პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„კორიდა“ - კომპანიას 400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და დასავლეთ საქართველოს უმსხვილესი დამსაქმებელია
„კორიდა“ - კომპანიას 400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და დასავლეთ საქართველოს უმსხვილესი დამსაქმებელია

კომ­პა­ნია „კო­რი­დას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2023 წელს ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და, მიმ­დი­ნა­რე წელს კი აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მის კი­დევ უფრო ზრდის ტენ­დენ­ცია და­ფიქ­სირ­დე­ბა.

რო­გორც „კო­რი­დას“ დი­რექ­ტო­რი რეზო ნარ­მა­ნია გან­მარ­ტავს, სა­შუ­ა­ლოდ, ყო­ველ­წლი­უ­რი მა­ტე­ბა 8%-ია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­დე­გი ქონ­დათ გა­სულ წელს, სა­დაც 10%-იანი მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და. სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში კი და­გეგ­მი­ლია, რომ 2024წელს, წარ­მო­ე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­დოს.

„ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის ფასი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია და მრა­ვალ­ფე­რო­ვან სეგ­მენტს მო­ი­ცავს. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ძა­ლი­ან დი­დია იმ სეგ­მენ­ტის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შე­და­რე­ბით და­ბალ ფას­ზე და ამა­ვე დროს, სჭირ­დე­ბა პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ხა­რის­ხი­ა­ნია და ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს. „კო­რი­დას“ პრო­დუქ­ცია სწო­რედ ასე­თია. ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში, ფასი ნდო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის. იგი ყა­ლიბ­დე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, იმის მი­ხედ­ვით, თუ რამ­დე­ნად თან­მიმ­დევ­რუ­ლია ბრენ­დი. ამი­ტომ ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს ვპირ­დე­ბით, რომ წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­პო­ვე­ბულ ნდო­ბას არ გა­ვუც­რუ­ებთ“, - გან­მარ­ტა რეზო ნარ­მა­ნი­ამ.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კომ­პა­ნი­ის სა­წარ­მო ქა­ლაქ ფოთ­შია და ჯამ­ში 400-ზე მეტ ად­გი­ლობ­რივს ასაქ­მებს. ამას­თან, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, სა­მეგ­რე­ლო­სა და გუ­რი­ა­ში - დის­ტრი­ბუ­ცი­ას მთლი­ა­ნად „კო­რი­და“ უზ­რუნ­ველ­ყოფს, შე­სა­ბა­მი­სად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია. თუმ­ცა, „კო­რი­დას“ პრო­დუქ­ცია მხო­ლოდ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი. მას­ზე მო­თხოვ­ნა მუდ­მი­ვად მზარ­დია და პრო­დუქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

„კო­რი­და“ იმ კომ­პა­ნი­ებს შო­რი­საა, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი წე­ლია და­ნერ­გი­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ISO 9001; ISO 22000 სტან­დარ­ტე­ბი, НАССР სის­ტე­მა, რაც კომ­პა­ნი­ის ნდო­ბის, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის და ეფექ­ტურ მარ­თვის სის­ტე­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტი­აა. წარ­მო­ე­ბი­სა და დის­ტრი­ბუ­ცი­ის პრო­ცეს­ში წარ­მო­ე­ბი­სა და მი­წო­დე­ბის თი­თო­ე­ულ კომ­პო­ნენტს ვუ­წევთ მო­ნი­ტო­რინგს. რაც შე­ე­ხე­ბა ნედ­ლე­უ­ლის შერ­ჩე­ვი­სა და კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზმს, თავ­და­პირ­ვე­ლად ნედ­ლე­უ­ლი გა­დის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ნედ­ლე­უ­ლით ამა­რა­გე­ბენ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ბა­ზარს“, - გან­მარ­ტა კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა.

რეზო ნარ­მა­ნია აღ­ნიშ­ნავს, რომ 2024 წლი­დან ასორ­ტი­მენ­ტის ზრდა იგეგ­მე­ბა და უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, შე­მოდ­გო­მის სე­ზო­ნი­დან ბა­ზარ­ზე „კო­რი­დას“ ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბა.

„კო­რი­და“ 2007 წელს ფოთ­ში და­არ­სდა. სა­წარ­მო ყო­ფი­ლი თევ­ზის ქარ­ხნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე­ობს. კომ­პა­ნი­ამ ქარ­ხნის თით­ქმის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი შე­ნო­ბა აღად­გი­ნა და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით აღ­ჭურ­ვა.

ამ­ჟა­მად კო­რი­და 40-მდე და­სა­ხე­ლე­ბის ხორ­ცპ­რო­დუქტს აწარ­მო­ებს. მომ­ხა­რებ­ლის მხრი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­თხოვ­ნა­დი პრო­დუქ­ტე­ბია: სო­სი­სი „ივე­რია“, ძეხ­ვე­ბი „მო­ნა­დი­რუ­ლი“, „სერ­ვე­ლა­ტი“ და „სა­ე­ქი­მო“. გა­ყიდ­ვე­ბის 30% სწო­რედ ამ პრო­დუქ­ტებ­ზე მო­დის.

NS

„კორიდა“ - კომპანიას 400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და დასავლეთ საქართველოს უმსხვილესი დამსაქმებელია

„კორიდა“ - კომპანიას 400-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და დასავლეთ საქართველოს უმსხვილესი დამსაქმებელია

კომპანია „კორიდას“ ინფორმაციით, 2023 წელს ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიმდინარე წელს კი აღნიშნული მონაცემის კიდევ უფრო ზრდის ტენდენცია დაფიქსირდება.

როგორც „კორიდას“ დირექტორი რეზო ნარმანია განმარტავს, საშუალოდ, ყოველწლიური მატება 8%-ია, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი ქონდათ გასულ წელს, სადაც 10%-იანი მატება დაფიქსირდა. სამომავლო განვითარების სტრატეგიის ფარგლებში კი დაგეგმილია, რომ 2024წელს, წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

„ჩვენი პროდუქციის ფასი კონკურენტუნარიანია და მრავალფეროვან სეგმენტს მოიცავს. აქვე აღვნიშნავ, რომ ძალიან დიდია იმ სეგმენტის მოცულობა, რომელიც ორიენტირებულია შედარებით დაბალ ფასზე და ამავე დროს, სჭირდება პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია და ნდობას იმსახურებს. „კორიდას“ პროდუქცია სწორედ ასეთია. ჩვენ შემთხვევაში, ფასი ნდობის განმსაზღვრელი არ არის. იგი ყალიბდება დროთა განმავლობაში, იმის მიხედვით, თუ რამდენად თანმიმდევრულია ბრენდი. ამიტომ ჩვენს მომხმარებლებს ვპირდებით, რომ წლების მანძილზე მოპოვებულ ნდობას არ გავუცრუებთ“, - განმარტა რეზო ნარმანიამ.

მისივე ინფორმაციით, კომპანიის საწარმო ქალაქ ფოთშია და ჯამში 400-ზე მეტ ადგილობრივს ასაქმებს. ამასთან, ქუთაისში, ბათუმში, სამეგრელოსა და გურიაში - დისტრიბუციას მთლიანად „კორიდა“ უზრუნველყოფს, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. თუმცა, „კორიდას“ პროდუქცია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში არ არის პოპულარული. მასზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია და პროდუქცია საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი.

„კორიდა“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001; ISO 22000 სტანდარტები, НАССР სისტემა, რაც კომპანიის ნდობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტურ მართვის სისტემების მნიშვნელოვანი გარანტიაა. წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წარმოებისა და მიწოდების თითოეულ კომპონენტს ვუწევთ მონიტორინგს. რაც შეეხება ნედლეულის შერჩევისა და კონტროლის მექანიზმს, თავდაპირველად ნედლეული გადის ლაბორატორიულ შემოწმებას, ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც თავისი ნედლეულით ამარაგებენ ევროპისა და ამერიკის ბაზარს“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

რეზო ნარმანია აღნიშნავს, რომ 2024 წლიდან ასორტიმენტის ზრდა იგეგმება და უფრო კონკრეტულად, შემოდგომის სეზონიდან ბაზარზე „კორიდას“ ახალი პროდუქტები გამოჩნდება.

„კორიდა“ 2007 წელს ფოთში დაარსდა. საწარმო ყოფილი თევზის ქარხნის ტერიტორიაზე მდებარეობს. კომპანიამ ქარხნის თითქმის სრულად განადგურებული შენობა აღადგინა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა.

ამჟამად კორიდა 40-მდე დასახელების ხორცპროდუქტს აწარმოებს. მომხარებლის მხრიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტებია: სოსისი „ივერია“, ძეხვები „მონადირული“, „სერველატი“ და „საექიმო“. გაყიდვების 30% სწორედ ამ პროდუქტებზე მოდის.

NS