პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვერდში მომხვდა რაღაც, ძალიან მეტკინა და ჩავიკეცე... გვერდიდან არის რეზინის ტყვია შემოსული..." - რას ჰყვება "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, რომელიც აქციაზე დაშავდა
"გვერდში მომხვდა რაღაც, ძალიან მეტკინა და ჩავიკეცე... გვერდიდან არის რეზინის ტყვია შემოსული..." - რას ჰყვება "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, რომელიც აქციაზე დაშავდა

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნეს.

რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე ამ­ბობს, რომ რე­ზი­ნის ტყვია მოხ­ვდათ და სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ში და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღეს. და­შა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არის “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ სპორ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, ცოტ­ნე შა­ორ­შა­ძე. ჟურ­ნა­ლის­ტმა მუც­ლის არე­ში მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბა. მას დახ­მა­რე­ბა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ჯგუფ­მა აღ­მო­უ­ჩი­ნა. რო­გორც ცოტ­ნე შა­ორ­შა­ძე ამ­ბობს, რე­ზი­ნის ტყვია იმ დროს ეს­რო­ლეს, რო­დე­საც "პა­ლიტ­რა­ნუ­სის" ჟურ­ნა­ლისტს, მა­რი­ამ ჩი­ქო­ვანს პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას უწევ­და, რო­მე­ლიც ე.წ. წი­წა­კის სპრე­ის გაშ­ვე­ბის შემ­დეგ შე­უძ­ლოდ გახ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქტს არ ადას­ტუ­რებს. უწყე­ბა­ში მხო­ლოდ იმას აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ მათ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ წყლის ჭავ­ლი და ე.წ. წი­წა­კის სპრეი გა­მო­ი­ყე­ნეს.

  • ambebi.ge "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ ჟურ­ნა­ლისტს, ცოტ­ნე შა­ორ­შა­ძეს ესა­უბ­რა:

- ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო სპორ­ტია, მაგ­რამ იქ ვი­ყა­ვი იმის გამო, რომ ჩვენს ჯგუფს დავ­ხმა­რე­ბო­დი, რო­მე­ლიც აქ­ცი­ას აშუ­ქებ­და. ასეთ დროს ვინც იქ არის ნამ­ყო­ფი, იცის თუ რა რთუ­ლია მხო­ლოდ 2 ადა­მი­ა­ნის­თვის მუ­შა­ო­ბა. ამი­ტომ, ვეხ­მა­რე­ბით ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს, იქ­ნე­ბა ეს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუნ­დაც პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ტექ­ნი­კის წა­მო­ღე­ბა, თუ ოპე­რა­ტო­რის და ჟურ­ნა­ლის­ტის კო­ორ­დი­ნი­რე­ბა. ამ ყვე­ლა­ფერს უკვე გა­სუ­ლი წლის მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის შემ­დეგ ვა­კე­თებ და რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი, პრო­ფე­სი­უ­ლად ვიზ­რდე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი სა­მუ­შაო დღის­გან რა­ღა­ცას ვსწავ­ლობ. ამას­თან, ვსწავ­ლობ გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას.

გუ­შინ, 1-ელ მა­ისს რუს­თა­ველ­ზე ჯგუფ­თან ერ­თად 7:00 სა­ა­თი­დან ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. და­ზი­ა­ნე­ბა ღა­მის 11:00 სა­ა­თის­თვის მი­ვი­ღე.

- სად იყა­ვით მა­შინ?

- გა­ზის პირ­ვე­ლი გაშ­ვე­ბი­სას პარ­ლა­მენ­ტის წინა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. შემ­დეგ ავე­დით ჩი­ტა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ასე­ვე იყ­ვნენ შეკ­რე­ბი­ლე­ბი. იმ პე­რი­ოდ­ში ჩვე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­ამ ჩი­ქო­ვა­ნი ცუ­დად გახ­და და პირ­ვე­ლად სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, რო­გორც შე­მეძ­ლო, ჩვენს ოპე­რა­ტორ­თან, გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად ვუ­წევ­დი. მერე როცა შევ­ბრუნ­დით ად­გილ­ზე, რომ იქ მიმ­დი­ნა­რე სი­ტუ­ა­ცია გა­დაგ­ვე­ღო, წყლის ჭავ­ლი არ ჩერ­დე­ბო­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბიც აგ­რძე­ლებ­დნენ პრო­ტესტს. ჩვენ კი­დევ ერთხელ ავი­წი­ეთ ზე­მოთ. ოპე­რა­ტო­რი მუ­შა­ობ­და და ჩვენც იქვე ვი­ყა­ვით.

უეც­რად მა­რი­ამ­მა მი­თხრა, რომ გაშ­ვე­ბუ­ლი გა­ზის გამო ცუ­დად იყო და და­ვი­წყე მის­თვის თვა­ლებ­ში ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რის ჩას­ხმა. ზუს­ტად მა­შინ გვერ­დში მომ­ხვდა რა­ღაც, ძა­ლი­ან მეტ­კი­ნა და ჩა­ვი­კე­ცე. მერე მა­რი­ამ­მა მო­იკ­რი­ბა ძალა და ჩემ­ზე იზ­რუ­ნა. ირ­გვლივ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე არა­ვინ იყო, იმ ად­გი­ლას მხო­ლოდ ჩვენ ვი­დე­ქით. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კა­მე­რაც გვე­კა­ვა ხელ­ში, მიკრო­ფო­ნიც და "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეკი­პი­რე­ბით ვი­ყა­ვით.

- ანუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ იყა­ვით, ეს ად­ვი­ლი შე­საც­ნო­ბი იყო.

- კი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ ვი­ყა­ვით, ამის იდენ­ტი­ფი­კა­ცია მარ­ტი­ვი იყო. ნას­რო­ლი აშ­კა­რად იმ ჭიშ­კრის მიღ­მა ტე­რი­ტო­რი­ი­დან იყო. ჩემი ჟი­ლე­ტი გა­ი­ხა, გვერ­დი­დან არის რე­ზი­ნის ტყვია შე­მო­სუ­ლი. ჭიშ­კარ­თან მარ­ცხე­ნა მხრით სა­დაც ვი­დე­ქი, იქ მომ­ხვდა. ნეკნს რამ­დე­ნი­მე მი­ლი­მეტ­რით არის აც­დე­ნი­ლი. გა­დავ­რჩი. თა­ვი­დან მეტ­კი­ნა, მერე თით­ქოს ტკი­ვილ­მა გა­და­მი­ა­რა. მა­ი­სუ­რი არც ამი­წე­ვია, რომ მე­ნა­ხა, რა მჭირ­და. ამის დრო არ იყო. იქვე და­ვი­ნა­ხე ბიჭი, რო­მელ­საც ყელ­ში ჰქონ­და მორ­ტყმუ­ლი, და­ვი­ნა­ხე კი­დევ ერთი ბიჭი, რო­მელ­საც მუ­ცელ­ში ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი.

და­ახ­ლო­ე­ბით 3 სა­ა­თის შემ­დეგ, ძა­ლი­ან დიდი ტკი­ვი­ლი ვიგ­რძე­ნი. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ­დე რო­გორ­ღაც მი­ვაღ­წიე, რომ დახ­მა­რე­ბა მი­მე­ღო. მად­ლო­ბა მათ, მთე­ლი გუ­ლით და­მეხ­მარ­ნენ. გვერ­დით მედგნენ.

ჩვე­ნი ამ­ბა­ვი პრო­დი­უ­სე­რებ­საც გა­ვა­გე­ბი­ნეთ, ჩაგ­ხსნით, გა­მო­გიყ­ვან­თო, - არ წა­მო­ვე­დი, რად­გან ვგრძნობ­დი, რომ ფი­ზი­კუ­რად შე­მეძ­ლო მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და იქ უფრო სა­ჭი­რო ვი­ყა­ვი.

- ახლა რო­გორ გრძნობ თავს?

- ტკი­ვი­ლი მაქვს, მაგ­რამ მხნედ ვარ და მზად ვარ გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შა­ო­ბა და სა­დაც სა­ჭი­რო ვიქ­ნე­ბი, იქ ვიყო.

00:00 / 00:00
ავტორი:

"გვერდში მომხვდა რაღაც, ძალიან მეტკინა და ჩავიკეცე... გვერდიდან არის რეზინის ტყვია შემოსული..." - რას ჰყვება "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, რომელიც აქციაზე დაშავდა

"გვერდში მომხვდა რაღაც, ძალიან მეტკინა და ჩავიკეცე... გვერდიდან არის რეზინის ტყვია შემოსული..." - რას ჰყვება "პალიტრანიუსის" ჟურნალისტი, რომელიც აქციაზე დაშავდა

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიებიც გამოიყენეს.

რამდენიმე მოქალაქე ამბობს, რომ რეზინის ტყვია მოხვდათ და სხეულის სხვადასხვა ნაწილში დაზიანება მიიღეს. დაშავებულებს შორის არის “პალიტრანიუსის“ სპორტული ჟურნალისტი, ცოტნე შაორშაძე. ჟურნალისტმა მუცლის არეში მიიღო დაზიანება. მას დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა აღმოუჩინა. როგორც ცოტნე შაორშაძე ამბობს, რეზინის ტყვია იმ დროს ესროლეს, როდესაც "პალიტრანუსის" ჟურნალისტს, მარიამ ჩიქოვანს პირველად დახმარებას უწევდა, რომელიც ე.წ. წიწაკის სპრეის გაშვების შემდეგ შეუძლოდ გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რეზინის ტყვიების გამოყენების ფაქტს არ ადასტურებს. უწყებაში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ მათ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს.

  • ambebi.ge "პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს, ცოტნე შაორშაძეს ესაუბრა:

- ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის სფერო სპორტია, მაგრამ იქ ვიყავი იმის გამო, რომ ჩვენს ჯგუფს დავხმარებოდი, რომელიც აქციას აშუქებდა. ასეთ დროს ვინც იქ არის ნამყოფი, იცის თუ რა რთულია მხოლოდ 2 ადამიანისთვის მუშაობა. ამიტომ, ვეხმარებით ხოლმე ერთმანეთს, იქნება ეს, საჭიროების შემთხვევაში, თუნდაც პირველადი სამედიცინო დახმარება, ტექნიკის წამოღება, თუ ოპერატორის და ჟურნალისტის კოორდინირება. ამ ყველაფერს უკვე გასული წლის მარტის აქციების შემდეგ ვაკეთებ და როგორც ჟურნალისტი, პროფესიულად ვიზრდები და თითოეული სამუშაო დღისგან რაღაცას ვსწავლობ. ამასთან, ვსწავლობ გუნდურ მუშაობას.

გუშინ, 1-ელ მაისს რუსთაველზე ჯგუფთან ერთად 7:00 საათიდან ვიმყოფებოდი. დაზიანება ღამის 11:00 საათისთვის მივიღე.

- სად იყავით მაშინ?

- გაზის პირველი გაშვებისას პარლამენტის წინა ტერიტორიაზე. შემდეგ ავედით ჩიტაძის ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეები ასევე იყვნენ შეკრებილები. იმ პერიოდში ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ჩიქოვანი ცუდად გახდა და პირველად სამედიცინო დახმარებას, როგორც შემეძლო, ჩვენს ოპერატორთან, გიორგი გელაშვილთან ერთად ვუწევდი. მერე როცა შევბრუნდით ადგილზე, რომ იქ მიმდინარე სიტუაცია გადაგვეღო, წყლის ჭავლი არ ჩერდებოდა. აქციის მონაწილეებიც აგრძელებდნენ პროტესტს. ჩვენ კიდევ ერთხელ ავიწიეთ ზემოთ. ოპერატორი მუშაობდა და ჩვენც იქვე ვიყავით.

უეცრად მარიამმა მითხრა, რომ გაშვებული გაზის გამო ცუდად იყო და დავიწყე მისთვის თვალებში ფიზიოლოგიური ხსნარის ჩასხმა. ზუსტად მაშინ გვერდში მომხვდა რაღაც, ძალიან მეტკინა და ჩავიკეცე. მერე მარიამმა მოიკრიბა ძალა და ჩემზე იზრუნა. ირგვლივ აქციის მონაწილე არავინ იყო, იმ ადგილას მხოლოდ ჩვენ ვიდექით. აღსანიშნავია, რომ კამერაც გვეკავა ხელში, მიკროფონიც და "პალიტრანიუსის" ეკიპირებით ვიყავით.

- ანუ ჟურნალისტები რომ იყავით, ეს ადვილი შესაცნობი იყო.

- კი, ჟურნალისტები რომ ვიყავით, ამის იდენტიფიკაცია მარტივი იყო. ნასროლი აშკარად იმ ჭიშკრის მიღმა ტერიტორიიდან იყო. ჩემი ჟილეტი გაიხა, გვერდიდან არის რეზინის ტყვია შემოსული. ჭიშკართან მარცხენა მხრით სადაც ვიდექი, იქ მომხვდა. ნეკნს რამდენიმე მილიმეტრით არის აცდენილი. გადავრჩი. თავიდან მეტკინა, მერე თითქოს ტკივილმა გადამიარა. მაისური არც ამიწევია, რომ მენახა, რა მჭირდა. ამის დრო არ იყო. იქვე დავინახე ბიჭი, რომელსაც ყელში ჰქონდა მორტყმული, დავინახე კიდევ ერთი ბიჭი, რომელსაც მუცელში ჰქონდა მოხვედრილი.

დაახლოებით 3 საათის შემდეგ, ძალიან დიდი ტკივილი ვიგრძენი. სამედიცინო დახმარების ბრიგადამდე როგორღაც მივაღწიე, რომ დახმარება მიმეღო. მადლობა მათ, მთელი გულით დამეხმარნენ. გვერდით მედგნენ.

ჩვენი ამბავი პროდიუსერებსაც გავაგებინეთ, ჩაგხსნით, გამოგიყვანთო, - არ წამოვედი, რადგან ვგრძნობდი, რომ ფიზიკურად შემეძლო მუშაობის გაგრძელება და იქ უფრო საჭირო ვიყავი.

- ახლა როგორ გრძნობ თავს?

- ტკივილი მაქვს, მაგრამ მხნედ ვარ და მზად ვარ გავაგრძელო მუშაობა და სადაც საჭირო ვიქნები, იქ ვიყო.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"