184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.
"საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი.
დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 6.5 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+33%, 1 დეკემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდში, შესაბამისად. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 199,898 ლარს, იპოთეკურის 52,210 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 22,124 ლარს შეადგენს... წაიკითხეთ ვრცლად
როდიდან ეგ არ წერია
ერთ ერთ ძალიან ცნობილ კომპანიაში ვმუშაობდი,უფროსობამ იფიქრა იფიქრა ხელფასები თუ როგორ დაეკლოთ და მოიფიქრეს,ამიერიდან საათობრივ ანაზღაურებაზე გადაგიყვანთო და ხელფასი გაგეზრდებათო თუ ევროპაა ევროპა იყოსო :) რეალურად პირიქით მოხდა დაგვაკლეს,ძალიან გავს ეხლანდელი მევახშეების მოქმედება აღნიშნულ ამბავს :)