პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუშვებელია!" -  რა წერია გეოლოგების დასკვნაში შოვში მომხდარი სტიქიის არეალში არსებულ ვითარებაზე და შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა?
"დაუშვებელია!" -  რა წერია გეოლოგების დასკვნაში შოვში მომხდარი სტიქიის არეალში არსებულ ვითარებაზე და შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა?

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ მომ­ზა­დე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ბი­უ­ლე­ტენ­ში - "სა­ქარ­თვე­ლო­ში 2023 წელს სტი­ქი­უ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გე­ბი და პროგ­ნო­ზი 2024 წლის­თვის“ შო­ვის სტი­ქი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბია მო­ცე­მუ­ლი.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სტი­ქი­ის გავ­რცე­ლე­ბის არე­ალ­ში და­უშ­ვე­ბე­ლია რა­ი­მე სა­ხის ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა და არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­სუ­ლი წლის 3 აგ­ვის­ტოს შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა სტი­ქი­ურ­მა უბე­დუ­რე­ბამ 33 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა.

რო­გორც გე­ო­ლო­გე­ბი წე­რენ, მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ვე­ლე კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დად­გინ­და, რომ მყინ­ვარ ბუ­ბას და­სავ­ლე­თით, ად­გი­ლი ჰქონ­და კლდეზ­ვა­ვუ­რი მა­სის ჩა­მოშ­ლას, რო­მე­ლიც დი­ნა­მი­კურ კონ­ტაქ­ტში შე­ვი­და მყინ­ვარ­თან, მო­ახ­დი­ნა მისი გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის დე­ფორ­მა­ცია და ჩა­მონ­გრე­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ყი­ნულ­ში და ნაპ­რა­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი წყლე­ბის გად­მო­დი­ნე­ბა, ასე­ვე მყინ­ვა­რის ზე­და­პირ­ზე კლდეზ­ვა­ვის მყა­რი მა­სა­ლის ხა­ხუ­ნის შე­დე­გად მოხ­და მყინ­ვა­რის უს­წრა­ფე­სი დნო­ბა (ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტო­რე­ბი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი იყო ღვარ­ცო­ფის მოძ­რა­ო­ბა­ში მო­საყ­ვა­ნად - აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში), რის შე­დე­გად წარ­მოქ­მნილ­მა ნა­კად­მა დიდი სიჩ­ქა­რით და­ი­წყო მოძ­რა­ო­ბა ხე­ო­ბის კა­ლა­პოტ­ში.

მკვლევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა­ში 2023 წლის 3 აგ­ვის­ტოს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი ხა­სი­ა­თის ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი და გე­ო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბი გა­ნა­პი­რო­ბა: მყინ­ვა­რის და შე­მორ­ჩე­ნი­ლი თოვ­ლის სა­ფა­რის ინ­ტენ­სი­ურ­მა დნო­ბამ, წინა პე­რი­ოდ­ში მო­სულ­მა ატ­მოს­ფე­რულ­მა ნა­ლე­ქებ­მა, მყინ­ვა­რის მიმ­დე­ბა­რედ კლდეზ­ვა­ვის ჩა­მოშ­ლამ, რა­საც თან და­ერ­თო ნაპ­რა­ლო­ვა­ნი გე­ნე­ზი­სის მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის ფრონ­ტა­ლუ­რი გად­მო­დი­ნე­ბა, მე­წყრულ-ერო­ზი­ულ­მა პრო­ცე­სებ­მა და გლა­ცი­ა­ლუ­რი ღვარ­ცო­ფის გავ­ლამ, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ ბუ­ნებ­რივ ფაქ­ტო­რებ­თან.

"ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ღვარ­ცო­ფუ­ლი ნა­კა­დის შე­მად­გენ­ლო­ბის, ხე­ო­ბის დახ­რი­ლო­ბის ენერ­გე­ტი­კუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლი), მორ­ფო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის მან­ძი­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და FLAMMS-ის პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­დე­ლი­რე­ბით, ღვარ­ცო­ფუ­ლი მა­სის გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რემ 18-24 მ/წმ შე­ად­გი­ნა. სტი­ქი­ის ჩა­სახ­ვა-გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ზო­ნი­დან, შო­ვის ე.წ. კო­ტე­ჯე­ბის უბ­ნამ­დე ღვარ­ცო­ფულ ნა­კადს უნდა მი­ეღ­წია 7.5-10 წუთ­ში;

სტი­ქი­ის და­წყე­ბამ­დე და მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის პრო­ცეს­ში მდი­ნა­რე ბუ­ბის­წყლის აუზ­ში წყლის გრძელ­ვა­დი­ან შე­გუ­ბე­ბას ად­გი­ლი არ ქო­ნია, რა­საც ადას­ტუ­რებს სტი­ქი­ამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თით ადრე გა­და­ღე­ბუ­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი სუ­რა­თი და მდი­ნა­რე ჭან­ჭახ­ზე (მდ. რი­ო­ნის შე­სარ­თავ­თან) არ­სე­ბუ­ლი ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი სად­გუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბი. მცი­რე ზო­მის შე­გუ­ბე­ბას ად­გი­ლი ჰქონ­და მხო­ლოდ სტი­ქი­ის შემ­დგომ მდ. ბუ­ბის­წყლის და მდ. ჭან­ჭა­ხის შე­სარ­თავ­თან, რა­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია“ - წე­რია დას­კვნა­ში.

