პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულიად მიუღებელია სოსო ბერიკაშვილის მიმართ უსამართლო ქმედება... ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს" - ნინო მითაიშვილი
"სრულიად მიუღებელია სოსო ბერიკაშვილის მიმართ უსამართლო ქმედება... ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს" - ნინო მითაიშვილი

კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს კი­დევ ერთი ლექ­ტო­რი ნინო მი­თა­იშ­ვი­ლი ტო­ვებს. ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს ავ­რცე­ლებს, სა­დაც წერს, რომ მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს სოსო ბე­რი­კაშ­ვილს.

"სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მხრი­დან სოსო ბე­რი­კაშ­ვი­ლი მი­მართ უსა­მარ­თლო ქმე­დე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მი­სა სტუ­დენ­ტე­ბის მი­მართ ვტო­ვებ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტს" - წერს ნინო მი­თა­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, დღეს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტორ­მა, სოსო ბე­რი­კაშ­ვილ­მა და­წე­რა, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან გა­უშ­ვეს და მი­ზე­ზი ის იყო, რომ "ბი­ძი­ნას აგი­ნებ­და".

"29 აპ­რილს დი­ლით, კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტმა კახა შენ­გე­ლი­ამ და­მი­ბა­რა და მი­თხრა, რომ სუს-მა მოს­თხო­ვა ჩემი გაშ­ვე­ბა სამ­სა­ხუ­რი­დან, რად­გან "ბი­ძი­ნას ვა­გი­ნებ­დი" (ეს ტყუ­ი­ლია, არ მი­გი­ნე­ბია, უბ­რა­ლოდ, მკაც­რად გა­ვაკ­რი­ტი­კე "ოფ­შო­რე­ბის კა­ნო­ნის" გამო, თუმ­ცა მა­გას არ აქვს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა).

რო­გორც ჩანს, ჩემი გაგ­დე­ბა საჩ­ქა­რო იყო, 7 მა­ისს გა­მო­ი­ცა ბრძა­ნე­ბა და გა­მიშ­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ბა­ბით (პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ჯერ არ იწე­რე­ბა ბრძა­ნე­ბებ­ში).

თუ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეს უმ­სგავ­სო­ბა გა­უ­ვი­და, რეპ­რე­სი­ე­ბი მო­მა­ვალ­ში სა­ყო­ველ­თაო გახ­დე­ბა და შე­ე­ხე­ბა ყვე­ლას.

P.S.ბევრ წე­რილს ვი­ღებ სტუ­დენ­ტე­ბის­გან, ითხო­ვენ მხარ­და­ჭე­რას და პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბას. მე­გობ­რე­ბო, რო­გორც აქამ­დე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერ­დით ვდგა­ვარ ყვე­ლა სა­მარ­თლი­ან პრო­ტეს­ტში", - წერს სოსო ბე­რი­კაშ­ვი­ლი.

მომ­ხდარ­ზე კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტის დღე­ვან­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლი ლექ­ტო­რი­სა და ეკო­ნო­მი­კის დე­კა­ნის, სოსო ბე­რი­კაშ­ვი­ლის, სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი რეპ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია.

კავ­კა­სი­ის სტუ­დენ­ტე­ბი სრულ მხარ­და­ჭე­რას ვუ­ცხა­დებთ ბა­ტონ სოსო ბე­რი­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც უსა­მარ­თლო სის­ტე­მის მსხვერ­პლია.

ეს რე­პუ­ტა­ცი­ულ ზი­ანს აყე­ნებს კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს.

ჩვენ ვგმობთ ბა­ტო­ნი კახა შენ­გე­ლი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. უნი­ვერ­სი­ტეტს არ ქმნი­ან ერ­თე­უ­ლი პი­რე­ბი. უნი­ვერ­სი­ტეტს ვქმნით ჩვენ, სტუ­დენ­ტე­ბი!

მო­ვუ­წო­დებთ კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სხვა ლექ­ტო­რებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გვერ­დით დგა­ნან ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს: არ და­ირ­ღვეს ერ­თი­ა­ნო­ბა და ის სუ­ლის­კვე­თე­ბა, რო­მე­ლიც სწო­რედ ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­გან თქვენ ყო­ველ­თვის გექ­ნე­ბათ მხარ­და­ჭე­რა! თქვენ­გა­ნაც იმა­ვეს ვე­ლო­დე­ბით!"

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"სრულიად მიუღებელია სოსო ბერიკაშვილის მიმართ უსამართლო ქმედება... ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს" - ნინო მითაიშვილი

"სრულიად მიუღებელია სოსო ბერიკაშვილის მიმართ უსამართლო ქმედება... ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს" - ნინო მითაიშვილი

კავკასიის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ლექტორი ნინო მითაიშვილი ტოვებს. ის სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც წერს, რომ მხარდაჭერას უცხადებს სოსო ბერიკაშვილს.

"სრულიად მიუღებელია კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან სოსო ბერიკაშვილი მიმართ უსამართლო ქმედება. მიუხედავად ჩემი დიდი სიყვარულისა და პატივისცემისა სტუდენტების მიმართ ვტოვებ კავკასიის უნივერსიტეტს" - წერს ნინო მითაიშვილი.

ცნობისთვის, დღეს კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა, სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ სამსახურიდან გაუშვეს და მიზეზი ის იყო, რომ "ბიძინას აგინებდა".

"29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან "ბიძინას ვაგინებდი" (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ, მკაცრად გავაკრიტიკე "ოფშორების კანონის" გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა).

როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში).

თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.

P.S.ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში", - წერს სოსო ბერიკაშვილი.

მომხდარზე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება გამორჩეული ლექტორისა და ეკონომიკის დეკანის, სოსო ბერიკაშვილის, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ხელისუფლების მიერ წამოწყებული რეპრესიული ქმედებების ნათელი მაგალითია.

კავკასიის სტუდენტები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონ სოსო ბერიკაშვილს, რომელიც უსამართლო სისტემის მსხვერპლია.

ეს რეპუტაციულ ზიანს აყენებს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ჩვენ ვგმობთ ბატონი კახა შენგელიას გადაწყვეტილებას. უნივერსიტეტს არ ქმნიან ერთეული პირები. უნივერსიტეტს ვქმნით ჩვენ, სტუდენტები!

მოვუწოდებთ კავკასიის უნივერსიტეტის სხვა ლექტორებს, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან ასეთ მნიშვნელოვან დროს: არ დაირღვეს ერთიანობა და ის სულისკვეთება, რომელიც სწორედ ევროპულ ღირებულებებზეა დაფუძნებული.კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან თქვენ ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა! თქვენგანაც იმავეს ველოდებით!"

წაიკითხეთ ასევე: