პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ახალგაზრდები კვიპროსზე ღვთისმშობლის სარტყლის მოსალოცად ჩავიდნენ
ქართველი ახალგაზრდები კვიპროსზე ღვთისმშობლის სარტყლის მოსალოცად ჩავიდნენ

თბი­ლი­სის ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სა­ტაძ­რო კომ­პლექ­სის სამ­რევ­ლოს 180-მდე ახალ­გაზ­რდა ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სარ­ტყლის თაყ­ვა­ნის სა­ცე­მად გა­სულ კვი­რა­ში კვიპ­როს­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

წმინ­და სარ­ტყე­ლი ათო­ნის მთი­დან 34 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ჩაბ­რძან­და კვიპ­როს­ზე, რაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა, რო­გორც კუნ­ძუ­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნის­თვის, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ვი­ნა­ი­დან ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სამ­რევ­ლოს ნა­წი­ლის სა­ხით, უპ­რე­ცე­დენ­ტო რა­ო­დე­ნო­ბის ქარ­თვე­ლი იყო ერ­თობ­ლი­ვად ჩა­სუ­ლი კვიპ­როს­ზე ღვთის­მშობ­ლის სარ­ტყელ­თან მი­სა­ახ­ლებ­ლად.

ჯვარ­თა­მაღ­ლე­ბის სა­ტაძ­რო კომ­პლექ­სის სამ­რევ­ლოს (წი­ნამ­ძღვა­რი: დე­კა­ნო­ზი თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძე) მო­რი­გი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გას­ვლის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი, და­ვით მა­კა­სა­რაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი და სხვა ქვეყ­ნე­ბი­დან ჩა­სუ­ლი მომ­ლოც­ვე­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის ჯგუ­ფის მი­მართ დიდ ყუ­რა­დღე­ბას იჩენ­დნენ.

"ადა­მი­ა­ნე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად გვა­ჩე­რებ­დნენ და პირ­და­პირ გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ, - ქარ­თვე­ლე­ბი ხარ­თო?! თით­ქოს, ჩვენ შე­სა­ხებ უკვე ყვე­ლამ იცო­და. შე­საძ­ლოა, ეს იმი­თიც იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ ჩვე­ნი ჩას­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღეს ქა­ლაქ ნი­ქო­ზი­ა­ში გა­მარ­თულ დიდ შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მელ­საც 1500-მდე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბო­და, არ­ქი­მან­დრიტ­მა ეფ­რემ ვა­ტო­პე­დელ­მა სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ხმა­მაღ­ლა აღ­ნიშ­ნა ქარ­თვე­ლე­ბის კვიპ­როს­ზე ჩას­ვლის ამ­ბა­ვი და ახალ­გაზ­რდა მომ­ლოც­ვე­ლე­ბის ამ­გვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა სა­მა­გა­ლი­თოდ წარ­მო­ა­ჩი­ნა დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე", - აღ­ნიშ­ნავს მოგ­ზა­უ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

გას­ვლის ფარ­გლებ­ში, მათ წმინ­და სარ­ტყელ­თან ერ­თად, მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის სხვა სიწ­მინ­დე­ებ­საც მი­ა­გეს პა­ტი­ვი. ასე­ვე, კი­თხვა-პა­სუ­ხის ფორ­მატ­ში შეხ­ვდნენ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის ისეთ გა­მორ­ჩე­ულ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: მიტ­რო­პო­ლი­ტი ათა­ნა­სე ლი­მა­სო­ლე­ლი, არ­ქი­მან­დრი­ტი ეფ­რემ ვა­ტო­პე­დე­ლი, ლიდ­რის ეპის­კო­პო­სი ეპი­ფა­ნე და ირაკ­ლი­დი­ო­სის მო­ნას­ტრის იღუ­მე­ნია პროდ­რო­მე.

წმინ­და სარ­ტყე­ლი, რო­მე­ლიც ღვთის­მშობ­ლის ხე­ლი­თაა შექ­მნი­ლი, მრა­ვალ სას­წა­ულს აღას­რუ­ლებს და მსოფ­ლიო საქ­რის­ტი­ა­ნოს ერთ-ერთ უდი­დეს სიწ­მინ­დედ მი­იჩ­ნე­ვა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კახა
1

თურმე კარგი და საინტერესო ამბებიც ხდება ჩვენს ქვეყანაში სულ ცუდი რომ გვესმის. მადლობა უფალს.

მუშნი
6

როგორ მიხარია ასეთ ახალგაზრდებს რომ ვხედავ... იმედი მეძლევა 

ავტორი:

ქართველი ახალგაზრდები კვიპროსზე ღვთისმშობლის სარტყლის მოსალოცად ჩავიდნენ

ქართველი ახალგაზრდები კვიპროსზე ღვთისმშობლის სარტყლის მოსალოცად ჩავიდნენ

თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს 180-მდე ახალგაზრდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყლის თაყვანის საცემად გასულ კვირაში კვიპროსზე იმყოფებოდა.

წმინდა სარტყელი ათონის მთიდან 34 წლის შემდეგ პირველად ჩაბრძანდა კვიპროსზე, რაც განსაკუთრებული მოვლენაა, როგორც კუნძულოვანი ქვეყნისთვის, ასევე საქართველოსთვის, ვინაიდან ჯვართამაღლების სამრევლოს ნაწილის სახით, უპრეცედენტო რაოდენობის ქართველი იყო ერთობლივად ჩასული კვიპროსზე ღვთისმშობლის სარტყელთან მისაახლებლად.

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს (წინამძღვარი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე) მორიგი მნიშვნელოვანი გასვლის ერთ-ერთი ორგანიზატორი, დავით მაკასარაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივები და სხვა ქვეყნებიდან ჩასული მომლოცველები ქართველების ჯგუფის მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდნენ.

"ადამიანები პერიოდულად გვაჩერებდნენ და პირდაპირ გვეკითხებოდნენ, - ქართველები ხართო?! თითქოს, ჩვენ შესახებ უკვე ყველამ იცოდა. შესაძლოა, ეს იმითიც იყო განპირობებული, რომ ჩვენი ჩასვლის პირველივე დღეს ქალაქ ნიქოზიაში გამართულ დიდ შეხვედრაზე, რომელსაც 1500-მდე ადამიანი ესწრებოდა, არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა სიტყვით გამოსვლისას ხმამაღლა აღნიშნა ქართველების კვიპროსზე ჩასვლის ამბავი და ახალგაზრდა მომლოცველების ამგვარი დამოკიდებულება სამაგალითოდ წარმოაჩინა დამსწრე საზოგადოების წინაშე", - აღნიშნავს მოგზაურობის ორგანიზატორი.

გასვლის ფარგლებში, მათ წმინდა სარტყელთან ერთად, მსოფლიო მნიშვნელობის სხვა სიწმინდეებსაც მიაგეს პატივი. ასევე, კითხვა-პასუხის ფორმატში შეხვდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთ გამორჩეულ სასულიერო პირებს, როგორებიც არიან: მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი, არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ლიდრის ეპისკოპოსი ეპიფანე და ირაკლიდიოსის მონასტრის იღუმენია პროდრომე.

წმინდა სარტყელი, რომელიც ღვთისმშობლის ხელითაა შექმნილი, მრავალ სასწაულს აღასრულებს და მსოფლიო საქრისტიანოს ერთ-ერთ უდიდეს სიწმინდედ მიიჩნევა.