ბი­უ­ლე­ტე­ნის მი­ხედ­ვით, ბუ­ბის­წყლის ხე­ო­ბა ერთ-ერთ იშ­ვი­ა­თო­ბას წარ­მო­ად­გენ­და 2023 წლის 3 აგ­ვის­ტოს სტი­ქი­ამ­დე, სა­დაც ღვარ­ცო­ფის მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლას უკა­ნას­კნე­ლი 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, თუ არ ჩავ­თვლით მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ ცალ­კე­ულ წყალ­მო­ვარ­დნებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

ავტორი:

"დაუშვებელია!" -  რა წერია გეოლოგების დასკვნაში შოვში მომხდარი სტიქიის არეალში არსებულ ვითარებაზე და შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა?

"დაუშვებელია!" -  რა წერია გეოლოგების დასკვნაში შოვში მომხდარი სტიქიის არეალში არსებულ ვითარებაზე და შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა?

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენში - "საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ შოვის სტიქიის განვითარების ეტაპები და რეკომენდაციებია მოცემული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტიქიის გავრცელების არეალში დაუშვებელია რაიმე სახის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 3 აგვისტოს შოვში დატრიალებულმა სტიქიურმა უბედურებამ 33 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

როგორც გეოლოგები წერენ, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ მყინვარ ბუბას დასავლეთით, ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას, რომელიც დინამიკურ კონტაქტში შევიდა მყინვართან, მოახდინა მისი გარკვეული ნაწილის დეფორმაცია და ჩამონგრევა, რამაც გამოიწვია ყინულში და ნაპრალებში არსებული წყლების გადმოდინება, ასევე მყინვარის ზედაპირზე კლდეზვავის მყარი მასალის ხახუნის შედეგად მოხდა მყინვარის უსწრაფესი დნობა (ზემოთ აღნიშნული ფაქტორები სრულიად საკმარისი იყო ღვარცოფის მოძრაობაში მოსაყვანად - აღნიშნულია კვლევაში), რის შედეგად წარმოქმნილმა ნაკადმა დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა ხეობის კალაპოტში.

მკვლევრების ინფორმაციით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში 2023 წლის 3 აგვისტოს კატასტროფული ხასიათის ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მოვლენები განაპირობა: მყინვარის და შემორჩენილი თოვლის საფარის ინტენსიურმა დნობამ, წინა პერიოდში მოსულმა ატმოსფერულმა ნალექებმა, მყინვარის მიმდებარედ კლდეზვავის ჩამოშლამ, რასაც თან დაერთო ნაპრალოვანი გენეზისის მიწისქვეშა წყლების ფრონტალური გადმოდინება, მეწყრულ-ეროზიულმა პროცესებმა და გლაციალური ღვარცოფის გავლამ, რაც დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან.

"ჩატარებული კვლევების საფუძველზე ღვარცოფული ნაკადის შემადგენლობის, ხეობის დახრილობის ენერგეტიკული პოტენციალი), მორფოლოგიური პირობების მანძილის გათვალისწინებით და FLAMMS-ის პროგრამული უზრუნველყოფით განხორციელებული მოდელირებით, ღვარცოფული მასის გადაადგილების საშუალო სიჩქარემ 18-24 მ/წმ შეადგინა. სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს უნდა მიეღწია 7.5-10 წუთში;

სტიქიის დაწყებამდე და მიმდინარეობის პროცესში მდინარე ბუბისწყლის აუზში წყლის გრძელვადიან შეგუბებას ადგილი არ ქონია, რასაც ადასტურებს სტიქიამდე დაახლოებით 3 საათით ადრე გადაღებული სატელიტური სურათი და მდინარე ჭანჭახზე (მდ. რიონის შესართავთან) არსებული ჰიდროლოგიური სადგურის მონაცემები. მცირე ზომის შეგუბებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ სტიქიის შემდგომ მდ. ბუბისწყლის და მდ. ჭანჭახის შესართავთან, რასაც მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგი არ მოჰყოლია“ - წერია დასკვნაში.

ბიულეტენის მიხედვით, ბუბისწყლის ხეობა ერთ-ერთ იშვიათობას წარმოადგენდა 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდე, სადაც ღვარცოფის მნიშვნელოვან გავლას უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით მდინარის კალაპოტში განვითარებულ ცალკეულ წყალმოვარდნებს. გააგრძელეთ კითხვა