პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინასწარმეტყველება აუხდა და ავტოკატასტროფაში დაიღუპა... ამის შემდეგ მისი და ცოლად გაჰყვა მის ქმარს" - XX საუკუნის თბილისელი ლამაზმანი, რომელიც ცნობილი რუსი მხატვრის მუზა იყო
"წინასწარმეტყველება აუხდა და ავტოკატასტროფაში დაიღუპა... ამის შემდეგ მისი და ცოლად გაჰყვა მის ქმარს" - XX საუკუნის თბილისელი ლამაზმანი, რომელიც ცნობილი რუსი მხატვრის მუზა იყო

XX სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში თბი­ლი­სის ლა­მაზ­მა­ნებს შო­რის გა­მო­ირ­ჩე­ო­და ელი­სო და­დი­ა­ნი – ცნო­ბი­ლი რუსი მხატ­ვრის, სა­ვე­ლი სო­რი­ნის მუზა. ელი­სო და­დი­ანს თვალს ვერ წყვეტ­დნენ მო­ხიბ­ლუ­ლი უცხო­ე­ლე­ბი. უნა­ტი­ფე­სი, ღვთა­ებ­რი­ვი, ცი­უ­რი – ასე­თი ეპი­თე­ტე­ბით ამ­კობ­დნენ ისი­ნი და­დი­ა­ნის ქალს. მის­მა სი­ლა­მა­ზემ ათ­ქმე­ვი­ნა ერთ ფრანგ მხატ­ვარს: – ბედ­ნი­ე­რია ის ერი, ვი­საც ასე­თი ქა­ლე­ბი ჰყავ­სო.

  • ელი­სოს მამა, იო­სებ და­დი­ა­ნი პრო­ფე­სი­ით სამ­თო ინ­ჟი­ნე­რი იყო და და ემიგ­რა­ცი­ამ­დე ბა­ქო­ში, ნო­ბე­ლე­ბის ფირ­მა­ში მუ­შა­ობ­და. დედა – თა­მარ გრი­გო­ლის ასუ­ლი თარ­ხან-მო­უ­რა­ვი, სო­ლო­მონ I-ის შთა­მო­მა­ვა­ლი, მე­ტად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, კე­თილ­შო­ბი­ლი და პა­ტივ­სა­ცე­მი მან­დი­ლო­სა­ნი. და­დი­ა­ნე­ბის ოჯახს ექ­ვსი ასუ­ლი ჰყავ­და, რო­მელ­თა სი­ლა­მა­ზე­სა და გან­სწავ­ლუ­ლო­ბა­ზე ლე­გენ­დებს ჰყვე­ბოდ­ნენ. ელი­სო და მისი დები: ელო, ირი­ნე, სა­ლო­მე, ეკა და რუ­სუ­და­ნი, მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ლო­ნებ­სა და თავ­ყრი­ლო­ბებს ამ­შვე­ნებ­დნენ.

​ბოლ­შე­ვი­კე­ბის­გან გაქ­ცე­ულ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­შე­ფა­რე­ბულ­მა სა­ვე­ლი სო­რინ­მა, ბინა თბი­ლის­ში და­ი­დო. ამ პე­რი­ოდს ეკუთ­ვნის უმ­შვე­ნი­ე­რეს ქალ­თა პორ­ტრე­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დახ­ვე­წილ­მა მხატ­ვარ­მა თან გა­ი­ყო­ლა, მათ შო­რის, 1919 წელს შექ­მნი­ლი, 17 წლის ელი­სო და­დი­ა­ნის პორ­ტრე­ტიც. გო­გო­ნას პორ­ტრეტ­ზე მუ­შა­ო­ბა ცნო­ბილ­მა ხე­ლო­ვან­მა თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში და­ი­წყო, მაგ­რამ პა­რიზ­ში და­ას­რუ­ლა, სა­დაც ბე­დის­წე­რის წყა­ლო­ბით ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად აღ­მოჩ­ნდა.

სა­ვე­ლი სო­რინს იმ­დე­ნად უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო, რომ მე­უღ­ლეს ან­დერ­ძად და­უ­ბა­რა, ქარ­თუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის გა­და­ე­ცა. მარ­თლაც, ელი­სო და­დი­ა­ნის პორ­ტრე­ტი დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმს ამ­შვე­ნებს. 1921 წლის ბოლ­შე­ვი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ და­დი­ა­ნე­ბი იძუ­ლე­ბულ­ნი გახ­დნენ ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლიყ­ვნენ. სა­უ­ცხოო გა­რეგ­ნო­ბის, სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბი­სა და მუ­სი­კა­ლუ­რი ნი­ჭით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა იმ­თა­ვით­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. ელი­სო და­დი­ანს ხე­ლი­სა და გუ­ლის მთხოვ­ნე­ლე­ბი არ დაჰკლე­ბია, მაგ­რამ მთა­ვა­რი შეხ­ვედ­რა მას წინ ელო­და...

  • და­დი­ან­თა ოჯა­ხის პა­ტივ­სა­ცე­მად გა­მარ­თულ ერთ-ერთ ვახ­შამ­ზე ელი­სომ ინ­გლი­სე­ლი დიპ­ლო­მა­ტი არ­ნოლდ ზარ­ბა გა­იც­ნო, მალე და­ქორ­წინ­და და მას­თან ერ­თად დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­ემ­გზავ­რა სა­ცხოვ­რებ­ლად.

სა­ლო­მეს ერთ-ერთი და, ირი­ნე და­დი­ა­ნიც პა­რიზ­ში გა­თხოვ­და. მისი მე­უღ­ლე გახ­და საფ­რან­გე­თის უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის ოფი­ცე­რი, დი­მიტ­რი (ბა­ზორ­კა) ამი­ლახ­ვა­რი. მათ სამი შვი­ლი - გი­ორ­გი, ოთა­რი და თა­მა­რი შე­ე­ძი­ნათ. ოჯა­ხის ბედ­ნი­ე­რე­ბას მე­ო­რე მსოფ­ლიო ომმა და­უს­ვა წერ­ტი­ლი. 1942 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი ეგ­ვიპ­ტე­ში ელ–ამა­ინ­თან გა­მარ­თულ ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პა. ეს თავ­ზარ­დამ­ცე­მი ამ­ბა­ვი ირი­ნემ ლონ­დონ­ში შე­ი­ტყო, სა­დაც ის შვი­ლებ­თან ერ­თად დის ოჯახ­ში ცხოვ­რობ­და.

გე­ნე­რალ ვე­ი­გა­ნის #299 ბრძა­ნე­ბით, დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნით ნარ­ვი­კის ბრძო­ლა­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი გმი­რო­ბის­თვის 1940 წლის 31 აგ­ვის­ტოს. დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვა­რი დაკ­რძა­ლუ­ლია ელ ალა­მე­ინ­ში, ეგ­ვიპ­ტე­ში, ბრი­ტა­ნუ­ლი სამ­ხედ­რო სა­საფ­ლა­ოს ფრან­გულ ზო­ნა­ში. 1944 წ. დე­კემ­ბერ­ში უცხო­უ­რი ლე­გი­ო­ნის ხელ­მძღა­ნე­ლო­ბამ ირი­ნე და­დი­ა­ნი მე­უღ­ლის ხსოვ­ნის სა­ღა­მო­ზე და­პა­ტი­ჟა. შარლ დე გოლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად იწ­ვევ­და დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვრის ოჯა­ხის წევ­რებს ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის ძეგლის გახ­სნის სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე. სა­ღა­მო­ზე და­სას­წრებ­ლად დები ბავ­შვებ­თან ერ­თად სამ­ხედ­რო მან­ქა­ნით გა­ე­შურ­ნენ....

"პა­რი­ზი არ მოგ­ვი­ტანს ბედ­ნი­ე­რე­ბას", – ელი­სოს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა ახდა. 1944 წლის 25 დე­კემ­ბერს ელი­სო და ირი­ნე და­დი­ა­ნე­ბი პა­რი­ზის­კენ მი­მა­ვალ­ნი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში და­ი­ღუპ­ნენ. ბავ­შვე­ბი გა­დარ­ჩნენ. ობ­ლე­ბი "საფ­რან­გე­თის შვი­ლე­ბად" გა­მო­ცხად­ნენ და მათი აღ­ზრდა საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბამ იკის­რა. ელი­სო და ირი­ნე და­დი­ა­ნე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მათი და, სა­ლო­მე, ცო­ლად გაჰ­ყვა არ­ნოლდ ზარბ(ა)ს. ირი­ნე და­დი­ა­ნი, მისი მშობ­ლე­ბი, დები და შვი­ლე­ბი: თა­მა­რი და ოთა­რი, პა­რი­ზის ბა­ნი­ოს სა­საფ­ლა­ო­ზე არი­ან დაკ­რძა­ლულ­ნი.

ავტორი:

"წინასწარმეტყველება აუხდა და ავტოკატასტროფაში დაიღუპა... ამის შემდეგ მისი და ცოლად გაჰყვა მის ქმარს" - XX საუკუნის თბილისელი ლამაზმანი, რომელიც ცნობილი რუსი მხატვრის მუზა იყო

"წინასწარმეტყველება აუხდა და ავტოკატასტროფაში დაიღუპა... ამის შემდეგ მისი და ცოლად გაჰყვა მის ქმარს" - XX საუკუნის თბილისელი ლამაზმანი, რომელიც ცნობილი რუსი მხატვრის მუზა იყო

XX საუკუნის 20-იან წლებში თბილისის ლამაზმანებს შორის გამოირჩეოდა ელისო დადიანი – ცნობილი რუსი მხატვრის, საველი სორინის მუზა. ელისო დადიანს თვალს ვერ წყვეტდნენ მოხიბლული უცხოელები. უნატიფესი, ღვთაებრივი, ციური – ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ისინი დადიანის ქალს. მისმა სილამაზემ ათქმევინა ერთ ფრანგ მხატვარს: – ბედნიერია ის ერი, ვისაც ასეთი ქალები ჰყავსო.

