პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის იდუმალი მილიარდერი, რომლის ვინაობა თანამშრომლებმაც არ იციან - რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს და როგორ გახდა მდიდარი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტით?
ვინ არის იდუმალი მილიარდერი, რომლის ვინაობა თანამშრომლებმაც არ იციან - რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს და როგორ გახდა მდიდარი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტით?

ბრი­ტა­ნე­თის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ქო­ნე­ბა 14 მი­ლი­არდ ფუნტ სტერ­ლინგს შე­ად­გენს, მაგ­რამ მისი ვი­ნა­ო­ბა თა­ვი­სი­ვე კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მაც კი არ იცი­ან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მაგ­ნატ მა­იკლ პლატს უზარ­მა­ზა­რი სიმ­დიდ­რე და გავ­ლე­ნა აქვს, ის რა­დარ ქვეშ მუ­შა­ო­ბას ამ­ჯო­ბი­ნებს და ხში­რად უკ­რძა­ლავს ჟურ­ნა­ლის­ტებს ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბას.

მა­იკლ პლა­ტის კომ­პა­ნია, BlueCrest Capital Management, რო­გორც მისი და მისი პარტნი­ო­რე­ბის პი­რა­დი ინ­ვეს­ტი­ცია, ისე მუ­შა­ობს. ით­ვლე­ბა, რომ პლატს აუ­რა­ცხე­ლი სიმ­დიდ­რის დაგ­რო­ვე­ბა­ში სწო­რედ კომ­პა­ნი­ის არატ­რა­დი­ცი­ულ­მა სტრა­ტე­გი­ამ შე­უ­წყო ხელი. შე­დე­გად, BlueCrest ახლა გა­ნი­ხი­ლე­ბა, რო­გორც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფირ­მა, რომ­ლის მო­გე­ბა­მაც 2022 წელს 153% შე­ად­გი­ნა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­იკლ პლა­ტის სა­ხე­ლი ფარ­თოდ არაა ცნო­ბი­ლი, პრეს­ტონ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი მი­ლი­არ­დე­რი ბრი­ტა­ნე­თის უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნის ტი­ტულს ატა­რებს. პლა­ტის­თვის მი­წე­რი­ლი ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლე­ბი უპა­სუ­ხოდ რჩე­ბა, რაც მის იდუ­მალ იმიჯს კი­დევ უფრო მის­ტი­კურს ხდის. თუმ­ცა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­ლი­არ­დე­რის სამ­ყა­რო­ში პე­რი­ო­დუ­ლად შე­ხედ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბაც მოგ­ვე­ცა. 2019 წლის ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, პლა­ტი ნიუ-იორ­კის ტაქ­სით მგზავ­რო­ბი­სას თა­ვი­სი სიმ­დიდ­რის შე­სა­ხებ ღიად სა­უბ­რობ­და.

როცა მი­ლი­არ­დერს ჰკი­თხეს, რა საქ­მი­ა­ნო­ბას ეწე­ო­და, მან თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­ნა­ცხა­და, რომ ფი­ნან­სურ სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი პი­როვ­ნე­ბაა. პლა­ტის ახ­ლო­დან გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა The Times-მაც მოგ­ვცა. როცა გა­მო­ცე­მამ მა­იკლსა და მისი კომ­პა­ნი­ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბელ უი­ლი­ამ რივზთან ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, მათ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა­ზე კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­დეს.

"ისი­ნი ძა­ლის­ხმე­ვას არ იშუ­რე­ბენ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად და გა­ზე­თე­ბის მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ებ­ში რე­გუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ჩე­ნაც არ სი­ა­მოვ­ნებთ",- წერ­და ჟურ­ნა­ლის­ტი პატ­რიკ ჰოს­კინ­გი მათ შე­სა­ხებ.

პლატ­მა პირ­ვე­ლი ინ­ვეს­ტი­ცია 14 წლის ასაკ­ში ჩადო. რო­გორც ამ­ბობს, ეს და­ბა­დე­ბის დღე­ზე მისი ბე­ბი­ის ნა­ჩუ­ქა­რი 500 ფუნ­ტის წყა­ლო­ბით მო­ა­ხერ­ხა. ბრი­ტა­ნე­თის ყვე­ლა­ზე მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი ქო­ნე­ბის ნა­წილს ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის შე­სა­ძე­ნად ხარ­ჯავს. პლატს ისი­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი ლონ­დო­ნის ცენ­ტრში მდე­ბა­რე უფუნ­ქციო ეკ­ლე­სი­ა­ში აქვს გა­მო­ფე­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა მის უძ­რავ და მოძ­რავ ქო­ნე­ბას, პლა­ტი ასე­ვე ფლობს კერ­ძო თვითმფრი­ნავს, ლონ­დონ­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­სა და აშშ-ში კი სახ­ლე­ბი აქვს.

წყა­რო: thesun

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

მდიდარ ბებიას 500 ფუნტზე მეტი არ უნდა ეჩუქებინა,?მე ღარიბმა ბებომ ,2000დოლარი მაჩუქა

დავითი
6

რა მაგარი უჩინარი ყოფილა...... ვაი თქვენს პატრონს ვინც ეგ სათაური დაწერეთ🤣🤣🤣🤣🤣🤣🤣

ავტორი:

ვინ არის იდუმალი მილიარდერი, რომლის ვინაობა თანამშრომლებმაც არ იციან - რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს და როგორ გახდა მდიდარი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტით?

ვინ არის იდუმალი მილიარდერი, რომლის ვინაობა თანამშრომლებმაც არ იციან - რაში ხარჯავს ყველაზე მეტ ფულს და როგორ გახდა მდიდარი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტით?

ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანის ქონება 14 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს, მაგრამ მისი ვინაობა თავისივე კომპანიის თანამშრომლებმაც კი არ იციან. მიუხედავად იმისა, რომ მაგნატ მაიკლ პლატს უზარმაზარი სიმდიდრე და გავლენა აქვს, ის რადარ ქვეშ მუშაობას ამჯობინებს და ხშირად უკრძალავს ჟურნალისტებს ფოტოების გადაღებას.

მაიკლ პლატის კომპანია, BlueCrest Capital Management, როგორც მისი და მისი პარტნიორების პირადი ინვესტიცია, ისე მუშაობს. ითვლება, რომ პლატს აურაცხელი სიმდიდრის დაგროვებაში სწორედ კომპანიის არატრადიციულმა სტრატეგიამ შეუწყო ხელი. შედეგად, BlueCrest ახლა განიხილება, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ფირმა, რომლის მოგებამაც 2022 წელს 153% შეადგინა.

მიუხედავად იმისა, რომ მაიკლ პლატის სახელი ფართოდ არაა ცნობილი, პრესტონში დაბადებული მილიარდერი ბრიტანეთის უმდიდრესი ადამიანის ტიტულს ატარებს. პლატისთვის მიწერილი ელექტრონული წერილები უპასუხოდ რჩება, რაც მის იდუმალ იმიჯს კიდევ უფრო მისტიკურს ხდის. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში, მილიარდერის სამყაროში პერიოდულად შეხედვის საშუალებაც მოგვეცა. 2019 წლის ვიდეოში, რომელიც მოგვიანებით პოპულარული გახდა, პლატი ნიუ-იორკის ტაქსით მგზავრობისას თავისი სიმდიდრის შესახებ ღიად საუბრობდა.

როცა მილიარდერს ჰკითხეს, რა საქმიანობას ეწეოდა, მან თავდაჯერებულად განაცხადა, რომ ფინანსურ სამყაროში ყველაზე მაღალშემოსავლიანი პიროვნებაა. პლატის ახლოდან გაცნობის საშუალება The Times-მაც მოგვცა. როცა გამოცემამ მაიკლსა და მისი კომპანიის თანადამფუძნებელ უილიამ რივზთან ინტერვიუ ჩაწერა, მათ ფოტოების გადაღებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს.

"ისინი ძალისხმევას არ იშურებენ კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად და გაზეთების მდიდარი ადამიანების სიებში რეგულარული გამოჩენაც არ სიამოვნებთ",- წერდა ჟურნალისტი პატრიკ ჰოსკინგი მათ შესახებ.

პლატმა პირველი ინვესტიცია 14 წლის ასაკში ჩადო. როგორც ამბობს, ეს დაბადების დღეზე მისი ბებიის ნაჩუქარი 500 ფუნტის წყალობით მოახერხა. ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი თავისი ქონების ნაწილს ხელოვნების ნიმუშების შესაძენად ხარჯავს. პლატს ისინი ცენტრალური ლონდონის ცენტრში მდებარე უფუნქციო ეკლესიაში აქვს გამოფენილი.

რაც შეეხება მის უძრავ და მოძრავ ქონებას, პლატი ასევე ფლობს კერძო თვითმფრინავს, ლონდონში, შვეიცარიასა და აშშ-ში კი სახლები აქვს.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა