მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ "ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა" - კონგრესმენი სტივ კოენი
"რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ "ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა" - კონგრესმენი სტივ კოენი

"ნა­თე­ლია, რომ “ოც­ნე­ბა” “ოც­ნე­ბა” არაა, “ეს ცუდი სიზ­მა­რია”, ცუდი ოც­ნე­ბა - მას არ შე­უს­რუ­ლე­ბია ის პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხს მის­ცა წლე­ბის წინ", - ასე აფა­სებს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ პრო­ცე­სებს ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნი სტივ კო­ე­ნი.

  • შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის წევ­რი, ტე­ნე­სის შტა­ტის დე­მოკ­რა­ტი კონ­გრეს­მე­ნი და ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის წევ­რი "ამე­რი­კის ხმის“ ქარ­თულ რე­დაქ­ცი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს იმა­ზე თუ რას უნდა ელო­დოს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აშშ-სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რო­ბის ამ ეტაპ­ზე.

"ვფიქ­რობ შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, ევ­რო­პის უმე­ტე­სო­ბის მსგავ­სად, ნაკ­ლე­ბი სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა მი­ი­ღოს, კარი გა­უ­ღოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში, რაც მგო­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სურს და რაც ის ად­გი­ლია, სა­ით­კე­ნაც სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­კუ­რა­დაც უნდა მი­ილ­ტვო­დეს. კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მათ მი­ი­ღეს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის დიდ ნა­წილს არ მოს­წონს, არ მი­ე­სალ­მე­ბა. ქუ­ჩებ­ში გა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რია.

ეს მახ­სე­ნებს იმ დღეს, როცა “ოც­ნე­ბამ” არ­ჩევ­ნებ­ში [პირ­ვე­ლად] გა­ი­მარ­ჯვა. მა­შინ ვნა­ხეთ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩებ­ში, მთა­ვარ გამ­ზირ­ზე. რა თქმა უნდა, [მას შემ­დეგ] “ოც­ნე­ბა” “კოშ­მა­რად” იქცა და არ იყო ის, რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. იმის ნაც­ვლად, რომ მთავ­რო­ბა გამ­ხდა­რი­ყო უფრო ღია და გამჭვირ­ვა­ლე, კა­ნო­ნის მეტი უზე­ნა­ე­სო­ბით, ის უფრო პრო­რუ­სუ­ლი გახ­და. კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც მათ მი­ი­ღეს, ავალ­დე­ბუ­ლებს ნე­ბის­მი­ერ ჯგუფს, რო­მე­ლიც და­ფი­ნან­სე­ბის 20%-ს იღებს უცხო­ე­თი­დან, გა­მო­ცხად­დეს უცხო ქვეყ­ნის მთავ­რო­ბის აგენ­ტად. ეს ნამ­დვი­ლად არ არის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტი. არი­ან ჯგუ­ფე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დე­მოკ­რა­ტი­ის, გამჭვირ­ვა­ლო­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის­თვის მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ ამ ჯგუფ­ში მოხ­ვდე­ბი­ან. ეს კი არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი რა­მე­ნა­ი­რად უცხო ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბის აგენ­ტე­ბი არი­ან.

სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს კა­ნო­ნი მი­ი­ღეს. ნა­თე­ლია, რომ “ოც­ნე­ბა” “ოც­ნე­ბა” არაა, “ეს ცუდი სიზ­მა­რია”, ცუდი ოც­ნე­ბა. მას არ შე­უს­რუ­ლე­ბია ის პი­რო­ბა, რო­მე­ლიც ქარ­თველ ხალ­ხს მის­ცა წლე­ბის წინ“, - აცხა­დებს კონ­გრეს­მე­ნი.

კონ­გრეს­მე­ნი ფიქ­რობს, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბის მი­ზა­ნი "არის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რე­ბის ხმის ჩახ­შო­ბა, მათი, ვინც ცდი­ლობს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი წინ წა­მოს­წი­ოს, და­იც­ვას დე­მოკ­რა­ტია და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბე­ბი, სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა”, რაც მისი თქმით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ არ სურს.

