პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აძლიერებს ორივე სახელმწიფოს" - ვალერი ჩეჩელაშვილი
"აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აძლიერებს ორივე სახელმწიფოს" - ვალერი ჩეჩელაშვილი
  • ავ­ტო­რი: ვა­ლე­რი ჩე­ჩე­ლაშ­ვი­ლი

სტა­ტი­ის სა­თა­ურ­ში გა­მო­ტა­ნი­ლი იდეა აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას კი­თხვებს არ გა­უ­ჩენს. მის სა­სარ­გებ­ლოდ ბევ­რი არ­გუ­მენ­ტის მოყ­ვა­ნა შე­იძ­ლე­ბა და ერთი შე­ხედ­ვით თით­ქოს ჩანს, რომ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია. მაგ­რამ არც ასე მარ­ტი­ვად არის საქ­მე.

სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა დიდ ურ­თი­ერთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ეფუძ­ნე­ბა და გუ­ლის­ხმობს თან­მიმ­დევ­რულ, სის­ტე­მა­ტურ და მრა­ვალ­დო­ნი­ან ურ­თი­ერთქმე­დე­ბას. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია დღეს, როცა ორი ქვე­ყა­ნა, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ო­ნი და მთლი­ა­ნად ევ­რო­პა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მისი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი ნა­წი­ლი, გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბის სივ­რცედ იქცა. უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ბარ­ბა­რო­სუ­ლი შეჭ­რის შე­დე­გად გა­ნად­გურ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფორ­მა­ტე­ბი გა­ნიც­დის დი­ნა­მი­ურ ცვლი­ლე­ბებს და ყო­ველ­თვის ვერ უძ­ლებს გა­მოც­დას. მათ შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის პრინ­ცი­პი. უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ამის სამ­წუ­ხა­რო მა­გა­ლი­თია. უკ­რა­ი­ნელ და ქარ­თველ დიპ­ლო­მა­ტებს უზარ­მა­ზა­რი ძა­ლის­ხმე­ვა მო­უ­წევთ სა­ი­მი­სოდ, რომ ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თუნ­დაც 2021 წლის ბო­ლოს არ­სე­ბულ დო­ნეს დაბ­რუნ­დნეს,. მარ­თა­ლია, მათ და­ეხ­მა­რე­ბათ ორი მუდ­მი­ვად მოქ­მე­დი ძლი­ე­რი პო­ზი­ტი­უ­რი ფაქ­ტო­რი - ორი ხალ­ხის უზო­მო ემო­ცი­უ­რი თა­ნაგ­რძნო­ბა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და ათა­სო­ბით ქარ­თვე­ლი მო­ხა­ლი­სე, რომ­ლე­ბიც უკ­რა­ი­ნულ-რუ­სულ ფრონტზე უკ­რა­ი­ნელ ძმებ­თან ერ­თად იცა­ვენ უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს და მთე­ლი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას.

აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ჩვე­ნი სა­ერ­თო სიმ­დიდ­რე და მემ­კვიდ­რე­ო­ბაა, ხოლო მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა გას­ცდა ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩარ­ჩო­ებს. ასე­თი პარტნი­ო­რო­ბის გამ­ყა­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია ორი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის და­დე­ბი­თი ემო­ცი­უ­რი ფონი, რო­მე­ლიც სა­უ­კუ­ნე­ებს ით­ვლის.

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, ორ ხალ­ხს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა ხა­რის­ხობ­რი­ვად ახალ დო­ნე­ზე გა­და­ეყ­ვა­ნა ურ­თი­ერ­თო­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ - ქარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ბოლო ოც­და­ა­თი და მეტი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამ მიზ­ნის მიღ­წე­ვა. მსგავ­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­საც გა­უჩ­ნდათ, მაგ­რამ ბევ­რმა ამ პო­ტენ­ცი­ა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ შეძ­ლო.

ის­ტო­რი­უ­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა მო­ი­თხოვს გა­ვიხ­სე­ნოთ და და­ვა­ფა­სოთ პრე­ზი­დენტ ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი­სა და პრე­ზი­დენტ ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი ორ სა­ხელ­მწი­ფოს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის საქ­მე­ში. რომ არა ეს ორი ლი­დე­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე უდაო რე­პუ­ტა­ცი­ი­თა და ავ­ტო­რი­ტე­ტით, აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტად გა­უ­ჭირ­დე­ბო­დათ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის მშფოთ­ვა­რე 90-ია­ნე­ბის გა­და­ლახ­ვა. მა­შინ ორი­ვე ქვე­ყა­ნა აგ­რე­სი­უ­ლი სე­პა­რა­ტიზ­მის საფრ­თხი­სა და ძლი­ე­რი გარე ზე­წო­ლის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ორმა ლი­დერ­მა მო­ა­ხერ­ხა არა მხო­ლოდ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ო­ბის გან­მტკი­ცე­ბა, არა­მედ მთე­ლი რიგი მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რა­მაც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და სა­ქარ­თვე­ლო გლო­ბა­ლუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და გე­ო­ე­კო­ნო­მი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის რუ­კა­ზე გა­ნა­თავ­სა. რუ­სე­თის მძლავ­რი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნი­სა და მის მიერ ჩვენს ქვეყ­ნებ­ში დესტრუქ­ცი­უ­ლი ელე­მენ­ტე­ბის ამოქ­მე­დე­ბის, ასე­ვე აგ­რე­სი­უ­ლი სე­პა­რა­ტიზ­მის გავ­ლე­ნის ია­რა­ღად გა­მო­ყე­ნე­ბის მი­უ­ხე­დე­ვად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ტან­დემ­მა არა მხო­ლოდ გა­ნამ­ტკი­ცა სა­კუ­თა­რი ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, არა­მედ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ორ­მხრი­ვი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ან­გა­რიშ­გა­სა­წევ ფაქ­ტო­რად იქცა რე­გი­ო­ნულ და გლო­ბა­ლურ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ეს ხა­რის­ხი არა მხო­ლოდ ჩვე­ნი სა­ერ­თო აქ­ტი­ვია, ის აგ­რეთ­ვე დიდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გვა­კის­რებს. უბ­რა­ლოდ მისი მო­ცე­მუ­ლო­ბად აღ­ქმა და ურ­თი­ერთქმე­დე­ბის მიღ­წე­უ­ლი დო­ნის პა­სი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი ახ­ლომ­ხედ­ვე­ლო­ბის უკი­დუ­რე­სი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია მუდ­მი­ვი, სის­ტე­მა­ტუ­რი, აქ­ტი­უ­რი, მრა­ვალ­დო­ნი­ა­ნი დი­ა­ლო­გი ორ­მხრივ ფორ­მატ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო პლატ­ფორ­მებ­ზე, პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი­სა და ვექ­ტო­რე­ბის მუდ­მი­ვი შე­ჯე­რე­ბა. ამის­თვის რე­სურ­სე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით ადა­მი­ა­ნუ­რი, არ უნდა და­ი­ზო­გოს.

დღეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან სფე­როს წარ­მო­ად­გენს ტრანსკას­პი­უ­რი და ევ­რო­პუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა. აზერ­ბა­ი­ჯა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უკა­ვია კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი სივ­რცე კას­პი­ის და შავ ზღვებს შო­რის, რაც ცენ­ტრა­ლუ­რი დე­რეფ­ნის მთა­ვარ კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს. ხოლო ცენ­ტრა­ლუ­რი დე­რეფ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ნუ­ზომ­ლად გა­ი­ზარ­და რუ­სე­თი­სა და ირა­ნის მი­მართ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის მკაც­რი სან­ქცი­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ფონ­ზე.

ისე­თი პრო­ექ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბა, რო­გო­რი­ცაა ტრანსკას­პი­უ­რი მილ­სა­დე­ნის სის­ტე­მე­ბი ან „მწვა­ნე ენერ­გი­ის კა­ბე­ლი“ აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­სა და შავი ზღვის გავ­ლით ევ­რო­კავ­ში­რამ­დე, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ორი ქვეყ­ნის კომ­პე­ტენ­ტურ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ მუ­შა­ო­ბა­ზე, რაც არ­სე­ბი­თად სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის არსს წარ­მო­ად­გენს.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­შირ­ში წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა ახალ გან­ზო­მი­ლე­ბას ანი­ჭებს ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებს. სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი გა­წევ­რი­ა­ნე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში ნიშ­ნავს, რომ აზერ­ბა­ი­ჯანს, თურ­ქე­თის მსგავ­სად, ექ­ნე­ბა სახ­მე­ლე­თო სა­ზღვა­რი ევ­რო­კავ­შირ­თან; აზერ­ბა­ი­ჯანს, ისე­ვე რო­გორც თურ­ქეთს, გა­უჩ­ნდე­ბა სან­დო და­საყ­რდე­ნი პარტნი­ო­რი ევ­რო­კავ­შირ­ში, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას უკეთ გა­ა­აზ­რე­ბი­ნებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და თურ­ქე­თის ინ­ტე­რე­სებ­სა და პრი­ო­რი­ტე­ტებს. ევ­რო­კავ­ში­რის სივ­რცის გა­ჩე­ნა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ნიშ­ნავს ახალ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ რე­ა­ლო­ბას პო­ზი­ტი­უ­რი კონ­ტექ­სტის მდგე­ნე­ლით რე­გი­ო­ნის ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის, მათ შო­რის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის. სწო­რედ ეს გა­რე­მო­ე­ბა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტმა ბა­ტონ­მა ილ­ჰამ ალი­ევ­მა ფო­რუმ­ზე „ყა­რა­ბა­ღი: სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა 30 წლის შემ­დეგ. მიღ­წე­ვე­ბი და სირ­თუ­ლე­ე­ბი“. მისი სი­ტყვე­ბით, „...ჩვენ შევ­ძე­ლით წარ­მოგ­ვე­ჩი­ნა სა­კუ­თა­რი თავი - ორი­ვე ქვე­ყა­ნა - რო­გორც ერ­თი­ა­ნი, სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გუნ­დი ევ­რო­პა­ში..., ჩვენ სრუ­ლად გვეს­მის სა­ქარ­თვე­ლოს სურ­ვი­ლი გა­წევ­რი­ან­დეს ევ­რო­კავ­შირ­ში, ვუ­სურ­ვებ წარ­მა­ტე­ბებს ქარ­თველ მე­გობ­რებს ამ საქ­მე­ში. და ვუ­ლო­ცავ მათ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას»[1].

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­გა­რეო ვაჭ­რო­ბის სფე­რო­ში დი­ნა­მი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა. ქვე­მოთ მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი სა­გა­რეო სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბის ცხრი­ლი ( მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი)[2]

ფორ­მა­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია აშშ, რო­მელ­თან სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვა 2,046 მლნ. აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, თუმ­ცა ეს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმ­პორ­ტში მსუ­ბუ­ქი მე­ო­რა­დი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვაჭ­რო პო­ზი­ცი­ის ტო­ტა­ლუ­რი დო­მი­ნი­რე­ბით - 1,832 მლნ. აშშ დო­ლა­რი. ასე რომ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რე­ბის სი­ა­ში მყარ მე­ო­თხე ად­გილს იკა­ვებს, ჩი­ნეთს ფეხ­და­ფეხ. ალ­ბათ, ეს შე­საძ­ლოა წარ­მა­ტე­ბა­თაც ჩა­ით­ვა­ლოს, თუმ­ცა იყო წლე­ბი, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­რე სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რი იყო თურ­ქე­თის შემ­დეგ. თვალ­ში­სა­ცე­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­დან მე­ო­რა­დი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის ექ­სპორ­ტი ელ­ვი­სე­ბუ­რად იზ­რდე­ბა, და დიდი ალ­ბა­თო­ბით, შემ­დგო­მი ექ­სპორ­ტის სა­გა­ნი ხდე­ბა. ზო­გა­დად, სა­ვაჭ­რო ბრუნ­ვის სტრუქ­ტუ­რა ხა­სი­ათ­დე­ბა ინერ­ცი­უ­ლო­ბით, იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა ახა­ლი სა­ვაჭ­რო პო­ზი­ცი­ე­ბი. ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბის ექ­სტენ­სი­უ­რი ზრდის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი თით­ქმის ამო­წუ­რუ­ლია. დროა ვი­ფიქ­როთ ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის უფრო ღრმა ფორ­მებ­ზე, მა­გა­ლი­თად, სამ­რეწ­ვე­ლო კო­ო­პე­რა­ცი­ა­ზე, ერ­თობ­ლივ სა­წარ­მო­ებ­ზე და ა.შ. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ეს ხა­რის­ხი მო­ი­თხოვს რო­გორც ბიზ­ნე­სის, ისე სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის ახალ ხედ­ვას და ურ­თი­ერთქმე­დე­ბის გან­სხვა­ბე­ბულ ხა­რისხს.

არის კი ეს შეს­რუ­ლე­ბა­დი ამო­ცა­ნა? რა უშ­ლის ხელს დღეს ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახალ ეტაპ­ზე გან­ვი­თა­რე­ბას?

ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა სა­ქარ­თვე­ლოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ხში­რი ცვლი­ლე­ბაა, რომ­ლის მო­ტი­ვე­ბი აზერ­ბა­ი­ჯან­ში ყო­ველ­თვის არ ეს­მით. ახლა ისევ გვყავს ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მო­წყო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით პირ­ვე­ლი პი­რია. რამ­დე­ნი დრო დას­ჭირ­დე­ბა მას, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად გა­ერ­კვეს აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ-ქარ­თულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში გა­ა­ტა­როს მისი მნიშ­ვნე­ლო­ბა და გა­ი­აზ­როს, რომ აზერ­ბა­ი­ჯან­თან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ გა­აჩ­ნია რო­გორც ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ასე­ვე მრა­ვალ­მხრი­ვი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფორ­მა­ტებ­ში?

რამ­დე­ნად მალე მი­აღ­წევს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ლი­დერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში მისი ნდო­ბის დონე თუნ­დაც ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ნდო­ბის დო­ნეს? მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ამას ხელს შე­უ­წყობს დარ­გობ­რი­ვი უწყე­ბე­ბის სა­ბა­ზი­სო საქ­მი­ა­ნო­ბა და, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო. ამ თვალ­საზ­რი­სით, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტე­ბის ვი­ზი­ტე­ბის და ზო­გა­დად შეხ­ვედ­რე­ბის სიხ­ში­რე ნამ­დვი­ლად არ არის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი.

კარ­გად გვახ­სოვს დრო, რო­დე­საც სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბი თით­ქმის ყო­ველ კვი­რას ხვდე­ბოდ­ნენ ან ესა­უბ­რობ­დნენ ერ­თმა­ნეთს. ამ დი­ა­ლოგს ზურგს უმაგ­რებ­დენ დარ­გობ­რი­ვი უწყე­ბე­ბი, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი, დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბი და ორი ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­ე­ბი. დღეს ასე­თი კონ­ტაქ­ტე­ბის დე­ფი­ცი­ტის გან­ცდაა. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ამ შე­ფა­სე­ბებ­ში ვცდე­ბო­დე.

2023 წელს აზერ­ბა­ი­ჯან­მა აღად­გი­ნა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში და გა­ავ­რცე­ლა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს კარ­გია არა მხო­ლოდ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის, არა­მედ მთლი­ა­ნად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის­თვის. ეს არის რე­გი­ონ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის აღ­დგე­ნის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი, რაც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში გრძელ­ვა­დი­ა­ნი მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და მისი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის რე­გი­ო­ნად გარ­დაქ­მნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აჩენს. ხოლო ჩვე­ნი სა­ერ­თო რე­გი­ო­ნი - სამ­ხრეთ კავ­კა­სია - უკვე საკ­მა­ოდ ხელ­შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კურ წო­ნას იძენს. სამი ქვეყ­ნის ჯა­მუ­რი ნო­მი­ნა­ლუ­რი მშპ 131,955 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს, აქე­დან სომ­ხე­თი - 24,540 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი - 77,392 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო – $30,023 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი (სსფ-ის 2023 წლის შე­ფა­სე­ბა[3]).

ამ ფონ­ზე სავ­სე­ბით მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის, ბ-ნ ილ­ჰამ ალი­ე­ვის ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვე­ბი არ იქ­ნე­ბო­და. არა­ვის ეპა­რე­ბო­და ეჭვი, რომ მხარ­და­ჭე­რის პრო­ცენ­ტი 90%-ზე მეტი იქ­ნე­ბო­და, რაც გა­მარ­თლდა კი­დეც. მაგ­რამ სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი ასე­ვე რე­გი­ო­ნუ­ლი სტა­ბი­ლუ­რო­ბის კომ­პო­ნენტს წარ­მო­ად­გენს. ჩნდე­ბა იმე­დი, რომ სამ­შვი­დო­ბო პრო­ცე­სი ახალ იმ­პულსს შე­ი­ძენს. ხოლო აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ო­რო­ბამ შე­საძ­ლოა ამ პრო­ცეს­ში და­დე­ბი­თი მხარ­დამ­ჭე­რი ფაქ­ტო­რის როლი შე­ას­რუ­ლოს.

[1]https://www.ekhokavkaza.com/a/32716991.html

[2]https://www.geostat.ge/ka/modules/categories/765/sakonlit-sagareo-vachroba

[3]https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_(nominal)

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

დიახ გვახსოვდეს "ბულკივით" გაჩუქებული გარეჯიიი და კიდევ ვუსმინე აზერბაიჯანელი ვაი აკადემიკოსების მოხსენებებს: ისინი "ამტკიცებენ" გარეჯის კომპლექსის "ალბანურ წარმოშობას" ჩეჩელაშვილო ყურები გამოიფხეკე.

ბორია
4

ვალერი ჩეჩელაშვილი ახალციხელი სომეხია.მას არ სურს ქართველებისა და აზერბაიჯანელების მეგორობა. ძალიან სერიოზული საკითხია-გადაამოწმეთ

ავტორი:

"აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აძლიერებს ორივე სახელმწიფოს" - ვალერი ჩეჩელაშვილი

"აზერბაიჯანისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აძლიერებს ორივე სახელმწიფოს" - ვალერი ჩეჩელაშვილი
  • ავტორი: ვალერი ჩეჩელაშვილი

სტატიის სათაურში გამოტანილი იდეა აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობას კითხვებს არ გაუჩენს. მის სასარგებლოდ ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება და ერთი შეხედვით თითქოს ჩანს, რომ უკვე ყველაფერი ნათელია. მაგრამ არც ასე მარტივად არის საქმე.

სტრატეგიული პარტნიორობა დიდ ურთიერთ პასუხისმგებლობას ეფუძნება და გულისხმობს თანმიმდევრულ, სისტემატურ და მრავალდონიან ურთიერთქმედებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია დღეს, როცა ორი ქვეყანა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი და მთლიანად ევროპა, განსაკუთრებით კი მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი, გეოპოლიტიკური ტურბულენტობის სივრცედ იქცა. უკრაინაში რუსეთის ბარბაროსული შეჭრის შედეგად განადგურდა საერთაშორისო ურთიერთობების ფუნქციონირების ფუნდამენტური პრინციპები, ორმხრივი ურთიერთობების ფორმატები განიცდის დინამიურ ცვლილებებს და ყოველთვის ვერ უძლებს გამოცდას. მათ შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი. უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ამის სამწუხარო მაგალითია. უკრაინელ და ქართველ დიპლომატებს უზარმაზარი ძალისხმევა მოუწევთ საიმისოდ, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები თუნდაც 2021 წლის ბოლოს არსებულ დონეს დაბრუნდნეს,. მართალია, მათ დაეხმარებათ ორი მუდმივად მოქმედი ძლიერი პოზიტიური ფაქტორი - ორი ხალხის უზომო ემოციური თანაგრძნობა ერთმანეთის მიმართ და ათასობით ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინულ-რუსულ ფრონტზე უკრაინელ ძმებთან ერთად იცავენ უკრაინის, საქართველოს და მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი საერთო სიმდიდრე და მემკვიდრეობაა, ხოლო მისი მნიშვნელობა გასცდა ორმხრივი ურთიერთობების ჩარჩოებს. ასეთი პარტნიორობის გამყარების საფუძველია ორი ხალხის ისტორიული მეგობრობა და ურთიერთობის დადებითი ემოციური ფონი, რომელიც საუკუნეებს ითვლის.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ორ ხალხს შესაძლებლობა მიეცა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაეყვანა ურთიერთობა. აზერბაიჯანულ - ქართული ურთიერთობები ბოლო ოცდაათი და მეტი წლის განმავლობაში არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ამ მიზნის მიღწევა. მსგავსი შესაძლებლობები სხვა ქვეყნებსაც გაუჩნდათ, მაგრამ ბევრმა ამ პოტენციალის გამოყენება ვერ შეძლო.

ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს გავიხსენოთ და დავაფასოთ პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევისა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განსაკუთრებული როლი ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და გაძლიერების საქმეში. რომ არა ეს ორი ლიდერი საერთაშორისო ასპარეზზე უდაო რეპუტაციითა და ავტორიტეტით, აზერბაიჯანსა და საქართველოს მეტად გაუჭირდებოდათ გასული საუკუნის მშფოთვარე 90-იანების გადალახვა. მაშინ ორივე ქვეყანა აგრესიული სეპარატიზმის საფრთხისა და ძლიერი გარე ზეწოლის პირისპირ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ორმა ლიდერმა მოახერხა არა მხოლოდ თავიანთი ქვეყნების სახელმწიფოებრიობის განმტკიცება, არამედ მთელი რიგი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რამაც აზერბაიჯანი და საქართველო გლობალური მოთამაშეების გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების რუკაზე განათავსა. რუსეთის მძლავრი ნეგატიური გავლენისა და მის მიერ ჩვენს ქვეყნებში დესტრუქციული ელემენტების ამოქმედების, ასევე აგრესიული სეპარატიზმის გავლენის იარაღად გამოყენების მიუხედევად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტანდემმა არა მხოლოდ განამტკიცა საკუთარი ქმედითუნარიანობა, არამედ ჩამოაყალიბა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის ურთიერთობები, რომელიც ანგარიშგასაწევ ფაქტორად იქცა რეგიონულ და გლობალურ საერთაშორისო ურთიერთობებში.

ორმხრივი ურთიერთობების ეს ხარისხი არა მხოლოდ ჩვენი საერთო აქტივია, ის აგრეთვე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. უბრალოდ მისი მოცემულობად აღქმა და ურთიერთქმედების მიღწეული დონის პასიურად გამოყენება იქნებოდა პოლიტიკური ახლომხედველობის უკიდურესი გამოვლინება. აუცილებელია მუდმივი, სისტემატური, აქტიური, მრავალდონიანი დიალოგი ორმხრივ ფორმატში და საერთაშორისო პლატფორმებზე, პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ვექტორების მუდმივი შეჯერება. ამისთვის რესურსები, განსაკუთრებით ადამიანური, არ უნდა დაიზოგოს.

დღეს თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს ტრანსკასპიური და ევროპული მიმართულება. აზერბაიჯასა და საქართველოს უკავია კრიტიკულად მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური სივრცე კასპიის და შავ ზღვებს შორის, რაც ცენტრალური დერეფნის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ხოლო ცენტრალური დერეფნის მნიშვნელობა განუზომლად გაიზარდა რუსეთისა და ირანის მიმართ შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მკაცრი სანქციების პოლიტიკის ფონზე.

ისეთი პროექტების წარმატება, როგორიცაა ტრანსკასპიური მილსადენის სისტემები ან „მწვანე ენერგიის კაბელი“ აზერბაიჯანიდან საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ევროკავშირამდე, დამოკიდებულია ორი ქვეყნის კომპეტენტურ და კოორდინირებულ მუშაობაზე, რაც არსებითად სტრატეგიული პარტნიორობის არსს წარმოადგენს.

საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ახალ განზომილებას ანიჭებს ორმხრივ ურთიერთობებს. საქართველოს მომავალი გაწევრიანება ევროკავშირში ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს, თურქეთის მსგავსად, ექნება სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან; აზერბაიჯანს, ისევე როგორც თურქეთს, გაუჩნდება სანდო დასაყრდენი პარტნიორი ევროკავშირში, რომელიც ორგანიზაციას უკეთ გაააზრებინებს აზერბაიჯანისა და თურქეთის ინტერესებსა და პრიორიტეტებს. ევროკავშირის სივრცის გაჩენა სამხრეთ კავკასიაში ნიშნავს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას პოზიტიური კონტექსტის მდგენელით რეგიონის ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისთვის. სწორედ ეს გარემოება ხაზგასმით აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ბატონმა ილჰამ ალიევმა ფორუმზე „ყარაბაღი: სახლში დაბრუნება 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“. მისი სიტყვებით, „...ჩვენ შევძელით წარმოგვეჩინა საკუთარი თავი - ორივე ქვეყანა - როგორც ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდი ევროპაში..., ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში, ვუსურვებ წარმატებებს ქართველ მეგობრებს ამ საქმეში. და ვულოცავ მათ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას»[1].

ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საგარეო ვაჭრობის სფეროში დინამიურად ვითარდება. ქვემოთ მოყვანილია საქართველოს მთავარი საგარეო სავაჭრო პარტნიორების ცხრილი ( მილიონი აშშ დოლარი)[2]

ფორმალურად, საქართველოს მესამე სავაჭრო პარტნიორია აშშ, რომელთან სავაჭრო ბრუნვა 2,046 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ეს განპირობებულია იმპორტში მსუბუქი მეორადი ავტომობილების სავაჭრო პოზიციის ტოტალური დომინირებით - 1,832 მლნ. აშშ დოლარი. ასე რომ, აზერბაიჯანი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სიაში მყარ მეოთხე ადგილს იკავებს, ჩინეთს ფეხდაფეხ. ალბათ, ეს შესაძლოა წარმატებათაც ჩაითვალოს, თუმცა იყო წლები, როდესაც აზერბაიჯანი საქართველოს მეორე სავაჭრო პარტნიორი იყო თურქეთის შემდეგ. თვალშისაცემია, რომ საქართველოდან მეორადი მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ელვისებურად იზრდება, და დიდი ალბათობით, შემდგომი ექსპორტის საგანი ხდება. ზოგადად, სავაჭრო ბრუნვის სტრუქტურა ხასიათდება ინერციულობით, იშვიათად ჩნდება ახალი სავაჭრო პოზიციები. ორმხრივი ვაჭრობის ექსტენსიური ზრდის შესაძლებლობები თითქმის ამოწურულია. დროა ვიფიქროთ ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო ღრმა ფორმებზე, მაგალითად, სამრეწველო კოოპერაციაზე, ერთობლივ საწარმოებზე და ა.შ. ურთიერთობების ეს ხარისხი მოითხოვს როგორც ბიზნესის, ისე სამთავრობო უწყებების ახალ ხედვას და ურთიერთქმედების განსხვაბებულ ხარისხს.

არის კი ეს შესრულებადი ამოცანა? რა უშლის ხელს დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე განვითარებას?

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოს ხელმძღვანელობის ხშირი ცვლილებაა, რომლის მოტივები აზერბაიჯანში ყოველთვის არ ესმით. ახლა ისევ გვყავს ახალი პრემიერ-მინისტრი, ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური მოწყობის შესაბამისად, ინსტიტუციური მნიშვნელობით პირველი პირია. რამდენი დრო დასჭირდება მას, რომ სრულფასოვნად გაერკვეს აზერბაიჯანულ-ქართულ ურთიერთობებში, ცნობიერებაში გაატაროს მისი მნიშვნელობა და გაიაზროს, რომ აზერბაიჯანთან სტრატეგიულ პარტნიორობას ალტერნატივა არ გააჩნია როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ასევე მრავალმხრივი საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში?

რამდენად მალე მიაღწევს აზერბაიჯანის ლიდერთან ურთიერთობებში მისი ნდობის დონე თუნდაც ყოფილი პრემიერის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ნდობის დონეს? მინდა მჯეროდეს, რომ ამას ხელს შეუწყობს დარგობრივი უწყებების საბაზისო საქმიანობა და, უპირველეს ყოვლისა, საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ თვალსაზრისით, აზერბაიჯანისა და საქართველოს წარმომადგენლებისა და დიპლომატების ვიზიტების და ზოგადად შეხვედრების სიხშირე ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი.

კარგად გვახსოვს დრო, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები თითქმის ყოველ კვირას ხვდებოდნენ ან ესაუბრობდნენ ერთმანეთს. ამ დიალოგს ზურგს უმაგრებდენ დარგობრივი უწყებები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების დირექტორები და ორი ქვეყნის საელჩოები. დღეს ასეთი კონტაქტების დეფიციტის განცდაა. ძალიან მინდა, რომ ამ შეფასებებში ვცდებოდე.

2023 წელს აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გაავრცელა სუვერენიტეტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს კარგია არა მხოლოდ აზერბაიჯანისთვის, არამედ მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვის. ეს არის რეგიონში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენის პირველი პრეცედენტი, რაც სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისა და მისი სტაბილურობისა და ინტეგრაციის რეგიონად გარდაქმნის შესაძლებლობებს აჩენს. ხოლო ჩვენი საერთო რეგიონი - სამხრეთ კავკასია - უკვე საკმაოდ ხელშესახებ ეკონომიკურ წონას იძენს. სამი ქვეყნის ჯამური ნომინალური მშპ 131,955 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან სომხეთი - 24,540 მილიონი აშშ დოლარი, აზერბაიჯანი - 77,392 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო საქართველო – $30,023 მილიონი აშშ დოლარი (სსფ-ის 2023 წლის შეფასება[3]).

ამ ფონზე სავსებით მოსალოდნელი იყო, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ბ-ნ ილჰამ ალიევის ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით კითხვები არ იქნებოდა. არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მხარდაჭერის პროცენტი 90%-ზე მეტი იქნებოდა, რაც გამართლდა კიდეც. მაგრამ სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ასევე რეგიონული სტაბილურობის კომპონენტს წარმოადგენს. ჩნდება იმედი, რომ სამშვიდობო პროცესი ახალ იმპულსს შეიძენს. ხოლო აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიულმა პარტნიორობამ შესაძლოა ამ პროცესში დადებითი მხარდამჭერი ფაქტორის როლი შეასრულოს.

[1]https://www.ekhokavkaza.com/a/32716991.html

[2]https://www.geostat.ge/ka/modules/categories/765/sakonlit-sagareo-vachroba

[3]https://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_(nominal)