პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს ..." - რას წერს ნიკა მელია
"ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს ..." - რას წერს ნიკა მელია

პარ­ტია "ახა­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ნიკა მე­ლია ტყუ­ილს უწო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ ის და ნიკა გვა­რა­მია თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ქვეყ­ნის გა­რეთ ხვდე­ბი­ან. რო­გორც მე­ლია "ფე­ის­ბუქ­ზე“ წერს, კე­ზე­რაშ­ვილ­თან არა­ვი­თარ შეხ­ვედ­რას არ გეგ­მავს არც ახლა და არც სა­მო­მავ­ლოდ.

"ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მოქ­მე­დე­ბენ სუს-ის პირ­და­პი­რი და­ვა­ლე­ბით, ავ­რცე­ლე­ბენ ტყუ­ილს, თით­ქოს ნიკა გვა­რა­მია და მე, ქვეყ­ნის გა­რეთ ვხვდე­ბით და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი პო­ზი­ცია დიდი ხა­ნია ცნო­ბი­ლია, რაც უფრო შორს იქ­ნე­ბა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის­გან, მით უკე­თე­სი ქვეყ­ნის მო­მავ­ლი­სათ­ვის.

ქვეყ­ნი­სათ­ვის გა­დამ­წყვეტ ბრძო­ლა­ში მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რია.

პო­ლი­ტი­კა სა­ჯა­რო საქ­მედ რომ მიგ­ვაჩ­ნია, რო­მე­ლიც კუ­ლუ­ა­რუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი­თა და ფუ­ლით არ უნდა იმარ­თე­ბო­დეს, ამი­ტომ შევ­ქმე­ნით პარ­ტია "ახა­ლი".

არა­ვი­თარ შეხ­ვედ­რას მას­თან, არც ერთ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით არ ვგეგ­მავ, არც ახლა და არც მო­მა­ვალ­ში“, - წერს ნიკა მე­ლია.

ავტორი:

"ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს ..." - რას წერს ნიკა მელია

"ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს ..." - რას წერს ნიკა მელია

პარტია "ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ტყუილს უწოდებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ის და ნიკა გვარამია თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ქვეყნის გარეთ ხვდებიან. როგორც მელია "ფეისბუქზე“ წერს, კეზერაშვილთან არავითარ შეხვედრას არ გეგმავს არც ახლა და არც სამომავლოდ.

"ოცნების“ პარტიული ტელევიზიები, რომლებიც მოქმედებენ სუს-ის პირდაპირი დავალებით, ავრცელებენ ტყუილს, თითქოს ნიკა გვარამია და მე, ქვეყნის გარეთ ვხვდებით დავით კეზერაშვილს.

დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რაც უფრო შორს იქნება ქართული პოლიტიკისგან, მით უკეთესი ქვეყნის მომავლისათვის.

ქვეყნისათვის გადამწყვეტ ბრძოლაში მორალური უპირატესობის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი არაფერია.

პოლიტიკა საჯარო საქმედ რომ მიგვაჩნია, რომელიც კულუარული გავლენებითა და ფულით არ უნდა იმართებოდეს, ამიტომ შევქმენით პარტია "ახალი".

არავითარ შეხვედრას მასთან, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ ვგეგმავ, არც ახლა და არც მომავალში“, - წერს ნიკა მელია.