ავტორი:

"ჰამასი“ მძევლების გადაცემას არ თანხმდება და ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანას ითხოვს - რა ხდება კონფლიქტის ზონაში

"ჰამასი“ მძევლების გადაცემას არ თანხმდება და ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანას ითხოვს - რა ხდება კონფლიქტის ზონაში

მოძრაობა “ჰამასმა” შუამავლებს აცნობა, რომ რჩება თავდაპირველ პოზიციაზე და მოითხოვს ცეცხლის სრულ შეწყვეტას, რაც მოიცავს ისრაელის ჯარების გაყვანას ღაზის სექტორიდან, დევნილი პალესტინელების დაბრუნებას და ტყვეთა "ნამდვილ" გაცვლას.

"ჰამასის“ განმარტებით, ასეთი პასუხის მიზეზი არის ის, რომ ისრაელმა მათი არცერთი მოთხოვნა არ შეასრულა.

"მან არ უპასუხა ჩვენი ხალხისა და ჩვენი წინააღმდეგობის (ჰამასის) არცერთ ძირითად მოთხოვნას: ცეცხლის ყოვლისმომცველ შეწყვეტას, ღაზას სექტორიდან ჯარების გაყვანას, დევნილთა დაბრუნებას და ტყვეების რეალურ გაცვლას,“ - აღნიშნულია "ჰამასის“ განცხადებაში.

ისრაელი გამუდმებით უარყოფდა "ჰამასის“ მოთხოვნებს ჯარების სრული გაყვანისა და ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის შესახებ მაშინ, როცა "ჰამასი“ მძევლების გათავისუფლების პირობად ისრაელის მიერ ომის დასრულებას ასახელებდა. ისრაელმა ამ მოთხოვნას "ბოდვა“ უწოდა და განაცხადა, რომ ღაზაში მისი სამხედრო კამპანია, რომლის მიზანი "ჰამასის“ შესაძლებლობების განადგურებაა, განახლდება მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ზავის პირობების შესრულების შემდეგ.