პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კომპანიის არსებობის 55-წლიან ისტორიაში პირველად: სამხრეთ კორეული გიგანტის, “Samsung" - ის თანამშრომლები გაიფიცნენ
კომპანიის არსებობის 55-წლიან ისტორიაში პირველად: სამხრეთ კორეული გიგანტის, “Samsung" - ის თანამშრომლები გაიფიცნენ

მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი სამ­ხრეთ კო­რე­უ­ლი კომ­პა­ნია “Samsung Electronics”-ის პროფ­კავ­ში­რი პირ­ვე­ლად გა­ი­ფი­ცა კომ­პა­ნი­ის შექ­მნის 55-წლი­ა­ნი ის­ტო­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ გზით, კომ­პა­ნი­ის პერ­სო­ნა­ლი ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდა­სა ითხოვს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ წი­ნას­წარ გა­ნა­ცხა­და, რომ მისი 28 000 წევ­რი, რაც კომ­პა­ნია “Samsung Electronics National Union” - ის (NSEU) მუ­შა­ხე­ლის მე­ხუ­თედს შე­ად­გენს, 7 ივ­ნისს, ერთი დღით გა­ი­ფი­ცე­ბო­და.

ეს ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც “Samsung Electronics”- ი იბ­რძვის მეხ­სი­ე­რე­ბის ჩი­პე­ბის წარ­მო­ე­ბის ბა­ზარ­ზე დო­მი­ნი­რე­ბის­თვის, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა კი კომ­პა­ნი­ას მე­ტად რთულ ვი­თა­რე­ბა­ში აყე­ნებს.

თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ტექ­ნი­კუ­რი გი­გან­ტის მე­ნე­ჯმენ­ტთან ხელ­ფა­სე­ბის გაზ­რდი­სა და პრე­მი­ე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის რამ­დე­ნი­მე მცდე­ლო­ბა ჩა­ი­შა­ლა.

“Samsung Electronics”-მა გა­ნა­ცხა­და, რომ გა­ფიც­ვა არ იმოქ­მე­დებს კომ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­სა და ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

"ჩვენ გულ­წრფე­ლად ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დით ერ­თი­ა­ნო­ბის­თვის და კვლა­ვაც გა­ვაგ­რძე­ლებთ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს“, - თქვა კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა” Reuters”-თან.

ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლებ­საც “Reuters” ესა­უბ­რა, ფიქ­რო­ბენ რომ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ გა­ფიც­ვა და­უ­ყოვ­ნე­ბელ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს წარ­მო­ე­ბა­ზე ან მი­წო­დე­ბა­ზე, მაგ­რამ გაზ­რდის უარ­ყო­ფით ზე­წო­ლას თვი­თონ კომ­პა­ნი­ა­ზე.

პან­დე­მი­ის დროს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ჩი­პე­ბის ის­ტო­რი­ულ დე­ფი­ციტს მო­თხოვ­ნის კო­ლაფ­სი მოჰ­ყვა, რად­გან მომ­ხმა­რე­ბელ­თა მო­თხოვ­ნა ელექტრო­ნი­კის მი­მართ შემ­ცირ­და გლო­ბა­ლუ­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ურ­კვევ­ლო­ბის გამო. ამან ჩი­პე­ბის უმ­სხვი­ლეს მწარ­მო­ე­ბელ კომ­პა­ნი­ას სე­რი­ო­ზუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა, თუმ­ცა ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის წყა­ლო­ბით, ბიზ­ნე­სი ნელ-ნელა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

აპ­რილ­ში Samsung-მა წარ­მო­ად­გი­ნა მეხ­სი­ე­რე­ბის ჩი­პის ახა­ლი მო­დე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის­თვის -“LPDDR5X DRAM”, რო­მე­ლიც შექ­მნი­ლია 12-ნა­ნო­მეტ­რი­ა­ნი პრო­ცე­სის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით და უზ­რუნ­ველ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­ცე­მას 10,7 გი­გა­ბი­ტი წამ­ში სიჩ­ქა­რით.

მა­ის­ში სამ­სუნ­გმა გა­ნა­ცხა­და, სა­ო­პე­რა­ციო მო­გე­ბა ათ­ჯერ გა­ი­ზარ­და, ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და მა­ღა­ლი კლა­სის ჩი­პებ­ზე მა­სი­უ­რი მო­თხოვ­ნის ფონ­ზე.

მსოფ­ლი­ო­ში მიკ­რო­ჩი­პე­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა იწარ­მო­ე­ბა ძი­რი­თა­დად ორ ად­გი­ლას: ტა­ი­ვან­სა და სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში. ტა­ი­ვა­ნის ინ­დუსტრია უფრო დიდი და დო­მი­ნან­ტია, თუმ­ცა სამ­ხრეთ კო­რეა ცდი­ლობს მას­თან გა­ტო­ლე­ბას.

  • მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა
რუბრიკის სხვა სიახლეები

კომპანიის არსებობის 55-წლიან ისტორიაში პირველად: სამხრეთ კორეული გიგანტის, “Samsung" - ის თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანიის არსებობის 55-წლიან ისტორიაში პირველად: სამხრეთ კორეული გიგანტის, “Samsung" - ის თანამშრომლები გაიფიცნენ

მსოფლიო მასშტაბით ცნობილი სამხრეთ კორეული კომპანია “Samsung Electronics”-ის პროფკავშირი პირველად გაიფიცა კომპანიის შექმნის 55-წლიანი ისტორიის განმავლობაში. ამ გზით, კომპანიის პერსონალი ხელფასების გაზრდასა ითხოვს. ორგანიზაციამ წინასწარ განაცხადა, რომ მისი 28 000 წევრი, რაც კომპანია “Samsung Electronics National Union” - ის (NSEU) მუშახელის მეხუთედს შეადგენს, 7 ივნისს, ერთი დღით გაიფიცებოდა.

ეს ხდება მაშინ, როდესაც “Samsung Electronics”- ი იბრძვის მეხსიერების ჩიპების წარმოების ბაზარზე დომინირებისთვის, შექმნილი ვითარება კი კომპანიას მეტად რთულ ვითარებაში აყენებს.

თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტექნიკური გიგანტის მენეჯმენტთან ხელფასების გაზრდისა და პრემიების შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე მცდელობა ჩაიშალა.

“Samsung Electronics”-მა განაცხადა, რომ გაფიცვა არ იმოქმედებს კომპანიის წარმოებასა და ბიზნეს საქმიანობაზე.

"ჩვენ გულწრფელად ვთანამშრომლობდით ერთიანობისთვის და კვლავაც გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს“, - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა” Reuters”-თან.

ანალიტიკოსები, რომლებსაც “Reuters” ესაუბრა, ფიქრობენ რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაფიცვა დაუყოვნებელ გავლენას მოახდენს წარმოებაზე ან მიწოდებაზე, მაგრამ გაზრდის უარყოფით ზეწოლას თვითონ კომპანიაზე.

პანდემიის დროს კომპიუტერული ჩიპების ისტორიულ დეფიციტს მოთხოვნის კოლაფსი მოჰყვა, რადგან მომხმარებელთა მოთხოვნა ელექტრონიკის მიმართ შემცირდა გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობის გამო. ამან ჩიპების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანიას სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა, თუმცა ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ბიზნესი ნელ-ნელა უმჯობესდება.

აპრილში Samsung-მა წარმოადგინა მეხსიერების ჩიპის ახალი მოდელი ხელოვნური ინტელექტისთვის -“LPDDR5X DRAM”, რომელიც შექმნილია 12-ნანომეტრიანი პროცესის ტექნოლოგიის გამოყენებით და უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას 10,7 გიგაბიტი წამში სიჩქარით.

მაისში სამსუნგმა განაცხადა, საოპერაციო მოგება ათჯერ გაიზარდა, ხელოვნური ინტელექტისა და მაღალი კლასის ჩიპებზე მასიური მოთხოვნის ფონზე.

მსოფლიოში მიკროჩიპების აბსოლუტური უმრავლესობა იწარმოება ძირითადად ორ ადგილას: ტაივანსა და სამხრეთ კორეაში. ტაივანის ინდუსტრია უფრო დიდი და დომინანტია, თუმცა სამხრეთ კორეა ცდილობს მასთან გატოლებას.

  • მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა