სამართალი

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
Faceამბები
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პანიკისგან ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა... ასეთი არაფერი მინახავს" - რას ჰყვებიან ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის თვითმხილველები
"პანიკისგან ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა... ასეთი არაფერი მინახავს" - რას ჰყვებიან ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის თვითმხილველები

ჩი­ნეთ­ში, ყირ­გი­ზეთ-სინ­ძი­ა­ნის სა­სა­ზღვრო რე­გი­ონ­ში 7,01 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოხ­და. მი­წისძვრა იგ­რძნო­ბო­და რუ­სეთ­ში, ყა­ზა­ხეთ­ში და უზ­ბე­კეთ­შიც. და­შა­ვე­ბულ­თა ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ყა­ზა­ხე­თის ქა­ლაქ ალ­მა­თი­ში და­ფიქ­სირ­და - 44 ადა­მი­ა­ნი. ჩი­ნეთ­ში, მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი სოფ­ლად იყო, და­შავ­და ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, პა­ნი­კის­გან ხალ­ხი ფან­ჯრე­ბი­დან ხტე­ბო­და.

  • მი­წისძვრის შე­დე­გე­ბი ყა­ზა­ხეთ­ში

ყა­ზა­ხე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მი­წისძვრის შე­დე­გად 44 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და, მათ­გან 10 ბავ­შვია. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ქა­ლა­ქის სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და.

ყა­ზა­ხე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ალი­ხან სმა­ი­ლო­ვის თქმით, მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ნო­ბი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას ფან­ჯრი­დან გა­დახ­ტო­მით ცდი­ლობ­და: "ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც დრო­უ­ლად ვერ მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია... პა­ნი­კა­ში არი­ან. ისი­ნი მე­ო­რე ან მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან გად­მოხ­ტო­მის შე­დე­გად და­შავ­დნენ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი სის­ტე­მე­ბის დრო­უ­ლად ამოქ­მე­დე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გაგ­ზავ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

ქვეყ­ნის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, მი­წისძვრა ყა­ზა­ხე­თის სამ მე­გა­ქა­ლაქ­სა და ხუთ რე­გი­ონ­ში იგ­რძნო­ბო­და. ეპი­ცენ­ტრი ალ­მა­თი­დან 264 კი­ლო­მეტრში, ყირ­გი­ზე­თის და ჩი­ნე­თის სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი, 5 მაგ­ნი­ტუ­და (MSK-64 შკა­ლით) ალ­მა­თი­ში სამ­შა­ბათს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 00:00 სა­ათ­ზე და­ფიქ­სირ­და.

"იმ მო­მენ­ტში სა­ში­ნელ შოკ­ში ვი­ყა­ვი. თა­ვი­დან ვი­ფიქ­რე, რომ მეჩ­ვე­ნე­ბო­და. ჩემი აზ­რით, მი­წისძვრა მხო­ლოდ 10 წამს გაგ­რძელ­და. ქუ­ჩა­ში გა­ვი­ქე­ცი და და­ვი­ნა­ხე იქ მდგო­მი მე­ზობ­ლე­ბი. ზოგს პი­ჟა­მაა ეცვა, ბავ­შვე­ბი კი სა­ბან­ში ჰყავ­დათ გახ­ვე­უ­ლი - მათი ჩაც­მის დროც კი არ ჰქონ­დათ. ამ ქა­ლაქ­ში 1999 წლი­დან ვცხოვ­რობ და ვა­ღი­ა­რებ, რომ მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ნა­ხავს", - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას.

მი­წისძვრის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბამ ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტა, რა­მაც გზებ­ზე და ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე სა­ცო­ბი შექ­მნა. სე­ის­მო­ლო­გე­ბის თქმით, ამ დროს სად­გურ­ზე ყოფ­ნა სა­ხი­ფა­თოა.

"თუ მი­წისძვრა გან­მე­ორ­და, ეს ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რის აფეთ­ქე­ბას გა­მო­იწ­ვევს" - ამ­ბო­ბენ ისი­ნი.

ალ­მა­თის გარ­და, 2-4 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა მოხ­და ქა­ლაქ შიმ­კენ­ტის, ჟამ­ბი­ლი­სა და ჟე­ტი­სუს რე­გი­ო­ნებ­ში. ის ასე­ვე იგ­რძნო­ბო­და ას­ტა­ნას, ყა­რა­გან­დას და აღ­მო­სავ­ლეთ ყა­ზა­ხე­თის რე­გი­ო­ნებ­შიც.

ყა­ზა­ხე­თის პრე­ზი­დენ­ტი კა­სიმ-ჟო­მარტ ტო­კა­ე­ვი ალ­მათს 24-25 იან­ვარს ეწ­ვე­ვა.

  • შე­დე­გე­ბი ჩი­ნეთ­სა და სხვა ქვეყ­ნებ­ში

7,1 მაგ­ნი­ტუ­დის მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და ჩი­ნეთ­ში, უშის ოლ­ქში. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 6 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

ჩი­ნუ­რი გა­ზე­თის Huanqiu Shibao-ს ცნო­ბით, უშის ოლ­ქში 90 ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიძ­გე­ბის ეპი­ცენ­ტრი მთებ­ში იყო, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა "უკი­დუ­რე­სად მცი­რეა“. ეპი­ცენ­ტრის გარ­შე­მო 20 კი­ლო­მეტ­რის რა­დი­უს­ში ხუთი სო­ფე­ლია.

უშის რამ­დე­ნი­მე და­სახ­ლე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­რე­შე დარ­ჩა, თუმ­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა თით­ქმის აღად­გი­ნა. შე­ი­ზღუ­და მა­ტა­რებ­ლის მოძ­რა­ო­ბაც.

ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი სინ­ცი­ან-უი­გუ­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რე­გი­ო­ნის სულ მცი­რე ექვს რა­ი­ონ­ში იგ­რძნო­ბო­და. პირ­ვე­ლი ბიძ­გის შემ­დეგ კი­დევ 40 ბიძ­გი და­ფიქ­სირ­და. ჩი­ნე­თის სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ძლი­ერ ბიძ­გებს პროგ­ნო­ზი­რებს.

ყირ­გი­ზეთ­ში მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრი ბიშ­კე­კი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 400 კი­ლო­მეტრში იყო. შემ­თხვე­ვას მსხვერ­პლი და ნგრე­ვა არ მოჰ­ყო­ლია.

მი­წისძვრა და­ფიქ­სირ­და ნო­ვო­სი­ბირსკშიც (რუ­სე­თი). და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ ვრცელ­დე­ბა.

მი­წისძვრა იგ­რძნობ­და უზ­ბე­კე­თის დე­და­ქა­ლაქ ტაშ­კენ­ტშიც. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
tamila
0

მოსახლეობა არ იყო ინფორმირებულიო?! როდის იყო მიწისძვრის შესახე წინასწარ ვინმე ვინმეს აფრთხილებდა?

Ჟანა
0

მიწისძვრა იყო ᲗურქეᲗᲨი, 50 აᲗასი კაცი როამოდვეს მიწაᲨი

ავტორი:

"პანიკისგან ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა... ასეთი არაფერი მინახავს" - რას ჰყვებიან ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის თვითმხილველები

"პანიკისგან ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა... ასეთი არაფერი მინახავს" - რას ჰყვებიან ჩინეთ-ყირგიზეთის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის თვითმხილველები

ჩინეთში, ყირგიზეთ-სინძიანის სასაზღვრო რეგიონში 7,01 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა იგრძნობოდა რუსეთში, ყაზახეთში და უზბეკეთშიც. დაშავებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში დაფიქსირდა - 44 ადამიანი. ჩინეთში, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფლად იყო, დაშავდა ექვსი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, პანიკისგან ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა.

