პარლამენტის წინ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ გამოსულმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსგან 17:00 საათიდან იკრიბებოდნენ. აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებიც.
“საქართველო!”, - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.