პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს, ფასეულობებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ" - ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე
"უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს, ფასეულობებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ" - ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

"მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ფა­სე­უ­ლო­ბებს, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ტრა­დი­ცი­ებს, რომ­ლის გა­რე­შეც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი", - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს ან­კა­რა­ში ოჯა­ხის სიწ­მინ­დის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მუ­ლი კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნუ­ცხა­და.

  • მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, 17 მა­ი­სი უქმე დღედ გა­მო­ცხად­და.

"ჩვენ მოგ­ვმარ­თა სა­პატ­რი­არ­ქომ, გა­მო­ვა­ცხა­დეთ ეს უქმე დღედ. მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი არის ის, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ ჩვენს ფა­სე­უ­ლო­ბებს, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და ტრა­დი­ცი­ებს, რომ­ლის გა­რე­შეც ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გზა ვერ იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი. თუ არ გაქვს ძლი­ე­რი ფეს­ვე­ბი, რა თქმა უნდა, წინ ვერ წახ­ვალ. ხში­რად ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, თით­ქოს პროგ­რე­სუ­ლო­ბა ნიშ­ნავს ფეს­ვე­ბის ჩაჭ­რას, რაც ასე ვერ იქ­ნე­ბა.

სწო­რედ, მყარ ფეს­ვებ­ზე დგო­მის შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა მი­ვაღ­წი­ოთ დიდ შე­დე­გებს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ასე იქ­ნე­ბა. ჩვენ ბო­ლომ­დე გა­ვუფრ­თხილ­დე­ბით ჩვენს ფა­სე­უ­ლო­ბებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და სწო­რედ, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­თა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით ვივ­ლით წინ, მათ შო­რის წინ ევ­რო­პის­კენ,"- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ავტორი:

"უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს, ფასეულობებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ" - ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

"უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს, ფასეულობებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ" - ირაკლი კობახიძე ოჯახის სიწმინდის დღეზე

"მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ანკარაში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

  • მთავრობის მეთაურის თქმით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა.

"ჩვენ მოგვმართა საპატრიარქომ, გამოვაცხადეთ ეს უქმე დღედ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ფასეულობებს, ღირებულებებსა და ტრადიციებს, რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარების გზა ვერ იქნება წარმატებული. თუ არ გაქვს ძლიერი ფესვები, რა თქმა უნდა, წინ ვერ წახვალ. ხშირად ისე წარმოაჩენენ, თითქოს პროგრესულობა ნიშნავს ფესვების ჩაჭრას, რაც ასე ვერ იქნება.

სწორედ, მყარ ფესვებზე დგომის შემთხვევაში, შეიძლება მივაღწიოთ დიდ შედეგებს და დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. ჩვენ ბოლომდე გავუფრთხილდებით ჩვენს ფასეულობებსა და ღირებულებებს და სწორედ, ფასეულობებითა და ღირებულებებით ვივლით წინ, მათ შორის წინ ევროპისკენ,"- განაცხადა პრემიერმა.