პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - "ნიკორა ჯგუფი" განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - "ნიკორა ჯგუფი" განათლების მხარდაჭერას აგრძელებს

2023-2024 სას­წავ­ლო წლის და­სა­წყი­სის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 296 სკო­ლა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, მხო­ლოდ 289 მათ­გა­ნია თბი­ლის­ში, და­ნარ­ჩე­ნი კი ქვეყ­ნის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. სა­ერ­თო ჯამ­ში აღ­ნიშ­ნულ სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში 634 400 მოს­წავ­ლე სწავ­ლობს.

თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად სარ­გებ­ლო­ბენ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით, რაც დღეს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბა­დაა სა­ჭი­რო. თუმ­ცა დე­და­ქა­ლაქს გა­რეთ, სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა თუ სო­ფელ­ში მდე­ბა­რე სკო­ლე­ბის ნა­წი­ლი ჯერ კი­დევ არ არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით, ბიბ­ლი­ო­თე­კით. არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ებს არ აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შე­ი­ძი­ნონ ის სას­კო­ლო ნივ­თე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ ყო­ველ­დღი­უ­რად სჭირ­დე­ბათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი სა­თა­ნა­დო გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს უშ­ლის ხელს.

პრობ­ლე­მა საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია და მის მო­საგ­ვა­რებ­ლად გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაა სა­ჭი­რო. ამ პრო­ცეს­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­ღა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. ერთ-ერთი ასე­თია „ნი­კო­რა ჯგუ­ფი“, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მდე­ბა­რე სხვა­დას­ხვა სკო­ლას კომ­პი­უ­ტე­რე­ბი­თა და მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რით, მოს­წავ­ლე­ებს კი - სას­კო­ლო ნივ­თე­ბით ასა­ჩუქ­რებს.

„ნი­კო­რა­ში ჯგუფ­ში“ ეს ტრა­დი­ცია არც წელს შე­წყვე­ტი­ლა და კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ჯე­რად კას­პის რა­ი­ო­ნის სოფ­ლე­ბის სკო­ლებს ეს­ტუმრნენ სა­ჩუქ­რე­ბით. რო­გორც სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათ­თვის მი­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი, მათ შო­რის კომ­პი­უ­ტე­რე­ბი და წიგ­ნე­ბი, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ქა­და­გი­ა­ნოს სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ლია ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ­ჟა­მად სკო­ლა­ში 114 ბავ­შვი სწავ­ლობს და მათ ამ დრომ­დე სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად კომ­პი­უ­ტე­რე­ბი სა­ერ­თოდ არ ჰქონ­დათ.

„სა­ჩუქ­რად მი­ვი­ღეთ უამ­რა­ვი წიგ­ნი სა­ბავ­შვო ლი­ტე­რა­ტუ­რი­დან და რამ­დე­ნი­მე კომ­პი­უ­ტე­რი, რაც ჩვე­ნი სკო­ლის­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი სა­ჩუ­ქა­რია. ამ დრომ­დე სკო­ლა­ში კომ­პი­უ­ტე­რე­ბი არ გვქონ­და. ბავ­შვე­ბი, ისე­ვე რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცია ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვართ ამ კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი საქ­ცი­ე­ლით. უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო „ნი­კო­რა ჯგუფს“ ლა­მა­ზი დღის­თვის. ბავ­შვე­ბი ხე­ლი­დან არ უშ­ვე­ბენ წიგ­ნებს, ისი­ნი ხე­ლი­დან ხელ­ში გა­და­დის. მათ ასე­ვე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბიც მი­ი­ღეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის კარ­გი მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ უკე­თე­სად ის­წავ­ლონ,“ - აცხა­დებს ლია ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი.

„სა­ჩუქ­რე­ბი ძა­ლი­ან სწო­რად იყო შერ­ჩე­უ­ლი. გარ­და იმი­სა, რომ სკო­ლა და­სა­ჩუქრდა, ბავ­შვებ­მაც მი­ი­ღეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბი, რაც მათ ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბო­დათ. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლა­ში ჯერ კი­დევ გვყავს ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც სას­კო­ლო ნივ­თე­ბის ნა­წი­ლი არ ჰქონ­დათ და ახლა მი­ი­ღეს. ამ­ჟა­მად ჩვენ­თან 188 ბავ­შვი სწავ­ლობს და მათი გა­ხა­რე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბის ნახ­ვა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავს. სა­ჩუ­ქა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა მა­შინ, რო­დე­საც არ ელო­დე­ბი. ამ დრომ­დე ჩვენს სკო­ლა­ში მსგავ­სი აქ­ტი­ვო­ბა არა­ვის გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, არც ვე­ლო­დით, თუ ვინ­მე მო­ვი­დო­და და ჩვენს ბავ­შვებს ასე გა­ა­ხა­რებ­და,“ - აღ­ნიშ­ნავს კას­პის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ზემო ხან­და­კის სკო­ლის დი­რექ­ტო­რი ნა­თე­ლა გორ­გა­ძე.

„ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ სკო­ლებს უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ეხ­მა­რე­ბა. ამ დრომ­დე კომ­პა­ნი­ამ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის სა­ჭი­რო ინ­ვენ­ტა­რი და სხვა სა­ჩუქ­რე­ბი უკვე გა­დას­ცა მეს­ტი­ის, გუ­რი­ის, იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა, დუ­შე­თის და მცხე­თა-თი­ა­ნე­თის სხვა­დას­ხვა სკო­ლას.

რო­გორც „ნი­კო­რა ჯგუფ­ში“ აცხა­დე­ბენ, გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა მათ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­სა­ბა­მი­სად, რე­გი­ო­ნის და გან­სა­კუთ­რე­ბით, მა­ღალმთი­ა­ნი სოფ­ლე­ბის სკო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა მო­მა­ვალ­შიც გაგ­რძელ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად, კომ­პა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სტუ­დენ­ტებს სე­მესტრულ სა­ხე­ლო­ბით სტი­პენ­დი­ას გა­დას­ცემს.

NS

ავტორი:

კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - "ნიკორა ჯგუფი" განათლების მხარდაჭერას აგრძელებს

კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - "ნიკორა ჯგუფი" განათლების მხარდაჭერას აგრძელებს

2023-2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 სკოლა ფუნქციონირებდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მხოლოდ 289 მათგანია თბილისში, დანარჩენი კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. საერთო ჯამში აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებებში 634 400 მოსწავლე სწავლობს.

თბილისში მდებარე სკოლების მოსწავლეები მეტ-ნაკლებად სარგებლობენ იმ შესაძლებლობებით, რაც დღეს კარგი განათლების მისაღებადაა საჭირო. თუმცა დედაქალაქს გარეთ, სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში მდებარე სკოლების ნაწილი ჯერ კიდევ არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ტექნოლოგიებით, ბიბლიოთეკით. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ ის სასკოლო ნივთები, რომლებიც მათ ყოველდღიურად სჭირდებათ. ეს ყველაფერი კი სათანადო განათლების მიღების პროცესს უშლის ხელს.

პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია და მის მოსაგვარებლად გრძელვადიანი გეგმის განხორციელებაა საჭირო. ამ პროცესში გარკვეულწილად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქართული კომპანიებიც მონაწილეობენ. ერთ-ერთი ასეთია „ნიკორა ჯგუფი“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოს რეგიონებში მდებარე სხვადასხვა სკოლას კომპიუტერებითა და მხატვრული ლიტერატურით, მოსწავლეებს კი - სასკოლო ნივთებით ასაჩუქრებს.

„ნიკორაში ჯგუფში“ ეს ტრადიცია არც წელს შეწყვეტილა და კომპანიის წარმომადგენლები ამჯერად კასპის რაიონის სოფლების სკოლებს ესტუმრნენ საჩუქრებით. როგორც სკოლების წარმომადგენლები აღნიშნავენ, მათთვის მიღებული ნივთები, მათ შორის კომპიუტერები და წიგნები, ძალიან მნიშვნელოვანია და ეს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოს სკოლის დირექტორი ლია ტატუნაშვილი აღნიშნავს, რომ ამჟამად სკოლაში 114 ბავშვი სწავლობს და მათ ამ დრომდე სასწავლო პროცესში გამოსაყენებლად კომპიუტერები საერთოდ არ ჰქონდათ.

„საჩუქრად მივიღეთ უამრავი წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან და რამდენიმე კომპიუტერი, რაც ჩვენი სკოლისთვის უძვირფასესი საჩუქარია. ამ დრომდე სკოლაში კომპიუტერები არ გვქონდა. ბავშვები, ისევე როგორც ადმინისტრაცია ძალიან გახარებული ვართ ამ კეთილშობილური საქციელით. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო „ნიკორა ჯგუფს“ ლამაზი დღისთვის. ბავშვები ხელიდან არ უშვებენ წიგნებს, ისინი ხელიდან ხელში გადადის. მათ ასევე ინდივიდუალური საჩუქრებიც მიიღეს. ეს ყველაფერი ჩვენი მოსწავლეებისთვის კარგი მოტივაციაა, რომ უკეთესად ისწავლონ,“ - აცხადებს ლია ტატუნაშვილი.

„საჩუქრები ძალიან სწორად იყო შერჩეული. გარდა იმისა, რომ სკოლა დასაჩუქრდა, ბავშვებმაც მიიღეს ინდივიდუალური საჩუქრები, რაც მათ ძალიან სჭირდებოდათ. სამწუხაროდ, სკოლაში ჯერ კიდევ გვყავს ბავშვები, რომლებსაც სასკოლო ნივთების ნაწილი არ ჰქონდათ და ახლა მიიღეს. ამჟამად ჩვენთან 188 ბავშვი სწავლობს და მათი გახარებული სახეების ნახვა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საჩუქარი განსაკუთრებით სასიამოვნოა მაშინ, როდესაც არ ელოდები. ამ დრომდე ჩვენს სკოლაში მსგავსი აქტივობა არავის განუხორციელებია. შესაბამისად, არც ველოდით, თუ ვინმე მოვიდოდა და ჩვენს ბავშვებს ასე გაახარებდა,“ - აღნიშნავს კასპის რაიონის სოფელ ზემო ხანდაკის სკოლის დირექტორი ნათელა გორგაძე.

„ნიკორა ჯგუფი“ სკოლებს უკვე რამდენიმე წელია ეხმარება. ამ დრომდე კომპანიამ სასწავლო პროცესისთვის საჭირო ინვენტარი და სხვა საჩუქრები უკვე გადასცა მესტიის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა, დუშეთის და მცხეთა-თიანეთის სხვადასხვა სკოლას.

როგორც „ნიკორა ჯგუფში“ აცხადებენ, განათლებაზე ზრუნვა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, რეგიონის და განსაკუთრებით, მაღალმთიანი სოფლების სკოლების დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. პარალელურად, განათლების მხარდასაჭერად, კომპანია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კვების ტექნოლოგიების სტუდენტებს სემესტრულ სახელობით სტიპენდიას გადასცემს.

NS