პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს" - რას აცხადებს პესკოვი
"კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს" - რას აცხადებს პესკოვი

კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, სხვა­დას­ხვა გარ­ე­რე­გი­ო­ნუ­ლი ძა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ამ ძა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი უნდა იყოს, რად­გან მას არ ძა­ლუძს იქ სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის მო­ტა­ნა, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კერ­მა, დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც მან უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რო­გორ აპი­რებს რუ­სე­თი დსთ-ს რეს­პუბ­ლი­კებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­მელ­თა­გან ზო­გი­ერ­თი ბოლო დროს არც თუ ისე ის­წრაფ­ვის რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­კენ.

პეს­კო­ვის თქმით, იმე­დი აქვს, ერე­ვან­ში გა­ი­მარ­ჯვებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, რომ რუ­სეთ-სომ­ხე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნაგ­რძოს.

"ახლა საკ­მა­ოდ რთულ პე­რი­ოდს გავ­დი­ვართ ჩვენს მე­გო­ბარ, მოძ­მე სომ­ხეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ეს კი­დევ უფრო მე­ტია, ვიდ­რე ძმუ­რი, რად­გან აქ კი­დევ უფრო მეტი სო­მე­ხი ცხოვ­რობს, ვიდ­რე თა­ვად სომ­ხეთ­ში. სხვა­თა შო­რის, ამ სომ­ხე­ბის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა სომ­ხე­თის მთლი­ა­ნი ბი­უ­ჯე­ტის ძა­ლი­ან დიდ პრო­ცენტს შე­ად­გენს. ხალ­ხი იქ რი­ცხავს ფულს, სა­უ­ბა­რია წე­ლი­წად­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე. მაგ­რამ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, სხვა­დას­ხვა გარ­ე­რე­გი­ო­ნუ­ლი ძა­ლე­ბის ყუ­რა­დღე­ბას იქ­ცევს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ამ ძა­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი უნდა იყოს, რად­გან მას არ ძა­ლუძს იქ სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის მო­ტა­ნა. ამი­ტომ, ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ერე­ვან­ში გა­ი­მარ­ჯვებს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, გაგ­რძელ­დეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და ჩვენ წარ­მა­ტე­ბით გა­დავ­ლა­ხავთ ამ რთულ პე­რი­ოდს“, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

მისი თქმით, დსთ-ს ქვეყ­ნე­ბი რუ­სე­თის მთა­ვა­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტია.

"დსთ-ს ქვეყ­ნე­ბი ჩვე­ნი მთა­ვა­რი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტია და თით­ქმის ყვე­ლა მათ­გან­თან გვაქვს ძა­ლი­ან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ ეხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და მოლ­დო­ვას. და­ნარ­ჩენ­ზე კი თუ ვსა­უბ­რობთ, მათ სუ­ვე­რე­ნი­ტეტს აბ­სო­ლუ­ტუ­რი პა­ტი­ვის­ცე­მით ვე­პყრო­ბით. ამა­ვე დროს, ჩვენ გვახ­სოვს ჩვე­ნი სა­ერ­თო ის­ტო­რია, ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც გან­ვი­თარ­და საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში. დიახ, ახლა ამ ქვეყ­ნებს გან­ვი­თა­რე­ბის სა­კუ­თა­რი ტრა­ექ­ტო­რია აქვთ, მაგ­რამ მათი ერ­თგუ­ლე­ბა სა­ერ­თო ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სად­მი ნარ­ჩუნ­დე­ბა“, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტელემაყურებელი
4

პესკოვ! ძალიან სპეკულიანტობ ემიგრანტებით! ყველა ქვეყანას აქვს ემიგრაცია და მიგრაცია! თუ ემიგრანტები წველიან რუსეთის იმპერიის შემოსავლის წყაროს! მთელი საქართველოს ენერგეტიკა , სულ რუსეთის განკარგულებაშია! პესკოვ ნუ წუწუნებ, დიპლომატია განალიზებულ ფაქტებზე განიხილება!

-/-მ
6

რუსეთის გარეშე კავკასია გინდ იმიერი გინდ ამიერი რას მიაღწევს ? კი რიმოგორც ჩვენ გადავკეტეთ სამტრედიაში რკინისგზა რუსეთს გავაკოტრებთო,ჩვენი ციტრუსი და ბორჯომი შეგვინახავსო კი გვინახავს 30 წელია ისე სომხებს შეინახავს ამერიკა 

ავტორი:

"კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს" - რას აცხადებს პესკოვი

"კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს" - რას აცხადებს პესკოვი

კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების მონაწილეობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს, რადგან მას არ ძალუძს იქ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოტანა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, როგორ აპირებს რუსეთი დსთ-ს რესპუბლიკებთან ურთიერთობას, რომელთაგან ზოგიერთი ბოლო დროს არც თუ ისე ისწრაფვის რუსეთთან თანამშრომლობისკენ.

პესკოვის თქმით, იმედი აქვს, ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებმა განვითარება განაგრძოს.

"ახლა საკმაოდ რთულ პერიოდს გავდივართ ჩვენს მეგობარ, მოძმე სომხეთთან ურთიერთობაში. ეს კიდევ უფრო მეტია, ვიდრე ძმური, რადგან აქ კიდევ უფრო მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თავად სომხეთში. სხვათა შორის, ამ სომხების, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ეკონომიკური აქტივობა სომხეთის მთლიანი ბიუჯეტის ძალიან დიდ პროცენტს შეადგენს. ხალხი იქ რიცხავს ფულს, საუბარია წელიწადში რამდენიმე მილიარდ დოლარზე. მაგრამ კავკასიის რეგიონი, სამწუხაროდ, სხვადასხვა გარერეგიონული ძალების ყურადღებას იქცევს. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ძალების მონაწილეობა ძალიან შეზღუდული უნდა იყოს, რადგან მას არ ძალუძს იქ სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოტანა. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ერევანში გაიმარჯვებს პოლიტიკური ნება, გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობების განვითარება და ჩვენ წარმატებით გადავლახავთ ამ რთულ პერიოდს“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, დსთ-ს ქვეყნები რუსეთის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია.

"დსთ-ს ქვეყნები ჩვენი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია და თითქმის ყველა მათგანთან გვაქვს ძალიან განვითარებული ორმხრივი ურთიერთობები. სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოს და მოლდოვას. დანარჩენზე კი თუ ვსაუბრობთ, მათ სუვერენიტეტს აბსოლუტური პატივისცემით ვეპყრობით. ამავე დროს, ჩვენ გვახსოვს ჩვენი საერთო ისტორია, ჩვენი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც განვითარდა საბჭოთა პერიოდში. დიახ, ახლა ამ ქვეყნებს განვითარების საკუთარი ტრაექტორია აქვთ, მაგრამ მათი ერთგულება საერთო ინტეგრაციული პროცესებისადმი ნარჩუნდება“, - აღნიშნა პესკოვმა.