პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილ თურქ მსახიობს მილიარდერი საქმროს ოჯახი იწუნებს: რას წერს მედია ჰაკანისა და ჰანდეს სკანდალურ რომანზე - "წყვილს ოჯახის პირადი თვითმფრინავით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს"
ცნობილ თურქ მსახიობს მილიარდერი საქმროს ოჯახი იწუნებს: რას წერს მედია ჰაკანისა და ჰანდეს სკანდალურ რომანზე - "წყვილს ოჯახის პირადი თვითმფრინავით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს"

2024 წლის იან­ვრის და­სა­წყის­ში თურ­ქუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი წერ­დნენ, რომ მი­ლი­არ­დე­რი ოჯა­ხის შვი­ლი ჰა­კან სა­ბან­ჯი და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ჰან­დე ერ­ჩე­ლი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, რო­დე­საც წყვი­ლი ბა­ლი­დან ბრუნ­დე­ბო­და, მსა­ხი­ობ­მა თქვა, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია ყალ­ბია და თუ და­ქორ­წი­ნე­ბას გა­და­წყვეტ­დნენ, ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პირ­ველ რიგ­ში, მათ­გან შე­ი­ტყობ­დნენ.

თურ­ქუ­ლი მე­დია წერს, რომ თუ უნდა ჰან­დეს მი­ლი­არ­დე­რე­ბის რძა­ლი გახ­დეს, მა­შინ კა­რი­ე­რა უნდა და­ას­რუ­ლოს, რათა ჰა­კა­ნის დე­დას თავი მო­ა­წო­ნოს.

ჰან­დე ერ­ჩელ­მა უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას თავს ანე­ბებს. რო­გორც თურ­ქულ მე­დი­ას გა­ნუ­ცხა­და, ქალ­მა უკვე აირ­ჩია ახა­ლი პრო­ექ­ტი და აქ­ტი­უ­რად კი­თხუ­ლობს სცე­ნარს. და სუ­ლაც არ გეგ­მავს კა­რი­ე­რის მი­ტო­ვე­ბას მი­ლი­არ­დერ­ზე და­ქორ­წი­ნე­ბის მიზ­ნით.

ჰან­დე და ჰა­კა­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად

"ან სა­ბან­ჩის ოჯა­ხი მი­მი­ღებს ისეთს, რო­გო­რიც ვარ, ან"... ისი­ნი და­შორ­დე­ბი­ან, რად­გან თურ­ქი ქალი არ აპი­რებს და­კარ­გოს ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც მი­აღ­წია, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ თით­ზე ბე­ჭე­დი გა­ი­კე­თოს, - ცი­ტი­რებს მსა­ხი­ობს ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ბან­ჯე­ბის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ წყა­რო­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით მე­დია წერს, რომ ოჯა­ხე­ბი ქორ­წი­ლის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან, რო­მე­ლიც ზა­ფხულ­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა

უკვე ერთი წე­ლია, რაც თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის ვარ­სკვლა­ვი ბიზ­ნეს­მენ ჰა­კან სა­ბან­ჯის ხვდე­ბა. წყვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბას არ ასა­ჯა­რო­ებს, უფრო მე­ტიც, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი რო­მანს სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­დნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 32 წლის სა­ბან­ჩი თურ­ქე­თის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი ოჯა­ხის მემ­კვიდ­რეა. ისი­ნი ფლო­ბენ Densa Holding-ს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მე­ტია.

ერ­ჩე­ლი­სა და სა­ბან­ჩის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი პირ­ვე­ლად 2023 წლის და­სა­წყის­ში და­ი­წყეს. შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ წყვილ­მა ახა­ლი წელი მსა­ხი­ო­ბის სახ­ლში ერ­თად აღ­ნიშ­ნა. უკვე მარ­ტში შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თად წა­ვიდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად ფი­ნეთ­ში.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი იშ­ვი­ა­თი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი­დან კარ­გად ჩანს, რომ ჰან­დე და ჰა­კა­ნი მარ­თლაც გიჟ­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე. თუმ­ცა, ბიზ­ნეს­მე­ნის მშობ­ლებს მო­მა­ვა­ლი რძა­ლი არ მოს­წონთ. ამ­ბო­ბენ, რომ სწო­რედ ამი­ტომ არ მის­ცეს შვილს პი­რა­დი თვითმფრი­ნა­ვით შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა.

