კან­დი­და­ტუ­რა “ყრუ­თა კავ­შირ­მა“ და “სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონდმა“ წა­რად­გი­ნეს. შემ­დეგ გან­ხილ­ვა სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ი­მარ­თა. სწო­რედ მათ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მხრი­დან დიდი ნდო­ბაა, რად­გან სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რის მხრი­დან დი­დად გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლე­ბი არ არი­ან. მად­ლო­ბე­ლი ვარ, ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც ამ პრო­ცეს­ში თა­ვი­სი სი­ტყვა თქვა.

- 2018 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ლე­რან­ტო­ბის, კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი გა­მორ­ჩე­უ­ლი წვლი­ლის­თვის “ტო­ლე­რან­ტო­ბის ქო­მა­გის“ წო­დე­ბაც მი­გი­ღი­ათ...

- დიახ, ეს ჯილ­დო გად­მო­მე­ცა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან არ­სე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა­თა საბ­ჭოს მიერ. ეს იყო პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ჯილ­დო, თუმ­ცა მა­ნამ­დე არა­ერთ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გად­მო­უ­ცია მად­ლო­ბის სი­გე­ლი. მათ შო­რის არი­ან: “აზერ­ბა­ი­ჯა­ნელ ქალ­თა კავ­ში­რი“, “სა­მო­ქა­ლა­ქო ინ­ტეგ­რა­ცი­ის ფონ­დი“, “სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის ლიგა“ და კო­ა­ლი­ცია “და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის“. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ასო­ცი­ა­ცია “ანი­კა“, რო­მელ­მაც ჯილ­დო შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა და­საქ­მე­ბის­თვის გად­მომ­ცა...

- სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შშმ პი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რა გა­კეთ­და? ამ ადა­მი­ა­ნებს მარ­თლაც სჭირ­დე­ბათ გა­მორ­ჩე­უ­ლი ყუ­რა­დღე­ბა...

- მოხ­და 2 სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის ინი­ცი­ი­რე­ბა. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გაჩ­ნდა ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს გა­უჩ­ნდათ სა­არ­ჩევ­ნო რეკ­ლა­მე­ბის სურ­დო თარ­გმა­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. შე­დე­გად, ყვე­ლა ვი­დეო რგო­ლი ყრუ პი­რე­ბის­თვის მი­საწ­ვდო­მი გახ­და ჟეს­ტურ ენა­ზე.

კი­დევ ერთი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვის შე­დე­გია ის, რომ ეტ­ლით მო­სარ­გებ­ლე პი­რე­ბის­თვის გავ­ზარ­დეთ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. მათ შე­ვუქ­მე­ნით შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვი­ან­თი ოლ­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აირ­ჩი­ონ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი/მი­საწ­ვდო­მი სა­არ­ჩევ­ნო უბა­ნი და იქ მი­ვიდ­ნენ არ­ჩევ­ნებ­ზე. მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ით, თუ მათ სა­არ­ჩევ­ნო უბანს არ აქვს პან­დუ­სი ან მარ­ტი­ვი ადაპ­ტა­ცია, შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ზე­პი­რი ან წე­რი­ლო­ბი­თი გან­ცხა­დე­ბით.

- ეს რაც შე­ე­ხე­ბა სა­კა­ნონ­მდებ­ლო მხა­რეს. ინ­ფორ­მი­რე­ბის­თვის რა მე­ქა­ნიზ­მე­ბი და სტან­დარ­ტი და­ამ­კვიდ­რეთ?

- ჩვენ ვართ ერ­თა­დერ­თი სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა, რო­მე­ლიც სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინ­გებს სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში პირ­და­პირ ეთერ­ში ჟეს­ტურ ენა­ზე აშუ­ქებს. პირ­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცია ვი­ყა­ვით, რო­მელ­საც ჰქონ­და ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვებგ­ვერ­დი, რო­გორც უსი­ნათ­ლო, ისე მცი­რედმხედ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის. შევ­ქმე­ნით სა­არ­ჩევ­ნო რუკა, სა­დაც და­ვა­სუ­რა­თეთ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი უბ­ნე­ბი. ამ­დე­ნად, ამომ­რჩე­ველს შე­უძ­ლია რუ­კა­ზე თა­ვად მო­ი­ძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია მის­თვის სა­სურ­ვე­ლი უბ­ნის შე­სა­ხებ და იქ მი­ი­ღოს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გარ­და ამი­სა, ჩვე­ნი ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო რგო­ლი მი­საწ­ვდო­მია ჟეს­ტურ ენა­ზე, გვაქვს კონ­ტაქტ-ჰაბი, სა­დაც სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ვი­დეო ზარი ყრუ პი­რე­ბის­თვის.