  • ელისოს მამა, იოსებ დადიანი პროფესიით სამთო ინჟინერი იყო და და ემიგრაციამდე ბაქოში, ნობელების ფირმაში მუშაობდა. დედა – თამარ გრიგოლის ასული თარხან-მოურავი, სოლომონ I-ის შთამომავალი, მეტად განათლებული, კეთილშობილი და პატივსაცემი მანდილოსანი. დადიანების ოჯახს ექვსი ასული ჰყავდა, რომელთა სილამაზესა და განსწავლულობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ელისო და მისი დები: ელო, ირინე, სალომე, ეკა და რუსუდანი, მაღალი საზოგადოების სალონებსა და თავყრილობებს ამშვენებდნენ.

​ბოლშევიკებისგან გაქცეულმა და საქართველოს თავშეფარებულმა საველი სორინმა, ბინა თბილისში დაიდო. ამ პერიოდს ეკუთვნის უმშვენიერეს ქალთა პორტრეტები, რომლებიც საზღვარგარეთ გადახვეწილმა მხატვარმა თან გაიყოლა, მათ შორის, 1919 წელს შექმნილი, 17 წლის ელისო დადიანის პორტრეტიც. გოგონას პორტრეტზე მუშაობა ცნობილმა ხელოვანმა თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის უკანასკნელ დღეებში დაიწყო, მაგრამ პარიზში დაასრულა, სადაც ბედისწერის წყალობით ორივე ერთდროულად აღმოჩნდა.

საველი სორინს იმდენად უყვარდა საქართველო, რომ მეუღლეს ანდერძად დაუბარა, ქართული ჩანახატები საქართველოსათვის გადაეცა. მართლაც, ელისო დადიანის პორტრეტი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმს ამშვენებს. 1921 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დადიანები იძულებულნი გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ. საუცხოო გარეგნობის, საფუძვლიანი განათლებისა და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ქართველი გოგონა იმთავითვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ელისო დადიანს ხელისა და გულის მთხოვნელები არ დაჰკლებია, მაგრამ მთავარი შეხვედრა მას წინ ელოდა...

  • დადიანთა ოჯახის პატივსაცემად გამართულ ერთ-ერთ ვახშამზე ელისომ ინგლისელი დიპლომატი არნოლდ ზარბა გაიცნო, მალე დაქორწინდა და მასთან ერთად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა საცხოვრებლად.

სალომეს ერთ-ერთი და, ირინე დადიანიც პარიზში გათხოვდა. მისი მეუღლე გახდა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი, დიმიტრი (ბაზორკა) ამილახვარი. მათ სამი შვილი - გიორგი, ოთარი და თამარი შეეძინათ. ოჯახის ბედნიერებას მეორე მსოფლიო ომმა დაუსვა წერტილი. 1942 წლის 24 ოქტომბერს დიმიტრი ამილახვარი ეგვიპტეში ელ–ამაინთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ეს თავზარდამცემი ამბავი ირინემ ლონდონში შეიტყო, სადაც ის შვილებთან ერთად დის ოჯახში ცხოვრობდა.

გენერალ ვეიგანის #299 ბრძანებით, დიმიტრი ამილახვარი დაჯილდოებულია საპატიო ლეგიონის ორდენით ნარვიკის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის 1940 წლის 31 აგვისტოს. დიმიტრი ამილახვარი დაკრძალულია ელ ალამეინში, ეგვიპტეში, ბრიტანული სამხედრო სასაფლაოს ფრანგულ ზონაში. 1944 წ. დეკემბერში უცხოური ლეგიონის ხელმძღანელობამ ირინე დადიანი მეუღლის ხსოვნის საღამოზე დაპატიჟა. შარლ დე გოლი ოფიციალურად იწვევდა დიმიტრი ამილახვრის ოჯახის წევრებს ქართველი ემიგრანტის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე. საღამოზე დასასწრებლად დები ბავშვებთან ერთად სამხედრო მანქანით გაეშურნენ....

"პარიზი არ მოგვიტანს ბედნიერებას", – ელისოს წინასწარმეტყველება ახდა. 1944 წლის 25 დეკემბერს ელისო და ირინე დადიანები პარიზისკენ მიმავალნი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ბავშვები გადარჩნენ. ობლები "საფრანგეთის შვილებად" გამოცხადნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ იკისრა. ელისო და ირინე დადიანების გარდაცვალების შემდეგ, მათი და, სალომე, ცოლად გაჰყვა არნოლდ ზარბ(ა)ს. ირინე დადიანი, მისი მშობლები, დები და შვილები: თამარი და ოთარი, პარიზის ბანიოს სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი.