პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარტო სახლში"-ს ვარსკვლავი საავადმყოფოში გადაიყვანეს - როგორია "ბოროტი ბაზის" ჯანმრთელობის მდგომარეობა?
"მარტო სახლში"-ს ვარსკვლავი საავადმყოფოში გადაიყვანეს - როგორია "ბოროტი ბაზის" ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ფილმ "მარ­ტო სახ­ლში"-ს ვარ­სკვლა­ვის, დე­ვინ რეტ­რე­ის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას ეხე­ბა, მას შემ­დეგ გა­და­ი­დო, რაც მსა­ხი­ო­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსა­ხი­ო­ბი "კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში" იყო, თუმ­ცა ახლა თავს უკეთ გრძნობს.

დე­ვინ რეტ­რეი 13 წლის ასაკ­ში ფილ­მის - "მარ­ტო სახ­ლში“ გმი­რის კე­ვინ მა­კა­ლის­ტე­რის ბო­რო­ტი ძმის - ბა­ზის რო­ლით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი

TMZ-ის ცნო­ბით, 47 წლის რეტ­რე­ის ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა წევ­რმა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მსა­ხი­ო­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­დან უკვე გა­მო­წე­რეს და ის ახლა ექი­მის მი­თი­თე­ბის მი­ხედ­ვით, სახ­ლში მკურ­ნა­ლობს.

რეტ­რე­ის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი მწი­რია და ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ და რო­დის მოხ­ვდა მსა­ხი­ო­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, არ ვრცელ­დე­ბა.

მსა­ხი­ო­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს რაც შე­ე­ხე­ბა, ის ორ­შა­ბათს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, თუმ­ცა ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, თე­ბერ­ვლის­თვის გა­და­ი­დო. 2022 წელს მსა­ხი­ო­ბი ლიზა სმიტ­მა და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რომ მას ჩუ­მად სას­მელ­ში ნარ­კო­ტი­კი ჩა­უ­ყა­რა, შემ­დეგ კი სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და. რეტ­რე­იმ მის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ყვე­ლა ბრალ­დე­ბა უარ­ყო.

რეტ­რეი ერთი წლით ადრე ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბი­თაც და­ა­კა­ვეს. მსა­ხი­ობს მისი მა­შინ­დე­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის დახ­რჩო­ბის მცდე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და ბრა­ლი. რო­გორც იმ პე­რი­ოდ­ში Dailymail-ი იტყო­ბი­ნე­ბო­და, 44 წლის მსა­ხი­ო­ბი პო­ლი­ცი­ა­ში სა­კუ­თა­რი ფე­ხით მი­ვი­და და ჩა­ბარ­და. ის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 25 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ქართველი
1

ზუსტად კი მოერგო იმ ფილმს😀 უხ როგორ ნერვებს მიშლიდააა😁😁 

ავტორი:

"მარტო სახლში"-ს ვარსკვლავი საავადმყოფოში გადაიყვანეს - როგორია "ბოროტი ბაზის" ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"მარტო სახლში"-ს ვარსკვლავი საავადმყოფოში გადაიყვანეს - როგორია "ბოროტი ბაზის" ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ფილმ "მარტო სახლში"-ს ვარსკვლავის, დევინ რეტრეის სასამართლო პროცესი, რომელიც ოჯახურ ძალადობას ეხება, მას შემდეგ გადაიდო, რაც მსახიობი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მსახიობი "კრიტიკულ მდგომარეობაში" იყო, თუმცა ახლა თავს უკეთ გრძნობს.

დევინ რეტრეი 13 წლის ასაკში ფილმის - "მარტო სახლში“ გმირის კევინ მაკალისტერის ბოროტი ძმის - ბაზის როლით გახდა პოპულარული

TMZ-ის ცნობით, 47 წლის რეტრეის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა დაადასტურა, რომ მსახიობი საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს და ის ახლა ექიმის მითითების მიხედვით, სახლში მკურნალობს.

რეტრეის ჰოსპიტალიზაციის შესახებ დეტალები მწირია და ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ და როდის მოხვდა მსახიობი საავადმყოფოში, არ ვრცელდება.

მსახიობის სასამართლო პროცესს რაც შეეხება, ის ორშაბათს უნდა დაწყებულიყო, თუმცა ბოლო ინფორმაციით, თებერვლისთვის გადაიდო. 2022 წელს მსახიობი ლიზა სმიტმა დაადანაშაულა, რომ მას ჩუმად სასმელში ნარკოტიკი ჩაუყარა, შემდეგ კი სექსუალურად იძალადა. რეტრეიმ მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდება უარყო.

რეტრეი ერთი წლით ადრე ოჯახური ძალადობის ბრალდებითაც დააკავეს. მსახიობს მისი მაშინდელი შეყვარებულის დახრჩობის მცდელობაში ედებოდა ბრალი. როგორც იმ პერიოდში Dailymail-ი იტყობინებოდა, 44 წლის მსახიობი პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა და ჩაბარდა. ის, მოგვიანებით, 25 000 დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა