პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კუნძული ინდონეზიაში, სადაც ადამიანები მიცვალებულებთან ერთად ცხოვრობენ - "ცხედარს დაუმარხავად რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ტოვებენ"
კუნძული ინდონეზიაში, სადაც ადამიანები მიცვალებულებთან ერთად ცხოვრობენ - "ცხედარს დაუმარხავად რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ტოვებენ"

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში მდე­ბა­რე კუნ­ძულ სუ­ლა­ვეს­ზე უნდა მო­გიყ­ვეთ, სა­დაც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უჩ­ვე­უ­ლო და ბევ­რის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ტრა­დი­ცია არ­სე­ბობს. იქ ადა­მი­ა­ნე­ბი მიც­ვა­ლე­ბუ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ.

2005 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, სუ­ლა­ვეს­ზე 16 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. კუნ­ძუ­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრია ქა­ლა­ქი მა­კა­სა­რი. აქ ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლია რე­ლი­გი­აა ის­ლა­მი.

საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვა ყო­ველ­თვის ტრა­გე­დი­აა. მაგ­რამ სხვა­დას­ხვა რე­ლი­გი­ი­სა თუ ტრა­დი­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად უმკლავ­დე­ბი­ან გარ­დაც­ვა­ლე­ბით მი­ყე­ნე­ბულ ტკი­ვილს. მა­გა­ლი­თად კუნ­ძულ სუ­ლა­ვეს­ზე, უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან არ­სე­ბობ­და ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც მნახ­ველს აო­ცებს, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის­გან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის დაძ­ლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბათ.

ამის­თვის კი სუ­ლა­ვეს­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ცხე­დარს და­უ­მარ­ხა­ვად რამ­დე­ნი­მე თვის ან თუნ­დაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ტო­ვე­ბენ.

სუ­ლა­ვე­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან, რომ სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნი მა­შინ­ვე არ უნდა და­იკ­რძა­ლოს. მას შე­უძ­ლია იმ­დენ ხანს დარ­ჩეს სახ­ლში, სა­დაც ცხოვ­რობ­და, სა­ნამ მისი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნე­ვენ. ამავდრო­უ­ლად, გარ­დაც­ვლილს ისე ექ­ცე­ვი­ან, თით­ქოს ის ცო­ცხა­ლი იყოს. ით­ვლე­ბა, რომ მას სძი­ნავს ან ავად არის, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ეს­მის და გრძნობს. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ჰყავ­დეთ, არ ტო­ვე­ბენ მარ­ტო. უვ­ლი­ან, უც­ვლი­ან ტან­საც­მელს და პე­რი­ო­დუ­ლად აბა­ნა­ვე­ბენ. გარ­დაც­ვლილს საკ­ვებს, წყალს და სი­გა­რეტ­საც კი უტო­ვე­ბენ.

რო­დე­საც ოჯა­ხი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვეტს, რომ მზად არი­ან ცხე­და­რი დაკ­რძა­ლონ (უფრო სწო­რად, საძ­ვა­ლე­ში მო­ა­თავ­სონ), იწყე­ბა მზა­დე­ბა დაკ­რძალ­ვის­თვის. რი­ტუ­ა­ლის დროს ისი­ნი ცეკ­ვა­ვენ, მღე­რი­ან და მსხვერ­პლად კა­მე­ჩებს სწი­რა­ვენ. მათ სჯე­რათ, რომ კა­მე­ჩე­ბი გარ­დაც­ვლი­ლის სულს შემ­დგომ ცხოვ­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან, ამი­ტომ ისი­ნი უამ­რავ ცხო­ველს კლა­ვენ, კერ­ძებს დიდ ცე­ცხლზე ამ­ზა­დე­ბენ და უმას­პინ­ძლდე­ბი­ან ყვე­ლას, ვინც მიც­ვა­ლე­ბულს უკა­ნას­კნელ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში გა­ა­ცი­ლებს.

დაკ­რძალ­ვაც უჩ­ვე­უ­ლო გზით ხდე­ბა: ცხე­დარს მთა­ში მდე­ბა­რე გა­მოქ­ვა­ბულ­ში ათავ­სე­ბენ, სა­დაც სპე­ცი­ა­ლურ საძ­ვა­ლეა მო­წყო­ბი­ლი. ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, რომ დამ­შვი­დო­ბე­ბა ხან­გრძლი­ვი არ არის და გარ­დაც­ვლი­ლის ნახ­ვა ისევ შე­უძ­ლი­ათ. ამ ტრა­დი­ცი­ას მა­ნე­ნე ჰქვია. ორ-სამ წე­ლი­წად­ში ერთხელ ოჯა­ხი მი­დის მიც­ვა­ლე­ბულ­თან, გა­მოჰ­ყავს საძ­ვა­ლი­დან, სა­მახ­სოვ­როდ იღებს ოჯა­ხურ ფო­ტოს. რი­ტუ­ალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ რო­გორც მოზ­რდი­ლე­ბი, ასე­ვე ბავ­შვე­ბი. მათ­თვის გარ­დაც­ვლილ ნა­თე­სა­ვებს სა­მუ­და­მოდ სძი­ნავთ, მაგ­რამ სუ­ლაც არ არის ეს ტრა­გე­დია.

საძ­ვა­ლე­ში, სა­დაც მიც­ვა­ლე­ბუ­ლი გა­ნის­ვე­ნებს, გვერ­დით ყო­ველ­თვის უდევს ხის­გან გა­მოთ­ლი­ლი ხელ­ნა­კე­თი თო­ჯი­ნე­ბი. ეს ფი­გუ­რა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის "ას­ლია" მათ ხში­რად აც­ვი­ათ მსგავს ტან­საც­მე­ლი.

ასეთ თო­ჯი­ნებს ტაუ-ტაუს უწო­დე­ბენ და ისი­ნი იმ ფო­ტო­ე­ბის ანა­ლო­გია, რო­მელ­საც ქრის­ტი­ა­ნე­ბი გარ­დაც­ვლი­ლის საფ­ლავ­ზე დად­გმულ ძეგლ­ზე ახა­ტა­ვენ. ასე­თი თო­ჯი­ნე­ბის დამ­ზა­დე­ბა ძვი­რი ღირს, და­ახ­ლო­ე­ბით 1000 დო­ლა­რი, მაგ­რამ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა ამის­თვის ფულს არ იშუ­რებს.

ავტორი:

კუნძული ინდონეზიაში, სადაც ადამიანები მიცვალებულებთან ერთად ცხოვრობენ - "ცხედარს დაუმარხავად რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ტოვებენ"

კუნძული ინდონეზიაში, სადაც ადამიანები მიცვალებულებთან ერთად ცხოვრობენ - "ცხედარს დაუმარხავად რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში ტოვებენ"

ინდონეზიაში მდებარე კუნძულ სულავესზე უნდა მოგიყვეთ, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი უჩვეულო და ბევრისთვის წარმოუდგენელი ტრადიცია არსებობს. იქ ადამიანები მიცვალებულებთან ერთად ცხოვრობენ.

2005 წლის მონაცემებით, სულავესზე 16 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. კუნძულის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი მაკასარი. აქ ყველაზე მეტად გავრცელებულია რელიგიაა ისლამი.

საყვარელი ადამიანების დაკარგვა ყოველთვის ტრაგედიაა. მაგრამ სხვადასხვა რელიგიისა თუ ტრადიციის ადამიანები განსხვავებულად უმკლავდებიან გარდაცვალებით მიყენებულ ტკივილს. მაგალითად კუნძულ სულავესზე, უხსოვარი დროიდან არსებობდა ტრადიცია, რომელიც მნახველს აოცებს, მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას საყვარელი ადამიანის გარდაცვალებისგან მიყენებული ტკივილის დაძლევაში ეხმარებათ.

ამისთვის კი სულავესში მიცვალებულის ცხედარს დაუმარხავად რამდენიმე თვის ან თუნდაც წლების განმავლობაში ტოვებენ.

სულაველები დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი მაშინვე არ უნდა დაიკრძალოს. მას შეუძლია იმდენ ხანს დარჩეს სახლში, სადაც ცხოვრობდა, სანამ მისი საყვარელი ადამიანები საჭიროდ მიიჩნევენ. ამავდროულად, გარდაცვლილს ისე ექცევიან, თითქოს ის ცოცხალი იყოს. ითვლება, რომ მას სძინავს ან ავად არის, მაგრამ ყველაფერს ესმის და გრძნობს. ისინი ცდილობენ მუდმივად ყურადღების ცენტრში ჰყავდეთ, არ ტოვებენ მარტო. უვლიან, უცვლიან ტანსაცმელს და პერიოდულად აბანავებენ. გარდაცვლილს საკვებს, წყალს და სიგარეტსაც კი უტოვებენ.

როდესაც ოჯახი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ მზად არიან ცხედარი დაკრძალონ (უფრო სწორად, საძვალეში მოათავსონ), იწყება მზადება დაკრძალვისთვის. რიტუალის დროს ისინი ცეკვავენ, მღერიან და მსხვერპლად კამეჩებს სწირავენ. მათ სჯერათ, რომ კამეჩები გარდაცვლილის სულს შემდგომ ცხოვრებაში ეხმარებიან, ამიტომ ისინი უამრავ ცხოველს კლავენ, კერძებს დიდ ცეცხლზე ამზადებენ და უმასპინძლდებიან ყველას, ვინც მიცვალებულს უკანასკნელ მოგზაურობაში გააცილებს.

დაკრძალვაც უჩვეულო გზით ხდება: ცხედარს მთაში მდებარე გამოქვაბულში ათავსებენ, სადაც სპეციალურ საძვალეა მოწყობილი. ახლობლებმა იციან, რომ დამშვიდობება ხანგრძლივი არ არის და გარდაცვლილის ნახვა ისევ შეუძლიათ. ამ ტრადიციას მანენე ჰქვია. ორ-სამ წელიწადში ერთხელ ოჯახი მიდის მიცვალებულთან, გამოჰყავს საძვალიდან, სამახსოვროდ იღებს ოჯახურ ფოტოს. რიტუალში მონაწილეობენ როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. მათთვის გარდაცვლილ ნათესავებს სამუდამოდ სძინავთ, მაგრამ სულაც არ არის ეს ტრაგედია.

საძვალეში, სადაც მიცვალებული განისვენებს, გვერდით ყოველთვის უდევს ხისგან გამოთლილი ხელნაკეთი თოჯინები. ეს ფიგურა მიცვალებულის "ასლია" მათ ხშირად აცვიათ მსგავს ტანსაცმელი.

ასეთ თოჯინებს ტაუ-ტაუს უწოდებენ და ისინი იმ ფოტოების ანალოგია, რომელსაც ქრისტიანები გარდაცვლილის საფლავზე დადგმულ ძეგლზე ახატავენ. ასეთი თოჯინების დამზადება ძვირი ღირს, დაახლოებით 1000 დოლარი, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამისთვის ფულს არ იშურებს.