" არ მგო­ნია, რომ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” ეს სურს. ვფიქ­რობ, მათ რუ­სეთ­თან და­ახ­ლო­ე­ბა უნ­დათ…

როცა თბი­ლის­ში ჩა­ვე­დი, და მათ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვეს, ვფიქ­რობ­დი, რომ პარ­ტი­ის სა­ხე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო შერ­ჩე­უ­ლი. წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ბევ­რი ცუდი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი, ბევ­რი კი­თხვის ნი­შა­ნი იყო მათ მი­მართ, “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” კი კარგ სა­ხელ­თან ერ­თად, კარ­გი კამ­პა­ნია ჰქონ­და, მაგ­რამ მათ ეს სტან­დარ­ტი ვერ და­აკ­მა­ყო­ფი­ლეს. ყვე­ლა­ფე­რი სიც­რუე აღ­მოჩ­ნდა.

ხში­რად ვხე­დავთ იმას, რომ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მთავ­რო­ბა, როცა ძა­ლა­უფ­ლე­ბას მი­ი­ღებს, ცდი­ლობს ის ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ი­ყე­ნოს და მას და­აბ­რა­ლოს ის, რა­საც ხში­რად თა­ვად აკე­თებს.

ისი­ნი [უნ­გრე­თის ლი­დე­რის, ვიქ­ტორ] ორ­ბა­ნის მსგავ­სად იქ­ცე­ვი­ან, არ სურთ თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში იმ ხალ­ხის გავ­ლე­ნა, ვინც მათ ავ­ტო­რი­ტა­რულ ძა­ლა­უფ­ლე­ბას კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნებს” , - დას­ძენს კო­ე­ნი.

  • კონ­გრეს­მე­ნი ფიქ­რობს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და­სავ­ლეთ­თან კავ­ში­რებს ემ­ხრო­ბა, რაც არ ჩანს მთავ­რო­ბის­გან, შე­სა­ბა­მი­სად კო­ე­ნის აზ­რით, ეს არის მოძ­რა­ო­ბა სტა­ლი­ნიზ­მის­კენ.

"ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ნამ­დვი­ლად ასე ფიქ­რობს, ემ­ხრო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან, ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კას­თან კავ­ში­რებს, მაგ­რამ ჩვენ არ გვი­ნა­ხავს ეს ამ მთავ­რო­ბის­გან. ვხე­დავთ მოძ­რა­ო­ბას სტა­ლი­ნიზ­მის­კენ...

ვი­სურ­ვებ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რად გახ­დო­მა მე­ნა­ხა. ვფიქ­რობ, სწო­რედ ესაა მათი სურ­ვი­ლი. მაგ­რამ რუ­სეთს სურს, ისი­ნი კვლავ გახ­დნენ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წევ­რე­ბი, თავი მე­ო­რე. [16 წლის წინ] ისი­ნი შე­იჭრ­ნენ სამ­ხრეთ ოსეთ­ში და ყო­ველ­გვა­რი სი­ნა­ნუ­ლის გა­რე­შე მი­ი­ტა­ცეს სა­ქარ­თვე­ლოს ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც კვლავ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვთ. რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი არ არის, მაგ­რამ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რო­გორც ჩანს, ფიქ­რობს, რომ არის. და მათ აი­ღეს ეს თა­ვი­სი კა­ნო­ნი პირ­და­პირ რუ­სე­თის­გან. ესაა ტი­პუ­რი რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც იქ აქვთ, და რი­თაც ისი­ნი ემ­სგავ­სე­ბი­ან რუ­სეთს” ,- აღ­ნიშ­ნავს კო­ე­ნი.

  • კონ­გრეს­მე­ნის აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა "უფრო მე­ტად არი­ან რუ­სე­თის­კენ გა­დახ­რილ­ნი, ვიდ­რე - და­სავ­ლე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის­კენ. მათი გრა­ვი­ტა­ცია რუ­სე­თის­კე­ნაა, რო­მელ­საც მათი ქვეყ­ნის ნა­წი­ლი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს”.

ასე­ვე, კო­ენ­მა უპა­სუ­ხა "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექტსა და ე.წ. ფა­რას - "უცხო­ე­თის აგენ­ტე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის აქტს" შო­რის მსგავ­სე­ბა­სა და გან­სხვა­ვე­ბას შო­რის დას­მულ კი­თხვა­საც.

“ “ფარა” ეხე­ბა ლო­ბის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბას, ის არ ეხე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ეს მათ არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ უქ­მნის. ის გავ­ლე­ნას ახ­დენს ლო­ბის­ტებ­ზე. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც სხვა ქვეყ­ნის მთავ­რო­ბე­ბის მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვას ცდი­ლო­ბენ. არის გან­სხვა­ვე­ბა იმა­ში, რომ ეცა­დო მო­ახ­რჩო სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ან ეცა­დო, რომ გა­ი­გო, რას წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შენს ქვე­ყა­ნა­ში, მის ლი­დე­რებ­ზე გავ­ლე­ნით ცდი­ლო­ბენ, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეც­ვლას სხვა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ და ლო­ბი­რე­ბით”, - აღ­ნიშ­ნავს ის.

ავტორი:

"რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ "ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა" - კონგრესმენი სტივ კოენი

"რუსეთი საქართველოს მეგობარი არაა, მაგრამ "ოცნება“ როგორც ჩანს, სხვანაირად ფიქრობს - მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა" - კონგრესმენი სტივ კოენი

"ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება - მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ", - ასე აფასებს საქართველოში განვითარებულ პროცესებს ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი.

  • შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის წევრი, ტენესის შტატის დემოკრატი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის წევრი "ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში საუბრობს იმაზე თუ რას უნდა ელოდოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-საქართველოს პარტნიორობის ამ ეტაპზე.

"ვფიქრობ შეერთებულ შტატებს, ევროპის უმეტესობის მსგავსად, ნაკლები სურვილი ექნება მიიღოს, კარი გაუღოს საქართველოს ევროკავშირში, რაც მგონია, რომ საქართველოს სურს და რაც ის ადგილია, საითკენაც საქართველო ეკონომიკურადაც უნდა მიილტვოდეს. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არ მოსწონს, არ მიესალმება. ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობა ფენომენალურია.

ეს მახსენებს იმ დღეს, როცა “ოცნებამ” არჩევნებში [პირველად] გაიმარჯვა. მაშინ ვნახეთ უამრავი ადამიანი ქუჩებში, მთავარ გამზირზე. რა თქმა უნდა, [მას შემდეგ] “ოცნება” “კოშმარად” იქცა და არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. იმის ნაცვლად, რომ მთავრობა გამხდარიყო უფრო ღია და გამჭვირვალე, კანონის მეტი უზენაესობით, ის უფრო პრორუსული გახდა. კანონი, რომელიც მათ მიიღეს, ავალდებულებს ნებისმიერ ჯგუფს, რომელიც დაფინანსების 20%-ს იღებს უცხოეთიდან, გამოცხადდეს უცხო ქვეყნის მთავრობის აგენტად. ეს ნამდვილად არ არის მაღალი სტანდარტი. არიან ჯგუფები და ადამიანები, რომლებიც დემოკრატიის, გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისთვის მუშაობენ, მაგრამ ამ ჯგუფში მოხვდებიან. ეს კი არ ნიშნავს, რომ ისინი რამენაირად უცხო ქვეყნის მთავრობების აგენტები არიან.

სამწუხაროა, რომ ეს კანონი მიიღეს. ნათელია, რომ “ოცნება” “ოცნება” არაა, “ეს ცუდი სიზმარია”, ცუდი ოცნება. მას არ შეუსრულებია ის პირობა, რომელიც ქართველ ხალხს მისცა წლების წინ“, - აცხადებს კონგრესმენი.

კონგრესმენი ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღების მიზანი "არის სამოქალაქო საზოგადოების წევრების ხმის ჩახშობა, მათი, ვინც ცდილობს, რომ დემოკრატიასთან დაკავშირებული საკითხები წინ წამოსწიოს, დაიცვას დემოკრატია და კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები, სიტყვის თავისუფლება”, რაც მისი თქმით, "ქართულ ოცნებას“ არ სურს.

" არ მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” ეს სურს. ვფიქრობ, მათ რუსეთთან დაახლოება უნდათ…

როცა თბილისში ჩავედი, და მათ არჩევნებში გაიმარჯვეს, ვფიქრობდი, რომ პარტიის სახელიც შესანიშნავად იყო შერჩეული. წინა ხელისუფლებას ბევრი ცუდი ჰქონდა გაკეთებული, ბევრი კითხვის ნიშანი იყო მათ მიმართ, “ქართულ ოცნებას” კი კარგ სახელთან ერთად, კარგი კამპანია ჰქონდა, მაგრამ მათ ეს სტანდარტი ვერ დააკმაყოფილეს. ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა.

ხშირად ვხედავთ იმას, რომ ავტორიტარული მთავრობა, როცა ძალაუფლებას მიიღებს, ცდილობს ის ოპოზიციის წინააღმდეგ გამოიყენოს და მას დააბრალოს ის, რასაც ხშირად თავად აკეთებს.

ისინი [უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ] ორბანის მსგავსად იქცევიან, არ სურთ თავიანთ ქვეყნებში იმ ხალხის გავლენა, ვინც მათ ავტორიტარულ ძალაუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს” , - დასძენს კოენი.

  • კონგრესმენი ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი დასავლეთთან კავშირებს ემხრობა, რაც არ ჩანს მთავრობისგან, შესაბამისად კოენის აზრით, ეს არის მოძრაობა სტალინიზმისკენ.

"ქართველი ხალხი ნამდვილად ასე ფიქრობს, ემხრობა ევროკავშირთან, ევროპასა და ამერიკასთან კავშირებს, მაგრამ ჩვენ არ გვინახავს ეს ამ მთავრობისგან. ვხედავთ მოძრაობას სტალინიზმისკენ...

ვისურვებდი, საქართველოს ევროკავშირის წევრად გახდომა მენახა. ვფიქრობ, სწორედ ესაა მათი სურვილი. მაგრამ რუსეთს სურს, ისინი კვლავ გახდნენ საბჭოთა კავშირის წევრები, თავი მეორე. [16 წლის წინ] ისინი შეიჭრნენ სამხრეთ ოსეთში და ყოველგვარი სინანულის გარეშე მიიტაცეს საქართველოს ნაწილი, რომელიც კვლავ ოკუპირებული აქვთ. რუსეთი საქართველოს მეგობარი არ არის, მაგრამ "ქართული ოცნება“ როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ არის. და მათ აიღეს ეს თავისი კანონი პირდაპირ რუსეთისგან. ესაა ტიპური რუსული კანონი, რომელიც იქ აქვთ, და რითაც ისინი ემსგავსებიან რუსეთს” ,- აღნიშნავს კოენი.

  • კონგრესმენის აზრით, საქართველოს ხელისუფლება "უფრო მეტად არიან რუსეთისკენ გადახრილნი, ვიდრე - დასავლელი მოკავშირეებისკენ. მათი გრავიტაცია რუსეთისკენაა, რომელსაც მათი ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული აქვს”.

ასევე, კოენმა უპასუხა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და ე.წ. ფარას - "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტს" შორის მსგავსებასა და განსხვავებას შორის დასმულ კითხვასაც.

“ “ფარა” ეხება ლობისტურ საქმიანობას, ის არ ეხება სამოქალაქო ორგანიზაციებს, ეს მათ არანაირ პრობლემას არ უქმნის. ის გავლენას ახდენს ლობისტებზე. ორგანიზაციებზე, რომლებიც სხვა ქვეყნის მთავრობების მიზნების მიღწევას ცდილობენ. არის განსხვავება იმაში, რომ ეცადო მოახრჩო სამოქალაქო საზოგადოება ან ეცადო, რომ გაიგო, რას წარმოადგენენ ორგანიზაციები, რომლებიც შენს ქვეყანაში, მის ლიდერებზე გავლენით ცდილობენ, რეგულაციების შეცვლას სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ და ლობირებით”, - აღნიშნავს ის.