სპორტი
მსოფლიო
სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მალე შეხვდები ვახოს, რაზეც ხშირად ლაპარაკობდი" - ლევან თედიაშვილისა და ომში დაღუპული მისი ვაჟის უნიკალური ფოტო, რომელსაც ბესარიონ თედიაშვილი აქვეყნებს
"მალე შეხვდები ვახოს, რაზეც ხშირად ლაპარაკობდი" - ლევან თედიაშვილისა და ომში დაღუპული მისი ვაჟის უნიკალური ფოტო, რომელსაც ბესარიონ თედიაშვილი აქვეყნებს

ლე­გენ­და­რუ­ლი ფა­ლა­ვა­ნი ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი დღეს 76 წლის გახ­დე­ბო­და. მისი ვაჟი ბე­სა­რი­ონ თე­დი­აშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უნი­კა­ლურ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"დღეს 76 წელი შე­გის­რულ­დე­ბო­და. მშვი­დად გე­ძი­ნოს მამა და მალე შეხ­ვდე­ბი ვა­ხოს, რა­ზე­დაც ხში­რად ლა­პა­რა­კობ­დი".

ცნო­ბი­ლია, რომ ტი­ტუ­ლო­ვა­ნი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნი დიდ ტკი­ვილს ატა­რებ­და, რო­მე­ლიც მისი ვა­ჟის გარ­დაც­ვა­ლე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. 1993 წელს აფხა­ზე­თის ომში ვახო მო­ხა­ლი­სედ წა­ვი­და სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად. რა თქმა უნდა, უბ­რძოლ­ვე­ლად ლე­ვა­ნიც ვერ გა­ჩერ­დე­ბო­და, ისიც ფრონ­ტის ხა­ზის­კენ, შვილ­თან ერ­თად გა­ე­მარ­თა.

სექ­ტემ­ბერ­ში ბა­ბუ­შე­რა­ში მტერ­მა თვითმფრი­ნა­ვი აა­ფეთ­ქა. და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის და დაჭ­რი­ლე­ბის გა­მოყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო. აე­რო­პორტზე შე­ტე­ვა გრძელ­დე­ბო­და, სე­პა­რა­ტის­ტულ­მა ჯა­რებ­მა და მათ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა არ­ტი­ლე­რია გა­მო­ი­ყე­ნეს, რა დრო­საც აფეთ­ქე­ბუ­ლი ჭურ­ვის ერთ-ერთი ნა­წი­ლი 19 წლის ვა­ხოს მოხ­ვდა. ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­მის თვალ­წინ ხდე­ბო­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში სწო­რედ ლე­ვან­მა წა­იყ­ვა­ნა, თუმ­ცა სის­ხლდე­ნა იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, მა­მას შვი­ლი ხე­ლებ­ში ჩა­აკ­ვდა...

ლე­ვან და ვახო თე­დი­აშ­ვი­ლე­ბი

შვი­ლის ტრა­გე­დი­ამ მა­მა­ზე მძი­მედ იმოქ­მე­და. ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ერ­ყა, ცოტა ჩა­ი­კე­ტა, მაგ­რამ არ გა­ტყდა... "კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ბე­სა­რი­ონ თე­დი­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ის ოჯა­ხის ტრა­გე­დი­ას და მათ­თვის ყვე­ლა­ზე მძი­მე პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს:

"ჩემი ძმის ამ­ბავ­მა ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა. მამა არას­დროს გა­მო­ხა­ტავ­და, რას გრძნობ­და. ორ­მო­ცი რომ გა­ვი­და, ყვე­ლა გა­აფრ­თხი­ლა, შა­ვე­ბით არა­ვინ ია­რო­თო, მაგ­რამ ჩა­ე­ძი­ნე­ბო­და თუ არა, ვა­ხოს სა­ხელს ყვი­რო­და. ჩემი ძმა რომ მიყ­ვარ­და, ასე არა­ვინ მყვა­რე­ბია. ბიჭი რომ გვე­ყო­ლა, ყვე­ლას ეგო­ნა, ლე­ვანს და­ვარ­ქმევ­დით, მაგ­რამ ვახო და­ვარ­ქვი. ამე­რი­კა­ში ვი­ყა­ვი, როცა გარ­და­იც­ვა­ლა. რომ ვრე­კავ­დი, ვი­თომ არა­ფე­რი, სი­ცი­ლით მპა­სუ­ხობ­და ყვე­ლა.

ვახო და­მა­ლა­პა­რა­კეთ-მეთ­ქი. გული ცუდს მიგ­რძნობ­და. თურ­მე პა­ნაშ­ვი­დე­ბი იყო და მი­მა­ლავ­დნენ. დედა დაკ­რძალ­ვი­დან ერთი კვი­რის შემ­დეგ ჩა­მო­ვი­და ამე­რი­კა­ში. შა­ვე­ბი არ ეცვა. მე­გო­ბარ­თან ერ­თად დავ­ხვდი აე­რო­პორ­ტში. სახ­ლში რომ მი­ვე­დით, სთხო­ვა, ბე­სოს­თან მარ­ტო დამ­ტო­ვეო. მა­შინ მი­თხრა, ვახო სო­ხუ­მი­დან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლაო! სან­თელს რომ ვან­თებ, დღე­საც ისევ ცო­ცხალს წარ­მო­ვიდ­გენ, ისეთს, რო­გო­რიც იყო მა­შინ, 19 წლი­სა. 23 სექ­ტემ­ბერს და­ი­ღუ­პა, 25 დე­კემ­ბერს 20 წლის ხდე­ბო­და" - ჰყვე­ბო­და ბე­სა­რი­ონ თე­დი­აშ­ვი­ლი.

ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი ცოტა ხნის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და ის მშობ­ლი­ურ სა­გა­რე­ჯო­ში დაკ­რძა­ლეს. ის იყო ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის 2-გზის ჩემ­პი­ო­ნი (1972, 1976) ჭი­და­ო­ბა­ში, მსოფ­ლი­ოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევ­რო­პის 3-გზის ჩემ­პი­ო­ნი (1974, 1976, 1978). მსოფ­ლიო თა­სის მფლო­ბე­ლი (1973). ასე­ვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი სამ­ბო­ში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებ­ში და­სა­ხელ­და სა­ქარ­თვე­ლოს წლის სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად.

1987 წელს გა­მო­ვი­და რე­ჟი­სორ გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას ფილ­მი "ხა­რე­ბა და გო­გია", რო­მელ­შიც მთა­ვარ რო­ლებს ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი და ვე­ლო­სი­პე­დის­ტი ომარ ფხა­კა­ძე ას­რუ­ლებ­დნენ.

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტულ ჟურ­ნა­ლის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ 1999 წელს ორ­გა­ნი­ზე­ბულ გა­მო­კი­თხვა­ში XX სა­უ­კუ­ნის მე­სა­მე სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნად და­სა­ხელ­და (მძლე­ო­სან ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის და ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე გივი კარ­ტო­ზი­ას შემ­დეგ) და ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი გა­და­ე­ცა.

ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი ერ­თა­დერ­თი მო­ჭი­და­ვეა, რო­მელ­მაც ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი სამ სხვა­დას­ხვა წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში მო­ი­პო­ვა: 82 და 90 კგ წო­ნებ­ში ოლიმ­პი­ა­და და მსოფ­ლიო პირ­ვე­ლო­ბე­ბი მო­ი­გო, 100 კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლალი
0

იმის გარდა,რომ იყავი დიდებული სპორცმენი,შენ იყავი ძალიან მაღალი დონის ადამიანი,სიკეთეს აფრქვევდი,ყველა უზომოდ გიყვარდა.ნათელში იყოს შენი სასუფეველი საყვარელ ვახტანგისთან ერთად და იმ ძმაკაცებთან ერთად,რომლებიც ძალიან გიყვარდა.მანდ გააგრძელეთ ძმაკაცობაც და სიყვარულიც.

კიეზა
0

უდიდესი ფალავანი..სულით ხორცამდე ქართველი კაცი....ჯარისკაცის მამა..ცხონდეს თქვენი სულები.🙏🙏.ასეთ ვაჟკაცებმა მოიყბანა საქართველო დღემდე

ავტორი:

"მალე შეხვდები ვახოს, რაზეც ხშირად ლაპარაკობდი" - ლევან თედიაშვილისა და ომში დაღუპული მისი ვაჟის უნიკალური ფოტო, რომელსაც ბესარიონ თედიაშვილი აქვეყნებს

"მალე შეხვდები ვახოს, რაზეც ხშირად ლაპარაკობდი" - ლევან თედიაშვილისა და ომში დაღუპული მისი ვაჟის უნიკალური ფოტო, რომელსაც ბესარიონ თედიაშვილი აქვეყნებს

ლეგენდარული ფალავანი ლევან თედიაშვილი დღეს 76 წლის გახდებოდა. მისი ვაჟი ბესარიონ თედიაშვილი სოციალურ ქსელში უნიკალურ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

"დღეს 76 წელი შეგისრულდებოდა. მშვიდად გეძინოს მამა და მალე შეხვდები ვახოს, რაზედაც ხშირად ლაპარაკობდი".

