პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
BTU-ს ყოველწლიური პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო
BTU-ს ყოველწლიური პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო

დამ­წყე­ბი და გან­ვი­თა­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე მყო­ფი სტარ­ტა­პე­ბის­თვის BTU-ს მე­წარ­მე­ო­ბის ცენ­ტრი ინ­ტენ­სი­ურ პრე-აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მას იწყებს. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სტარ­ტა­პე­ბი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწ­ვე­უ­ლი ჟი­უ­რი, ქუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­უ­კე­თე­სო გა­მო­ავ­ლენს. მათ­თვის და­წე­სე­ბუ­ლია საპ­რი­ზო ფონ­დი 15 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

პროგ­რა­მა სამ ეტა­პად გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და ბოლო ეტპ­ზე და­გეგ­მი­ლია დემო დღე და სა­უ­კე­თე­სო სტარ­ტა­პე­ბის და­ჯილ­დო­ე­ბა.

პრე-აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია MIT-თან პარტნი­ო­რო­ბით. პრე-აქ­სე­ლე­რა­ტო­რის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი და სპონ­სო­რია „თი­ბი­სის“ პროგ­რა­მა „სტარ­ტა­პე­რი“. პრე-აქ­სე­ლე­რა­ტო­რის კი­დევ ერთი სპონ­სო­რია კომ­პა­ნია "Tether" (Tether Operations Limited).

პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე სტარ­ტა­პებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცე­მათ, მი­ი­ღონ სტარ­ტა­პის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­ბა­ზი­სო ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ი­ზი­ა­რონ სფე­როს წამ­ყვა­ნი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის­გან. სტარ­ტა­პებს მენ­ტო­რო­ბას გა­უ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სტარ­ტა­პე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და მათ უმოკ­ლეს დრო­ში მას­შტა­ბი­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შერ­ჩე­უ­ლი სა­უ­კე­თე­სო სტარ­ტა­პე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გლო­ბა­ლუ­რი სტარ­ტაპ ფონ­დის ყო­ველ­წლი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მი­ი­ღე­ბენ და შეხ­ვდე­ბი­ან ან­გე­ლოზ ინ­ვეს­ტო­რებს ის­რა­ე­ლი­დან.

პრე-აქ­სე­ლე­რა­ცი­ის პროგ­რა­მა 2024 წლის მარ­ტში და­ი­წყე­ბა და და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. პროგ­რა­მა მო­ი­ცავს ისეთ თე­მებს, რო­გო­რი­ცაა: ბაზ­რის ანა­ლი­ზი, ბა­ზარ­ზე გას­ვლა/გა­ყიდ­ვე­ბი და მარ­კე­ტინ­გი, ფიჩ ტრე­ნინ­გი, გლო­ბა­ლუ­რი ზრდის­თვის მზა­დე­ბა, ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა და სხვა.

აქ­სე­ლე­რა­ცი­ის ბო­ლოს დემო დღე გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­კუ­თარ სტარ­ტაპ­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ას წა­რად­გე­ნენ.

პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, მათ შო­რის, BTU-ს სტუ­დენ­ტებ­საც შე­უძ­ლი­ათ. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა პი­რებ­მა გა­ი­ა­რეთ რე­გის­ტრა­ცია ბმულ­ზე.

BTU-ს ყოველწლიური პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო

BTU-ს ყოველწლიური პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სტარტაპების რეგისტრაცია დაიწყო

დამწყები და განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვის BTU-ს მეწარმეობის ცენტრი ინტენსიურ პრე-აქსელერაციის პროგრამას იწყებს. პროგრამაში მონაწილე სტარტაპებიდან სპეციალურად მოწვეული ჟიური, ქულების საფუძველზე რამდენიმე საუკეთესო გამოავლენს. მათთვის დაწესებულია საპრიზო ფონდი 15 000 ლარის ოდენობით.

პროგრამა სამ ეტაპად განხორციელდება და ბოლო ეტპზე დაგეგმილია დემო დღე და საუკეთესო სტარტაპების დაჯილდოება.

პრე-აქსელერაციის პროგრამა შემუშავებულია MIT-თან პარტნიორობით. პრე-აქსელერატორის მთავარი პარტნიორი და სპონსორია „თიბისის“ პროგრამა „სტარტაპერი“. პრე-აქსელერატორის კიდევ ერთი სპონსორია კომპანია "Tether" (Tether Operations Limited).

პროგრამაში მონაწილე სტარტაპებს შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა და გამოცდილება გაიზიარონ სფეროს წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან. სტარტაპებს მენტორობას გაუწევენ წარმატებული ქართული სტარტაპების დამფუძნებლები და მათ უმოკლეს დროში მასშტაბირებაში დაეხმარებიან.

მნიშვნელოვანია, რომ შერჩეული საუკეთესო სტარტაპები მონაწილეობას გლობალური სტარტაპ ფონდის ყოველწლიურ ღონისძიებაში მიიღებენ და შეხვდებიან ანგელოზ ინვესტორებს ისრაელიდან.

პრე-აქსელერაციის პროგრამა 2024 წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ბაზრის ანალიზი, ბაზარზე გასვლა/გაყიდვები და მარკეტინგი, ფიჩ ტრენინგი, გლობალური ზრდისთვის მზადება, ფინანსების მოძიება და სხვა.

აქსელერაციის ბოლოს დემო დღე გაიმართება, სადაც მონაწილეები საკუთარ სტარტაპზე პრეზენტაციას წარადგენენ.

პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს, მათ შორის, BTU-ს სტუდენტებსაც შეუძლიათ. დაინტერესებულმა პირებმა გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.