ჰა­კა­ნის მშობ­ლე­ბი, არზუ და ომერ სა­ბან­ჩი არ არი­ან სა­ჯა­რო ადა­მი­ა­ნე­ბი. ისი­ნი საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თად იძ­ლე­ვი­ან ინ­ტერ­ვი­უ­ებს, მაგ­რამ Beyaz TV-ზე ერთ-ერთ შო­უ­ში, ბიზ­ნეს­მე­ნის დე­დამ თქვა, რომ ჰან­დეს არ აქვს შან­სი მათი ოჯა­ხის წევ­რი გახ­დეს. ამის შემ­დეგ მა­ლე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ არ­ზუმ პრე­სა­ში სტა­ტია შე­უკ­ვე­თა, სა­დაც ეწე­რა, რომ ჰან­დე მხო­ლოდ ფუ­ლის გამო ხვდე­ბო­და ჰა­კანს.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი სა­დე­დამ­თი­ლოს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ. ისი­ნი მა­ლე­ვე წა­ვიდ­ნენ და­სას­ვე­ნებ­ლად - კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში, სა­დაც სა­ბან­ჩიმ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად და­სას­ვე­ნებ­ლად იახ­ტა იყი­და.

არ­სე­ბობს ჭო­რე­ბი, რომ გა­სულ წელს ჰა­კა­ნი და ჰან­დე მცი­რე ხნით და­შორ­დნენ, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ ისი­ნი კვლავ შე­რიგ­დნენ. ზო­გა­დად, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან ჰგავს თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის სი­უ­ჟეტს.

რა­ტომ არ მოს­წონს დე­დამ­თილს მო­მა­ვა­ლი სარ­ძლო

მო­მა­ვალ სა­დე­დამ­თი­ლოს, არზუ სა­ბან­ჩის არ უნდა, რომ მსა­ხი­ო­ბი რძა­ლი ჰყავ­დეს. ამის შე­სა­ხებ ყო­ველ­თვის ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ქალ­მა თავი უნდა და­ა­ნე­ბოს კა­რი­ე­რას, რათა მი­ლი­არ­დე­რე­ბის ოჯა­ხის „ღირ­სი“ გახ­დეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ქალს მე­ო­რე ვა­ჟის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ოზგე ულუც არ მოს­წონ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ქორ­წი­ლის­კენ მი­დი­ო­და, რად­გან წყვილს სე­რი­ო­ზუ­ლი და ხან­გრძლი­ვი რო­მა­ნი ჰქონ­და, ისი­ნი ბოლო მო­მენ­ტში და­შორ­დნენ. რო­გორც ჩანს, არ­ზუმ იცის, რო­გორ მო­ახ­დი­ნოს გავ­ლე­ნა შვი­ლებ­ზე. და თუ ჰან­დე ერ­ჩე­ლი არ და­თან­ხმდე­ბა მის პი­რო­ბებს, მა­შინ ჰა­კან­თან ზღაპ­რუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მისი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის კი­დევ ერთი ფურ­ცე­ლი გახ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
11

ვაიმე რა გავიგე,როგორ დავიძინო ახლა.

ისე თურქი რო გიცინის,მაშინ იყავი ფრთხილად,ამათზე ვერაგი ხალხი არ გაჩენილა,პირადი გამოცდილებიდან გიზიარებთ

ნანა
17

დედამთილი მომეწონა, მაგარი გოგო იქნებოდა

ავტორი:

ცნობილ თურქ მსახიობს მილიარდერი საქმროს ოჯახი იწუნებს: რას წერს მედია ჰაკანისა და ჰანდეს სკანდალურ რომანზე - "წყვილს ოჯახის პირადი თვითმფრინავით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს"

ცნობილ თურქ მსახიობს მილიარდერი საქმროს ოჯახი იწუნებს: რას წერს მედია ჰაკანისა და ჰანდეს სკანდალურ რომანზე - "წყვილს ოჯახის პირადი თვითმფრინავით სარგებლობის უფლებაც არ მისცეს"

2024 წლის იანვრის დასაწყისში თურქული გამოცემები წერდნენ, რომ მილიარდერი ოჯახის შვილი ჰაკან საბანჯი და ცნობილი მსახიობი ჰანდე ერჩელი ქორწილისთვის ემზადებიან. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც წყვილი ბალიდან ბრუნდებოდა, მსახიობმა თქვა, რომ ეს ინფორმაცია ყალბია და თუ დაქორწინებას გადაწყვეტდნენ, ამის შესახებ ჟურნალისტები პირველ რიგში, მათგან შეიტყობდნენ.

თურქული მედია წერს, რომ თუ უნდა ჰანდეს მილიარდერების რძალი გახდეს, მაშინ კარიერა უნდა დაასრულოს, რათა ჰაკანის დედას თავი მოაწონოს.

ჰანდე ერჩელმა უარყო ინფორმაცია, რომ ის სამსახიობო კარიერას თავს ანებებს. როგორც თურქულ მედიას განუცხადა, ქალმა უკვე აირჩია ახალი პროექტი და აქტიურად კითხულობს სცენარს. და სულაც არ გეგმავს კარიერის მიტოვებას მილიარდერზე დაქორწინების მიზნით.

ჰანდე და ჰაკანი მეგობრებთან ერთად

"ან საბანჩის ოჯახი მიმიღებს ისეთს, როგორიც ვარ, ან"... ისინი დაშორდებიან, რადგან თურქი ქალი არ აპირებს დაკარგოს ყველაფერი, რასაც მიაღწია, მხოლოდ იმისთვის, რომ თითზე ბეჭედი გაიკეთოს, - ციტირებს მსახიობს ადგილობრივი მედია.

მიუხედავად ამისა, საბანჯების ოჯახთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით მედია წერს, რომ ოჯახები ქორწილისთვის ემზადებიან, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

სიყვარულის ისტორია და ოჯახის წინააღმდეგობა

უკვე ერთი წელია, რაც თურქული სერიალის ვარსკვლავი ბიზნესმენ ჰაკან საბანჯის ხვდება. წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებს, უფრო მეტიც, გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეყვარებულები რომანს საიდუმლოდ ინახავდნენ.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის საბანჩი თურქეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის მემკვიდრეა. ისინი ფლობენ Densa Holding-ს, რომლის ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია.

ერჩელისა და საბანჩის ურთიერთობაზე საუბარი პირველად 2023 წლის დასაწყისში დაიწყეს. შემდეგ გაირკვა, რომ წყვილმა ახალი წელი მსახიობის სახლში ერთად აღნიშნა. უკვე მარტში შეყვარებულები ერთად წავიდნენ დასასვენებლად ფინეთში.

ინტერნეტში გავრცელებული იშვიათი ერთობლივი ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ ჰანდე და ჰაკანი მართლაც გიჟდებიან ერთმანეთზე. თუმცა, ბიზნესმენის მშობლებს მომავალი რძალი არ მოსწონთ. ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ არ მისცეს შვილს პირადი თვითმფრინავით შეყვარებულთან ერთად დასასვენებლად სარგებლობის უფლება.

ჰაკანის მშობლები, არზუ და ომერ საბანჩი არ არიან საჯარო ადამიანები. ისინი საკმაოდ იშვიათად იძლევიან ინტერვიუებს, მაგრამ Beyaz TV-ზე ერთ-ერთ შოუში, ბიზნესმენის დედამ თქვა, რომ ჰანდეს არ აქვს შანსი მათი ოჯახის წევრი გახდეს. ამის შემდეგ მალევე ცნობილი გახდა, რომ არზუმ პრესაში სტატია შეუკვეთა, სადაც ეწერა, რომ ჰანდე მხოლოდ ფულის გამო ხვდებოდა ჰაკანს.

შეყვარებულები სადედამთილოს წინააღმდეგობას ყურადღებას არ აქცევენ. ისინი მალევე წავიდნენ დასასვენებლად - კოპენჰაგენში, სადაც საბანჩიმ მსახიობთან ერთად დასასვენებლად იახტა იყიდა.

არსებობს ჭორები, რომ გასულ წელს ჰაკანი და ჰანდე მცირე ხნით დაშორდნენ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ. ზოგადად, მათი ურთიერთობა ძალიან ჰგავს თურქული სერიალის სიუჟეტს.

რატომ არ მოსწონს დედამთილს მომავალი სარძლო

მომავალ სადედამთილოს, არზუ საბანჩის არ უნდა, რომ მსახიობი რძალი ჰყავდეს. ამის შესახებ ყოველთვის ხმამაღლა საუბრობს. სხვა შემთხვევაში, ქალმა თავი უნდა დაანებოს კარიერას, რათა მილიარდერების ოჯახის „ღირსი“ გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ქალს მეორე ვაჟის შეყვარებული, ოზგე ულუც არ მოსწონდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ქორწილისკენ მიდიოდა, რადგან წყვილს სერიოზული და ხანგრძლივი რომანი ჰქონდა, ისინი ბოლო მომენტში დაშორდნენ. როგორც ჩანს, არზუმ იცის, როგორ მოახდინოს გავლენა შვილებზე. და თუ ჰანდე ერჩელი არ დათანხმდება მის პირობებს, მაშინ ჰაკანთან ზღაპრული სიყვარული მისი პირადი ცხოვრების კიდევ ერთი ფურცელი გახდება.