მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავის ახსოვს ის პენალტი... გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე" - როგორ ამხნევებს გიორგი მიქაუტაძეს გულშემატკივარი და როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ
"არავის ახსოვს ის პენალტი... გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე" - როგორ ამხნევებს გიორგი მიქაუტაძეს გულშემატკივარი და როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რებ­მა გულ­შე­მატ­კი­ვარს და­უ­ვი­წყა­რი და ბედ­ნი­ე­რი დღე­ე­ბი აჩუ­ქა. ჩვე­ნი გუნ­დი ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ითა­მა­შებს. ამ გა­მარ­ჯვე­ბის მიღ­მა თი­თო­ე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის უდი­დე­სი მონ­დო­მე­ბა და შრო­მაა. ერ­თია ფი­ნა­ლი და ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯვე­ბა და მე­ო­რე გზა, რო­მელ­მაც ჩვე­ნი გუნ­დი ფი­ნა­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა.

სხვა და­ნარ­ჩენ სპორ­ტსმე­ნებ­თან ერ­თად ამ წარ­მა­ტე­ბის ერთ-ერთი შე­მოქ­მე­დი გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძეა, რო­მე­ლიც ფა­ნებ­მა ნაკ­რებ­ში გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე გან­სა­კუთ­რე­ბით შე­იყ­ვა­რეს.

"ჩვენ ეს შევ­ძე­ლით, ყვე­ლამ ერ­თად დავ­წე­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ამას იმ­სა­ხუ­რებს! სა­ო­ცა­რი ემო­ცი­აა პე­ნალ­ტე­ბით გა­მარ­ჯვე­ბა. მად­ლო­ბა ყვე­ლას მხარ­და­ჭე­რის­თვის. @euro2024, ჩვენ მოვ­დი­ვართ", - და­წე­რა "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­ქა­უ­ტა­ძემ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ.

გი­ორ­გი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შტა­ტი­ა­ნი პე­ნალ­ტის­ტია, ამი­ტომ, როცა საქ­მე თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბამ­დე მიდ­გა, არა­ვის გაჰ­კვირ­ვე­ბია, რომ სა­ბერ­ძნეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბი­სას მწვრთნე­ლის, ვილი სა­ნი­ო­ლის და­სახ­ლე­ბულ ხუ­თე­ულ­ში გი­ორ­გიც აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა ჟორჟს, რო­გორც მას საფ­რან­გეთ­ში ეძა­ხი­ან, არ გა­უ­მარ­თლა, მისი დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი კარს ას­ცდა. თუ რო­გორ ინერ­ვი­უ­ლა, რო­გორ გა­ნი­ცა­და ეს უიღ­ბლო­ბა, მო­ე­დან­ზე­ვე გა­მოჩ­ნდა... თუმ­ცა ასე­თი რამ უდი­დეს ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც ემარ­თე­ბა, სხვას ყვე­ლას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, რო­ბერ­ტო ბა­ჯოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პე­ნალ­ტიც კმა­რა გა­სახ­სე­ნებ­ლად. ასე, რომ ჩვენ­მა ბიჭ­მა გული არ უნდა გა­ი­ტე­ხოს. წინ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტია, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ გი­ორ­გი, კი­დევ არა­ერ­თხელ გაგ­ვა­ხა­რებს და გვა­სა­ხე­ლებს.

"მი­ქა­უ­ტა­ძე არ­სად ჩანს და ყვე­ლამ ვი­ცით, მის გულ­ში რაც ხდე­ბა... პე­ნალ­ტე­ბი ისეთ ვარ­სკვლა­ვებს გა­უ­ფუ­ჭე­ბი­ათ ეგე­თე­ბი, რომ აღარ გან­მე­ორ­დე­ბი­ან. ამი­ტომ დიდი წარ­მა­ტე­ბა მას, ეს გა­მოც­დი­ლე­ბა დიდ ფეხ­ბურ­თე­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს. "მი­ქაა", ვა­მა­ყობთ შე­ნით", - წერს გი­ორ­გის ერთ-ერთი ფანი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

"გიო, შენ გე­ნაც­ვა­ლე, არა­ვის ახ­სოვს ის პე­ნალ­ტი... შენ უნდა გვყავ­დე კარ­გად და მაგ­რად. ერთ კაცს არ დას­ცდე­ნია ცუდი რამე. გვიყ­ვარ­ხარ და გე­ლო­დე­ბით ევ­რო­პა­ზე", - წერს კი­დევ ერთი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

ის ლი­ონ­ში და­ი­ბა­და, ფეხ­ბურთზე მა­მამ შე­იყ­ვა­ნა, როცა 6 წლის იყო.

"სულ ბურ­თი მქონ­და ფე­ხებ­თან. მა­მა­ჩემ­მა მი­მიყ­ვა­ნა ფეხ­ბურთზე, როცა ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი, ერთი წლის შემ­დეგ "ოლიმ­პიკ ლი­ონ­ში" გა­და­ვე­დი, იქ შვი­დი წელი ვვარ­ჯი­შობ­დი, სა­ი­და­ნაც Saint priest-ში წა­ვე­დი ორი წლით, იქი­დან კი "მე­ცი­ში“ გად­მო­ვე­დი“, - ამ­ბობს მი­ქა­უ­ტა­ძე.

გა­სულ წელ გი­ორ­გის დე­დამ ნა­თია მი­ქა­უ­ტა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შვი­ლის ბავ­შვო­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­ზეც გიო 8 წლის ასაკ­ში, ლი­ო­ნელ მე­გობ­რებ­თან ერ­თა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი.

"ვინ იფიქ­რებ­და, ამ დროს პა­წა­წუ­ნა ხე­ლე­ბით რომ ქარ­თულ დრო­შას აფ­რი­ა­ლებ­და, თა­ვის ლი­ო­ნელ ამ­ხა­ნა­გებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მის ღირ­სე­ბას მო­ე­დან­ზე და­ი­ცავ­და და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სიყ­ვა­რულ­სა და ნდო­ბას და­იმ­სა­ხუ­რებ­და. მად­ლო­ბა ყვე­ლას", - და­წე­რა ნა­თია მი­ქა­უ­ტა­ძემ.

გი­ორ­გი იხ­სე­ნებს, რომ "ლი­ო­ნი­დან“ წას­ვლა მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა.

"ფი­ზი­კუ­რად პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, არ ვი­ყა­ვი ძლი­ე­რი, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თი ვი­ცო­დი, ტექ­ნი­კა მქონ­და, გო­ლე­ბი გამ­ქონ­და. პრობ­ლე­მა უფრო ფი­ზი­კუ­რო­ბა იყო და ამი­ტომ გა­მო­მიშ­ვეს. არ მე­წყი­ნა, მაგ­რამ მინ­დო­და, რომ იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, იმი­ტომ რომ იქ და­ვი­ბა­დე, ლი­ონ­ში და უმაღ­ლე­სი კლუ­ბი იქ "ლი­ო­ნია“ და მანდ მინ­დო­და, მაგ­რამ ეგ­რეა, ფეხ­ბურ­თია. ამან უფრო მეტი მო­ტი­ვა­ცია მომ­ცა“, - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

დე­დას­თან ერ­თად

  • გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე არ იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც ნაკ­რე­ბი­დან და­უ­კავ­შირ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც მი­ი­ღო და მო­ქა­ლა­ქე­ო­ბაც.

ის იხ­სე­ნებს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი და­უ­კავ­შირ­და:

"ლე­ვან კო­ბი­აშ­ვილ­მა მოგ­ვწე­რა მე და მა­მა­ჩემს და და­ე­ლა­პა­რა­კა. თქვა, რომ უნ­დათ, ნაკ­რებ­ში ვი­თა­მა­შო. მერე, როცა სა­ნი­ო­ლი გახ­და მწვრთნე­ლი, და­მი­რე­კა, ეგ ხო ფრან­გუ­ლად ლა­პა­რა­კობს და უფრო ად­ვი­ლად ვი­ლა­პა­რა­კეთ და მი­თხრა, მინ­და, ჩემს გუნდში იყოო.

სა­ნი­ოლ­საც რომ არ და­ე­რე­კა, მოვ­დი­ო­დი უკვე და სა­ნი­ოლ­მაც რომ და­მი­რე­კა, პლუ­სი იყო“, - ამ­ბობს გი­ორ­გი.

  • კი­თხვას, - ყვე­ლა­ზე მეტი გოლი ნაკ­რებ­ში შოთა არ­ვე­ლა­ძეს აქვს - 26, შენი აზ­რით, გა­ას­წრებ? - მი­ქა­უ­ტა­ძე ასე პა­სუ­ხობს:

"მინ­და გას­წრე­ბა, ფორ­ვარ­დი ვარ, მიყ­ვარს გო­ლე­ბის გა­ტა­ნა, მინ­და, რომ გა­ვას­წრო“.

საფ­რან­გეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი გი­ორ­გი ქარ­თუ­ლად 100%-ით გა­მარ­თუ­ლად ვერ სა­უბ­რობს, თუმ­ცა ცდი­ლობს, რომ უფრო კარ­გად ის­წავ­ლოს. ამ­ბობს, რომ მშობ­ლებ­თან ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს და სწო­რედ მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქარ­თუ­ლი ენა იცის. ქარ­თველ ფეხ­ბურ­თელს საფ­რან­გეთ­ში Geoteam-მა ჩა­ა­კი­თხა. ვრცე­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტალს გი­ზი­ა­რებთ:

გი­ორ­გის თქმით, ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ზე მე­ტად ბოლო წუთ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბი უყ­ვარს.

"ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს ბოლო წუ­თებ­ზე გო­ლის გა­ტა­ნა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გო­ლით რომ გა­და­წყვეტ მო­გე­ბას“, - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

მის­თვის ოჯა­ხი ყვე­ლა­ფე­რია. ამ­ბობს, რომ შინ, ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კო­ბენ.

"თუ მშობ­ლე­ბი ჩემ­თან არ არი­ან, მა­შინ ტე­ლე­ფო­ნით დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე ვლა­პა­რა­კობთ, აინ­ტე­რე­სებთ რო­გორ ვარ, ჩემ­მა დღემ რო­გორ ჩა­ი­ა­რა, რა ვჭა­მე...", - ყვე­ბა გი­ორ­გი.

ის ჯერ სულ რა­ღაც 23 წლის არის და მთე­ლი კა­რი­ე­რა წინ აქვს...

ჰოდა, წინ, გი­ორ­გი, ახალ-ახა­ლი გა­მარ­ჯვე­ბე­ბის­კენ!

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მე
0

მიყვარს ეს ბავშვი ძალიან,გიო მიაწექი,შენი იმედი გვაქვს ევროპაზე,შენნაირი ფეხბურთელი ბევრი არ არის❤️❤️❤️,წარმატებები და უფლის წყალობა გქონდეს მუდამ ❤️

შადიმან ბიწაძე
0

პლატინი, სოკრატესი, ბაჯო და რამდენი კიდევ! მაგაზე არც იფიქრო! გვიყვარხარ და გვეიმედები ევროპის პირველობაზე!!!

ავტორი:

"არავის ახსოვს ის პენალტი... გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე" - როგორ ამხნევებს გიორგი მიქაუტაძეს გულშემატკივარი და როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

"არავის ახსოვს ის პენალტი... გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე" - როგორ ამხნევებს გიორგი მიქაუტაძეს გულშემატკივარი და როგორია ლიონში დაბადებული ბიჭის გზა სამშობლოსკენ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა გულშემატკივარს დაუვიწყარი და ბედნიერი დღეები აჩუქა. ჩვენი გუნდი ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამ გამარჯვების მიღმა თითოეული ფეხბურთელის უდიდესი მონდომება და შრომაა. ერთია ფინალი და ფინალში გამარჯვება და მეორე გზა, რომელმაც ჩვენი გუნდი ფინალამდე მიიყვანა.

სხვა დანარჩენ სპორტსმენებთან ერთად ამ წარმატების ერთ-ერთი შემოქმედი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც ფანებმა ნაკრებში გამოჩენისთანავე განსაკუთრებით შეიყვარეს.

"ჩვენ ეს შევძელით, ყველამ ერთად დავწერეთ საქართველოს ისტორია. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს! საოცარი ემოციაა პენალტებით გამარჯვება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. @euro2024, ჩვენ მოვდივართ", - დაწერა "ინსტაგრამზე" მიქაუტაძემ გამარჯვების შემდეგ.

გიორგი შეიძლება ითქვას, რომ შტატიანი პენალტისტია, ამიტომ, როცა საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მიდგა, არავის გაჰკვირვებია, რომ საბერძნეთთან დაპირისპირებისას მწვრთნელის, ვილი სანიოლის დასახლებულ ხუთეულში გიორგიც აღმოჩნდა, თუმცა ჟორჟს, როგორც მას საფრანგეთში ეძახიან, არ გაუმართლა, მისი დარტყმული ბურთი კარს ასცდა. თუ როგორ ინერვიულა, როგორ განიცადა ეს უიღბლობა, მოედანზევე გამოჩნდა... თუმცა ასეთი რამ უდიდეს ფეხბურთელებსაც ემართება, სხვას ყველას რომ თავი დავანებოთ, რობერტო ბაჯოს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაფუჭებული პენალტიც კმარა გასახსენებლად. ასე, რომ ჩვენმა ბიჭმა გული არ უნდა გაიტეხოს. წინ ევროპის ჩემპიონატია, დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი, კიდევ არაერთხელ გაგვახარებს და გვასახელებს.

"მიქაუტაძე არსად ჩანს და ყველამ ვიცით, მის გულში რაც ხდება... პენალტები ისეთ ვარსკვლავებს გაუფუჭებიათ ეგეთები, რომ აღარ განმეორდებიან. ამიტომ დიდი წარმატება მას, ეს გამოცდილება დიდ ფეხბურთელად ჩამოაყალიბებს. "მიქაა", ვამაყობთ შენით", - წერს გიორგის ერთ-ერთი ფანი სოციალურ ქსელში

"გიო, შენ გენაცვალე, არავის ახსოვს ის პენალტი... შენ უნდა გვყავდე კარგად და მაგრად. ერთ კაცს არ დასცდენია ცუდი რამე. გვიყვარხარ და გელოდებით ევროპაზე", - წერს კიდევ ერთი გულშემატკივარი.

ის ლიონში დაიბადა, ფეხბურთზე მამამ შეიყვანა, როცა 6 წლის იყო.

"სულ ბურთი მქონდა ფეხებთან. მამაჩემმა მიმიყვანა ფეხბურთზე, როცა ექვსი წლის ვიყავი, ერთი წლის შემდეგ "ოლიმპიკ ლიონში" გადავედი, იქ შვიდი წელი ვვარჯიშობდი, საიდანაც Saint priest-ში წავედი ორი წლით, იქიდან კი "მეციში“ გადმოვედი“, - ამბობს მიქაუტაძე.

გასულ წელ გიორგის დედამ ნათია მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში შვილის ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც გიო 8 წლის ასაკში, ლიონელ მეგობრებთან ერთადაა აღბეჭდილი.

"ვინ იფიქრებდა, ამ დროს პაწაწუნა ხელებით რომ ქართულ დროშას აფრიალებდა, თავის ლიონელ ამხანაგებთან ერთად, რამდენიმე წელიწადში მის ღირსებას მოედანზე დაიცავდა და ქართველი ხალხის სიყვარულსა და ნდობას დაიმსახურებდა. მადლობა ყველას", - დაწერა ნათია მიქაუტაძემ.

გიორგი იხსენებს, რომ "ლიონიდან“ წასვლა მარტივი არ ყოფილა.

"ფიზიკურად პატარა ვიყავი, არ ვიყავი ძლიერი, მაგრამ ფეხბურთი ვიცოდი, ტექნიკა მქონდა, გოლები გამქონდა. პრობლემა უფრო ფიზიკურობა იყო და ამიტომ გამომიშვეს. არ მეწყინა, მაგრამ მინდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი, იმიტომ რომ იქ დავიბადე, ლიონში და უმაღლესი კლუბი იქ "ლიონია“ და მანდ მინდოდა, მაგრამ ეგრეა, ფეხბურთია. ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა“, - ამბობს ფეხბურთელი.

დედასთან ერთად

  • გიორგი მიქაუტაძე არ იყო საქართველოს მოქალაქე, თუმცა მას შემდეგ, რაც ნაკრებიდან დაუკავშირდნენ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილებაც მიიღო და მოქალაქეობაც.

ის იხსენებს, რომ თავდაპირველად ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი დაუკავშირდა:

"ლევან კობიაშვილმა მოგვწერა მე და მამაჩემს და დაელაპარაკა. თქვა, რომ უნდათ, ნაკრებში ვითამაშო. მერე, როცა სანიოლი გახდა მწვრთნელი, დამირეკა, ეგ ხო ფრანგულად ლაპარაკობს და უფრო ადვილად ვილაპარაკეთ და მითხრა, მინდა, ჩემს გუნდში იყოო.

სანიოლსაც რომ არ დაერეკა, მოვდიოდი უკვე და სანიოლმაც რომ დამირეკა, პლუსი იყო“, - ამბობს გიორგი.

  • კითხვას, - ყველაზე მეტი გოლი ნაკრებში შოთა არველაძეს აქვს - 26, შენი აზრით, გაასწრებ? - მიქაუტაძე ასე პასუხობს:

"მინდა გასწრება, ფორვარდი ვარ, მიყვარს გოლების გატანა, მინდა, რომ გავასწრო“.

საფრანგეთში დაბადებული და გაზრდილი გიორგი ქართულად 100%-ით გამართულად ვერ საუბრობს, თუმცა ცდილობს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ამბობს, რომ მშობლებთან ქართულად ლაპარაკობს და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ქართული ენა იცის. ქართველ ფეხბურთელს საფრანგეთში Geoteam-მა ჩააკითხა. ვრცელი ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო დეტალს გიზიარებთ:

გიორგის თქმით, ფეხბურთში ყველაზე მეტად ბოლო წუთზე გატანილი გოლები უყვარს.

"ყველაზე მეტად მიყვარს ბოლო წუთებზე გოლის გატანა, 0-0, ან 1-1 რომ არის და შენი გოლით რომ გადაწყვეტ მოგებას“, - ამბობს ფეხბურთელი.

მისთვის ოჯახი ყველაფერია. ამბობს, რომ შინ, ბავშვობიდან მოყოლებული დღემდე, ქართულად ლაპარაკობენ.

"თუ მშობლები ჩემთან არ არიან, მაშინ ტელეფონით დღეში რამდენჯერმე ვლაპარაკობთ, აინტერესებთ როგორ ვარ, ჩემმა დღემ როგორ ჩაიარა, რა ვჭამე...", - ყვება გიორგი.

ის ჯერ სულ რაღაც 23 წლის არის და მთელი კარიერა წინ აქვს...

ჰოდა, წინ, გიორგი, ახალ-ახალი გამარჯვებებისკენ!