2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბის სი­ახ­ლე სა­ინ­ფორ­მა­ციო ფლა­ე­რია, რო­მე­ლიც QR წამ­კი­თხვე­ლით აღვჭურ­ვეთ. კო­დის სა­შუ­ა­ლე­ბით, ფლა­ერ­ზე ინ­ფორ­მა­ცია უსი­ნათ­ლო პი­რე­ბის­თვის და­ტა­ნი­ლია აუ­დიო-ფორ­მატ­ში, ხოლო ყრუ პი­რე­ბის­თვის - ჟეს­ტურ ენა­ზე.

კი­დევ ერთი სი­ახ­ლე რო­მე­ლიც შევ­ქმე­ნით მარ­ტი­ვად წა­სა­კითხ ფორ­მატ­ში - ეს არის არ­ჩევ­ნე­ბის გზამ­კვლე­ვი მხარ­და­ჭე­რის მიმ­ღე­ბი პი­რე­ბის­თვის. იმ პი­რებს, რომ­ლე­ბიც სტა­ცი­ო­ნარ­ში არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი, აქვთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა. მათ სა­სა­მარ­თლოს მიერ და­ნიშ­ნუ­ლი ჰყავთ მხარ­დამ­ჭე­რი და სწო­რედ მათი ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით შევ­ქმე­ნით ეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- გა­და­ვამ­ზა­დებთ მხარ­დამ­ჭე­რის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე პირ­თა სა­კი­თხებ­ზე მო­მუ­შა­ვე ად­გი­ლობ­რივ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც შეძ­ლე­ბენ ამ პი­რე­ბის, ინ­ფორ­მი­რე­ბას მათი სა­არ­ჩევ­ნო უფ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ეს სერ­ვი­სე­ბი არ­ჩევ­ნებ­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კერ­ძოდ, უსი­ნათ­ლო ამომ­რჩევ­ლე­ბის­თვის იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნის შე­სავ­სე­ბი ჩარ­ჩო ფორ­მა, მცი­რედმხედ­ვე­ლე­ბის­თვის - გა­მა­დი­დე­ბე­ლი ლინ­ზა, ხოლო ადაპ­ტი­რე­ბულ უბ­ნებ­ზე იქ­ნე­ბა ხმის მი­ცე­მის სპე­ცი­ა­ლუ­რი კა­ბი­ნა. პოს­ტე­რე­ბი გა­მოკ­რუ­ლი იქ­ნე­ბა QR წამ­კი­თხვე­ლით, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა და­ტა­ნი­ლი რო­გორც აუ­დიო ფორ­მატ­ში, ისე ჟეს­ტურ ენა­ზე.

ჩვე­ნი სწავ­ლე­ბის ცენ­ტრი გა­და­ამ­ზა­დებს სა­უბ­ნო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს შშმ პი­რებ­თან სა­უბ­რის ეტი­კე­ტი­სა და ქცე­ვის ნორ­მე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ.

- ქვე­ყა­ნა ნელ-ნელა სა­არ­ჩევ­ნო რე­ჟიმ­ში შე­დის, ალ­ბათ თქვენ­თან აქ­ტი­უ­რი მზა­დე­ბა მი­დის.

- ჩვენ ამის­თვის მზა­დე­ბა 2023 წელს და­ვი­წყეთ. 2022 წელს, რო­გორც კი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და, შევ­ქმე­ნით ახა­ლი სტრა­ტე­გია, ამის შე­სა­ბა­მი­სად გვაქვს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

ზუს­ტად ვი­ცით ის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, რაც გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი გვაქვს და მივ­ყვე­ბით გეგ­მას. 2023 წელს პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იყო ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა, ხოლო 2024 წელს ყუ­რა­დღე­ბა მი­მარ­თუ­ლი გვაქვს ამომ­რჩე­ველ­თა და ჩარ­თუ­ლი მხა­რე­ე­ბის სა­არ­ჩევ­ნო ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მათი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცეს­ში და­ნერგვა. უბ­ნე­ბის 90%-მდე ამ ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით იქ­ნე­ბა აღ­ჭურ­ვი­ლი. ამის­თვის შე­ვის­წავ­ლეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბა და ვა­წყობთ თა­ნა­მედ­რო­ვე ინფრას­ტრუქ­ტუ­რას.

სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია და მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ყვე­ლამ ერ­თად უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი სა­ერ­თო საქ­მეა.

- ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი, აქ­ტი­უ­რი, საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი ხართ და თან 4 შვი­ლის დედა. რო­გორ აუ­დი­ხართ ამ­დენ საქ­მეს?

- ვცდი­ლობ, ჩარ­თუ­ლი ვიყო ჩემი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში. უფ­რო­სი შვი­ლი - სა­ლო­მე, იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სე­ლია, დე­დის პრო­ფე­სია აირ­ჩია. ნი­კო­ლო­ზი კო­მა­რო­ვის სკო­ლის მოს­წავ­ლეა, გი­ორ­გი გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში სწავ­ლობს და ერთ-ერთ კლუბ­ში ფეხ­ბურთს თა­მა­შობს. ალექ­სან­დრე 4 წლი­საა და ბაღ­ში და­დის. ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შვი­ლებს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ვე­ცი იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, თუმ­ცა, ჩემს უკან ჩემი ოჯა­ხი დგას. მე­უღ­ლე, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ასე­ვე, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დამ­თი­ლი და მა­მამ­თი­ლი. მათი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა, რომ დღეს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვარ.

- რო­გორც გა­ვი­გე, სწავ­ლა­საც ახერ­ხებთ?

- დიახ, მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი­სა, სწავ­ლა­საც ვაგ­რძე­ლებ. სულ ახ­ლა­ხან სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კვლე­ვის ფონდში (რონ­დე­ლის ფონ­დი) გა­ვი­ა­რე სას­წავ­ლო მო­დუ­ლი - პო­ლი­ტი­კის ანა­ლი­ზი და პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტის შექ­მნა. შევ­ქმე­ნი პო­ლი­ტი­კის დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც მალე გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა. ნაშ­რომ­ში გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა არ­ჩევ­ნებ­ში თა­ნა­ბა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ძი­რი­თა­დი გზე­ბი. ახ­ლაც არ ვჩერ­დე­ბი, სწავ­ლას ვაგ­რძე­ლებ და წინ დიდი გეგ­მე­ბი მაქვს.

ავტორი:

"ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას, მეუღლე, რომლის მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა" - 4 შვილის დედის წარმატებული კარიერა და ზრუნვა შშმ პირთა ინტეგრაციაზე

"ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას, მეუღლე, რომლის მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა" - 4 შვილის დედის წარმატებული კარიერა და ზრუნვა შშმ პირთა ინტეგრაციაზე

“ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. როგორც საჯარო მოხელე, ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და ვცდილობ, წვლილი შევიტანო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში“, - ამბობს ambebi.ge - სთან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფო სიჭინავა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა.

სოფო სიჭინავა:

- ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2006 წლიდან ვმუშაობ. თავიდან კადრების უფროსი გახლდით, შემდეგ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი. ახლა სტრატეგიული დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი მაბარია. ასევე “ცესკოში“ ვხელმძღვანელობ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფებს.

სამუშაო ჯგუფები 2010 წლიდან შეიქმნა და მათი დანიშნულებაა, რომ ამ მოწყვლად ჯგუფებს საარჩევნო უფლების რეალიზება დაუბრკოლებლად შესძლებოდათ.

- საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დაგაჯილდოვათ. რისთვის მოგენიჭათ ეს მედალი?

- ამ ჯილდოს განვიხილავ, როგორც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ, მრავალი წლის განმავლობაში, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს განვითარებისთვის გაწეული თავდაუზოგავი შრომის შედეგების აღიარებას. ამ ორ სამუშაო ჯგუფთან ერთად ბევრი პროექტი მაქვს განხორციელებული. ჯგუფები შედგება საერთაშორისო და შეზღუდული შესაძლებლობის, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან.

თავდაპირველად ჩემი კანდიდატურა “ყრუთა კავშირმა“ და “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა“ წარადგინეს. შემდეგ განხილვა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებთან გაიმართა. სწორედ მათთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება. ეს სამოქალაქო სექტორის მხრიდან დიდი ნდობაა, რადგან საჯარო მოხელეები სამოქალაქო სექტორის მხრიდან დიდად განებივრებულები არ არიან. მადლობელი ვარ, ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ პროცესში თავისი სიტყვა თქვა.

- 2018 წელს საქართველოში ტოლერანტობის, კულტურის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის “ტოლერანტობის ქომაგის“ წოდებაც მიგიღიათ...

- დიახ, ეს ჯილდო გადმომეცა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობათა საბჭოს მიერ. ეს იყო პირველი სერიოზული ჯილდო, თუმცა მანამდე არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას გადმოუცია მადლობის სიგელი. მათ შორის არიან: “აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი“, “სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“, “სოციალური დაცვის ლიგა“ და კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“. ასევე აღსანიშნავია ასოციაცია “ანიკა“, რომელმაც ჯილდო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისთვის გადმომცა...

- საარჩევნო ადმინისტრაციაში შშმ პირებთან დაკავშირებით რა გაკეთდა? ამ ადამიანებს მართლაც სჭირდებათ გამორჩეული ყურადღება...

- მოხდა 2 საკანონმდებლო ცვლილების ინიციირება. კანონმდებლობაში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს გაუჩნდათ საარჩევნო რეკლამების სურდო თარგმანით უზრუნველყოფის ვალდებულება. შედეგად, ყველა ვიდეო რგოლი ყრუ პირებისთვის მისაწვდომი გახდა ჟესტურ ენაზე.

კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივის შედეგია ის, რომ ეტლით მოსარგებლე პირებისთვის გავზარდეთ საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობა. მათ შევუქმენით შესაძლებლობა, თავიანთი ოლქის ტერიტორიაზე აირჩიონ ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბანი და იქ მივიდნენ არჩევნებზე. მოქმედი რეგულაციით, თუ მათ საარჩევნო უბანს არ აქვს პანდუსი ან მარტივი ადაპტაცია, შეუძლიათ მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით.

- ეს რაც შეეხება საკანონმდებლო მხარეს. ინფორმირებისთვის რა მექანიზმები და სტანდარტი დაამკვიდრეთ?

- ჩვენ ვართ ერთადერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც საინფორმაციო ბრიფინგებს საარჩევნო პერიოდში პირდაპირ ეთერში ჟესტურ ენაზე აშუქებს. პირველი სახელმწიფო ინსტიტუცია ვიყავით, რომელსაც ჰქონდა ადაპტირებული ვებგვერდი, როგორც უსინათლო, ისე მცირედმხედველი პირებისთვის. შევქმენით საარჩევნო რუკა, სადაც დავასურათეთ ადაპტირებული უბნები. ამდენად, ამომრჩეველს შეუძლია რუკაზე თავად მოიძიოს ინფორმაცია მისთვის სასურველი უბნის შესახებ და იქ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. გარდა ამისა, ჩვენი ყველა საინფორმაციო რგოლი მისაწვდომია ჟესტურ ენაზე, გვაქვს კონტაქტ-ჰაბი, სადაც საარჩევნო პერიოდში ფუნქციონირებს ვიდეო ზარი ყრუ პირებისთვის.

2024 წლის არჩევნების სიახლე საინფორმაციო ფლაერია, რომელიც QR წამკითხველით აღვჭურვეთ. კოდის საშუალებით, ფლაერზე ინფორმაცია უსინათლო პირებისთვის დატანილია აუდიო-ფორმატში, ხოლო ყრუ პირებისთვის - ჟესტურ ენაზე.

