პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა - მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არის "არცერთი“, რაც ცვლილების სურვილს ნიშნავს" - ნიკა მელია
"ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა - მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არის "არცერთი“, რაც ცვლილების სურვილს ნიშნავს" - ნიკა მელია

ცვლი­ლე­ბას ვერ მო­ი­ტანს ბა­რი­ერ­თან ჭი­და­ო­ბი­თა და მისი ვერ გა­და­ლახ­ვის ში­შით ნა­კარ­ნა­ხე­ვი ერ­თო­ბა, ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს ხალ­ხთან ერ­თო­ბა - მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის არ­ჩე­ვა­ნი არის "არ­ცერ­თი“, რაც არ ნიშ­ნავს გა­და­უ­წყვე­ტე­ლო­ბას, ეს ნიშ­ნავს მათ მყარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და ცვლი­ლე­ბის სურ­ვილს, - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ნიკა მე­ლია სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუქ“ გვერ­დზე წერს.

მისი თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის "ნა­ცე­ბად“ და "ქო­ცე­ბად“ და­ყო­ფა არის "მო­ცე­მუ­ლო­ბი­სა და ელექ­ტო­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა“.

"ბოლო დროს, ხში­რად იმის სა­ექ­სპერ­ტო მო­საზ­რე­ბე­ბი, რო­გორ უნდა დაჯ­გუფ­დეს ოპო­ზი­ცია მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, რო­გორ გამ­სხვილ­დეს და ა.შ.

ხში­რად ის­მის და­ყო­ფა, ყო­ფი­ლი "ნაცი“, მოქ­მე­დი თუ ყო­ფი­ლი "ქოცი“.

მა­შინ, რო­დე­საც "ოც­ნე­ბა“ ცდი­ლობს და­ყოს პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი და არ­სე­ბუ­ლი ელექ­ტო­რა­ტი "ნა­ცე­ბად“ და "ქო­ცე­ბად“, რაც არის და­ყო­ფა წარ­სუ­ლის და არა მო­მავ­ლის პერ­სპექ­ტი­ვი­სა თუ არ­ჩე­ვა­ნის მი­ხედ­ვით, ჩაგ­ვკე­ტოს წარ­სულ­სა და აწ­მყოს შო­რის არ­ჩე­ვან­ში, ისე თით­ქოს არ გვქონ­დეს ახა­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბე­ბი, ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და მო­მა­ვა­ლი - არის მო­ცე­მუ­ლო­ბი­სა და ელექ­ტო­რა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა.

წარ­სულ­ში, 2004 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, "ნაცი“, მო­სახ­ლე­ო­ბის 94%-ია, ხოლო 2012 წლის მდგო­მა­რე­ო­ბით, ქოცი 55%-ის.

დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი, მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის, მყა­რი და პრინ­ცი­პუ­ლი და არა "შუ­ა­შის­ტუ­რი" არ­ჩე­ვა­ნი არის - "არ­ცერ­თი“, რაც არ ნიშ­ნავს გა­და­უ­წყვე­ტე­ლო­ბას, ეს ნიშ­ნავს მათ მყარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და ცვლი­ლე­ბის სურ­ვილს, ჩვენ კი უნდა მოვ­ძებ­ნოთ ის გზა, რო­მელ­საც მივ­ყა­ვართ მო­მავ­ლის­კენ, რო­მე­ლიც, პირ­ველ რიგ­ში, აერ­თი­ა­ნებს ჩვენს ამომ­რჩე­ველს.

ცვლი­ლე­ბას ვერ მო­ი­ტანს ბა­რი­ერ­თან ჭი­და­ო­ბი­თა და მისი ვერ გა­და­ლახ­ვის ში­შით ნა­კარ­ნა­ხე­ვი ერ­თო­ბა, ცვლი­ლე­ბებს მო­ი­ტანს ხალ­თან ერ­თო­ბა და მო­მავ­ლის რწმე­ნა, ხალ­ხის ერ­თო­ბა რო­მელ­საც ბევ­რად მეტი სა­ერ­თო აქვს, ვიდ­რე წარ­სულ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პარ­ტი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნია.

ხოლო ერ­თო­ბის ზო­მას, არ გან­სა­ზღვრავს მას­ში შე­მა­ვა­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, გან­სა­ზღვრავს ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც ეს ერ­თო­ბა აერ­თი­ა­ნებს, რომ­ლის ინ­ტე­რეს­საც ატა­რებს და ასა­ხავს“,- აცხა­დებს ნიკა მე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gio
0

ბატონო მელიავ, წაკუზული რატომ დადიხართ? რამე გტკივათ თუ ტრადიციული პოზაა?

მელიას!
0

ისე საუბრობ, თითქოს ხელისუფლებაში ჯერ არ ყოფილხარ!

ავტორი:

"ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა - მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არის "არცერთი“, რაც ცვლილების სურვილს ნიშნავს" - ნიკა მელია

"ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა - მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი არის "არცერთი“, რაც ცვლილების სურვილს ნიშნავს" - ნიკა მელია

ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერ გადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალხთან ერთობა - მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი არის "არცერთი“, რაც არ ნიშნავს გადაუწყვეტელობას, ეს ნიშნავს მათ მყარ გადაწყვეტილებებსა და ცვლილების სურვილს, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია საკუთარ "ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრის "ნაცებად“ და "ქოცებად“ დაყოფა არის "მოცემულობისა და ელექტორალური დამოკიდებულებების უგულებელყოფა“.

"ბოლო დროს, ხშირად იმის საექსპერტო მოსაზრებები, როგორ უნდა დაჯგუფდეს ოპოზიცია მომავალი არჩევნებისთვის, როგორ გამსხვილდეს და ა.შ.

ხშირად ისმის დაყოფა, ყოფილი "ნაცი“, მოქმედი თუ ყოფილი "ქოცი“.

მაშინ, როდესაც "ოცნება“ ცდილობს დაყოს პოლიტიკური სპექტრი და არსებული ელექტორატი "ნაცებად“ და "ქოცებად“, რაც არის დაყოფა წარსულის და არა მომავლის პერსპექტივისა თუ არჩევანის მიხედვით, ჩაგვკეტოს წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანში, ისე თითქოს არ გვქონდეს ახალი მოცემულობები, ახალი გამოწვევები და მომავალი - არის მოცემულობისა და ელექტორალური დამოკიდებულებების უგულებელყოფა.

წარსულში, 2004 წლის მდგომარეობით, "ნაცი“, მოსახლეობის 94%-ია, ხოლო 2012 წლის მდგომარეობით, ქოცი 55%-ის.

დღეის მდგომარეობით კი, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის, მყარი და პრინციპული და არა "შუაშისტური" არჩევანი არის - "არცერთი“, რაც არ ნიშნავს გადაუწყვეტელობას, ეს ნიშნავს მათ მყარ გადაწყვეტილებებსა და ცვლილების სურვილს, ჩვენ კი უნდა მოვძებნოთ ის გზა, რომელსაც მივყავართ მომავლისკენ, რომელიც, პირველ რიგში, აერთიანებს ჩვენს ამომრჩეველს.

ცვლილებას ვერ მოიტანს ბარიერთან ჭიდაობითა და მისი ვერ გადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა, ცვლილებებს მოიტანს ხალთან ერთობა და მომავლის რწმენა, ხალხის ერთობა რომელსაც ბევრად მეტი საერთო აქვს, ვიდრე წარსულში გაკეთებული განსხვავებული პარტიული არჩევანია.

ხოლო ერთობის ზომას, არ განსაზღვრავს მასში შემავალი სუბიექტების რაოდენობა, განსაზღვრავს ხალხის რაოდენობა, რომელსაც ეს ერთობა აერთიანებს, რომლის ინტერესსაც ატარებს და ასახავს“,- აცხადებს ნიკა მელია.