პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც აბრალებენ "სახელმწიფო ღალატს საქართველოს სასარგებლოდ“
ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც აბრალებენ "სახელმწიფო ღალატს საქართველოს სასარგებლოდ“

აფხა­ზეთ­ში, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა და­ა­კა­ვა პირი, რო­მელ­საც აბ­რა­ლე­ბენ "სა­ხელ­მწი­ფო ღა­ლატს სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ“.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ დღეს, 14 მა­ისს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, "სა­ქარ­თვე­ლოს და აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე“ კახა მუ­რა­დო­ვი გაგ­რა­ში ჯერ კი­დევ 24 აპ­რილს და­ა­კა­ვეს.

მათი მტკი­ცე­ბით, მუ­რა­დო­ვის სახ­ლის ჩხრე­კი­სას "ამო­ღე­ბუ­ლია ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თებს მის სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე“, თუმ­ცა ჩხრე­კის გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბია ამ­გვარ ტექ­ნი­კად 2 მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბით, მუ­რა­დო­ვი ცდი­ლობ­და აფხა­ზე­თის მცხოვ­რებ­თა ჩარ­თვას ფა­რულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. აფხა­ზე­თის ე.წ. უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, კახა მუ­რა­დოვს, რო­მე­ლიც 1994-1999 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ში მუ­შა­ობ­და, კონ­ტაქ­ტე­ბი ჰქონ­და 90-იან წლებ­ში მოქ­მე­დი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბებ­თან, მათ შო­რის "მხედ­რი­ონ­თან" .

"მუ­რა­დო­ვის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კი­სას აღ­მო­ჩე­ნი­ლია ტექ­ნი­კუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­თი­თებს მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ ჯა­შუ­შურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე. ის ცდი­ლობ­და აფხა­ზე­თის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ჩარ­თვას ფა­რულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში, მათი აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. კი­თხვა­ზე, სად მა­ლავ­და მუ­რა­დო­ვი ქარ­თულ პას­პორ­ტს, მან უპა­სუ­ხა, რომ ნა­თე­სა­ვებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა მათ სა­ხე­ლე­ბი არ და­უ­სა­ხე­ლე­ბია“, - წერს Apsnypress-ი.

სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი არ გა­უვრცე­ლე­ბი­ათ. წყა­რო

ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც აბრალებენ "სახელმწიფო ღალატს საქართველოს სასარგებლოდ“

ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც აბრალებენ "სახელმწიფო ღალატს საქართველოს სასარგებლოდ“

აფხაზეთში, საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა პირი, რომელსაც აბრალებენ "სახელმწიფო ღალატს საქართველოს სასარგებლოდ“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის მიერ დღეს, 14 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, "საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქე“ კახა მურადოვი გაგრაში ჯერ კიდევ 24 აპრილს დააკავეს.

მათი მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას "ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე“, თუმცა ჩხრეკის გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენებია ამგვარ ტექნიკად 2 მობილური ტელეფონი.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის განცხადებით, მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მცხოვრებთა ჩართვას ფარულ საქმიანობაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებისთვის. აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, კახა მურადოვს, რომელიც 1994-1999 წლებში საქართველოს შსს-ში მუშაობდა, კონტაქტები ჰქონდა 90-იან წლებში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფებებთან, მათ შორის "მხედრიონთან" .

"მურადოვის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილია ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მიუთითებს მის მონაწილეობაზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე. ის ცდილობდა აფხაზეთის მაცხოვრებლების ჩართვას ფარულ სამუშაოებში, მათი აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე. კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში, თუმცა მათ სახელები არ დაუსახელებია“, - წერს Apsnypress-ი.

საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუვრცელებიათ. წყარო