კიდევ ერთი სიახლე რომელიც შევქმენით მარტივად წასაკითხ ფორმატში - ეს არის არჩევნების გზამკვლევი მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის. იმ პირებს, რომლებიც სტაციონარში არიან მოთავსებული, აქვთ არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. მათ სასამართლოს მიერ დანიშნული ჰყავთ მხარდამჭერი და სწორედ მათი ინფორმირების მიზნით შევქმენით ეს სახელმძღვანელო.

- რას გულისხმობთ?

- გადავამზადებთ მხარდამჭერის საჭიროების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც შეძლებენ ამ პირების, ინფორმირებას მათი საარჩევნო უფლების შესახებ.

ეს სერვისები არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია. კერძოდ, უსინათლო ამომრჩევლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო ფორმა, მცირედმხედველებისთვის - გამადიდებელი ლინზა, ხოლო ადაპტირებულ უბნებზე იქნება ხმის მიცემის სპეციალური კაბინა. პოსტერები გამოკრული იქნება QR წამკითხველით, სადაც ინფორმაცია იქნება დატანილი როგორც აუდიო ფორმატში, ისე ჟესტურ ენაზე.

ჩვენი სწავლების ცენტრი გადაამზადებს საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებს შშმ პირებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ.

- ქვეყანა ნელ-ნელა საარჩევნო რეჟიმში შედის, ალბათ თქვენთან აქტიური მზადება მიდის.

- ჩვენ ამისთვის მზადება 2023 წელს დავიწყეთ. 2022 წელს, როგორც კი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, შევქმენით ახალი სტრატეგია, ამის შესაბამისად გვაქვს სამოქმედო გეგმა.

ზუსტად ვიცით ის საქმიანობები, რაც განსახორციელებელი გვაქვს და მივყვებით გეგმას. 2023 წელს პრიორიტეტული იყო ინსტიტუციური გაძლიერება, ხოლო 2024 წელს ყურადღება მიმართული გვაქვს ამომრჩეველთა და ჩართული მხარეების საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინფორმირების მიმართულებით. ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ტექნოლოგიები და მათი საარჩევნო პროცესში დანერგვა. უბნების 90%-მდე ამ ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. ამისთვის შევისწავლეთ საერთაშორისო გამოცდილება და ვაწყობთ თანამედროვე ინფრასტრუქტურას.

საარჩევნო პროცესი საკმაოდ მასშტაბურია და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაზე არ არის დამოკიდებული. საერთაშორისო სტანდარტებით არჩევნების ჩატარებას ყველამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან არჩევნები საერთო საქმეა.

- ასეთი წარმატებული, აქტიური, საქმიანი ადამიანი ხართ და თან 4 შვილის დედა. როგორ აუდიხართ ამდენ საქმეს?

- ვცდილობ, ჩართული ვიყო ჩემი შვილების ცხოვრებაში. უფროსი შვილი - სალომე, იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსელია, დედის პროფესია აირჩია. ნიკოლოზი კომაროვის სკოლის მოსწავლეა, გიორგი გერმანულ სკოლაში სწავლობს და ერთ-ერთ კლუბში ფეხბურთს თამაშობს. ალექსანდრე 4 წლისაა და ბაღში დადის. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, შვილებს მაქსიმალურად მივეცი იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლები ყოფილიყვნენ, თუმცა, ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას. მეუღლე, რომლის მხარდაჭერის გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ასევე, მყავს არაჩვეულებრივი დედამთილი და მამამთილი. მათი დამსახურებაცაა, რომ დღეს რეალიზებული ვარ.

- როგორც გავიგე, სწავლასაც ახერხებთ?

- დიახ, მიუხედავად ასეთი დატვირთული რეჟიმისა, სწავლასაც ვაგრძელებ. სულ ახლახან საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (რონდელის ფონდი) გავიარე სასწავლო მოდული - პოლიტიკის ანალიზი და პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა. შევქმენი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მალე გამოქვეყნდება. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არჩევნებში თანაბარი მონაწილეობის გაუმჯობესების ძირითადი გზები. ახლაც არ ვჩერდები, სწავლას ვაგრძელებ და წინ დიდი გეგმები მაქვს.