  • მიწისძვრის შედეგები ყაზახეთში

ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად 44 ადამიანი დაშავდა, მათგან 10 ბავშვია. მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის საავადმყოფოები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ალიხან სმაილოვის თქმით, მოსახლეობა შენობიდან თავის დაღწევას ფანჯრიდან გადახტომით ცდილობდა: "ადამიანები, რომლებმაც დროულად ვერ მიიღეს ინფორმაცია... პანიკაში არიან. ისინი მეორე ან მესამე სართულიდან გადმოხტომის შედეგად დაშავდნენ. აუცილებელია გამაფრთხილებელი სისტემების დროულად ამოქმედება და მოსახლეობისთვის შეტყობინებების გაგზავნა“, - განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს განცხადებით, მიწისძვრა ყაზახეთის სამ მეგაქალაქსა და ხუთ რეგიონში იგრძნობოდა. ეპიცენტრი ალმათიდან 264 კილომეტრში, ყირგიზეთის და ჩინეთის საზღვარზე მდებარეობდა. ყველაზე ძლიერი ბიძგები, 5 მაგნიტუდა (MSK-64 შკალით) ალმათიში სამშაბათს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე დაფიქსირდა.

"იმ მომენტში საშინელ შოკში ვიყავი. თავიდან ვიფიქრე, რომ მეჩვენებოდა. ჩემი აზრით, მიწისძვრა მხოლოდ 10 წამს გაგრძელდა. ქუჩაში გავიქეცი და დავინახე იქ მდგომი მეზობლები. ზოგს პიჟამაა ეცვა, ბავშვები კი საბანში ჰყავდათ გახვეული - მათი ჩაცმის დროც კი არ ჰქონდათ. ამ ქალაქში 1999 წლიდან ვცხოვრობ და ვაღიარებ, რომ მსგავსი არაფერი მინახავს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობამ ქალაქის დატოვება გადაწყვიტა, რამაც გზებზე და ბენზინგასამართ სადგურზე საცობი შექმნა. სეისმოლოგების თქმით, ამ დროს სადგურზე ყოფნა სახიფათოა.

"თუ მიწისძვრა განმეორდა, ეს ბენზინგასამართ სადგურის აფეთქებას გამოიწვევს" - ამბობენ ისინი.

ალმათის გარდა, 2-4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა ქალაქ შიმკენტის, ჟამბილისა და ჟეტისუს რეგიონებში. ის ასევე იგრძნობოდა ასტანას, ყარაგანდას და აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონებშიც.

ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი ალმათს 24-25 იანვარს ეწვევა.

  • შედეგები ჩინეთსა და სხვა ქვეყნებში

7,1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა ჩინეთში, უშის ოლქში. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.

ჩინური გაზეთის Huanqiu Shibao-ს ცნობით, უშის ოლქში 90 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი მთებში იყო, სადაც მოსახლეობა "უკიდურესად მცირეა“. ეპიცენტრის გარშემო 20 კილომეტრის რადიუსში ხუთი სოფელია.

უშის რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, თუმცა ხელისუფლებამ ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის აღადგინა. შეიზღუდა მატარებლის მოძრაობაც.

ძლიერი ბიძგები სინციან-უიგურის ავტონომიური რეგიონის სულ მცირე ექვს რაიონში იგრძნობოდა. პირველი ბიძგის შემდეგ კიდევ 40 ბიძგი დაფიქსირდა. ჩინეთის სეისმოლოგიური ცენტრი უახლოეს დღეებში ძლიერ ბიძგებს პროგნოზირებს.

ყირგიზეთში მიწისძვრის ეპიცენტრი ბიშკეკიდან დაახლოებით 400 კილომეტრში იყო. შემთხვევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

მიწისძვრა დაფიქსირდა ნოვოსიბირსკშიც (რუსეთი). დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მიწისძვრა იგრძნობდა უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტშიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.