პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგან მარკლისა და მისი ნახევარდის სკანდალური სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ
მეგან მარკლისა და მისი ნახევარდის სკანდალური სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ

ამე­რი­კელ­მა მო­სა­მარ­თლემ არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა მე­გან მარ­კლის წი­ნა­აღ­მდეგ აღ­ძრუ­ლი ცი­ლის­წა­მე­ბის საქ­მე - სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნი­ას სა­კუ­თარ­მა ნა­ხე­ვარ­დამ Netflix-ის დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მსა და ოპრა უინფრის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბის გამო უჩივ­ლა.

  • კერ­ძოდ, 2021 წელს, ოპ­რას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, მე­გან­მა ბავ­შვო­ბა გა­იხ­სე­ნა და თქვა, რომ ის ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი ბავ­შვი იყო. ცნო­ბი­ლია, რომ მე­განს ჰყავს რო­გორც უფ­რო­სი და, სა­მან­ტა, ასე­ვე ძმა, ტო­მას მარ­კლი. გარ­და ამი­სა, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­მან­ტამ გვა­რი ისევ მარ­კლით შე­იც­ვა­ლა, მას შემ­დეგ, რაც გა­ი­გო, რომ მე­გა­ნი პრინც ჰა­რის ხვდე­ბო­და.

”სა­სა­მარ­თლომ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა ის ფაქ­ტი, რომ [სა­მან­ტამ] გა­მო­ი­ყე­ნა გვა­რი რას­მუ­სე­ნი 2016 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, ხოლო ორი თვის შემ­დეგ, ისევ მარ­კლით შე­იც­ვა­ლა, როცა მე­გა­ნი­სა და ჰა­რის ურ­თი­ერ­თო­ბა გა­სა­ჯა­როვ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გან­ცხა­დე­ბის არსი - ის, რომ სა­მან­ტამ ძვე­ლი გვა­რი ამ მი­ზე­ზით და­იბ­რუ­ნა, სი­მარ­თლეს შე­ე­სა­ბა­მე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე ჩარ­ლინ ედ­ვარდს ჰა­ნი­ველ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­მან­ტამ ვერ შეძ­ლო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის წარ­დგე­ნა.

ცნო­ბის­თვის, სა­მან­ტა მარ­კლი ადრე ამ­ტკი­ცებ­და, რომ პრინ­ცი ჰარი ცო­ლის გავ­ლე­ნის ქვეშ იყო და სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვერ მოქ­მე­დებ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 56 წლის სა­მან­ტას აქამ­დეც არა­ერ­თხელ უთ­ქვამს თა­ვი­სი "წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის“ შე­სა­ხებ, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, სა­მე­ფო წყვი­ლი მალე ერ­თმა­ნეთს გა­ეყ­რე­ბა.

"მე ვხე­დავ, რომ მათი ურ­თი­ერ­თო­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­დე­ბა, თუკი გულ­წრფე­ლე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან, მათ თა­ვი­ან­თი გან­ცხა­დე­ბე­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ა­ზი­ა­ნეს. რო­მე­ლი კაცი იქ­ნე­ბო­და ბედ­ნი­ე­რი და რო­მე­ლი კაცი იგ­რძნობ­და თავს კომ­ფორ­ტუ­ლად, ისე­თი ცხოვ­რე­ბა რომ ჰქონ­დეს, რო­გო­რიც ახლა ჰა­რის აქვს?! იმ წუ­თი­დან­ვე, როცა ჰარი მას რა­ი­მე­ზე შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, მე­გა­ნის­თვის ის სა­ზი­ზღა­რი გახ­დე­ბა", - ამ­ბობ­და სა­მან­ტა მარ­კლი.

ავტორი:

მეგან მარკლისა და მისი ნახევარდის სკანდალური სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ

მეგან მარკლისა და მისი ნახევარდის სკანდალური სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ

ამერიკელმა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მეგან მარკლის წინააღმდეგ აღძრული ცილისწამების საქმე - სასექსის ჰერცოგინიას საკუთარმა ნახევარდამ Netflix-ის დოკუმენტურ ფილმსა და ოპრა უინფრისთან ინტერვიუში გაკეთებული კომენტარების გამო უჩივლა.

  • კერძოდ, 2021 წელს, ოპრასთან ინტერვიუში, მეგანმა ბავშვობა გაიხსენა და თქვა, რომ ის ოჯახში ერთადერთი ბავშვი იყო. ცნობილია, რომ მეგანს ჰყავს როგორც უფროსი და, სამანტა, ასევე ძმა, ტომას მარკლი. გარდა ამისა, სასექსის ჰერცოგინიას განცხადებით, სამანტამ გვარი ისევ მარკლით შეიცვალა, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მეგანი პრინც ჰარის ხვდებოდა.

”სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ [სამანტამ] გამოიყენა გვარი რასმუსენი 2016 წლის სექტემბერში, ხოლო ორი თვის შემდეგ, ისევ მარკლით შეიცვალა, როცა მეგანისა და ჰარის ურთიერთობა გასაჯაროვდა. აქედან გამომდინარე, განცხადების არსი - ის, რომ სამანტამ ძველი გვარი ამ მიზეზით დაიბრუნა, სიმართლეს შეესაბამება", - განაცხადა მოსამართლე ჩარლინ ედვარდს ჰანიველმა და აღნიშნა, რომ სამანტამ ვერ შეძლო დამაჯერებელი მტკიცებულების წარდგენა.

ცნობისთვის, სამანტა მარკლი ადრე ამტკიცებდა, რომ პრინცი ჰარი ცოლის გავლენის ქვეშ იყო და საკუთარი გადაწყვეტილებების მიხედვით ვერ მოქმედებდა. აღსანიშნავია, რომ 56 წლის სამანტას აქამდეც არაერთხელ უთქვამს თავისი "წინასწარმეტყველების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც, სამეფო წყვილი მალე ერთმანეთს გაეყრება.

"მე ვხედავ, რომ მათი ურთიერთობა განქორწინებით დასრულდება, თუკი გულწრფელები არ იქნებიან, მათ თავიანთი განცხადებებით ბევრი ადამიანი დააზიანეს. რომელი კაცი იქნებოდა ბედნიერი და რომელი კაცი იგრძნობდა თავს კომფორტულად, ისეთი ცხოვრება რომ ჰქონდეს, როგორიც ახლა ჰარის აქვს?! იმ წუთიდანვე, როცა ჰარი მას რაიმეზე შეეწინააღმდეგება, მეგანისთვის ის საზიზღარი გახდება", - ამბობდა სამანტა მარკლი.