საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 6 კილომეტრში, სოფელ ფსორთან იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 4,8 მაგნიტუდა შეადგინა.
"თბილისის დროით 17:50 საათზე, მოხდა მეორე მიწისძვრა ონთან, მაგნიტუდით 4.0" - წერია სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.
ბიძგები იგრძნობოდა ონის, ამბროლაურის, ტყიბულის, საჩხერისა და ცაგერის მუნიციპალიტეტშიც. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სოფელი ფსორი არის ონის რაიონში, სოფელ ცხმორთან.
ფსორი არის ონის რაიონში სორი ამბროლაურში