მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ეს სიმართლე არ არის” - ევროკომისიის სპიკერი ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე
“ეს სიმართლე არ არის” - ევროკომისიის სპიკერი ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე

ევ­რო­კო­მი­სი­ის სპი­კე­რი აცხა­დებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ბრალ­დე­ბე­ბი სი­მარ­თლე არ არის.

“ეს სი­მარ­თლე არ არის”, - გა­ნა­ცხა­და გა­მო­ცე­მა Politico-სთან სა­უ­ბარ­ში ევ­რო­კო­მი­სი­ის სპი­კერ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ბრალ­დე­ბე­ბის ფორ­მა­ლუ­რი უარ­ყო­ფაც მალე იქ­ნე­ბა.

ცნო­ბის­თვის, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ერთ-ერთ ევ­რო­კო­მი­სარ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­კო­მი­სარ­მა მას უთხრა, რომ "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა შე­საძ­ლოა გარ­კვე­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ და ამა­ვე კონ­ტექ­სტში მან სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმაც" ახ­სე­ნა.

"ხან­გრძლი­ვი შან­ტა­ჟის ფონ­ზეც კი, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი იყო მუ­ქა­რა, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ევ­რო­კო­მი­სარ­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას გაჟ­ღერ­და. კერ­ძოდ, ჩემ­თან სა­უ­ბარ­ში, ევ­რო­კო­მი­სარ­მა ჩა­მოთ­ვა­ლა მთე­ლი რიგი ზო­მე­ბი, რომ­ლე­ბიც და­სავ­ლელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა გამჭვირ­ვა­ლო­ბის კა­ნონ­ზე ვე­ტოს დაძ­ლე­ვის შემ­დეგ შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღონ და ამ ზო­მე­ბის ჩა­მოთ­ვლი­სას ახ­სე­ნა - "ხომ ნა­ხეთ, ფი­ცოს რა და­ე­მარ­თა და ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა იყო­თო“, - ნათ­ქვა­მია ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ავტორი:

“ეს სიმართლე არ არის” - ევროკომისიის სპიკერი ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე

“ეს სიმართლე არ არის” - ევროკომისიის სპიკერი ირაკლი კობახიძის ბრალდებებზე

ევროკომისიის სპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ბრალდებები სიმართლე არ არის.

“ეს სიმართლე არ არის”, - განაცხადა გამოცემა Politico-სთან საუბარში ევროკომისიის სპიკერმა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრალდებების ფორმალური უარყოფაც მალე იქნება.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.

"ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - "ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.