ცნობილია, რომ ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენი დიდ ტკივილს ატარებდა, რომელიც მისი ვაჟის გარდაცვალებით იყო გამოწვეული. 1993 წელს აფხაზეთის ომში ვახო მოხალისედ წავიდა სამშობლოს დასაცავად. რა თქმა უნდა, უბრძოლველად ლევანიც ვერ გაჩერდებოდა, ისიც ფრონტის ხაზისკენ, შვილთან ერთად გაემართა.

სექტემბერში ბაბუშერაში მტერმა თვითმფრინავი ააფეთქა. დაშავებულების და დაჭრილების გამოყვანა გახდა საჭირო. აეროპორტზე შეტევა გრძელდებოდა, სეპარატისტულმა ჯარებმა და მათმა მოკავშირეებმა არტილერია გამოიყენეს, რა დროსაც აფეთქებული ჭურვის ერთ-ერთი ნაწილი 19 წლის ვახოს მოხვდა. ეს ყველაფერი მამის თვალწინ ხდებოდა, საავადმყოფოში სწორედ ლევანმა წაიყვანა, თუმცა სისხლდენა იმდენად ძლიერი იყო, მამას შვილი ხელებში ჩააკვდა...

ლევან და ვახო თედიაშვილები

შვილის ტრაგედიამ მამაზე მძიმედ იმოქმედა. ჯანმრთელობა შეერყა, ცოტა ჩაიკეტა, მაგრამ არ გატყდა... "კვირის პალიტრის" არქივში ინახება ბესარიონ თედიაშვილის ინტერვიუ, სადაც ის ოჯახის ტრაგედიას და მათთვის ყველაზე მძიმე პერიოდს იხსენებს:

"ჩემი ძმის ამბავმა ძალიან შეცვალა. მამა არასდროს გამოხატავდა, რას გრძნობდა. ორმოცი რომ გავიდა, ყველა გააფრთხილა, შავებით არავინ იაროთო, მაგრამ ჩაეძინებოდა თუ არა, ვახოს სახელს ყვიროდა. ჩემი ძმა რომ მიყვარდა, ასე არავინ მყვარებია. ბიჭი რომ გვეყოლა, ყველას ეგონა, ლევანს დავარქმევდით, მაგრამ ვახო დავარქვი. ამერიკაში ვიყავი, როცა გარდაიცვალა. რომ ვრეკავდი, ვითომ არაფერი, სიცილით მპასუხობდა ყველა.

ვახო დამალაპარაკეთ-მეთქი. გული ცუდს მიგრძნობდა. თურმე პანაშვიდები იყო და მიმალავდნენ. დედა დაკრძალვიდან ერთი კვირის შემდეგ ჩამოვიდა ამერიკაში. შავები არ ეცვა. მეგობართან ერთად დავხვდი აეროპორტში. სახლში რომ მივედით, სთხოვა, ბესოსთან მარტო დამტოვეო. მაშინ მითხრა, ვახო სოხუმიდან არ დაბრუნებულაო! სანთელს რომ ვანთებ, დღესაც ისევ ცოცხალს წარმოვიდგენ, ისეთს, როგორიც იყო მაშინ, 19 წლისა. 23 სექტემბერს დაიღუპა, 25 დეკემბერს 20 წლის ხდებოდა" - ჰყვებოდა ბესარიონ თედიაშვილი.

ლევან თედიაშვილი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და ის მშობლიურ საგარეჯოში დაკრძალეს. ის იყო ოლიმპიური თამაშების 2-გზის ჩემპიონი (1972, 1976) ჭიდაობაში, მსოფლიოს 4-გზის (1971, 1973, 1974, 1975) და ევროპის 3-გზის ჩემპიონი (1974, 1976, 1978). მსოფლიო თასის მფლობელი (1973). ასევე მსოფლიო ჩემპიონი სამბოში (1973).

1971, 1973 და 1974 წლებში დასახელდა საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად.

1987 წელს გამოვიდა რეჟისორ გიორგი შენგელაიას ფილმი "ხარება და გოგია", რომელშიც მთავარ როლებს ლევან თედიაშვილი და ველოსიპედისტი ომარ ფხაკაძე ასრულებდნენ.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ 1999 წელს ორგანიზებულ გამოკითხვაში XX საუკუნის მესამე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა (მძლეოსან ვიქტორ სანეევის და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გივი კარტოზიას შემდეგ) და ბრინჯაოს პრიზი გადაეცა.

ლევან თედიაშვილი ერთადერთი მოჭიდავეა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული სამ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მოიპოვა: 82 და 90 კგ წონებში ოლიმპიადა და მსოფლიო პირველობები მოიგო, 100 კგ წონით კატეგორიაში კი ევროპის ჩემპიონის ტიტული.

ნახეთ ასევე: