"ერთი სული მაქვს ჩამოვიდე..." - ილია თოფურიას პირველი სატელევიზიო კომენტარი გამარჯვების შემდეგ, სადაც მან ქართულად ისაუბრა.
UFC 298-ზე საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი ნოკაუტით დაამარცხა.
პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მებრძოლებმა რამდენიმე კარგი დარტყმა გაცვალეს.
მეორე რაუნდში კი ქართველმა თავის სტილში, ბრწყინვალე კომბინაციით ავსტრალიელი მებრძოლი დაანოკაუტა.
ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლი გახდა, რომელიც UFC-ის ჩემპიონია. "მატადორის" ანგარიშზე 15 ჩატარებული ბრძოლა და ამდენივე გამარჯვებაა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ამავე ღონისძიებაზე საკუთარი ბრძოლა მოიგო მეორე მერაბ დვალიშვილმა. ქართველმა მექსიკელი ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
ასევე იხილეთ:
ჩვენც ერთი სული გვაქვს, რომ ჩამოხვიდე!
შენ გენაცვალე...: