მსოფლიო
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 საინტერესო ფაქტი ანე ფრანკის შესახებ და ჩანაწერები, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა
5 საინტერესო ფაქტი ანე ფრანკის შესახებ და ჩანაწერები, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა

ანე ფრან­კი სულ რა­ღაც 16 წლის ასაკ­ში და­ი­ღუ­პა, თუმ­ცა გო­გო­ნას ჩა­ნა­წე­რებ­მა მისი სა­ხე­ლი სა­მუ­და­მოდ დაგ­ვა­მახ­სოვ­რა. მისი დღი­უ­რი წარ­მო­ად­გენს ერთ-ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რა სა­ზა­რე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მი­უ­ძღვით ფა­შის­ტებს კა­ცობ­რი­ო­ბის მი­მართ.

ჩა­ნა­წე­რე­ბი აღ­წერს, რო­გორ იმა­ლე­ბოდ­ნენ ოჯა­ხე­ბი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა ნა­ცის­ტებს ნი­დერ­ლან­დე­ბი ჰქონ­დათ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი. ფრან­კე­ბი­სა და ვან პელ­სე­ბის ოჯა­ხე­ბი და მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ებ­რა­ე­ლი სტო­მა­ტო­ლო­გი ცხოვ­რობ­დნენ ანეს მა­მის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­ის შე­ნო­ბა­ში, რათა ნა­ცის­ტებს არ და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნათ ისი­ნი.

ანეს ჩა­ნა­წე­რე­ბი მე­ტყვე­ლებს გო­გო­ნას მხატ­ვრულ ნიჭ­ზე, მის უნარ­ზე, სა­ინ­ტე­რე­სოდ, სი­ცხა­დით გად­მოს­ცეს ის­ტო­რი­ე­ბი. წიგ­ნად და­ბეჭ­დილ დღი­ურს უკვე 70 წელ­ზე მე­ტია, თა­ო­ბე­ბი კი­თხუ­ლო­ბენ და ის კვლა­ვაც და კვლა­ვაც გა­მო­ი­ცე­მა.

ახა­ლი, სრულ­ყო­ფი­ლი გა­მო­ცე­მა წელს, 19 თე­ბერ­ვლი­დან წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­ში კვლა­ვაც გა­მოჩ­ნდე­ბა. რო­გორც „პა­ლიტ­რა L-ში“ გან­მარ­ტა­ვენ, მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ გო­გო­ნას ჩა­ნა­წე­რე­ბი წინა გა­მო­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით უფრო ავ­თენ­ტუ­რია.

გთა­ვა­ზობთ 5 სა­ინ­ტე­რე­სო ფაქტს ანე ფრან­კი­სა და მისი ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ:

1. ანეს მა­მამ, ოტო ფრან­კმა 1947 წელს ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ვერ­სია გა­მოს­ცა

წიგნს მკი­თხვე­ლი ქარ­თულ ენა­ზე პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში გა­ეც­ნო. ის დღი­უ­რის ავ­ტო­რი გო­გო­ნას მა­მის ოტო ფრან­კის შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას ეფუძ­ნე­ბო­და. ოტო ფრან­კმა, რო­მე­ლიც ოჯახ­თან ერ­თად ნი­დერ­ლან­დე­ბი­დან მა­ტა­რებ­ლით აუშ­ვიც-ბირ­კე­ნა­უს სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2 წლის შემ­დეგ ანეს ჩა­ნა­წე­რე­ბი შეკ­რი­ბა და ერთ წიგ­ნად გა­მოს­ცა. თუმ­ცა მან შვი­ლის ტექ­სტი მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით შე­ა­მოკ­ლა - ოტო ფრან­კი ფიქ­რობ­და, რომ ზო­გი­ერ­თი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლებ­შიც მისი მო­ზარ­დი ქა­ლიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ხის­ტად ეხე­ბო­და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, გუ­ლახ­დი­ლად მსჯე­ლობ­და ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე და ა.შ., უხერ­ხუ­ლი და შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხვე­ლამ­დე მი­ვი­და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, თუმ­ცა არა სრუ­ლი და ავ­თენ­ტუ­რი სა­ხით. სწო­რედ ეს ტექ­სტი ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად და, რაც ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ითარ­გმნა თარ­გმა­ნი­დან.

2. „ანე“ გო­გო­ნას შე­მოკ­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლი იყო

მისი სრუ­ლი სა­ხე­ლი იყო ანე­ლიზ მარი ფრან­კი - Anneliese Marie Frank, თუმ­ცა ანეს ეძახ­დნენ. ქარ­თუ­ლად ნა­თარ­გმნ თავ­და­პირ­ველ ვერ­სი­ებ­ში ის ანა ფრან­კად დამ­კვიდ­რდა, რისი მი­ზე­ზიც თარ­გმა­ნი­დან თარ­გმნა გახ­და.

3. სრულ­ყო­ფი­ლი ვერ­სია ქარ­თულ ენა­ზე მხო­ლოდ 2012 წელს გა­მო­ი­ცა

ჩა­ნა­წე­რე­ბი ნი­დერ­ლან­დუ­რი­დან ქარ­თუ­ლად პირ­ვე­ლად 2012 წელს ცნო­ბი­ლი ბელ­გი­ე­ლი ლი­ტე­რა­ტო­რის ინ­გრიდ დეხრა­ვეს ძა­ლის­ხმე­ვით ითარ­გმნა. დედ­ნი­დან თარ­გმნის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა სა­თა­უ­რიც - „უკა­ნა სახ­ლი - დღი­უ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბის სა­ხით“.

ამას­თან, გა­მო­ცე­მა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ის მო­ნაკ­ვე­თე­ბიც, რაც ოტო ფრან­კმა ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ამო­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვერ­სია ქარ­თულ ენა­ზე ახა­ლი ტი­რა­ჟით გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ წელს, ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა. პრო­ექ­ტის - „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო, სა­ნამ ცო­ცხა­ლი“ ხარ, პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მა სწო­რედ ანე ფრან­კის ჩა­ნა­წე­რე­ბია.

4. ფრან­კე­ბის ოჯა­ხი გერ­მა­ნი­ი­დან იყო

ანეს მამა, ოტო, ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის გერ­მა­ნე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს სწო­რედ გერ­მა­ნულ არ­მი­ა­ში მსა­ხუ­რობ­და. ნა­ცის­ტე­ბის მიერ ან­ტი­სე­მი­ტიზ­მის გაღ­ვი­ვე­ბის შემ­დეგ, 1933 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ოტო თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად ნი­დერ­ლან­დებ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. აქ ის ჯე­მის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო სა­ნე­ლებ­ლე­ბი­სა და სხვა ნედ­ლე­უ­ლის კომ­პა­ნი­ას მარ­თავ­და. 1942 წლი­დან, როცა ოჯახს სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლავ­ში გა­დას­ვლა მო­უ­წია, ოტომ ბიზ­ნეს­ზე კონ­ტრო­ლი თა­ვის ნი­დერ­ლან­დელ კო­ლე­გებს გა­და­ა­ბა­რა.

5. ანემ თა­ვი­სი დღი­უ­რის ორი ვერ­სია და­წე­რა

პირ­ვე­ლი ვერ­სია ანემ და­წე­რა დღი­ურ­ში, რო­მე­ლიც მე-13 და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად. მას შემ­დეგ, რაც ფურ­ცლე­ბი ამო­ე­წუ­რა, ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა მან სა­ვა­რა­უ­დოდ, 2 რვე­ულ­ში გა­აგ­რძე­ლა, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გარ­კვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თე­ბი და­კარ­გუ­ლია.

თა­ვი­სი დღი­უ­რი ანემ 1944 წელს გა­და­წე­რა, მას შემ­დეგ, რაც რა­დი­ო­ში მო­უს­მი­ნა მო­წო­დე­ბას, ხალ­ხს შე­ე­ნა­ხა თა­ვი­ან­თი ომის დრო­ინ­დე­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი, რათა ყვე­ლაფ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­ცის­ტე­ბის და­ნა­შა­უ­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტი­რე­ბა უფრო მარ­ტი­ვად ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

თა­ვის დღი­ურს ის Kitty-ს უწო­დებ­და. ანე ფრან­კი 1945 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. სა­ვა­რა­უ­დოდ, რო­გორც ის, ისე მისი და მარ­გო ტი­ფით და­ი­ღუპ­ნენ. დე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში მყო­ფე­ბი ნა­ცის­ტე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ.

R

5 საინტერესო ფაქტი ანე ფრანკის შესახებ და ჩანაწერები, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა

5 საინტერესო ფაქტი ანე ფრანკის შესახებ და ჩანაწერები, რომელმაც ფაშიზმის სისაზარლეს ფარდა ახადა

ანე ფრანკი სულ რაღაც 16 წლის ასაკში დაიღუპა, თუმცა გოგონას ჩანაწერებმა მისი სახელი სამუდამოდ დაგვამახსოვრა. მისი დღიური წარმოადგენს ერთ-ერთ მტკიცებულებას, რა საზარელი დანაშაული მიუძღვით ფაშისტებს კაცობრიობის მიმართ.

ჩანაწერები აღწერს, როგორ იმალებოდნენ ოჯახები ორი წლის განმავლობაში, როცა ნაცისტებს ნიდერლანდები ჰქონდათ ოკუპირებული. ფრანკებისა და ვან პელსების ოჯახები და მოგვიანებით, ებრაელი სტომატოლოგი ცხოვრობდნენ ანეს მამის კუთვნილი კომპანიის შენობაში, რათა ნაცისტებს არ დაეპატიმრებინათ ისინი.

ანეს ჩანაწერები მეტყველებს გოგონას მხატვრულ ნიჭზე, მის უნარზე, საინტერესოდ, სიცხადით გადმოსცეს ისტორიები. წიგნად დაბეჭდილ დღიურს უკვე 70 წელზე მეტია, თაობები კითხულობენ და ის კვლავაც და კვლავაც გამოიცემა.

ახალი, სრულყოფილი გამოცემა წელს, 19 თებერვლიდან წიგნის მაღაზიებში კვლავაც გამოჩნდება. როგორც „პალიტრა L-ში“ განმარტავენ, მისი განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ გოგონას ჩანაწერები წინა გამოცემებთან შედარებით უფრო ავთენტურია.

გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს ანე ფრანკისა და მისი ჩანაწერების შესახებ:

1. ანეს მამამ, ოტო ფრანკმა 1947 წელს ჩანაწერების შემოკლებული ვერსია გამოსცა

წიგნს მკითხველი ქართულ ენაზე პირველად გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გაეცნო. ის დღიურის ავტორი გოგონას მამის ოტო ფრანკის შემოკლებულ ვერსიას ეფუძნებოდა. ოტო ფრანკმა, რომელიც ოჯახთან ერთად ნიდერლანდებიდან მატარებლით აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, გათავისუფლებიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ ანეს ჩანაწერები შეკრიბა და ერთ წიგნად გამოსცა. თუმცა მან შვილის ტექსტი მორალურ-ეთიკური მიზეზებით შეამოკლა - ოტო ფრანკი ფიქრობდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომლებშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს, გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე და ა.შ., უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე მივიდა უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტური მასალა, თუმცა არა სრული და ავთენტური სახით. სწორედ ეს ტექსტი ითარგმნა ქართულად და, რაც ასევე აღსანიშნავია, ითარგმნა თარგმანიდან.

2. „ანე“ გოგონას შემოკლებული სახელი იყო

მისი სრული სახელი იყო ანელიზ მარი ფრანკი - Anneliese Marie Frank, თუმცა ანეს ეძახდნენ. ქართულად ნათარგმნ თავდაპირველ ვერსიებში ის ანა ფრანკად დამკვიდრდა, რისი მიზეზიც თარგმანიდან თარგმნა გახდა.

3. სრულყოფილი ვერსია ქართულ ენაზე მხოლოდ 2012 წელს გამოიცა

ჩანაწერები ნიდერლანდურიდან ქართულად პირველად 2012 წელს ცნობილი ბელგიელი ლიტერატორის ინგრიდ დეხრავეს ძალისხმევით ითარგმნა. დედნიდან თარგმნის შემდეგ შეიცვალა სათაურიც - „უკანა სახლი - დღიური ჩანაწერების სახით“.

ამასთან, გამოცემაში გათვალისწინებულია ის მონაკვეთებიც, რაც ოტო ფრანკმა ჩანაწერებიდან ამოიღო. აღნიშნული ვერსია ქართულ ენაზე ახალი ტირაჟით გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ წელს, ახალი პროექტის ფარგლებში გამოსცა. პროექტის - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი“ ხარ, პირველი გამოცემა სწორედ ანე ფრანკის ჩანაწერებია.

4. ფრანკების ოჯახი გერმანიიდან იყო

ანეს მამა, ოტო, ებრაული წარმოშობის გერმანელი ბიზნესმენი იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს სწორედ გერმანულ არმიაში მსახურობდა. ნაცისტების მიერ ანტისემიტიზმის გაღვივების შემდეგ, 1933 წლის შემოდგომაზე ოტო თავის ოჯახთან ერთად ნიდერლანდებში გადავიდა საცხოვრებლად. აქ ის ჯემის წარმოებისთვის საჭირო სანელებლებისა და სხვა ნედლეულის კომპანიას მართავდა. 1942 წლიდან, როცა ოჯახს საიდუმლო სამალავში გადასვლა მოუწია, ოტომ ბიზნესზე კონტროლი თავის ნიდერლანდელ კოლეგებს გადააბარა.

5. ანემ თავისი დღიურის ორი ვერსია დაწერა

პირველი ვერსია ანემ დაწერა დღიურში, რომელიც მე-13 დაბადების დღეზე მიიღო საჩუქრად. მას შემდეგ, რაც ფურცლები ამოეწურა, ჩანაწერების გაკეთება მან სავარაუდოდ, 2 რვეულში გააგრძელა, თუმცა ვარაუდობენ, რომ გარკვეული მონაკვეთები დაკარგულია.

თავისი დღიური ანემ 1944 წელს გადაწერა, მას შემდეგ, რაც რადიოში მოუსმინა მოწოდებას, ხალხს შეენახა თავიანთი ომის დროინდელი ჩანაწერები, რათა ყველაფრის დასრულების შემდეგ ნაცისტების დანაშაულების დოკუმენტირება უფრო მარტივად ყოფილიყო შესაძლებელი.

თავის დღიურს ის Kitty-ს უწოდებდა. ანე ფრანკი 1945 წელს გარდაიცვალა. სავარაუდოდ, როგორც ის, ისე მისი და მარგო ტიფით დაიღუპნენ. დების გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკში მყოფები ნაცისტებისგან გათავისუფლდნენ.

R