პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში" - კონგრესმენები კონგრესმენები
"ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში" - კონგრესმენები კონგრესმენები

ჩვენ ვეხ­მა­რე­ბით ქარ­თველ ხალ­ხს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ სვლა­ში, - ამის შე­სა­ხებ "ამე­რი­კის ხმას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი აცხა­დე­ბენ.

გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში კონ­გრეს­მე­ნი და წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის წევ­რი ჯო უილ­სო­ნი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის კარ­გი მა­გა­ლი­თი იყოს კავ­კა­სი­ის მთელ რე­გი­ონ­ში და გვსურს, რომ კი­დევ უფრო მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დეს.

"რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი და დე­მოკ­რა­ტე­ბი, ორ პარ­ტი­ა­ში, ორი­ვე პა­ლა­ტა­ში ვმუ­შა­ობთ, რად­გან გვსურს, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ის კარ­გი მა­გა­ლი­თი იყოს კავ­კა­სი­ის მთელ რე­გი­ონ­ში. აი, ამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლო, ყო­ველ­თვის იყო, და გვსურს, რომ კი­დევ უფრო მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გახ­დეს”, - მი­იჩ­ნევს კონ­გრეს­მე­ნი.

ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის კი­დევ ერთი წევ­რი, კონ­გრეს­მე­ნი სტივ კო­ე­ნი ამ­ბობს, რომ „სა­ქარ­თვე­ლოს ხელს ჰკრა­ვენ მოს­კო­ვის­კენ“.

"ჩვენ ვალ­დე­ბულ­ნი ვართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე, და­ვეხ­მა­როთ და­იც­ვან თა­ვი­სი დე­მოკ­რა­ტია და პრო-და­სავ­ლუ­რი მო­მა­ვა­ლი. ეს კა­ნო­ნი სწო­რედ ამას აკე­თებს და ქმნის სა­ფუძ­ველს ახა­ლი ფურ­ცლის და­სა­წყე­ბად, უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი პარტნი­ო­რო­ბის­თვის“, - ამ­ბობს სტივ კო­ე­ნი.

კი­დევ ერთი კონ­გრეს­მე­ნის, გრე­გო­რი მიქ­სის გან­ცხა­დე­ბით, „ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან პარტნი­ო­რო­ბას, ან სხვაგ­ვარ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ირ­ჩე­ვენ, უნდა გაფრ­თხილ­დნენ, რად­გან ეს არაა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ად­გი­ლი“.

"ჩვენ­თვის პრობ­ლე­მაა ნე­ბის­მი­ე­რი, ვი­საც სურს ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის რე­ჟი­მის მხა­რეს იყოს. ეს დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის საფრ­თხეა ყველ­გან. ამი­ტომ, ვფიქ­რობ ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­თან პარტნი­ო­რო­ბას, ან სხვაგ­ვარ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ირ­ჩე­ვენ, უნდა გაფრ­თხილ­დნენ, რად­გან ეს არაა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ად­გი­ლი. არაა ის, სა­დაც უნდა ვიდ­გეთ, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბი. თუკი სხვაგ­ვა­რად იქ­ცე­ვი, მა­შინ ამ­ბობ, რომ გსურს ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის და მათი ტი­პის დიქ­ტა­ტო­რე­ბის ნა­წი­ლი იყო. ვი­მე­დოვ­ნებ, ისი­ნი ამას გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ”, - აცხა­დებს გრე­გო­რი მიქ­სი.

ავტორი:

"ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში" - კონგრესმენები კონგრესმენები

"ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში" - კონგრესმენები კონგრესმენები

ჩვენ ვეხმარებით ქართველ ხალხს თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლაში, - ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამერიკელი კონგრესმენები აცხადებენ.

გამოცემასთან ინტერვიუში კონგრესმენი და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯო უილსონი ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს.

"რესპუბლიკელები და დემოკრატები, ორ პარტიაში, ორივე პალატაში ვმუშაობთ, რადგან გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიის კარგი მაგალითი იყოს კავკასიის მთელ რეგიონში. აი, ამდენად მნიშვნელოვანია საქართველო, ყოველთვის იყო, და გვსურს, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი გახდეს”, - მიიჩნევს კონგრესმენი.

ჰელსინკის კომისიის კიდევ ერთი წევრი, კონგრესმენი სტივ კოენი ამბობს, რომ „საქართველოს ხელს ჰკრავენ მოსკოვისკენ“.

"ჩვენ ვალდებულნი ვართ ქართველი ხალხის წინაშე, დავეხმაროთ დაიცვან თავისი დემოკრატია და პრო-დასავლური მომავალი. ეს კანონი სწორედ ამას აკეთებს და ქმნის საფუძველს ახალი ფურცლის დასაწყებად, უფრო მრავალფეროვანი და გაფართოებული ორმხრივი პარტნიორობისთვის“, - ამბობს სტივ კოენი.

კიდევ ერთი კონგრესმენის, გრეგორი მიქსის განცხადებით, „ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ქვეყნების ადგილი“.

"ჩვენთვის პრობლემაა ნებისმიერი, ვისაც სურს ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მხარეს იყოს. ეს დემოკრატიისთვის საფრთხეა ყველგან. ამიტომ, ვფიქრობ ის ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან პარტნიორობას, ან სხვაგვარ თანამშრომლობას ირჩევენ, უნდა გაფრთხილდნენ, რადგან ეს არაა დემოკრატიული ქვეყნების ადგილი. არაა ის, სადაც უნდა ვიდგეთ, როგორც დემოკრატიული ქვეყნები. თუკი სხვაგვარად იქცევი, მაშინ ამბობ, რომ გსურს ავტოკრატიული ქვეყნების და მათი ტიპის დიქტატორების ნაწილი იყო. ვიმედოვნებ, ისინი ამას გაითვალისწინებენ”, - აცხადებს გრეგორი მიქსი.