სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს რეალურად სამხედრო პროგრამაა" - NASA-ს ხელმძღვანელი აფრთხილებს აშშ-ს და ჩინეთის რეალურ კოსმოსურ გეგმებზე საუბრობს: რას მალავენ პეკინში?
"ეს რეალურად სამხედრო პროგრამაა" - NASA-ს ხელმძღვანელი აფრთხილებს აშშ-ს და ჩინეთის რეალურ კოსმოსურ გეგმებზე საუბრობს: რას მალავენ პეკინში?

NASA-ს ხელ­მძღვა­ნე­ლი ბილ ნელ­სო­ნი აცხა­დებს, რომ ჩი­ნე­თი თა­ვი­სი კოს­მო­სუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო პროგ­რა­მებს იყე­ნებს, რომ­ლი­თაც სამ­ხედ­რო მიზ­ნებს შე­ნიღ­ბავს. ნელ­სო­ნი ვა­შინგტონს სი­ფხიზ­ლის­კენ მო­უ­წო­დებს.

"ჩი­ნეთს ბოლო 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით შე­სა­ნიშ­ნა­ვი მიღ­წე­ვე­ბი აქვს, მაგ­რამ ისი­ნი ზედ­მე­ტად ასა­ი­დუმ­ლო­ე­ბენ ამ ყვე­ლა­ფერს. მათი ე.წ. სა­მო­ქა­ლა­ქო კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მა რე­ა­ლუ­რად სამ­ხედ­რო პროგ­რა­მაა", - გა­ნუ­ცხა­და NASA-ს ად­მი­ნის­ტრა­ტორ­მა ბილ ნელ­სონ­მა ამე­რი­კელ დე­პუ­ტა­ტებს.

ნელ­სონ­მა დას­ძი­ნა, რომ იმე­დოვ­ნებს, პე­კი­ნი "გონს მო­ე­გე­ბა და შე­იგ­ნებს, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სივ­რცე მშვი­დო­ბი­ა­ნი მიზ­ნე­ბის­თვის უნდა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი".

მისი თქმით, აშშ მთვა­რე­ზე მა­ნამ უნდა ჩა­ვი­დეს, სა­ნამ ამას ჩი­ნე­თი მო­ა­ხერ­ხებს. ნელ­სო­ნის თქმით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პე­კი­ნი პირ­ვე­ლი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს მთვა­რე­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის ჩაყ­ვა­ნას, აშშ-ს შეშ­ფო­თე­ბის მი­ზე­ზი გა­უჩ­ნდე­ბა, რად­გან მისი აზ­რით, შე­საძ­ლოა, ჩი­ნეთ­მა მთვა­რის ტე­რი­ტო­რია და რე­სურ­სე­ბი თა­ვი­ანთ სა­კუთ­რე­ბად ჩათ­ვა­ლონ და აშშ "გა­რეთ" და­ტო­ვონ.

2022 წელს ჩი­ნე­თის კოს­მო­სუ­რი პროგ­რა­მით დე­და­მი­წის ორ­ბი­ტა­ზე მოძ­რა­ვი კოს­მო­სუ­რი სად­გუ­რი შე­იქ­მნა და მთვა­რის ორ­ბი­ტა­ზე რამ­დე­ნი­მე მი­სი­აც მო­ე­წყო ნი­მუ­შე­ბის ასა­ღე­ბად. მას შემ­დეგ, აშშ-მ 2026 წელს Artemis III-ის მი­სი­ის მო­წყო­ბა და მთვა­რე­ზე დაბ­რუ­ნე­ბა და­გეგ­მა.

აშშ-სთან რბო­ლა­ში ჩი­ნე­თი უკან ჩა­მორ­ჩე­ნას არ და­ჯერ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ სურს, 2030 წლის­თვის მთვა­რე­ზე ადა­მი­ა­ნე­ბი გაგ­ზავ­ნოს.

ბილ ნელ­სონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, აშშ კოს­მო­სურ კვლე­ვა­ში თა­ვის გლო­ბა­ლურ უპი­რა­ტე­სო­ბას არ და­კარ­გავს: "თუმ­ცა რე­ა­ლის­ტუ­რად უნდა მი­ვუდ­გეთ, ჩი­ნეთ­მა მარ­თლაც ბევ­რი ფული და­ხარ­ჯა და ბი­უ­ჯე­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, რომ ამ მხრივ კი­დევ უფრო წინ წა­ვი­დეს",- დას­ძი­ნა NASA-ს ხელ­მძღვა­ნელ­მა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
7

თქვენ ხომ ეკითხებით სხვას რას აკეთებთ.

მიდი ჩინეთო ამათი ჰეგემონია უნდა დამთავრდეს!

კობა
7

ჩამოაგდებენ ესენი მთვარეს,ვთქვი მე!

ავტორი:

"ეს რეალურად სამხედრო პროგრამაა" - NASA-ს ხელმძღვანელი აფრთხილებს აშშ-ს და ჩინეთის რეალურ კოსმოსურ გეგმებზე საუბრობს: რას მალავენ პეკინში?

"ეს რეალურად სამხედრო პროგრამაა" - NASA-ს ხელმძღვანელი აფრთხილებს აშშ-ს და ჩინეთის რეალურ კოსმოსურ გეგმებზე საუბრობს: რას მალავენ პეკინში?

NASA-ს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი აცხადებს, რომ ჩინეთი თავისი კოსმოსური შესაძლებლობების გასაძლიერებლად სამოქალაქო პროგრამებს იყენებს, რომლითაც სამხედრო მიზნებს შენიღბავს. ნელსონი ვაშინგტონს სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

"ჩინეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებით შესანიშნავი მიღწევები აქვს, მაგრამ ისინი ზედმეტად ასაიდუმლოებენ ამ ყველაფერს. მათი ე.წ. სამოქალაქო კოსმოსური პროგრამა რეალურად სამხედრო პროგრამაა", - განუცხადა NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა ამერიკელ დეპუტატებს.

ნელსონმა დასძინა, რომ იმედოვნებს, პეკინი "გონს მოეგება და შეიგნებს, რომ სამოქალაქო სივრცე მშვიდობიანი მიზნებისთვის უნდა იქნეს გამოყენებული".

მისი თქმით, აშშ მთვარეზე მანამ უნდა ჩავიდეს, სანამ ამას ჩინეთი მოახერხებს. ნელსონის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პეკინი პირველი განახორციელებს მთვარეზე ადამიანების ჩაყვანას, აშშ-ს შეშფოთების მიზეზი გაუჩნდება, რადგან მისი აზრით, შესაძლოა, ჩინეთმა მთვარის ტერიტორია და რესურსები თავიანთ საკუთრებად ჩათვალონ და აშშ "გარეთ" დატოვონ.

2022 წელს ჩინეთის კოსმოსური პროგრამით დედამიწის ორბიტაზე მოძრავი კოსმოსური სადგური შეიქმნა და მთვარის ორბიტაზე რამდენიმე მისიაც მოეწყო ნიმუშების ასაღებად. მას შემდეგ, აშშ-მ 2026 წელს Artemis III-ის მისიის მოწყობა და მთვარეზე დაბრუნება დაგეგმა.

აშშ-სთან რბოლაში ჩინეთი უკან ჩამორჩენას არ დაჯერდა და განაცხადა, რომ სურს, 2030 წლისთვის მთვარეზე ადამიანები გაგზავნოს.

ბილ ნელსონმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, აშშ კოსმოსურ კვლევაში თავის გლობალურ უპირატესობას არ დაკარგავს: "თუმცა რეალისტურად უნდა მივუდგეთ, ჩინეთმა მართლაც ბევრი ფული დახარჯა და ბიუჯეტი საშუალებას აძლევს, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო წინ წავიდეს",- დასძინა NASA-ს ხელმძღვანელმა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა